27 November 2015
  • 3239 ნახვა

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

არაა საიდუმლო, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რაგბს საერთოდ არ თამაშობენ. არც თამაშობენ და დიდად არც აინტერესებთ. ქუჩაში ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩერო და რაგბის ერთი მოქმედი სუპერვარსკვლავის დასახელება სთხოვო, ისინი თავაზიანად, ან არც ისე თავაზიანად მოგიგებენ, რომ სპორტის ამ სახეობას თვალყურს არ ადევნებენ, შესაბამისად, მოქმედი სუპერვარსკვლავების სახელიც არ იციან. მიუხედავად ამისა, ნათქვამს დიდი ალბათობით მოაყოლებენ, რომ გაუგიათ ერთადერთი მორაგბე - ჯონა ლომუ.      

ჩემი ქართველი მეგობრებიც, რომლებიც რაგბში შედარებით გაუთვითცნობიერებელნი არიან, მაგრამ მამუკა გორგოძის გამორჩეულობას თამაშის ყურებისას მაინც ამჩნევენ, ხშირად ამბობენ რომ „გორგოძე ქართველი ლომუა“. ასეა თუ ისე, ჯონა ლომუ იყო რაგბის პირველი მეგა ვარსკვლავი, რომელსაც შეეძლო მარტოს მოეგო თამაში. პირველი და დიდი ალბათობით უკანასკნელიც. პოპულარობის ძალიან მაღალი ტემპებით ზრდას ეს მართლაც მშვენიერი სპორტი  სწორედ ლომუს უნდა უმადლოდეს. ჯონამ დროს გაასწრო, რაგბი გარდაქმნა, მის გამო დაცვის სისტემები შეიცვალა, დაიხვეწა და ამ სპორტში ფიზიკური მონაცემების ახალი სტანდარტი შემოვიდა.      

ლომუ 1975 წლის 12 მაისს, ქალაქ ოქლენდში (ახალი ზელანდია) დაიბადა. თვრამეტი წლის ასაკში მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ახალი ზელანდიის შვიდკაცა ნაკრების შემადგენლობაში. ცხრამეტი წლის ასაკში იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა „ოლ ბლექი“, როდესაც შავი კვართი მოირგო და საფრანგეთს დაუპირისპირდა. ამ თამაშის გარდა ლომუმ კიდევ სამოცდაორი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა, ორ მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა და სანაკრებო თამაშებში 36 ლელო დადო. 1995 წელს, მსოფლიო თასზე, ჯონამ შვიდი, ხოლო 1999 წელს კი რვა ლელო დადო (სულ 15 ლელო - რეკორდი რომელიც ბრაიან ჰაბანამ გაიმეორა, თუმცა მხოლოდ მას მერე რაც მესამე მსოფლიო თასზე ითამაშა). არც ერთ რაგბის მოყვარულს არ დაავიწყდება ლომუს ლელო ინგლისთან, როდესაც მან სამ მეტოქეს პირდაპირი მნიშვნელობით თავზე გადაურბინა და ბურთი ლელოში დაამიწა. ჯონამ კიდევ ბევრი დაუვიწყარი მომენტი შექმნა.    

მისი სარაგბო კარიერა 2002 წელს უდროოდ შეჩერდა - მას თირკმლის უიშვიათესი დაავადება აღმოაჩნდა, რასაც სასწრაფო ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია მოჰყვა. მას შემდეგ ლომუმ დიდ რაგბში დაბრუნება არაერთგზის სცადა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მას ეს არ გამოუვიდა. ერთხელ მან დანანებით აღნიშნა: „წარმოიდგინეთ რამდენს მივაღწევდი, მე რომ ჯანმრთელი ვყოფილიყავი“. ჯონას მსოფლიო თასი არ მოუგია...     

2015 წლის 18 ნოემბერს, ინგლისში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ შინ დაბრუნებიდან სულ რამდენიმე დღეში, ჯონა ლომუ ორმოცი წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში იგი ამბობდა, რომ სურდა ეცოცხლა საკუთარ ორმოცდამეთხუტმეტე იუბილემდე, რათა ორივე ვაჟიშვილის სრულწლოვნებას მოსწრებოდა. სამწუხაროდ, მას ეს ოცნება არ აუხდა.     

