12 February 2016
  • 1177 ნახვა

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

„ ... მარი, შენ ცდილობდი ნუგეში ფრედებოილის ხავსმოდებულ მემარცხენულ ცინიზმში გეპოვა, მაგრამ ამაოდ. ასევე ამაო აღმოჩნდა შენი ცდა, აღშფოთებულიყავი ბლოთერტის მემარჯვენული ცინიზმით. არსებობს მშვენიერი სიტყვა „არარა“. იფიქრე არარაზე, ნუ ფიქრობ კანცლერზე და კათოლონზე, იფიქრე კლოუნზე, რომელიც აბაზანაში ტირის და ფოსტლებზე ყავა ესხმება.“

- როგორ... შეიძლება... კახპა... - აღმოხდა ელენეს და წიგნი ისეთი ხმაურით დახურა, ეზოში ძაღლმა იწყო ყეფა.

   მე ვერაფერი ვუთხარი. ვერაფრით ვანუგეშე. ახლა თავად იყო კლოუნის მდგომარეობაში, ყოფნა-არყოფნას შორის გაჭედილი და ფეხის თითებს ზემოთ დამწვრობის კვალსაც შეამჩნევდით.

   თუმცა კლოუნისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა. ცხოვრების მასკარადში, ნიღბის ნიღაბზე გამოცვლით რომ ცხოვრობს ხალხი, ის კი არ ჰქონდა დასაკვეხნი, ამდენი და ამდენი მოვირგეო, არამედ ის, არც ერთი რომ არ მოუზომია (ეს მისივე სიტყვებია. მახსოვს, ლექსი წამიკითხა ერთხელი. „მე ამაყი ვარ არა იმით, რომ ვერ მოვირგე, არამედ იმით, რომ არც ერთხელ მომიზომია.“ ჰო, ალბათ მისი სიტყვები არცაა, მაგრამ შესაბამისობები პლაგიატიზმის ღარებს ავსებენ).

   მაღალფარდოვნობა არასდროს ჰყვარებია. კასის მოგავდა მცირედით, თუმცა არც მაზოხისტი იყო და არც სუიციდისკენ მიდრეკილი. ელენეს უყვარდა ხელოვნება და სულაც არ თვლიდა საკუთარ თავს მასზე მიტმასნილად. 

   მისი აზრების წაკითხვა ერთხელაც თუ გიცდიათ, შეგიძლიათ ამაყად განაცხადოთ ამის შესახებ და ეს მოვლენა რომელიმე დიდ აღმოჩენას შეადაროთ. ასე და ამგვარად, ზაფხულიდან ზამთრის შუახანებამდე მე უკვე დავლაშქრე ევერესტი, მივაღწიე კუბასა და ჰაიტის, ფეხი დავდგი მთვარეზე და ამასთან, მის ვერც ერთ მისწრაფებას, ვერც ერთ სურვილს, ვერც ერთ ცრემლსა თუ ღიმილს გემო ვერ გავუგე.

                                                      *          *          *

         მაშინ, როდესაც ამერიგო ვესპუჩიმ დაასკვნა, რომ აღმოჩენილი მიწები ახალი ტერიტორია იყო და არა ინდოეთის რომელიმე უდაბური ნაპირი, კოლუმბი უკვე გაღმერთებული ჰყავდათ კუკულკანის მოციქულებს. მეც, ალბათ, ვესპუჩის ბედი მომელის. ნაადრევი გამეფება დაუსრულდება კოლუმბს. სახელად ერტი პატარა ქვეყანა შერჩება, საპნის ოპერებითა და რევოლუციებით გაჯერებული. მე კი ამერიკას მომართმევენ ხონჩით შორეულ მომავალში. 

                                                     *          *          *

   - მე ან ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე ვარ, ან იმ მილიარდ იდიოტთაგან ერთ-ერთი, თავი ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე რომ ეგონა, მაგრამ... მაგრამ...

