05 February 2016
  • 971 ნახვა

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

-სიუ, ახლა მე შემიძლია ერთი სიტყვა გითხრა და უმალ აგიწითლო ლოყები...

-კარგი რა დენი, შეხედე ცა რა ლამაზია...რა დროის ლოყების აწითლებაა...თან ცივა, არც ტანსაცმელი გვაქვს რომ გავთბეთ, არც სასმელი რომ შეგვახუროს, არც ნარკოტიკი რომ გაგვაბრუოს...კიდევ იტყვიან სამართალი არსებობსო...

-სამართალი იმ ხალხისთვის არსებობს ვისაც ფული აქვს! ვისაც თბილი ლოგინი, ცხელ ცხელი საჭმელი და ძალიან ბევრი ბლითი ელოდება...როგორ მომენატრა ბლითები...წავიდეთ ხვალ და ცოტაოდენი მოვიპაროთ მაღაზიიდან...

-ისევ დაგვიჭერენ და ჩაგვაყუდებენ როგორც მანამდე...

-ჰო მაგრამ ციხეში სამჯერ გვაჭმევენ და საწოლიც გვაქვს სადაც ფიცრის ნაცვლად ბალიში გვიდევს...

-შენ მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობ დენი...

-მოდი დღეს თავი შეიკავე სულის გადარჩენაზე ლექციებისგან...

- როგორც გინდა მაგრამ დაფიქრება გმართებს...

-გავითვალისწინებ (იმედია)

სიუ 16 წლის იყო ხოლო დენი 17-ის, ბავშვთა სახლში შეხვდნენ ერთმანეთს და სამიოდე წლის წინ გამოიპარნენ კიდეც...რაექნათ შეუყვარდათ ერთმანეთი და თავისუფლება სურდათ...სიყვარული ხომ არ გვეკითხება როცა მოდის და არც მაშინ როცა მიდის...მათ არავინ არ ჰყავდათ ერთმანეთის გარდა და მზად იყვნენ ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად ნებისმიერი დაბრკოლება გადაელახათ. მათ შორის გადებულ ხიდს ვერც ერთი ბუნებრივი მოვლენა ვერ დაანგრევდა რადგან სიყვარულის ხიდი თვალთაგან უხილავი და მარადიულია, რამდენიმე საფეხურით ამაღლებს ადამიანს და ეს ენით აღუწერელი ბედნიერება სამუდამოდ იდგამს ფესვებს ზეცაში. მზად იყვნენ ჯოჯოხეთისთვისაც რაც დამერწმუნებით „სტუმართმოყვარე“ ეშმას მეტად გაახარებდა...აი სამოთხეში მოხვედრაზე კი რა გითხრათ...ცოტა გაძნელდებოდა რადგან წამალს, სასმელს და ქურდობას შეყვარებული ხალხი ძნელად თუ ხვდება უფალთან...მოდით ვაღიაროთ რომ მთავარია მათი თვალები ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, მათ გულებს კი ბედნიერებისგან ოხშვარი ასდიოდათ, ერთი მხურვალე კოცნით შეეძლოთ დედამიწა იმ მიმართულებით გაექროლებინათ საითაც სურდათ, სიყვარული ძნელად განსაკურნებელი სენია რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას ხან ცხოვრებას უადვილებს ხანაც კი იმდენად ურთულებს მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება, იგი უეცრად ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს...

-დენი...იცი ძალიან აცივდა, წადი სასმელი იშოვე დაგელოდები...

-წამომყევი

-გუშინ ქუჩაში უეცრად, დავინახე რომ სანაგვე ურნასთან წიგნი ეგდო, პატრონი არ უჩანდა...წამოვიღე ახლა კი წავიკითხავ, ლამპიონის შუქზე კითხვა მირჩევნია ფეხით სიარულს

-რა წიგნია?

-ფრანც კაფკას „პროცესი“

-ვიღაც კაფკა გირჩევნია ჩემ თავს...კარგი ვიმახსოვრებ (იღიმის) დროებით...

