05 February 2016
  • 1994 ნახვა

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ჯერ კიდევ ადრეულ საბჭოთა ხანიდან იყო პოპულარული ჩვენს საზოგადოებაში,  ქართულ ლიტერატურაში მან ფეხი მყარად მაინც ვერ მოიკიდა. დღესაც მრავალი მკითხველი მას „არასერიოზულ“ ჟანრად მიიჩნევს და კლასიკის ან უფრო ცნობილი ავტორების კითხვას არჩევს.

ალბათ ეს ერთ–ერთი იმ მიზეზთაგანია, რომლის გამოც ჩვენს ლიტერატურაში ძალიან ცოტაა ძლიერი ფანტასტიკური ნაწარმოები. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოთვლა შეიძლება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით განვიხილავთ და უცხოელი მკითხველის გემოვნებას დავაკმაყოფილებთ.  ძნელია გააოცო ქვეყნები, რომელთაც აიზეკ აზიმოვი, რეი ბრედბერი, სტანისლავ ლემი, ოლდოს ჰაქსლი, ძმები სტრუგაცკები და სხვა გამორჩეული ფანტასტები ყავთ.  ამის მიუხედავად  „უშანსოდ“ არ ვართ, რადგან რამდენიმე ძლიერი  Sci-Fi რომანი გაგვაჩნია, რომელზე დაყრდნობითაც თანამედროვე მწერლებმა შეიძლება შექმნან ისეთი ტექსტები, რომელიც „ლოკალური“ და მხოლოდ ქართველებისთვის გასაგები არ იყოს.

ჩემთვის ორი რომანია გამორჩეული. პირველია გურამ ფანჯიკიძის „სპირალი“ (1985წ) და მეორე – ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“ (1930წ).  „სპირალი“ ფანჯიკიძისთვის ფაქტიურად რომანი–ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემი აზრით, ნაწილობრივ გაამართლა. მასში აღწერილია ტვინის გადანერგვასთან, ანუ მედიცინის რელიგიასთან და ფსიქოლოგიასთან ჩარევის ინოვაციური მცდელობა, რომელიც ტრაგიკულად სრულდება ყველა ცდის ობიექტისათვის. მწერალმა აქ კარგად დაგვანახვა თუ როგორი უძლურია მეცნიერება ადამიანის სულთან და მის მოუთოკავ ფსიქოლოგიასთან. ამ რომანის კითხვისას გიჩნდება ასოციაციები მსოფლიო რელიგიებთან, რეინკარნაციის თეორიებთან. ინტერესდები, როგორი გრძნობაა იყო ახალგაზრდა, მაგრამ გონებით, განათლებით და აზროვნებით მოხუცი; გიყვარდეს შენი საკუთარი და; გქონდეს წარმოუდგენლად დიდი ცოდნა და მაინც არ გამოიყენო ის კეთილი განზრახვებით. ბოლოს ხვდები, რომ შენ ანუ ადამიანის სული ამ ბრძოლაში ყოველთვის დამარცხდები, რადგან არსებობს რაღაც, რაც შენზე მაღლა დგას და იმას ვერასდროს აჯობებ.  გურამ ფანჯიკიძემ, საინტერესოდ ასახა ის პრობლემები, რომელიც „სრულყოფილ“ ბუნების ქმნილებაში ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს.  ცალკე საკითხია ღმერთის არსებობის პრობლემა, რომელიც შედარებით დაბალ პლანზეა გადმოწეული სპირალში, თუმცა საბოლოო ჯამში ავტორს მშვენიერი რომანი გამოუვიდა.

