ავტორის შესახებ

ცოტა თუ ბევრი ჩემს შესახებ... დავიბადე ერთხელ თბილისში, 1984 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ტელევიზიაში მუშაობის დაწყებამდე ბევრი ვიმომთაბარე, მერე მოვედი აქ და აგერ უკვე 20 წელია ვმუშაობ დევიზით - თავს ყველაფრისმცოდნედ როგორც კი ჩათვლი, მაშინ მთავრდება შენი პროფესიონალიზმი!... ტელესაქმის შესწავლა ასე დაიწყო, 4 წელი ვიყავი შტატგარეშე ავტორი თითქმის ყველა რედაქციაში. ცოდნა-გამოცდილების შეძენის შემდეგ შევქმენი 4 საავტორო გადაცემა და ერთი დოკ. ფილმი. მერე დაიწყო ხან აღმასვლა, ხან დაბლა დაშვება... საზ-პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერიც ვიყავი და ტექ. ასისტენტიც, შემეცნებითი მიმართულების პროდიუსერიც, სატენდერო კომისიის ექსპერტიც და სუბიექტურად გასატესტი ობიექტიც. ყველაზე დიდი გამტესტავი, დრო კი დღემდე მაკვირდება და მგონი, მოსწონს ცვლილებების მიმართ ჩემი მუდმივი მზადყოფნა... მეხუთე წელია ვარ გადაცემა „ფერმის“ პროდიუსერი და მომწონს განახლებული ფორმატი, გადახალისებული შემოქმედებითი ჯგუფი და მენახირე-პროდიუსერად ქცეული საკუთარი თავიც... მიყვარს გლეხი, ფერმერი და ის მიწაც, ხან თავში არმოხვედრილი ვაშლით, ხან დედას პურის სურნელით რომ მახსენებს, რომ ყველანი  მიწის შვილები ვართ... თუმცა, კლასიკური CV მაინც სულ სხვაა: 2013 წ.-დან დღემდე გადაცემა „ჩვენი ფერმა“ - პროდიუსერი; 2008 წ.-დან 2013 წ.-მდე - შემეცნებითი მიმართულების პროდიუსერი; 2008-2009 წ.წ. - სატენდერო კომისიის ექსპერტი; 2008-2009 წ.წ. - დოკუმენტური ფილმები - „ჩვენებურები“, „მოწყვიტე წამი“ - პროდიუსერი; 2006-2008 წ.წ. - „საუკუნის პორტრეტები“ - აღმასრულებელი პროდიუსერი; 2005-2006 წ.წ. - გადაცემა „წითელი ზონა“ - აღმასრულებელი პროდიუსერი; 2004-2005 წ.წ. - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი; 2003-2004 წ.წ. - სტუდია „პუბლიცისტი“ - მთავარი რედაქტორი; 1998-2003 წ.წ. - გადაცემა „ეძიე ქალი“ - ავტორი და წამყვანი;1993-1994 წ.წ. - დოკ. ფილმი „არ დავუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს“; 1992-1993 წ.წ. - გადაცემა „ეს მე ვარ“ - ავტორი და წამყვანი; 1989-1990 წ.წ. - გადაცემა „ქალბატონები და ბატონები“ - ავტორი და წამყვანი.

თამარ ბოლქვაძის ბლოგი "ბაბუაჩემის შემოდგომა ანუ ხსოვნის საფეხურები"

08 April 2016