ავტორის შესახებ

მიკროფონი და კამერა  ახლოდან  13 წლის ასაკში, მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯში გავიცანი.  მოგვიანებით, როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, არც მიფიქრია ამ ორ ჯადოსნურ  ხელსაწყოსთან განშორება,  თსუ-ში, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის  ფაკულტეტზე ჩავაბარე. 

მესამე კურსის სტუდენტი „ალიონის“ კორესპონდენტი გავხდი ,  პირველი არხის მიკროფონის დაჭერაზე მეტად  ვერაფერი გამახარებდა. „ალიონის“ მერე იყო რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუ, „დიალოგი“ ,  „პირველი სტუდია“, „მთავარი“.  ჯერ კორესპონდენტი, მერე პროდიუსერი ვიყავი .

ტელევიზიაში მუშაობისას  ყველაზე ამაღელვებელი დღემდე  ის მომენტია, როცა რეჟისორი ამბობს სიტყვებს  - ეთერში ვართ! პირდაპირი ეთერის ადრენალინს ვერაფერი შეედრება, მაშინაც კი როცა კადრს გარეთ,  საეთეროში  მუშაობ. 11 წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ვარ, მე და საზმაუ ერთად ვიზრდებით და ვძლიერდებით. 

ბაკალავრიატის მერე  ჟურნალსიტიკის მაგისტრი გავხდი. პარალელურად  ილიას უნივერსიტეტში 2 წელი ლექციებს ვკითხულობდი.  საინტერესო პროცესი ყოფილა მომავალი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება, მაგრამ როცა არჩევანის წინაშე დავდექი უნივერსიტეტს ისევ ტელევიზიის გამო შეველიე, მივხვდი რომ ოპერატორთან, მემონტაჟესთან  და მთელ გუნდთან  ერთად სატელევიზიო პროდუქტზე მუშაობას სხვა ვერაფერში გავცვლი. 

მიწისძვრის პანიკური შიში მაქვს, მაგრამ როცა ერთხელ პირდაპირი ეთერისას ტელევიზია შეზანზარდა პირველი ინსტინქტი ინფორმაციის მოპოვება და დეტალების მაყურებლისთვის მიწოდება იყო. არჩევნების წინ მაყურებლისთვის  სრული ინფორმაციის მიწოდება  მათ სწორ არჩევანს ნიშნავს, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ამ გადაცემის გუნდი ვეცდებით პირველი არხის მაყურებელი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე ინფორმირებული იყოს მათ შესახებ, ვისაც ირჩევს.


მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

25 May 2016

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - „ასოციაციობანა“ განათლებაზე

26 April 2016