19 February 2016
  • 1317 ნახვა

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

არსებობს ასეთი ცნება – პატრიოტიზმი. ასევე არსებობს ნაციზმი და კოსმოპოლიტიზმი.  ჩვენთვის ცნობილია პატრიოტიზმის სხვადასხვა სახე. მაგალითად ეთნიკური პატრიოტიზმი, ანუ ნაციონალიზმი და მჟავე პატრიოტიზმი(ურა–პატრიოტიზმი). ორივე კატეგორია ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. რომელია უკეთესი ამაზე გაუთავებლად შეიძლება კამათი. მაგრამ ჩემთვის კოსმოპოლიტიზმიც, ისევე როგორც ნაციზმიც რადიკალიზმთან ასოცირდება. ეთნიკური პატრიოტიზმი ანუ ნაციონალიზმი კი სადღაც შუაშია მოქცეული და შედარებით სამართლიან პრინციპებზე და მორალზე აგებული ცნებაა.

დიდი ხანი გავიდა ნაციზმსა და ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ და დღეს ალბათ ძალიან ცოტაა, ვინც ზემოთხსენებულ იდეოლოგიებს იზიარებს.

სამაგიეროდ მრავლად არიან კოსმოპოლიტები და პატრიოტები. ყოველ შემთხვევაში,  ხალხში გამოკითხვა  რომ ჩავატაროთ, ისინი ამ ორ სიტყვას შორის გააკეთებენ არჩევანს(თუ ამ სიტყვების მნიშვნელობა საერთოდ ესმით). ცოტა სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი მაგრამ ფაქტია. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც ასე თუ ისე მაინც ორ ნაწილადაა გაყოფილი.

ამასთანავე ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ბოლომდე აქვს გააზრებული თავისივე „არჩეული“ იდეოლოგია. მოკლედ რომ ვთქვათ ბევრია ასეთი „ფსევდოკოსმოპოლიტიც“ და „ფსევდოპატრიოტიც“.

ეს მოვლენა ქვეყანას შუაზე ხლეჩს. როგორც იდეოლოგიურად ასევე ზნეობრივად. ძნელია ნამდვილმა პატრიოტმა აიტანო საკუთარი ქვეყნის შეურაცხოფა ნებისმიერი გზით, იქნება ეს სიტყვიერი თუ სხვა.  ყველა ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ სამშობლოს შემგინებელი მისი შემგინებელია. 

ე. წ. ძალით კოსმპოლიტს კი სულაც არ ანაღვლებს გინება. ის უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ განიცდის ამ შეურაცყოფას. მისთვის სამშობლო არ არსებობს, ან არსებობს და მას მსოფლიო ჰქვია. მისთვის ყველაფერი გლობალურია, მათ შორის ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, კინო, მეცნიერება, სპორტი და სხვა. მას  ყველა სფეროში ჰყავს თავისი „ფავორიტი“ და ის უმეტეს შემთხვევაში ე. წ. „სრულყოფილი საზოგადოების“ წარმომადგენელია. ასეთი საზოგადოების მაგალითი კი მათთვის ამერიკა ან ევროპაა.

დავუბრუნდეთ პატრიოტიზმს. როგორც უკვე ვთქვი, პატრიოტიზმს ორ ძირითად კატეგორიად ვყოფთ. ჩემთვის ნაციონალიზმი ყველაზე მეტადაა მისაღები. ასეთი ტიპის ადამიანი ობიექტურად აფასებს თავის გარშემო მყოფ სოციუმს და ხალხში სიმართლე დაუფარავად გამოაქვს.  ამის მაგალითად შეგვიძლია ილიას მთელი მოღვაწეობა მოვიყვანოთ. გაბზარული სარკე მწარე სიმართლის და ჭეშმარიტების სიმბოლოა. მართლის მთქმელი ადამიანი თითქმის ყოველთვის საზოგადოების დაცინვის და გაკიცხვის ობიექტია, თუმცა ილიას აზრით ნამდვილი პატრიოტიც ის არის, ვისაც ამ ყველაფრის არ შეეშინდება და უკან არ დაიხევს. 