როცა მაღაზიას მიადგა უმალ თვალში ეცა ნახევარ ლიტრიანი არყის ბოთლი მაგრამ მოდით პირდაპირ შედეგზე გადავიდეთ და თავს არ შეგაწყენთ დენის ფიქრებით და მოქმედებებით. იგი დაიჭირეს არყის ქურდობისთვის სწორედ მაშინ როცა იფიქრა რომ საქმე თითქმის დაასრულა. მოჰკიდა მაღალმა ბიძიამ ქეჩოში ხელი და წაასავსავა აცრემლებული დენი იქითკენ საითაც მისი თქმით სამჯერადი კვება და „თბილი ლოგინი“ ელოდებოდა, მაგრამ ახლა არ იყო შესაბამისი დრო ამისთვის, ოღონდ ახლა არა!! 

ამ დროს კი სიუ იჯდა თავისთვის მარტო, და კითხულობდა „პროცესს“, უეცრად წიგნი გვერდზე გადადო და იმ წამს...სწორედ აი იმ წამს ინატრა დენი მასთან ახლოს ყოფილიყო. მთელი მისი არსებობის მანძილზე ისე არ ნდომებია დენის ასეთი სიახლოვე როგორც მაშინ...რატომ? სიუ ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებდათ...მაგრამ გრძნობს რომ ძალა ელევა, ყინვა მძლავრობს მასზე ის კი წინააღმდეგობას ვერ უწევს, თვალთ უბნელდება, ვერ მოძრაობს, სხეულმა ფუნქცია დაკარგა მშველელი კი არსაიდან ჩანს! 

ჩაილაპარაკა:ისევ შევხვდებით...

და მისთვის სამყარომ არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა, სხეულს ტოვებდა ტანჯული მაგრამ სინაზით აღსავსე ბავშვური სული...მიაპობდა ზეცის ტრამალებს სამყაროსკენ საიდანაც არ ბრუნდებიან, ხოლო საუბარი მის შემდგომ განაჩენზე ჩვენ არ გვეხება და მოდით გონებას ნუღა დავღლით ზედმეტი ფიქრებით...

ამ ამბიდან მეორე დღეს შემთხვევით ჩავიარე იმ ქუჩაზე სადაც მთელი ეს მოქმედებათა წყება დატრიალდა, ელდა მეცა როცა ახალგაზრდა გოგონას მიწაზე გაშოტილ სხეულს მოვკარი თვალი, უმალ გამოვიძახე სასწრაფო დახმარება იმის იმედით რომ იქნებ რაიმე სასიკეთოდ შემოტრიალებულიყო მაგრამ ამაოდ...

დაკრძალვას მხოლოდ მე და დენი ვესწრებოდით...დიახ სწორედ მოგესმათ მე და-დენი, თუ როგორ აღმოჩნდა დენი ჩემთან ეს უკვე ცალკე ისტორიაა რომლის მოყოლაც დიდ დროს წაგვართმევს... მაგრამ-თვალწინ მიდგას დენის აცრემლებული სახე და ცრემლები რომლებიც სიუს განსასვენებელს ალბათ მალამოდ ედებოდა, როცა იგი წამოიმართა სახე ზეცისკენ მიმართა, ხელი ჯიბისკენ წაიღო, ამოიღო „რევოლვერი“ და შიგ გულში მიიღო საბოლოო დარტყმა...ამ „რიტუალის აღსრულებისას“ სახიდან ღიმილი არ მოშორებია...ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა რომ ვერც გავაცნობიერე ვერაფერი, უბრალოდ ვხედავდი რომ ახლა უკვე დენი ჩემ წინ უძრავად იწვა...ცრემლები წამსკდა...

აქ დავასრულოთ ეს სევდიანი ისტორია და იმედი დავიტოვოთ რომ ხვალინდელი დღე ბევრად უფრო ნათელი იქნება ვიდრე დღევანდელია...გიყვარდეთ ერთმანეთი და იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის,გაუფრთხილდით ერთმანეთს... მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო...!

რეზი ჭითანავა,  16 წლის, ქ.ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

05 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

05 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

05 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

05 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

05 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

05 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

05 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

05 February 2016