12 February 2016
  • 2100 ნახვა

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

მაგიური რეალიზმი ის ჟანრია, რომელმაც მძლავრად მოიკიდა ფეხი ქართულ ლიტერატურაში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან. ჩვენ ამ ჟანრში გვყავს რამდენიმე ისეთი მწერალი, რომელსაც მსოფლიო უნდა იცნობდეს და მარკესის,  კუნდერას, ბორხესის და სხვების გვერდით აყენებდეს. თუმცა მსოფლიოზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ როცა საქართველოში ქართულს აღარ კითხულობენ. მაგალითად დღეს მოდურია პაოლო კოელიო და ორჰან ფამუკი. ყველამ ვიცით როგორი გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს თურქ ფამუქს როცა ჩვენ ქვეყანას ეწვია. რადგან ნობელიანტია ხალხში ინტერესი გამოიწვია. მერე ზოგმა თქვა ამას ქართველებზეც უწერია რაღაცებიო და გახდა პოპულარული. კოელიოზე არც კი ღირს საუბარი.  ბევრს ვეკითხები ოთარ ჭილაძე ხომ არ გაგიგიათ მეთქი – არაო. სამაგიეროდ მოდური ნობელიანტები სარამაგუ და გიუნტერ გრასი ხომ წაუკითხავთ, იმიტომ რომ პოპულარულია და ქვეყანამ იცის. მოკლედ ვასკვნი, რომ ქართულ ლიტერატურას პიარი აკლია. ამიტომ ვწერ ამ ბლოგს.

მაგიური რეალზმი ყველაზე ძლიერად ჩემი სუბიექტური აზრით, ლათინური ამერიკის შემდეგ ჩვენთან განვითარდა. თითქმის ყველა ქართველი მწერალი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ამ ჟანრში მოღვაწეობდა.  მაგიური ელემენტები ქართულ ლიტერატურაში დღესაც არ დაკარგულა და თანამედროვე პოსტმოდერნისტებიც მას არცთუ ისე იშვიათად იყენებენ.

ამ ჟანრის მამამთავრად ლათინურ ამერიკაში მარკესი, ხოლო საქართველოში ალბათ მაინც ძმები ჭილაძეები ითვლებიან. ამ ორმა გენიოსმა შეძლო და საბჭოთა კავშირის მაშტაბით სრულიად ახალი ტიპის ლიტერატურა შემოიტანა, რის შემდეგაც დაიწყო ქართული მწერლობის აღმასვლა. მაგიური რეალიზმში საუკეთესო წარმომადგენლებად ჭილაძეებთან ერთად ჯემალ ქარჩხაძე, გურამ დოჩანაშვილი, ნაირა გელაშვილი და გურამ გეგეშიძე მიმაჩნია.  არიან სხვა დიდი მწერლები, თუმცა ისინი შედარებით ნაკლებად იყენებენ მაგიური რეალიზმის ელემენტებს.  აღსანიშნავია ნოდარ დუმბაძე, რომლის ორი, პირველი და უკანასკნელი რომანი: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი და მარადისობის კანონი ერთმანეთისგან რადიკალურად განხვავდება. პირველს კრიტიკოსები სოციალისტურ რეალიზმს მიაკუთვნებენ, ხოლო მეორეში მაგიური და ფანტასტიკური ელემენტები შემოდის.  ამიტომ ძნელი გასარკვევია, რომელ მიმდინარეობას ეკუთვნის ეს მწერალი.

ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი მაგიური რომანები ოთარ ჭილაძეს აქვს.  „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ არის ის წიგნი, რომელსაც იგივე აღიარება ეკუთვნის, როგორიც მარკესის მარტოობის ას წელიწადს აქვს, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ჭილაძის სახელი მსოფლიოს ძალიან მცირე ნაწილმა იცის. ეგ კი არა, საერთოდ მგონი საქართველოში არ კითხულობენ. მესმის, რომ მისი „გაგება“ რთულია, ფაქტიურად უაბზაცოდ და დიალოგების გარეშე წერს, მაგრამ ასეთი მწერალი როდესაც გყავს უნდა დააფასო კიდეც. როდესაც 1998–1999 წლებში ჭილაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს, მას უკვე კარგად იცნობდნენ ევროპაში, მაგრამ მაინც გიუნტერ გრასი და ჟოზე სარამაგუ არჩიეს. გრასზე ვერაფერს ვიტყვი რადგან არ წამიკითხავს, მაგრამ წავიკითხე სარამაგუ და თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენი მწერალი პორტუგალიელზე რამდენიმე თავით მაღლა დგას.  ამას „ლიტერატურული პატრიოტიზმის“ გამო ნამდვილად არ ვამბობ, უბრალოდ გადაშალეთ ნებისმიერი გვერდი ჭილაძის ნებისმიერი რომანიდან და შეადარეთ სარამაგუს საუკეთესო რომანს , „სიბრმავეს“. კლასის სხვაობაში თავად დარწმუნდებით. 