ჯონა ლომუზე - როგორც სპორტსმენზე ბევრი დაწერილა და დაიწერება, თუმცა საერთოდ ცალკე საკითხი იყო მისი პიროვნება. ჯორჯ გრეგანი იხსენებდა, რომ ჯონა მოედანზე და მის გარეთ ორი სხვადასხვა ადამიანი იყო - თამაშისას აგრესიული, სწრაფი, ღონიერი და ტექნიკური მოწინააღგმდეგე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა, თამაშის დასრულებისთანავე თავმდაბალ და მორცხვ ადამიანად გარდაიქმნებოდა. მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლებემისა, ლომუმ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ უამრავ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა.     

ჯონა სისოცხლის ბოლომდე ახლო მეგობრობას ინარჩუნებდა იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენთან, სამხრეთ აფრიკის ლეგენდარულ ცხრა ნომერთან, რომელმაც 1995 წლის ფინალში ორჯერ ისე შებოჭა, რომ თავისი გუნდი გარდაუვალ ლელოს გარდააჩინა. შედეგად, სამხრეთ აფრიკამ ულელოო მატჩში, დამატებულ დროში, ანგარიშით 15:12 დაამარცხა უძლიერესი ახალი ზელანდიის ნაკრები. იუსტს პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ, ამიოტროფული სკლეროზი აღმოაჩნდა. ლომუ ხშირად ნახულობდა და ამხნევებდა მას. ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრის დროს მან იუსტს უთხრა: „ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა, რომ შემიძლია მეგობარი გიწოდო. ეს მე წინ სვლის ძალას მაძლევს. დამპირდი რომ ბრძოლას (დაავადებასთან) გააგრძელებ, ვინაიდან მე შენთვის ლოცვას არ შევწყვეტ. მე შენ გიცნობ, როგორც ადამიანს, რომელმაც ახალი ზელანდიის ნაკრები შეაჩერა. დარწმუნებული ვარ შენ ამ დაავადებასაც დაამარცხებ, ვინაიდან შენში რაგბის სულია. დარწმუნებული ვარ შენ გააგრძელებ ბრძოლას, რადგან ეს ისაა რასაც მე ამჟამად ვაკეთებ. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ქვეყნების სახელით ვთამაშობდით, მაგრამ ჩვენ შორის არის კავშირი, რომელსაც ვერაფერი გააქრობს. იყავი ძლიერი“.       რაგბის სული ლომუშიც იყო...  

თავად ჯონა იყო რაგბის სულის განსახიერება.

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

27 November 2015

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

27 November 2015

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

27 November 2015

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

27 November 2015

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

27 November 2015

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

27 November 2015

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

27 November 2015

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

27 November 2015

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

27 November 2015

Old Firm

27 November 2015

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

27 November 2015

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

27 November 2015

ორი „სამეული“

27 November 2015

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

27 November 2015

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

27 November 2015

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

27 November 2015

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

27 November 2015

დავაფასოთ ქართველები!

27 November 2015

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

27 November 2015

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

27 November 2015

პლეოფის მოლოდინში...

27 November 2015

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

27 November 2015

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

27 November 2015

ევრო 2016-ის მე-4 დღე

27 November 2015

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

27 November 2015

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

27 November 2015

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

27 November 2015

ჩაშლილი რეისი

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

27 November 2015

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

27 November 2015

მსხვერპლი

27 November 2015

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

27 November 2015

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

27 November 2015

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

27 November 2015

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

27 November 2015

13 მაისი

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

27 November 2015

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

27 November 2015

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

27 November 2015

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

27 November 2015

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

27 November 2015

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

27 November 2015

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

27 November 2015

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

27 November 2015

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

27 November 2015

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

27 November 2015

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

27 November 2015

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

27 November 2015

პელე - მშვიდობისმყოფელი

27 November 2015

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

27 November 2015

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

27 November 2015

რეპრესირებული მოცარტი

27 November 2015

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

27 November 2015

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

27 November 2015

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

27 November 2015

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

27 November 2015

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

27 November 2015

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

27 November 2015

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

27 November 2015

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

27 November 2015

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

27 November 2015

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

27 November 2015

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

27 November 2015