12 February 2016
  • 2118 ნახვა

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

ამას წინათ, ვნახე ფილმი, „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ და გულმა გამკენწლა (ნამეტანი კარგად). ისე დამმუხტა, გაჩერებას აღარ ვაპირებ. Carpe Diem! უკვე იმდენჯერ ვახსენე ეს შესანიშნავი ფრაზა, რომ თავი შევაბეზრე ყველას, მაგრამ გულით მსურს, გაიგოს ყველამ, რას ნიშნავს და რა დევს მასში. მხოლოდ ასოების თამაში და გაცვეთილი გამოთქმა არ არის. ორ სიტყვაშია ჩატენილი მთელი კაცობრიობის პრობლემა, რომელსაც ერთეულები უმკლავდებიან. რადგან, მხოლოდ ერთეულები ამჩნევენ მას. არ ვამბობ, რომ რამეთი გამორჩეული ვარ, მაგრამ რჩეულებად არ იბადებიან, რჩეულები ხდებიან.  სხვები, მხოლოდ მაშინ უკვირდებიან, როცა ფილმის ან წიგნის აფექტის ქვეშ ექცევიან, და სიმართლე გითხრათ, ყველაზე გულწრფელნი სწორედ ამ დროს არიან საკუთარი თავის მიმართ. თავიანთი ოცნებებისაკენ ისწრაფვიან, მაგრამ ყოველდღიურობა მალევე შთანთქავს მთელ მისწრაფებებს და იმედი უკვდებათ. აფექტის ქვეშ, გულწრფელი გრძნობების მიუხედავად, მხოლოდ განცდებს არ უნდა ავყვეთ და დავფიქრდეთ, გაგვაბედნიერებს კი ასეთი ცხოვრება? ზოგს ფსიქოლოგობა სურს, ზოგს დეგუსტატორობა (ოჰ, ეს კარგია, სულ სუსნაობ მაგრამ ვაიდა მოწამლული შეგხვდა?!). დეტექტივობა ვისაც სურს, იყოს, მაგრამ, ერთი პატარა დეტალი მინდა შევახსენო მომავალ გამომძიებლებს  : რეალობაში, დანაშაულის გახსნისას დაძაბული მუსიკა და გართობა გულს დააკლდება. „დაიჭირე წამი“, როგორც კაზანოვა გვირჩევს, მომენტის გამოყენებაა. „წარსულს ვერ დაიბრუნებ, მომავლისთვის მზადებას აზრი არ აქვს, ოდესმე წარსული გახდება, ამიტომ, დაიჭირე წამი!“ კაზანოვას ბიოგრაფიას სულ პაწაწინა მონახაზის კითხვისას ბიბლუსში რომ არ ვყოფილიყავი, ვიხარხარებდი. დიდი თაღლითი კაცი ყოფილა, მაგრამ გასამართლებელიც ჰქონდა, წამს იჭერდა და აბა რა ექნა? აქეთ ქალებს ეპოტინებოდა, იქით თავი მოჰქონდა ბუნებისმეტყველობით, და მუდმივად მოგზაურობდა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ მასავით ცხოვრებას, სულ სხვა გეგმები მამოძრავებს. ჩემს გეგმებს, ოცნებებს უფრო დავარქმევდი, რომელსაც რეალობაში გადმოვიტან და ამის გამკეთებელი ვარ, ნახავთ.  ჯიფონმა საგრძნობლად შემიცვალა ცხოვრება, რადგან პირველად სწორედ ჯიფონზე გავიგე „დაიჭირე წამი“. ჯიფონი რომ არა, შეიძლება პოეტების საზოგადოებას რამე გავლენა მოეხდინა ჩემზე, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ აფექტით შემოიფარგლებოდა. დილაობით, ჯიფონის უზარმაზარ პლაკატს ვუყურებ, მეგობრების ხელმოწერებითა და ჩემი ცხოვრების მოტივით ზედ. მაისურიც კი სავსე მაქვს ხელმოწერებით! იტალიელმა სტუმარმა მომცა ეს იდეა და ყველას მოვდე. ბავშვებიდან დაწყებული, ავტოდარაჯის ჩათვლით ყველას მოვაწერინე. ამყვა ხალხი. საითკენაც არ უნდა გამეხედა, კალმებისა და მარკერების ტრიალი იყო. დამლაგებელმა, ლამის საღებავში ამოსმული იატაკის ჯოხით მომხატა. მენტორებსაც მოვაწერინე, ორგანიზატორებსაც და იმ წამყვან გოგოსაც, კომედი შოუს ერთ-ერთ მსახიობს რომ გავს, სახელი არ მახსოვს არც მსახიობის და არც წამყვანის, სამწუხაროდ. მაგრამ ვის ანაღვლებს? იტალიური ჯიფონის ვიდეოებსაც ვათვალიერებდი და მთელი გულით მინდოდა წასვლა, თუმცა  მაყუთს ვუჩივი. ახლა არის ჟიურის შერჩევა და იტალიაში რამდენიმე დღით დაბინავება, თუმცა მგზავრობის ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ და ჯიფონისთვის ალბათ რამენაირად შევძლებ კაპიკის კაპიკზე დაწებებას (ჯერ მოვხვდე).  