კოსმოპოლიტები თვლიან, რომ ისინი არ უნდა „ეკუთვნოდნენ“ ერთ კონკრეტულ ეთნოსს და მათ მიუძღვნან საკუთარი ცხოვრება. მათ მიაჩნიათ, რომ პატრიოტიზმი ერთგვარი ბორკილია, რომელსაც ის ქვეყანა გადებს რომელსაც ემსახურები. ხშირ შემთხვევაში კი დაფასებას ვერ იღებ. ისინი თავისუფლებად აღიქვამენ თავიანთ იდეოლოგიის პრინციპებით ცხოვრებას – იყავი დამოუკიდებელი და იცხოვრე როგორც გინდა. შეიქმენი შენი მორალი და მიჰყევი მას. მათი აზრით ადამიანის მთავარი დანიშნულებაც ესაა – იყავი თავისუფალი.

კოსმოპოლიტებისთვის დღეს ყველაზე სრულყოფილ საზოგადოებად ამერიკა მიიჩნევა. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ასე ფიქრობს ასეთი ადამიანების უმრავლესობა. დემოკრატიის ყველაზე სრულყოფილ გამოხატულებად აღიქვამენ ინტერნაციონალურ სოციუმს. იქ არ შეგეშინდება საღამოს ქუჩაში მარტო გავლის, თუ შენ შენსავე საზოგადოებას მიაყენებ შეურაცხოფას ანდაც მის გაღიზიანებას შეეცდები. საქართველოში ამის მაგალითად მწერალი ზაზა ბურჭულაძე შეიძლება მოვიყვანოთ. მისი სკანდალური და ეპატაჟზე გათვლილი ტექსტები თუ უბრალოდ გამონათქვამები ქართველმა ხალხმა ვერ აიტანა და შედეგად დღეს ის ბერლინში ცხოვრობს. ვერაფერს იტყვი ვერცერთი მხარის სასარგებლოდ. თუ ობიექტუქტურად შევხედავთ ამ დაპირისპირებას, დავინახავთ რომ საზოგადოებაც და ზაზა ბურჭულაძეც რადიკალიზმის პრინციპებს მისდევს. საზოგადოებას არ აქვს უფლება პიროვნულად შეურაწყოს მწერალი და მასზე მორალური ზეწოლა მოახდინოს. ამასთანავე არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება გამიზნულად გააღიზიანოს ხალხი მისთვის „საკრალურ“ ან სხვა სახის თემის შეურაწყოფით და ეს ბოროტად გამოიყენოს. მოკლედ, რომ ვთქვათ არ შეიძლება ხალხის ნერვებზე თამაში ბოროტად. ამიტომ ნუ გავაკრიტიკებთ საზოგადოებას, როცა ასეთ მომენტში მისგან მძაფრ რეაქციას ვიღებთ. ასეთივე შედეგს ვიღებთ „გეი აღლუმის“ მსგავს მოვლენების დროს. ნუ მოვთხოვთ ბრბოს ფიქრის უნარს, მითუმეტეს ცხელ გონებაზე. აქამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ.

მივადეგით კიდევ ერთ პრობლემას, რომელსაც მე „ამერიკანიზაციას“ დავარქმევდი.  როგორც ზემოთ ავღნიშნე, ე. წ. კოსმოპოლიტებს ჰგონიათ, რომ ამერიკა არის თითქმის სრულყოფილი საზოგადოების ნიმუში. მე მათ ასეთ კითხვას დავუსვამდი – როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს გლობალური იდეების მიმდევარი როცა მას ზესახელმწიფოდ გადაქცევა სურს? რას ნიშნავს თქვენთვის რკინის ფარდა და ცივი ომი. საბჭოთა კავშირი მიისწრაფოდა მსოფლიოზე დომინირებისკენ, ასევე იყო ნაცისტური გერმანია. გამოდის, რომ იგივე სურვილი აქვს აშშ–ს. ამ მიზნის განხორციელების ერთ–ერთი წარმატებული ქმედებაა – ტვინების გადინება. რითი უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა განათლებული და ჭკვიანი ადამიანი დასავლეთში გარბის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ადამიანს უჭირს თავი დააღწიოს ისეთ საზოგადოებას, რომელიც სრულიად უცხოს პატივისცემით დახვდება და უზრუნველი ცხოვრების გარანტიას მისცემს. ამის შედეგად, ამერიკა ჩვეულებრივი კოლონიების შემდეგ ყალიბდება „ზესახელმწიფოდ“, რომლისთვისაც კონკურენციის გაწევა დღითიდღე უფრო რთულია.

ჩემი აზრით ამ ყველაფრის გაანალიზება ძალიან დიდ პერიოდს მოითხოვს და საზოგადოება ასე მარტივად ვერ გადაწყვეტს რა არის უფრო კარგი ან ცუდი.

