05 February 2016
  • 12098 ნახვა

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

„ვინ ვარ მე?“ _ რამდენიმე წლის წინ სკოლიდან სახლში მოვდიოდი, როდესაც ამ კითხვამ გამიელვა გონებაში და უჩვეულოდ ჩამაფიქრა. ალბათ თქვენც გქონიათ მსგავსი „გაურკვევლობის“ პერიოდი, როდესაც თავი სამყაროზე, ღმერთზე, ადამიანებზე, ალტერ ეგოზე პასუხგაუცემელმა კითხვებმა მოიყარეს თავი. 

მართლაც, ვინ ვართ ჩვენ? თითქოს მარტივი კითხვაა, არა? მაგრამ თუ დავფიქრდებით, უდიდესი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით. თუმცა ერთი რამ ცხადია, ჩვენ ვართ ადამიანები_განუმეორებლები და განსხვავებულები.

ვიბადებით, ვეცნობით სამყაროს, ვიზრდებით, ვსწავლობთ, ვვითარდებით და ნელ-ნელა ვყალიბდებით პიროვნებებად. 

ყმაწვილობის, ე.წ. თინეიჯერული წლები კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნულ განვითარებაში. სწორედ ამ პერიოდში უჩნდება ბავშვს კითხვები, რომლებიც სცილდება „ბავშვურ“ საზღვრებს და აფიქრებს ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე. გონება სცილდება მშობლებს, სკოლას, მეგობრებს... და პასუხებს ეძებს უფრო შორს და უფრო ახლოს, იქ სადაც ძალიან მალე, ბევრჯერ მოუწევს ბრძოლა ხმლისა და აბჯრის გარეშე. ის პასუხებს საკუთარ თავში ეძებს. აკვირდება ყველაფერს, ისრუტავს, ცდილობს გაიგოს ის, რაც არასდროს უთქვამთ მისთვის. ის, რასაც თქმა არ სჭირდება. ის, რაც ფიქრის დროს უნდა შეიტყოს, რომ თითოეულ ადამიანში ცხოვრობს შინაგანი „მე“, რომელთანაც კამათი გარდაუვალია. საოცარი რამ არის ფიქრი, რადგან ამ დროს ირკვევა ცხოვრების ავან-ჩავანი.

ადამიანი პიროვნებად ყალიბდება. იზრდება და ცხოვრობს. ცხოვრობს ისე, როგორც მას სურს, ან ისე, როგორც მის მშობლებს, მეგობრებს ან მეზობლებს სურთ. 

ადამიანთა უმეტესობას უჭირს წარმოაჩინოს თავისი ნამდვილი „მე“. უწევს ათასგვარი ნიღბის ტარება _ მეგობრებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, საზოგადოებასთან... და დასანანია, თუ მას საკუთარ თავთანაც უწევს ნიღბის ტარება უილიამ გოლდინგის მიერ შექმნილი გმირების მსგავსად „ბუზთა ბატონიდან“. იმ ბიჭების მსგავსად, რომლებმაც სახე და სხეული საღებავებით დაფარეს, დაარწმუნეს საკუთარი თავი, რომ არიან ველურები და ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდებოდათ. ისინი დაბრმავდნენ, აჰყვნენ სულელ და ქარიზმატულ ჯეკს და შედეგი: ღუდა და საიმონი მკვდრები არიან. კუნძული კი გადამწვარი, რადგან „ველურები“ დასდევენ რალფს _ ერთადერთს, ვისაც საღად აზროვნება შეუძლია.

ყველა ადამიანში ცხოვრობს დემონი და ის გარკვეული დოზით შეიძლება გამოვლინდეს პიროვნების ყველაზე კრიტიკულ მომენტში. 

ადამიანს მთელი სიცოცხლე ბრძოლა უწევს. არ ემორჩილება ბედისწერას, უიღბლობას და ცდილობს ადგეს, გაძლიერდეს და იბრძოლოს საკუთარი კეთილდღეობისთვის. რა თქმა უნდა, ამას დიდი სტიმული სჭირდება. ის საზოგადოება კი, რომელში ის ცხოვრობს, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ზოგს უადვილდება ცხოვრება, ზოგი კი სულიერად იღუპება. არაფერს არ უნდა მისცე უფლება შენზე ზეგავლენა მოახდინოს! უნდა ებრძოლო ცდუნებებსა თუ დოგმებს. საზოგადოებაც ხომ ომია, ცივილური ომი.

ეს პრობლემა ყოველთვის არსებობს და დღესაც გვხვდება ცივილიზებულ სამყაროში.

