ავტორის შესახებ

დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ტელეჟურნალისტის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში.

1990-93 წლებში იყო საქართველოს რადიოს "პიკის საათის" რეპორტიორი, რედაქტორი, საავტორო გადაცემის წამყვანი; 

1993-95 წლებში - საქართველოს ტელევიზიის "პირველი არხის" შემოქმედებითი გაერთიანება "ალიონის" ხელმძღვანელის მოადგილე. 

1995-2001 წლებში - შემოქმედებითი გაერთიანება "ხელოვნების" ხელმძღვანელი. ამავე წლებში  "პირველ არხზე" ამზადებდა საავტორო გადაცემათა ციკლს  "ეპოქა"  (29 საფონდო გადაცემა); 

არის ტელეფილმის - "მეხანძრის სიზმარი" იდეის ავტორი და პროდიუსერი  (რეჟისორი - რობერტ სტურუა); 

2001-2003 წლებში იყო განათლების რეფორმის პროექტის  (მსოფლიო ბანკი)  მედიაკომუნიკაციის ხელმძღვანელი. 

2003-2009 წლებში - გაზეთების:  "24 საათის", "ახალი 7 დღის", "დრონისა" და ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ავტორი.

2009 -2012 წლებში - საზოგადოებრივი მაუწყებლის  "მეორე არხის" გენერალური პროდიუსერის მოადგილე. 

2012-14 წლებში - დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი.

ავტორი და პროდიუსერია დოკუმენტური ფილმებისა: "ერთ მიწაზე" (ქართულ-ოსური შერეული ოჯახები); "ეპიზოდი, როგორც მთავარი" (კარლო საკანდელიძე); "ცხოვრება - ჯილდოც, სასჯელიც" (ელდარ შენგელაია); "პოეტი - ქადაგი" (ბესიკ ხარანაული); "ვაზში დაკარგულები" (ვაზის მოვლის და ქვევრში ღვინის დაყენების ერთწლიანი ციკლი); "აქ და იქ" (100 წლის ქალის ისტორია); "იყო და არა იყო რა" (ჯიბსონ ხუნდაძე);

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

31 July 2016

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

22 May 2016

ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი - სუნი, რომელშიც ვცხოვრობთ

21 April 2016