18 February 2016
  • 1606 ნახვა

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

- რაო თქვენმა ჯუჯამ, გაიტანა კიდე?

- თქვენ შამპუნას მიხედეთ რა...

- მეტრა-ნახევარი ნახტომში :)

- სამაგიეროდ რუს ნაშას არ მიუტოვებია...

- პიჯაკი, პიჯაკი გახსოვს :) ეს რა იყო, რამ ჩააცვა ეგ კოპლებიანი, პრიალა რაღაც!!! აი ოქროს ბურთი რო მიუგდო პლატინი-ბლატერმა, მასეთს ბიჭოლა აღარ კერავს, სად იშოვა :)

- ილაპარაკე რამდენიც გინდა, მარტო ერთ სიტყვით გიპასუხებ - პენალდუ!

- რა პრობლემაა, გოლი გოლია, სამაგიეროდ შენი ჯუჯა იმდენ პენალტს მაზავს, ჯობია აღარც დაარტყას მეტი...

- რა კარგი გამახსენე :) ხო ნახე - აი ეგრე უნდა პენალტის დარტყმა, თან სუარესს უჯიგრა თან შენ შამპუნას დასცინა...

- მაგაზე ამბობენ ქალთან რო მიდის კარადაში ხავი-ინიესტა ყავს დამალულიო, მაგათ გარეშე არაფერი შეუძლიაო :)

- შეიკს მიმიხედეთ რა, ირინას, ნეტა ფული არ ეყო მაგ ქალს, ქმრის სითბო თუ სხვა რაღაც :)

- ნახე რა გაუტანა რომას? აი ეგ ერთი გოლი მირჩევნია თქვენი ზოლებიანი გნომის მთელ კარიერას. 

- რომა ხო გუნდი არაა, მასეთების ხარჯზეა ლა ლიგაში 40 გოლი რო გააქვს, ეიბარებთან და ხეტაფეებთან მაგარი გყავთ რა, აბა კლასიკოებზე რო დარბის საწყალი სახით, მაგ დროს რატო ვერ გააქვს ეგეთები?

- ნაკრებში ხო ლუზერი გყავთ, მერემდენე ფინალი წააგო გამახსენე ერთი...

- აი თქვენმა ხო სანაკრებო მედლებით გაავსო რა ვიტრინა, ნახევარფინალი ოცნებად გაქვთ, მეტის ამბიციაც კი არ აქვს... 


რამდენჯერ მოგისმენიათ/წაგიკითხავთ მსგავსი დიალოგები?

დარწმუნებული ვარ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ - 6-7 წლის ბავშვებიდან დაწყებული 40-ს გადაცილებული "სტაჟიანი" გულშემატკივრების ჩათვლით, ბევრი საკუთარ თავსაც კი ვერ უტყდება და მსგავსი პოსტებით თუ ფრაზებით იწონებს თავს.

რამდენი ადამიანიცაა იმდენი ჭეშმარიტება არსებობსო, თუმცა ეს თეზისი გულშემატკივრებში ხანდახან (სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათად) უკიდურეს ფორმას იღებს - "რეალის" და  "ბარსას" ქომაგების ნაწილი (სამწუხაროდ არც თუ ისე მცირე) სხვადასხვანაირად აღიქვამენ საფეხბურთო ესთეტიკას, შედეგს, მიზანს, ჯამში კი რეალობას.

თუ ნაღდი მერენგესი ხარ, მესის გოლები "ხავიესტას" დამსახურებად უნდა მონათლო, და თუ კასტილია და მადრიდი გულზე არ გეხატება CR7-ს "იუთუბ-ბურთელად" უნდა თვლიდე, (ყველას ხო გვინახია ეზოებში, "ჟმოტი" და ჭინჭყლი ძმაკაცი, პასს რო არავის აძლევს და სულ თითონ რომ გააქვს გოლები, თამაშის ნაცვლად "მარიაჟობით" რომ არის დაკავებული - აი ეგეთი),  - სამწუხარო რეალობაა, ზუსტად ეს ტრენდი დამკვიდრდა ბოლო ათწლეულში.