 - მაგრამ როცა მთელს შენს ცხოვრებას ვინმესთან ერთად წარმოიდგენ, თითოეულ დეტალს ჩაუკვირდები, საზიზღრობაა მერე სხვა შეიყვარო.

 - ვიცი, ვიცი. ჰანსიც იგივეს არ ამბობს?! უბრალოდ... უბრალოდ...

 - უბრალოდ, შენი უსუსურობა გიღებს ბოლოს, არა?!

   უზარმაზარი თვალებით ამომხედა ელენემ. რომ არა კონტაქტური ლინზები, მისი თვალებიც ჩვეულებრივნი, უაზრონი, მოსაწყენნი და არაფრისმეტყველნი იქნებოდნენ, ისეთივე, როგორიც ჩემნი არიან. თაფლისფერი, თუ ყავისფერი. წარმოდგენა არა მაქვს. ნახევარი მსოფლიო ამ ფერის თვალებით უცქერს წვიმის წვეთებს, თუმცა სახელზეც ვერ შეთანხმებულან...

 - ჰო, ჩემი უსუსურობა მაშინებს... იცი, გუშინ ვიმამაცე! ერთ ქალს ვუთხარი, შენზე ყველაფერი ვიცი მეთქი. ვუთხარი: „ვიცი, როგორ გძინავს - თითის წოვით მრუმე ღამეში! ერთ მშვენიერ დღეს მაგ თითს იარაღით ჩავანაცვლებ! იმასაც ვხედავ, როგორ იზრდება შავი ღრმულები შენს ოქროსფერ ღიმილში! ჯოჯოხეთში შენთვის ცალკეა ადგილი გამოყოფილი, სკამზე წაწვეტებული სარი ამაგრია, სრულყოფილად რომ მოგეზღოს, რასაც იმსახურებ! დიახ! სამყარომ უნდა დაინახოს, რომ შენი წასვლის დრო დადგა!“ მერე, მოვშორდი სარკეს, წიგნს ვსტაცე ხელი და მარის კახპობის ამბავს აგერ უკვე მესამედ ვკითხულობ... მითხარი, ვისკი გაქვს?!

 - არა, აბა მე საიდან?!

 უემოციო სახით მომაჩერდა ელენე. არც გაჰკვირვებია, არც წყენია და როგორც ჩანს, არც ჩვეულებრივ ამბად ჩაუთვლია ჩემს სახლში ვისკის არყოფნა.

 - არა, არა. ის ქალი იქვე უნდა მომეკლა! ხვალაც რომ სადმე გადამეყაროს, თვალებშიც ვერ ჩავხედავ. რა ჩავიდინე... სადამდე მოვედი?!

 მისი მიკიბულ-მოკიბული საუბრიდან აზრი ვერ გამოვიტანე. იმასაც კი ვერ ვხვდები, რატომ გიყვებით ამ ამბავს. მასში ხომ განსაკუთრებული არაფერია?! მხოლოდ ელენე, მელანქოლიკი ჰანსი და მარი. ჰოო, ცოტა ვისკიც...

- მითხარი, აქ, ახლომახლო, ბარი არის სადმე?

- რატ...

- ო, არ მკითხო რატომ!

ავუხსენი მიმართულებები, გარეთ გავიყვანე, ჩავეხუტე და დავემშვიდობე.

ელენე წვიმაში გავიდა. წვეთები მის თავზე ცეკვავდნენ. თვითონაც ცეკვა-ცეკვით მიფარფატებდა ტროტუარზე და თან მომღეროდა:

- „ For if we don’t find the next whiskey bar…”

   გულმა ვერ გამიძლო, გავვარდი წვიმაში, წამოვეწიე მეგობარს, მკლავში ხელი გავუყარე, ერთი მაგრად დავაბზრიალე და ორივემ ხრინწიანი, დაბნედილი ხმებით ამოვიმღერეთ უკანასკნელი ფრაზები:

- „ I tell you we must die!

I tell you we must die…”

ლევან ფიფია, 15 წლის, სკოლა ჯი-ელ-სი.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

12 February 2016