ავტორის შესახებ

გადაცემა "წიგნების თაროს" წამყვანი და სცენარისტი.

დაიბადა 1988 წელს, თბილისში. პროფესიით მსახიობი და დრამატურგი. საქართველოს ელიტარული ინტელექტ კლუბის წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თამაშში "რა? სად? როდის?". 

მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, თუმცა ჯერ არც ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ნობელი, მაგრამ არც ისეთი უმნიშვნელო, როგორც იუთუბის ნახვების რაოდენობა. 

იყო პოეტური ჯგუფის "ვარდისფერი ავტობუსის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ასევე, არის სამი პერსონალური პოეტური კრებულის: "ლურჯი", "პოლი პოლაკისა" და "გამჭვირვალეს" ავტორი. 

აქვს დაწერილი რამდენიმე კინოსცენარი (მათ შორის სცენარი ფილმისთვის "დაკარგულები", რომლის პრემიერაც 2015 წელს შედგა კანის კინოფესტივალზე და ამით განსაკუთრებულად ამაყობს, რამეთუ ამ ტექსტში ცალკე აღნიშნა) და თეატრალური პიესა, რომლებიც სხვადასხვა დროს დადგმულა ქართული თეატრების სცენებზე.

მისი მოთხრობები 2011, 2012 და 2013 წლებში შესულია კრებულში "15 საუკეთესო მოთხრობა". თავისუფალ დროს წერს მუსიკას, უყვარს შოკოლადი, მანჩესტერ იუნაიტედი და კენ ლოუჩის ფილმები.

დავით ქართველიშვილი

31 October 2017

აგოტა კრისტოფის ტრილოგია

04 October 2017