არ შემიძლია გამოვტოვო დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დიდებული ნაწარმოებია რაც კი მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში შექმნილა. „უძღები ძის“ იგავიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის მოსალოდნელი ნგრევით დამთავრებული, მწერალმა ფაქტიურად ყველაფერი ჩადო ამ ჯადოსნურ რომანში.  ხშირად ვაწყდები გამოკითხვებს სადაც ყველა დროის საუკეთესო რომანად „სამოსელი პირველი“ სახელდება. ვერ დაგეთანხმებით ვერავის, ვინც ასე ფიქრობთ, რადგან მიუხედავად იმ ძალისა რასაც ეს წიგნი ატარებს, მასში მაინც მოჩანს ის გავლენა რაც ბატონ გურამზე დასავლეთის ლიტერატურამ მოახდინა. ძალიან ძლიერი წიგნია, მაგრამ საუკეთესო არა. 

მისგან განსხვავებით ვერანაირი გავლენა ვერ დავინახე ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებაში. ჭილაძის ნაირად ქარჩხაძეც უსაფუძვლოდ მივიწყებული მგონია. ჩემი აზრით, მისი თითოეული მოთხობა თუ რომანი შედევრია. პირველი რომანი რატომღაც ძალიან გვიან, 43 წლის ასაკში გამოაქვეყნა – მდგმური. თუმცა იქამდე მას დაწერილი ჰქონდა არაერთი ბრწყინვალე მოთხობა , მათ შორის ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ასეთი საყვარელი „იგი“. ძალიან ბევრს, მათ შორის მრავალ  გავლენიან კრიტიკოსს „იგი“ მწერლის Magnum Opus-ად მიაჩნია, მაგრამ მათ ვერანაირად დავეთანხმები. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ეს ის მწერალია რომელსაც „ჩავარდნა“ არ აქვს და მისი რომანები ამ მოთხრობის სიძლიერისაა.

აღმოჩენა გამოდგა ჩემთვის, ნაირა გელაშვილი და მისი“ ამბრი, უმბრი და არაბნი“. იშვიათია ასეთი მაგარი ქალი მწერალი ქართულ ლიტერატურაში და გამიხარდა, რომ მას ჩემით მივაკვლიე. როგორც ვიცი, ძველ თაობაში ის საკმაოდ პოპულარული იყო და დღესაც ასე თუ ისე იცნობენ ლიტერატურულ წრეებში. ბევრს ის მაინც „ქალების მწერალი“ ჰგონია, მაგრამ ცდებიან. ეს ქალი საპირისისპირო სქესზე ისე წერს,  რომ კაცი გეგონებათ. ყოველ შემთხვევაში ზემოთ ნახსენები ნაწარმოების მთხრობელი კაცია და თავად ნახეთ, თუ ეტყობა რომანს ქალის ხელი.

ქალები ვახსენოთ და გამოგვრჩეს ოტია იოსელიანი, უსამართლობა იქნება. მისი ერთ–ერთი რომანი მოსკოვში ტოლსტოის ანა კარენინას შეადარეს. მართალია ეს ალბათ გადამეტებულია, მაგრამ ამაზე დიდი პატივისცემა მწერლის მიმართ როგორ შეიძლება გამოხატო. ოტიამ არამხოლოდ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა თავისი მოღვაწეობით, არამედ კინემატოგრაფიაც.  ის წერდა სცენარებს, მოთხრობებს, ფსიქოლოგიურ რომანებს, ნოველებს, პიესებს, საბავშვო ზღაპრებს და ა.შ. ჩემი ერთ–ერთი პირველი წიგნი მისი „დაჩის ზღაპრები“ გამოდგა. ამიტომ ამ მწერალს უნდა ვუმადლოდე ლიტერატურის სიყვარულს.

კიდევ ძალიან ბევრი მწერალია რომელიც შეიძლება გავიხსენო, მაგრამ ბლოგის სტანდარტებში ვერ ჩავეტევი. უბრალოდ დავამატებ, რომ მაგიური რეალიზმი არის ჟანრი რომელშიც ჩემი აზრით შეიქმნა ყველაზე დიდი ქართული რომანები და არა მარტო, ამიტომ ის შეგვიძლია ჩვენს მშობლიურ ჟანრად მოვიხსენიოთ და შევეცილოთ ლათინურ ამერიკას. ნუ უყურებთ მოდას! იკითხეთ და დააფასეთ ქართულიც!!!

ლუკა ფადიურაშვილი, 16 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

12 February 2016