ცოტა გადავუხვიე ჩემს სათქმელს, თუმცა ვფიქრობ არც თუ ისე ურიგოდ. ასე მიყვარს წამის დაჭერა და ამაზე უფრო მეტად, წიგნებით. მახსოვს, ადრე, ვირტუალურ თამაშებს ვამჯობინებდი წიგნებს და ჩემს თავში დარწმუნებულიც კი ვიყავი. თამაშში, თვითონ იკვლევ გზას, წიგნში კი ავტორს საითაც მოეპრიანება, იქით მდურთავს. სამწუხაროდ, როცა მივხვდი, რომ თამაშში, საითაც არ უნდა გამეხვია და ვინც არ უნდა მომეკლა მაინც მწარმოებლის ჩანაფიქრით მივდიოდი, ყალბი თავისუფლების შეგრძნება დამეუფლა. თანაც, ამ დროს ჰარი პოტერის ფილმებს გაქანებული ვუყურებდი და მეგობარმა მომწერა, ვირტუალური ჰოგვორთსია, სადაც უამრავი კითხვა ისმევა და ფაკულტეტებად ვართ დაყოფილები, ერთმანეთს ვეჯიბრებითო. გავგიჟდი, გადავირიე, ავხტი დავხტი და შევაბიჯე ჰოგვორთსში, გრიფინდორის სახელით. უამრავი კითხვა იყო, რომელზეც წარმოდგენა არ მქონდა პასუხი რა იყო, და გუგლში ვფხაკურობდი, რადგან ფილმის გარე კითხვებსაც სვამდნენ, პასუხები კი წიგნში იყო. დამაინტერესა და მეგობარს ვეთხოვე  „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. ისე ჩამითრია, მოწყდომაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, როულინგის მორევში გადავეშვი და მის გმირებთან, თვენახევარი ვირბინე, როგორც მარათონის ველიდან ირბინა იმ მამა ცხონებულმა. სამაგიეროდ, გადავრჩი. შვიდი წელი დარბოდა ჰარი თავგადასავლებში და თან დავყვებოდი,  ერთად ვეძებდით ცეცხლოვან თასს უთავბოლო ლაბირინთში, გვესიზმრებოდა ვოლდემორი და ოკლუმენციას ვითვისებდით, თავის კონტროლს. სწორედ მაშინ შევატყვე ჩემს თავს, ინსტინქტები მფლობდნენ, და არა პირიქით. მას შემდეგ ვცდილობ ჩემს თავზე მოვიპოვო მმართველობა და გამომდის კიდევაც. ეს იყო ჩემი პირველი წიგნი წიგნიერებისკენ (მანამდეც ვკითხულობდი, მაგრამ ჰარივით არცერთს დავახლოებულვარ, თუმცა, მაინ რიდის „მოგზაურობა სიბნელეში“ და მარკ ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“ განსაკუთრებით მომწონდა). უწიგნოდ, დავიჯერო, ოდესმე გადავწყვეტდი ჩემი ცხოვრება სასარგებლო გამეხადა და ჩემი სტრიქონიც შემეტანა კაცობრიობის დიდ პოემაში? თუნდაც სურვილი გამჩენოდა? არამგონია. როგორც გილმორი მღერის, „ შენ ხარ აგური კედელში“, არ ვაპირებ აგურობას დავჯერდე (მაგრამ სამყაროში ყველაფერია საჭირო) . მე არ ვიქნები აგური კედელში, მე ცალკე შენობას ავიშენებ.  თუ არადა სახურავობაზეც თანახმა ვარ. საამისოდ ხომ ყველაფერი მაქვს?! ცოცხალი ვარ!  Carpe Diem, amigos! 

ლევან ჭყონია, 16 წლის, თბილისის 128-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

12 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

12 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

12 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

12 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

12 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

12 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

12 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

12 February 2016