17 December 2015
  • 1084 ნახვა

ირაკლი ტაბლიაშვილის ბლოგი: სამი ამბავი!

უცნაურობებს, რახანია, მივეჩვიე!

წლების წინ, როდესაც facebook-ზე ერთი „ფრენდი“ ზუსტად ისე შემეხმიანა, როგორც განსაკუთრებული მეგობარი... მისი კედელი გაფაციცებით ვქექე/ვქექე და წმ. გიორგისა ბევრ ფოტოსა და უფრო ბევრ რუსულენოვან ანეკდოტთა ფოტო-ასლებს შორის, მისივე ბუნდოვან პორტრეტს მხოლოდ ერთგან წავაწყდი... 

- „შევხვდეთ, ვისაუბროთ-თქო, - შევთავაზე და როდესაც სიამოვნებით დამთანხმდა, იმ ერთადერთ ფოტოს დიდხანს „ჩავუჯექი“ 

- „არ უნდა დავიბნე, ეგრევე უნდა ვიცნო“ - ვუმეორებდი საკუთარ თავს ასე ნახევარი საათი, ვიდრე მის მოსვლამდე.

- ტაბლო, როგორ ხარ? - შემომეგება სტუმარი... აი, ისე, დიდი ხნის უნახავი და რომ შემხვდებოდა, მე - მხოლოდ უმცროს-ძმიანს.

შემდეგ იყო რომ - ვისხედით და ვსაუბრობდით პოლიტიკაზე - რუსეთზე; საქართველოზე; საზოგადოებაზე... ცხოვრებასა და ცხოვრების ორომტრიალებზე და ხანდახან მიღმა კი მიმირბოდა მზერა, მაგრამ მოსაუბრე უცებ მაფხიზლებდა რეპლიკით: „რა გჭირს? შენ თავს არ ჰგავხარ“

- „ჰო, რაო პუტინმა... უხ მაგის დედაც...“ - არ ვიბნეოდი მეც და შემდეგ ისევ ვცდილობდი წარსულის გაცოცხლებას, კადრების გახსენებას... მისი იერისა თუ მზერის მოახლოვებას... 

ჩემი ეს ახალი და იქნებ ძველი გულითადი... დაბრუნებული მეგობარი მას შემდეგაც არაერთხელ ვნახე... 

ჰოდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო, უცებ რომ წამოსცდა: 

- გახსოვს? შენ რომ 8 ნომერი იყავი და მე კი - 2? - კლდიაშვილის ქუჩაზე, მისივე თქმით, თურმე, ბურთს ერთად ვაგორებდით... თან - განუწყვეტლივ... შეუჩერებლად.

- მახსოვს, აბა, არ მახსოვს? - თამამადვე ვუპასუხე მეც... ხოლო მას შემდეგ, ვის არ ვკითხე ჩემივე შერჩენილი კლდიაშვილელი მეგობრებიდან - ვინმე გოგო ხომ არ იყო ჩვენივე უბნის რომელიმე გუნდში...

სამწუხაროდ, ვერც სხვებმა გაიხსენეს ფეხბურთის ფანი მეზობელ-უბნელი ბავშვი-გოგონა... თუმცა, მგონი, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა - მთავარი ალბათ ისაა, რომ ეს მეგობარი იყო, არის და იქნება კიდეც.

დაახლოებით ამგვარივე ამბავი მალევე შემემთხვა, თუმცა, იქნებ, უფრო უცნაურიც.

კუს ტბაზე, შვილთან ერთად მესამე წრის ძლივს გალევისას, ერთი მოხუცი მომიახლოვდა და ... მოხუცებურადვე ჩამაკვირდა... ჩემ შეშმუშვნამდე კი უცებ დაიწყო: 

- ირაკლი ხომ?.. ტაბლიაშვილი - ეკრანებიდან ვეცნე-თქო, ვიფიქრებდი, მაგრამ... დაუდგრომელმა დამატებით მომახალა:

- მამაშენი ამაყობს შენით, მაგრამ ცოტა ნერვიულობს კიდეც - 1 თვის წინ შემხვდა, გოგოლზე...

- ვინ შეგხვდათ?.. - კი ვკითხე მაინც მორიდებით, მაგრამ, პასუხს აღარც დავლოდებივარ... ან რა აზრი ჰქონდა - მამა ნაღდად 16 წლის წინ გარდაიცვალა, ჰოდა, იმ პატიოსან კაცს ნაღდად სხვის შვილში შევეშალე, ავერიე... 

თუმცა, ხსენებული გოგოლის ქუჩის დეტალი, იმ, პირველი მეგობრის გამოჩენის არ იყოს, დღემდე გამოცანად რჩება ჩემთვის - კლდიაშვილზე, სადაც გოგოლის გრძელი ქუჩის ბოლო წვერია, მამასთან ერთად მართლაც ვცხოვრობდით... ბურთსაც ვაგორავებდით, მხოლოდ - ბიჭები. 

მესამე ამბავიც ამ ქუჩის - კლდიაშვილის სერიიდანაა - ვერის ბაღის ბილიარდის კლუბში, მეგობრებთან ერთად, იშვიათად, მაგრამ, ხანდახან მაინც ვიღებ ხოლმე ჯოხ-კიას... მეგობრებმა იციან - ადრეულ წლებში „სვოი“ კარგად გამომდიოდა - „ჩუჟოი“, მით უფრო, გრძელი - ცუდად.