„ქალი სარკეში“ აბაშელმა 1930 წელს გამოაქვეყნა და პირველ ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკად ითვლება. ეს წიგნი,  ჩემი აზრით უსაფუძვლოდაა მივიწყებული, რადგან მრავალი ისეთი დეტალი აღმოვაჩინე, რაც ამ რომანს კლასიკად ხდის და ღირებულებას სძენს.  ალექსანდრე აბაშელმა ამ რომანში წინა პლანზე წამოსწია უცხო ცივილიზაციის არსებობის პრობლემა:  რამდენადაა შესაძლებელი მისი არსებობა და რა ზეგავლენას ახდენს ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ ცნობიერებაზე.  თუმცა, არ გამოჩნდა ის კითხვა, რომელიც დღესაც აქტუალურია მსოფლიოსთვის. ვართ თუ არა ჩვენ, ადამიანები მზად უცხო ცივილიზაციასთან შესახვედრად. მეცნიერების აზრით, ეს ე.წ. „კულტურულ შოკს“ გამოიწვევს და დედამიწა სრულ ქაოსში ჩაეფლობა. ავტორმა ამ თემას დიდი ყურადღება არ მიაქცია და ჩემი აზრით ამით რომანმა ბევრი დაკარგა. აბაშელმა მთავარ პერსონაჟს,პროფესორ გურგენ კამარელს მარსელი ქალი შეაყვარა, რამაც გამოიწვია ის, რომ მთელი ძალისხმევა მან მარსამდე მისაღწევად გამოიყენა. მისთვის მეორეხარისხოვანი გახდა ყველაფერი სხვა.  მათ შორის საკუთარი პლანეტის სიცოცხლე, თუმცა დედამიწას გაუმართლა იმაში, რომ ის საჭირო გახდა მარსელებისათვის და მათ კოსმონავტი გამოგზავნეს. მისი მეშვეობით დედამიწა „დაამუხრუჭეს“ და ასტეროიდის შეჯახება აიცილეს. მე ცოტა გულუბრყვილოდ აღვიქვი „დამუხრუჭების“ იდეა, რომელიც მეცნიერულად წარმოუდგენელია, თუმცა მწერალს ვაპატიე ეს შეცდომა. ძალიან მომეწონა,  მწერლის შეხედულება ადამიანის უმადურობის შესახებ. დედამიწის მოსახლეობა უარს ამბობდა მარსზე წყლის გაგზავნაზე, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მოვლენა მომავალში კოლონიზაციის მცდელობად გადაიქცეოდა. ამ მომენტში ძალიან მწარე სიმართლე შევიგრძენი.  მეგონა, რომ მწერალს პირადად ჩემს მიმართ ჰქონდა უკმაყოფილება. 

ასევე მომეწონა იმ ტექნიკური მოწყობილობების აღწერა, რომელიც რომანში ხშირად გვხვდება(მაგ: კოსმოსური ხომალდი და Perpetuum mobile-ის მსგავსი ძრავა).  ჩემი აზრით აბაშელს ბრწყინვალედ აქვს აღწერილი ხომალდის შიდა ინტერიერი, ტექნიკა და კოსმოსი. ეს ყველაფერი ამ რომანს ნამდვილად ღირებულს ხდის.

ეს ორი წიგნი ჩემთვის გამორჩეულია ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში თავისი შინაარსით, იდეებით, მსოფლმხედველობით და ა. შ. მაგრამ აღსანიშნავია სხვა ნაწარმოებები, რომლებსაც აქ ვერ განვიხილავ. ესენია: თამაზ ჭილაძის „ბრეიგელის მთვარე“ ; ჯემალ ქარჩხაძის „დრო“ ; ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“ და სხვა თანამედროვე პოსტმოდერნისტული ტექსტები, რომლებიც მაგიური რეალიზმის გარდა Sci-Fi ელემენტებს შეიცავს.  ასევე აღსანიშნავია ცალკეული ავტორები, რომლებიც დღეს ფაქტიურად აღარავის ახსოვს და სამწუხაროდ აქ მოსაყვანად არც კი ღირს.

ყველაფრის მიუხედავად, ხელის ჩაქნევა არ ღირს და მგონი დროა ქართველმა მწერლებმა სერიოზულად მოკიდონ ხელი ამ ჟანრს.  აღსანიშნავია მისი სამენიერო ფანტასტიკის მონათესავე ფენტეზის ასეთი გამოცოცხლება, რომლის მთავარი საყრდენი დღეს ნატო დავითაშვილია. ასე, რომ მიბაძეთ მას!!

ლუკა ფადიურაშვილი, 16 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

05 February 2016