03 February 2016
  • 2298 ნახვა

როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი – მოსწავლის ხედვა

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, ეს ბევრჯერ თქმულა. მე მე–11 კლასში ვარ. ყოველთვის ვინტერესდებოდი და ახლაც ვინტერესდები სასკოლო თემატიკით და ხშირად გამომითქვამს პრეტენზია და პატივისცემა 21–ე საუკუნის საგანმანათლებლო ინოვაციებზე. 

ბავშვის პიროვნული,შემეცნებითი და ფენომენალური განვითარება სკოლაში ყალიბდება,რაც პასუხისმგებლობის აღმატებით კონტექსტში გაგებას გულისხმობს. საგაკვეთილო გარემოს ცხოვრებისეული დატვირთვა აქვს და აწმყო დეჟავუსავით გვევლინება ხოლმე მომავალში. 

დღეს აბსოლიტურად სხვა თაობა წამოვიდა. ვერ ვიტყვი,რომ კატასტროფის ან რაიმე ანომალიის წინაშე ვდგავართ,რადგან ჩვენი დადებითი თვისებები ყველა დანარჩენს ფარავს და გარკვეულ წილად საამაყოცაა. 

გაკვეთილი ვახსენე და ის წარმოიდგენელია, მასწავლებლის გარეშე.  გახსნილ,თავმომწონე და ადამიანური ურთიერთობებით მდიდარ ახალგაზრდობას მეგობრული მასწავლებელი უყვართ. ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ. 

რადგან შეიძლება საგანს ვერ სწავლობდე,მაგრამ იმდენად გიყვარდეს მასწავლებელი,რომ მის გაკვეთილზე ჩუმად იყო და პატივს სცემდე. მგონი, აქ უკვე იბადება ურთიერთობა. ნორმალური ურთიერთობა,რაც ყველანაირ ფორმალობას სცდება.

მასწავლებლებო, იყავით მეგობრულები და თქვენ შრომას აუცილებლად ექნება დაფასება. :)


მსგავსი