05 February 2016
  • 1162 ნახვა

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

დადგა ეს ნანატრი სარაგბო თებერვალიც. როგორც იქნა. მსოფლიოს თასის შემდეგ ქართულ რაგბიში ყველაზე აქტუალური თემა არჩევნები იყო, ჩვენ კი ნაკრებების ბურთაობა მოგვენატრა.

იქითაც მოენატრათ, ევროპაში. მსოფლიოზე ზელანდიელთაგან შერცხვენილი ფრანგები, ვეტერანების წასვლის შემდეგ გვარიანად გადახალისებულ იტალიას ერკინებიან. ავსტრალიელების კინაღამ მომგებ შოტლანდიელებს შინ ახლა ინგლისის ძლევის იმედი აქვთ, კაი ამხანაგები - ირლანდია და უელსიც პირველ ტურში გაარკვევენ ურთიერთობას; მაგრამ ეს ყველაფერი ლა მანშს იქით (და ცოტა აქეთ), ჩვენ კი მაინც ჩვენი უფრო გვაინტერესებს, მითუმეტეს რომ არ გვიღებენ ამ 6 ერში და, ჰა... 

ჰოდა, ჩვენთან ის ხდება, რომ ავჭალაში გერმანიას უნდა მოვუგოთ. მცირე 6 ერის მონაწილეებზე შეიძლება იმდენი ვერ თქვას კაცმა, რამდენიც ბობოლებზე, მაგრამ სადღაც რაღაცას გაიხსენებ კაცი, სადღაც დაგუგლავ, სადღაც ვიკიპედიას მოიშველიებ და კი გამოვა რამე. ასეა გერმანიაზეც.

იმის მიუხედავად, რომ ქართული რაგბი გერმანულს, დღეს დაახლოებით ისევე ჯობია, როგორც გერმანული ლუდი ქართულს, უნდა ითქვას, რომ თამაშის ისტორია იქით უფრო ხანგრძლივი აქვთ. ხანგრძლივიც და სადღაც უფრო სახელოვანიც. ყოველ შემთხვევაში ასე იყო, სანამ გებელსის პროპაგანდით ტვინგაყინულმა ნაცისტურმა პარტიამ არ დაასკვნა: "ეს თამაში ნამეტანი ინგლისურია და არიელებს არ შეგვეფერებაო". 

და მაინც, პიკი 30-იანების ბოლოს ჰქონდათ. ფრანგებსაც კი მოუგეს. მგონი ორჯერ. ეს ფრანგები, არც მაშინ იყვნენ ხელწამოსაკრავები. 

ყველაზე მაგარი (ან ყველაზე ცნობილი) ყოფილა ვინმე ალბერტ შპეერი, რომელიც ახალგაზრდობაში რაგბის გარდა მთამსვლელობითაც ერთობოდა. განათლებული კაცი იყო, ჰაიდელბერგი დაუმთავრებია, მათემატიკაშიც ერკვეოდა, პროფესიით კი არქიტექტორი გახლდათ. მერე ომი დაიწყო და სულაც ნაცისტების სამხედრო მრეწველობისა და შეიარაღების მინისტრი გახდა. 

ჰაიდელბერგი ვახსენეთ და, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გერმანული რაგბი ძირითადად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტისა და ჰანოვერის წყალობით არსებობს. მე-19 საუკუნის შუიდან (როდესაც იქ მოსწავლე ინგლისელმა სტუდენტებმა თამაში გერმანელებს გააცნეს) და დღემდე, ასე მოდის, რომ სადაც ყველაზე მაგრად სწავლობენ, რაგბისაც იქ თამაშობენ. მოკლედ ჰეგელს არა და, შუმანს შეიძლება ნათამაშებიც ქონდეს (ნანახი მაინც).

ისევ შპეერს დავუბრუნდეთ. მოკლედ ომის მერე ერთ-ერთი იმ იშვიათ ნაცისტთაგანი იყო, ნიურნბერგის პროცესზე რომ აღიარა, "მაგრად მივქარეთ მგონიო" და ისიც თქვა, ჰოლოკოსტზე არაფერი ვიცოდიო. მინდა მჯეროდეს. აბა სად მორაგბე და სად ეგეთი ბინძური საქმე...

კიდევ რა ვთქვათ აბა გერმანულ რაგბიზე? ერთი-ორი მოთამაშე ჰყოლიათ, საფრანგეთში რომ უმაღლეს დონეზე უთამაშიათ. მსოფლიოზე ეგენი არ გასულან და ჩვენთან არ მოუგიათ ჯერ.

ჰო, რაგბის ბუნდესლიგა 4 რეგიონად აქვთ დაყოფილი და თითოში 6 გუნდია, ანუ 24 გუნდიანი უმაღლესი ლიგა აქვთ და 11 000-ზე მეტი რეგისტრირებული მორაგბე ჰყავთ. 

კიდევ ის, რომ რატომღაც ქუთაისში თამაშს უკადრისობენ. 

ჯერ-ჯერობით ეს არის, თუმცა ევროპელ რაგბის მამებს თუ დავუჯერებთ, მსოფლიო თასმა, არასარგბო ქვეყანათა შორის, ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ გერმანიაში გამოიწვია. ანუ, თუ მივაწვებით, ამ ქვეყანაში რაგბის განვითარებას წინ არაფერი უდგასო.

კაცმა რომ თქვას, რატომაც არა... სპორტული ხალხია, ვაჟკაცი, სირბილი და ვარჯიში მაგათ არ ეზარებათ და, ვისაც დაეზარება... ლუდი და კანჭი არ აკლიათ. 

მოკლედ, ჩვენი არ იყოს, რაგბი სამაგათო თამაშიცაა და ვნახოთ...

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

05 February 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

05 February 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

05 February 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

05 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

05 February 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

05 February 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

05 February 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

05 February 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

05 February 2016

Old Firm

05 February 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

05 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

05 February 2016

ორი „სამეული“

05 February 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

05 February 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

05 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

05 February 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

05 February 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

05 February 2016

დავაფასოთ ქართველები!

05 February 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

05 February 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

05 February 2016

პლეოფის მოლოდინში...

05 February 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

05 February 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

05 February 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

05 February 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

05 February 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

05 February 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

05 February 2016

ჩაშლილი რეისი

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

05 February 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

05 February 2016

მსხვერპლი

05 February 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

05 February 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

05 February 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

05 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

05 February 2016

13 მაისი

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

05 February 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

05 February 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

05 February 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

05 February 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

05 February 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

05 February 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

05 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

05 February 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

05 February 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

05 February 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

05 February 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

05 February 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

05 February 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

05 February 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

05 February 2016

რეპრესირებული მოცარტი

05 February 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

05 February 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

05 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

05 February 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

05 February 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

05 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

05 February 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

05 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

05 February 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

05 February 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

05 February 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

05 February 2016