ავტორის შესახებ

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მედიის და მასკომუნიკაციის პროფესორი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (ვიდეოფილმებისთვის: "გოგი გეგეჭკორი", "ოთარ მეღვინეთუხუცესი", "გურამ საღარაძე", "უშანგი ჩხეიძე", - 2002წ.), ავტორი სახელმძღვანელოსი "ტელე-რადიო ჟურნალისტიკა" 2008 წ. 

მრავალი სატელევიზიო პროექტის ავტორი, რეჟისორი და წამყვანი. მათ შორის: "ქიმერიონი", "მთავარ როლში", "მეტრონომი" (საზოგადოებრივი მაუწყებელი); პროდიუსერი და ავტორი პროექტების: "სამოთხის ვაშლები" (საზოგადოებრივი მაუწყებელი), "მზერა-კულტურა", ვიდეოფილმი "იფიქრე გრძნობით, იგრძენი გონებით-ვენეციის ბიენალე" (ტელეკომპანია "მზე"). 

მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი ხელოვნებათმცოდნეობისა და მედიის კვლევების სფეროში. 

ავტორი სახელმძღვანელოების: "ტელე-რადიო ჟურნალისტიკა" (2008წ.) და "სატელევიზიო პროდიუსერი" (2015წ.)

დაიბადა 1964 წლის 21 აგვისტოს. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი (1986წ.) და მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის ასპირანტურა (1991წ.).

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება" - პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე, საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის პროგრამა "ალიონი" - კორესპონდენტი, მიმომხილველი (1992-1995წწ.); შემოქმედებითი გაერთიანება "ხელოვნება", მთავარი რედაქტორის მოადგილე - (1995-2002წწ.); საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "დღის ბოლოს" - მთავარი პროდიუსერი (2002-20013წწ.); შემოქმედებითი გაერთიანება "მოამბე" - გენერალური დირექტორი (2003წ.); საქტელერადიომაუწყებლობის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, ხალხური შემოქმედების რედაქციის მთავარი რედაქტორი, შემოქმედებითი გაერთიანება "დღე" - გენერალური პროდიუსერი (2003-2005წწ.); ქართულ-ინგლისური ჟურნალი “Free time Colour” - დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2005-2008წწ.); მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (2005-2006წწ); ტელეკომპანია "მზე" - საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა "მზერა-კულტურა" - მთავარი პროდიუსერი (2006-2008წწ.); საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის და დღის პროგრამების გენერალური პროდიუსერი (2008-2013წწ.), საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ტელემაუწყებლობის დარგში - (2013-2015წწ.), საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი 2015 წლიდან დღემდე.

1991 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - დღემდე; ევროპის მაუწყებელთა კავშირის ჟურნალისტურ აკადემიაში - დღემდე;  ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2008-2012წწ); ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში (2008-2012წწ), კავკასიის უნივერსიტეტში (2015წ.). მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. 



ტელეკრიტიკის პრობლემა ქართულ ტელემედიაში

11 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - მისი სატკივარი კვლავაც იქნება ტელევიზია და ამჯერად კიდევ უფრო მეტად...

10 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - ფსევდოდემოკრატიული ტელერეალობა

08 April 2016

გოგა ჩართოლანის ბლოგი - როდესაც ის ცეკვავდა....

07 April 2016