გავიხსენოთ სოფიო (მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობიდან „ეშმაკის ქვა“)_ ყოვლად დადებითი, კეთილი და უმანკო პიროვნება, რომელიც ადამიანურმა ინსტიქტმა შეიწირა. მისი ერთადერთი „დანაშაული“ დაბრმავებულ ადამაინთა გარემოცვაში ყოფნა იყო. იგი აიყოლია დაზომბირებულმა, ტვინგამორეცხილმა ხალხის ჯგუფმა, რომელიც ემოციას აჰყოლია. შედეგი კი სამარცხვინო და დამთრგუნველია.

ერთი ცდა  ჩაატარეს: დადეს ერთი შავი და მეორე თეთრი პირამიდა. ათ ადამიანს ჰკითხეს, თუ რა ფერი იყო ორივე პირამიდა. მათი პასუხი: „შავია“, მოისმინა უბრალო გამვლელმა და მისი პასუხიც ამავე შეკითხვაზე იყო, რომ ორივე შავია. მან „არ“ დაინახა თეთრი პირამიდა. აჰყვა ინსტიქტებს და არ დაუპირისპირდა უსამართლობას. სწორედ ეს არის ბრბოს ფსიქოლოგია. სოფიოც აიტანა ემოციამ, ჟრუანტელს უვლიდა სიტყვა „ჩაქოლეთ“. იგი საკუთარი სურვილის საპირისპიროდ წავიდა, რაც იმდენად განიცადა, რომ გონზე მოსული მალევე გარდაიცვალა. ასევე ბრბო ებრძვის მას, რასაც მისი გონზე მოყვანა შეუძლია.

საოცარი ირონია ჩანს სიტყვებში: „რალფი შუაში იდგა და დასტიროდა უმანკოების დასასრულს, ადამიანის გულში ჩაბუდებულ სიბნელეს.“

გარდა ამისა გვაქვს სხვა შემთხვევა, როცა ადამიანს არ ებრალება თავისი თავი, არ სურს სიცოცხლე და ამ ქვეყნიდან მარტო არ მიდის, მიჰყავს უდანაშაულო საზოგადოების გარკვეული ნაწილი. დიდი უსამართლობაა ეს. თავს თუ იმ ადამიანების ადგილას წარმოიდგენთ, რომლებიც მსხვერპლად შეეწირებიან ფიდაის (თ. დოლენჯაშვილი _ „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე“) ტერირისტულ აქტს, ალბათ უსიამოვნო გრძნობა გაგიჩნდებათ. ასეთი შემთხვევა არაერთია დღევანდელ მსოფლიოში.ამ დროს პიროვნებაა დაბრმავებული და დამნაშავეა  საზოგადოება, რომელმაც ეს ადამიანი გადაიბირა.

ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება კითხვა, ნუთუ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება? არ ვიცი. ვფიქრობ, არც არის საჭირო იყო ყველასთვის მისაღები.

არსებობს დაუწერელი კანონები ე.წ „მენტალობა“, რომელიც უნდა დაიცვას ადამიანმა, რომელ საზოგადოებაშიც იმყოფება. ზოგი დაუყოვნებლივ ასრულებს ამ მოთხოვნას, ზოგი უბრალოდ თავს არიდებს, ზოგი უაზრო პროვოკატორია და ზოგიც ჯანსაღი კრიტიკით არის დაკავებული. ჩემი აზრით კი, ყველაზე მართალი ის არის, რომელიც ცდილობს აღუდგეს იმ არასწორ აზრს, რომელიც დოგმად არის ქცეული. გიორგი ლეონიძის მოთხრობაში „მარიტა“, გოგონას არ აძლევენ სიყვარულის უფლებას, ძალით ათხოვებენ და ღალატს აბრალებენ. სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს ხევისბერს და მას აბსოლუტურად ყველა ეთანხმება, რადგან ასეთია „კანონი“. იმას კი არავინ კითხულობს, ვინ დაწერა , როდის ან რამდენად სამართლიანია.

სახარების მიხედვით იესოს მეძავი მიუყვანეს ჩასაქოლად, მაგრამ მან თქვა: „ისროლოს ქვა იმან, ვინც უცოდველია“. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვროს და დაანებოს სხვას თავი.

მაინც რა არის „ბუზთა ბატონი“?

ალბათ ის, რაც ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს. ჩვენ გვჭირდება მეტი ჯონათან ლივინგსტონი.

ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია.

გაათავისუფლეთ გონება ბორკილებისგან. 

„გაშალეთ მოჭრილი ფრთები, ადამიანებო!“

ანა ხუციშვილი, 16 წლის, თბილისის 115-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

05 February 2016