ჰოდა, ერთხელაც იყო - გვერდით მაგიდასთან ასაკოვანი, მაგრამ, აი, ოდესღაც კარგად რომ თამაშობდნენ, ისეთი მობილიარდეები გართულიყვნენ თამაშობით... მერე, გახურებულებმა, შედარებით ახალგაზრდებსაც შემოგვთავაზეს და დიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ პაექრობა კი გაჩაღდა...

- რა გვარი ხარ შვილო?.. შუათამაშისას მკითხა ერთ-ერთმა და როცა ვუპასუხე, შეჩერდა... შეშრა თითქოს...

- კლდიაშვილის ქუჩაზე ერთ კარგ კაცს ვიცნობდი - ალბათ ბაბუაშენს...

- მიხეილს? პეტროვიჩს? - დიალოგის გახურება ვცადე მეც...

- ჰო, მიშას - პეტროვიჩს... ჩემზე ასე 10-12 წლით უფროსი იყო, მეტით კი არა...

პეტროვიჩი, ანუ, ბაბუაჩემი - 1914 წლის მაისში იყო დაბადებული... შესაბამისად, 100-101 წლის იქნებოდა ახლა...

გამოდის რომ...

მოკლედ, 90 წლის ბაბუსთან ის მატჩი შეგნებულად დავთმეთ... 

***

ეჰ, ასეთი ამბები გამახსენდა ახლა და, ამიტომაც შეგაწუხეთ, თორე... თორე, რახანია, არაფერი დამიწერია, გარდა თემისა - რუსეთი... როგორ უნდა დავცილდეთ რუსეთს... როგორ გვნებს რუსეთი და საერთოდაც - რატომ უნდა ვიყოთ ნატო-ევროკავშირის წევრები...


მსგავსი

ბაბუშკა ლალა - ადამიანი, რომელიც წლებია ქუჩაში ცხოვრობს

17 December 2015

ვიკა ბუკიას გზავნილი კოპენჰაგენიდან - JUST GO

17 December 2015

ადამიანი, რომელიც სხვისი ნარჩენებით ცხოვრობს

17 December 2015

ღირდა ყოველი ამად?!

17 December 2015

რა ხდებოდა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე - [ფოტო/ვიდეო]

17 December 2015

პანკისი სტერეოტიპებს მიღმა - სოციალური რეპორტაჟი

17 December 2015

სუსტი სქესი სპარსული წარმომავლობით - გიორგი ურუშაძის ბლოგი

17 December 2015

როგორ გავხდი მიმტანი - გიორგი ურუშაძის ბლოგი

17 December 2015

თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფით როლი ცხოვრებაში

17 December 2015

როცა ცუდი ამბავი კარგი ამბავია - თეო ხუბულავას ბლოგი

17 December 2015

ორი აბი facebook-ი - ირაკლი გაფრინდაშვილის ბლოგი

17 December 2015

ალექსანდრე და ჩიტები - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

17 December 2015

ნინო თარგამაძის ბლოგი - ვუდრო, სერ ბობი ჩარლტონი და მოგზაური კატა

17 December 2015

წიგნების თარო - 18.07. - ლელა გაბელიას ბლოგი - Into the wild

17 December 2015

წიგნების თარო - 18.07. - თეონა მჭედლიძის ბლოგი - ფურცლები სარკედ და მსუბუქი დეპრესიის რეცეპტი მიშელ უელბეკისგან

17 December 2015

ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებას ომი მოუგეს

17 December 2015

მიყვარხარ საქართველო, მაგრამ ასე ჩვენ ვერასდროს “მოვიგებთ ომს”!

17 December 2015

გამქრალი გოგოები

17 December 2015

"კატს'' შეწირული მოსწავლეების ფსიქიკა – ცოტა რამ უაზრო გამოცდის შესახებ

17 December 2015

ლუკა კუხიანიძის ბლოგი - ბიჭი ერთი გულით, მოგონებებით და ერთგული შეყვარებული სარეცხით

17 December 2015

ნატა გელაშვილის ბლოგი - საქართველო და უცნაური ,,სიკეთე"

17 December 2015

მარიამ ტყებუჩავას ბლოგი - პირველად იყო კადრი!

17 December 2015

სახლი, სახელად "პიკი" - ქეთო სადღობელაშვილის ბლოგი

17 December 2015

ინგა ქორიძის ბლოგი - ტელევიზორი პირველყოფილ მღვიმეში და ცივილიზებულ მსოფლიოში

17 December 2015

ანი ენუქიძის ბლოგი - აღდგომა - „ქალაქი“ „სოფლელების“ გარეშე?!

17 December 2015

ლევან ჯობავას ბლოგი - „დაროგა, დაროგა“ - ნუ იქნები მეორმოცე !

17 December 2015

მიეცით მოსწავლეს სულ ცოტა სინათლე!

17 December 2015

პასუხი კითხვაზე – ,,რა თაობა მოდის?!“

17 December 2015

„როცა შენ შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი შენს სამყაროსაც.“

17 December 2015