ამ თემებთან დაკავშირებით ჩემი აზრით, ყველაზე უფრო ობიექტური შეხედულება  ვაჟა–ფშაველას აქვს.  ის ნამდვილ პატრიოტსაც და კოსმოპოლიტსაც ერთი იდეოლოგიის „ქვაბში ხარშავს“ .ვაჟას აზრით, ყველა ვინც კი თავის ერს და სამშობლოს შეიყვარებს და დააფასებს, ის მეტად სასარგებლო გახდება დანარჩენი მსოფლიოსთვის.  მისი თქმით, მსოფლიოს ყველა გენიოსი ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ის სხვა ერებისთვის მისაღები.  ვაჟა მოგვიწოდებს, რომ გვიყვარდეს სამშობლო, დავაფასოთ ის და ამასთანავე გვიხაროდეს სხვა ერების წინსვლა და განვითარება. 

ერთ ბლოგზე წავიკითხე, რომ პატრიოტიზმი ომს იწვევს, ომი კი ყველაზე დიდი დანაშაულია რასაც კი კაცობრიობა სჩადისო.  განა კოსმოპოლიტი არ იყო ალექსანდრე მაკედონელი მთელი მსოფლიოს დაპყრობა რომ მოინდომა? რა მოჰყვა ამას ყველამ ვიცით – გაუთავებელი ხოცვა–ჟლეტვა. თუკი ვაჟას შეხედულებით გავიგებთ პატრიოტობას, მაშინ შეუძლებელი გახდება ასეთ საზოგადოებებს შორის კონფლიქტის არსებობა.

მაგრამ ამ აზრამდე საზოგადოება ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხანი ვერ მივა. სოციუმის და ხალხის ჩამოყალიბებას განათლება უწყობს ხელს. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია მის გარეშე რაიმე განვითარებაზე ფიქრი. 

ნამდვილი პატრიოტი, ანუ ჩემი გადმოსახედიდან ნაციონალიზმის იდეის მიმდევარი ცდილობს გააცნოს, დააინტერესოს და შეაყვაროს თავისი კულტურა სხვა ეთნოსებს, რათა დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი და იდენტობა მსოფლიოში. ე. წ. ურა პატრიოტები კი მხოლოდ მასის და ბრბოს ფსიქოლოგიით მოქმედებენ. ისინი სადღეგრძელოებში ხოტბას ასხამენ იმ „წარსულ დიდებულ დროთ“, ხოლო საქმე საქმეზე თუ მიდგება, საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენენ.

სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში განათლებული კოსმოპოლიტები ცოტანი არიან. ამის დასტურია ისიც, რომ მათ მხოლოდ ამ ქვეყნიდან გაქცევა და საკუთარი თავის გადარჩენა სურთ.  ასეთებს ნაკლებად აინტერესებთ საკუთარი ისტორია, ტრადიციები, კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა. შ. ისინი ძალიან აგრესიულად არიან განწყობილი თითოეული ნაციონალური მოვლენის მიმართ. უყალიბდებათ „ჩაკეტილი“ აზროვნება და ყველაფერს ძალიან მწირი ინფორმაციით სჯიან. მათ არ იციან საწინააღმდეგო აზრის დაფასება, არ აინტერესებთ საზოგადოებრივი პრობლემები და მუდმივად დასცინიან ეროვნულს. ანუ ისინი გაუთვიცნობიერებლად არიან ანტიპატრიოტები.

რა იწვევს ამ ყველაფერს? ამ პრობლემის სათავე ისევ და ისევ ჩვენს თავებში და ადრეულ ასაკში უნდა ვეძებოთ. ბავშვები სკოლიდანვე უნდა გაეცნონ და შეისწავლონ თუ რა არის ნამდვილი პატრიოტიზმი და გაიაზრონ, რომ ეს სირცხვილი კი არა არჩევანია, რომლის მიღებას არავინ გვალდებულებს და მის წინაშე სრულიად თავისუფლები ვართ. მე მჯერა, რომ ცოდნის მიღება ადრეული ასაკიდან შედეგს მოიტანს და საზოგადოება ბევრად უფრო „სრულყოფილი“ და შემწყნარებელი გახდება .

ლუკა ფადიურაშვილი, 16 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა.




მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

19 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

19 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

19 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

19 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

19 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

19 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

19 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

19 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

19 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

19 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

19 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

19 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

19 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

19 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

19 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

19 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

19 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

19 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

19 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

19 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

19 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

19 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

19 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

19 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

19 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

19 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

19 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

19 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

19 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

19 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

19 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

19 February 2016