პელე/მარადონა-კამათი ხშირად სოციალურ და პოლიტიკურ ჭრილში გადადიოდა, მსოფლიო კონიუქტურის და საფეხბურთო ეპოქების მიმოხილვით, ეპითეტებით და კომპლიმენტებით, ურთიერთპატივისცემის ველში, ესთეტიკურ-ინტელექტუალიზმის დიდი დოზით...

- ბატონო ჩემო, რათქმა უნდა ძალიან მაგარი იყო პატივცემული, მაგრამ, ვგონებ პაულისტაში გატანილი გოლების შედარება აპენინურ კატენაჩო-ეპოქაში შექმნილ სპექტაკლებთან არცთუ ადექვატური იქნებოდა... 

- დიადი იყო თქვენიც, პატივცემულო, ნამდვილად არ დაგეწუნებათ საფეხბურთო გემოვნება, მაგრამ ისიც აღიარეთ მეგობარო, ღვთიურ ნიჭს მძიმე ხასიათიც თან სდევდა, მაფია, კოკაინი, ინტრიგები - მოედანს გარეთ, და ხელით გატანილი გოლი, ეს კი უკვე მოედანზე - აი, ეს ფაქტორები რომ არა, კიდევ შეიძლებოდა შედარება, მაგრამ...     


კროიფ-ბეკენბაუერის შედარებაც ყოველგვარი აგრესის გარეშე მიმდინარეობდა, ასევე იყო სხვა ვარსკვლავების შემთხვევაშიც - ძნელი წარმოსადგენია, პლატინი-ზიდანი, ბაჯო-ტოტი, ზიკო-როსი, ბერხკამპ-ანრი და სხვა სუპერ-წყვილების "მიმოხილვისას" მოვისმინოთ ამდენი დამამცირებელი, და უბრალოდ უსამართლო "ეპითეტები"...

ალბათ დრომ მოიტანა, და ამ ორი ზე-ვარსკვლავის სიდიადემ, და მარადიულმა კასტილიურ-კატალონიურმა დაპირისპირებამ, და სამხრეთულმა ტემპერამენტმა, არგენტინულმა ხასიათმა და პორტუგალიურმა სიამაყემ - ფაქტი ფაქტია, საკმარისია სადმე, ვინმემ დაპოსტოს - მესი თუ კრიშტიანუ - კომენტების ქარცეცხლი, ქილიკის სეტყვა, შეურაცხყოფის ოკეანე გარანტირებულია...

 

* * *

არადა რა მარტივადაა საქმე, უბრალოდ უყურეთ, დატკბით, აღფრთოვანდით...

და მრავალი წლის შემდეგ, შვილიშვილებთან საუბარს ასე დავიწყებთ ხოლმე - მე რონალდუს და მესის ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი! 

მსგავსი

გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

18 February 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

18 February 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

18 February 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

18 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

18 February 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

18 February 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

18 February 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

18 February 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

18 February 2016

Old Firm

18 February 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

18 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

18 February 2016

ორი „სამეული“

18 February 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

18 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

18 February 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

18 February 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

18 February 2016

დავაფასოთ ქართველები!

18 February 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

18 February 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

18 February 2016

პლეოფის მოლოდინში...

18 February 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

18 February 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

18 February 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

18 February 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

18 February 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

18 February 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

18 February 2016

ჩაშლილი რეისი

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

18 February 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

18 February 2016

მსხვერპლი

18 February 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

18 February 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

18 February 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

18 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

18 February 2016

13 მაისი

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

18 February 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

18 February 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

18 February 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

18 February 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

18 February 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

18 February 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

18 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

18 February 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

18 February 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

18 February 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

18 February 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

18 February 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

18 February 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

18 February 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

18 February 2016

რეპრესირებული მოცარტი

18 February 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

18 February 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

18 February 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

18 February 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

18 February 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

18 February 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

18 February 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

18 February 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

18 February 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

18 February 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

18 February 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

18 February 2016