26 February 2016
  • 2034 ნახვა

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

მსმენია,  მწერლის პირველი მეგობარი ის კალამია, რომლითაც ის ფურცლებისგან აკინძულ წიგნს ჰქმნის. ამ აკინძულ  ფურცლებს, შესაძლოა, ცალ-ცალკე ფასი არ გააჩნდეთ, მაგრამ ერთად შეიძლება მსოფლიოც კი შეცვალონ. 


სწორედ ამიტომ, თანამედროვეობის შესაბამისად, გადავწყვიტე მოვკალათებულიყავი ჩემს, კუთვნილ, პერსონალურ კომპიუტერთან და შევდგომოდი ჩემი პირველი ბლოგის წერას. აქვე უნდა ითქვას, რომ როგორი "ოხერიც" მწერლის კალამია, ისეთივე აღმოჩნდა ჩემი კლავიატურაც - განა ყოველთვის შეუძლია მწერლის კალამს ნამუშევრების შეჰქმნა?! ყველაფერს თავისი დრო აქვს - შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში "აწკაპუნდეს" და სულ მცირე დროში შეიქმნას ის, რაზეც მწერალი წლებია მუშაობს.


ასე დამემართა მეც. რამდენჯერაც ვცადე წერის დაწყება, იმდენჯერ ტვინში ათასი აზრი დამიტრიალდა და, საბოლოოდ, მაინც ვერ ჩამოვაყალიბე აზრი. სწორედ ეს იქცა ჩემი პირველი ბლოგის, ნამუშევრის, გამოქვეყნების, ორკვირიანი დაგვიანების მიზეზად.


აღსანიშნავია, რომ ბლოგის წერა ნამდვილად არ გამოდგა მარტივი. ნამდვილად არ ვიცი, რა ნამუსით მეგონა, რომ ადვილი იქნებოდა... თანაც გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ამას თვეებს უთმობს, ზოგი - მეტ დროს. 


ფიქრის შემდეგ, თემად მომავალი თაობა ავირჩიე - ჩემი მომავლის თაობა, რომელმაც მსოფლიო და პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა, უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. ზუსტად აქედან გამომდინარეობს ჩემი სათაურიც  "კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..."

 ათასწლეულების განმავლობაში, კაცობრიობას მრავალჯერ ეწერა გადაშენება, მაგრამ თვითგადარჩენის ინტსტიქტმა მოიყვანა ისინი დღემდე. და, აი, დღეს,  მე ვზივარ და ვწერ...


ვწერ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ გადაშენების საფრთხე კიდევ ერთხელ ავიცილოთ თავიდან. პირველ რიგში, მსურს წარსულს მიეცეს სტერეოტიპი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა... "რა თაობა მოდის" -  ზიზღით ნათქვამი სიტყვებია, რომელიც პირდაპირ გადმოცემს უფროსი თაობის აზრს დღევანდელ ახალგაზრდობაზე. 


საბედნიეროდ, ყველას აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა და დიდია აუდიტორია ისეთი ხალხის, რომელიც მიიჩნევს, რომ ზუსტად ჩვენ ვართ ის თაობა, ვისაც შეგვწევს ძალა მომავალი უკეთესად ვაქციოთ.


ამავე აზრს ვიზიარებ მეც! მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენზე უარყოფითი აზრის არიან, ცდებიან.


და, აი, მივადექით პირველ საკითხს!

 

პირველი და უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ უფროსი თაობის წარმოამდგენელთა დიდ ნაწილს შეცდომების აღიარება უჭირს თავისზე პატარებთან. ეს მათ სირცხვილად მიაჩნიათ. და მომავალში, ჩვენ, ჩვენს შვილებთან რაც უნდა გავითვალისწინოთ, ალბათ ეს იქნება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევძლოთ ვასწავლოთ პატარებს შეცდომის აღიარება და არა ის, რომ ისინი მუდამ მართლები და გამარჯვებულები არიან მათ მოწინააღმდეგეებთან, რაც მკაფიო კვალს უტოვებს ბავშვებს, ეს ყველაფერი კი მომავალში სიძულვილის ენით გვევლინება, ხშირ შემთხვევაში კი არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებს მათ.

მეორე,რასაც მსურს ხაზი გავუსვა, არის დღევანდელ რეალობაში არსებული ერთ-ერთი დიდი პრობლემა, საკუთარი აზრის არ ქონა.


ალბათ, სიცოცხლეში, თუნდაც ერთხელ, ყველა შევხვედრილვართ ადამიანს, რომელიც ასაკის შეუსაბამად აზროვნებს. მაგალითად, ზოგი 18-20 წლის ახალგაზრდა ისე აზროვნებს, როგორც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანი.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: რისი ან ვისი ბრალია ეს? ისევდაისევ იმ ზეგავლენის, რომელსაც უფროსები მათზე პატარაობიდანვე ახდენენ - საკუთარ აზრს თავზე ახვევენ ბავშვებს.


ეს უფროსი სულაც არ არის საჭირო იყოს მშობელი. ის, შესაძლოა, იყოს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს გარკვეულ მწერალზე თუ ნაწარმოებზე, უყვება უკვე ჩამოყალიბებულ და მის მიღებულ თეორიას და ხშირად ბევრ მათგანს უკარგავს თავისუფალი აზრის ჩამოყალიბების უფლებას, რადგან ზოგი მასწავლებელი ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს. ეს კი მომავალში, ასევე დიდ ნიშანს ტოვებს ადამიანზე და წლების შემდეგ მათ შესაძლოა გაუჭირდეთ კიდეც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. 


მესამე პრობლემა, რაზეც მინდა გესაუბროთ, წლების განმავლობაში დაგროვებული, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და შურია(ბოღმა). შური და უნდობლობა, პრობლემები, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ქვეყნის და საზოგადოების, ჩამოყალიბებას და განვითარებას.



სამწუხაროა, მაგრამ რეალობა - დღეს ეს პრობლემა ისევე დგას ჩვენს წინ, როგორც ზემოთ მოტანილი ორი პრობლემა. ალბათ, ეს ყველაფერი ისევდაისევ საბჭოთა კავშირიდან მოდის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლომდე საბჭოთა კავშირის ბრალიც არ არის და ეს პრობლემა ჯერ კიდევ, მეფის რუსეთამდე იდგა, როდესაც საქართველო სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი.


სწორედ უნდობლობა და შური ჰქმნის ქაოსს და სწორედ ისინი არიან ყველაფერი ცუდის სათავე. სამწუხაროდ, იმ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც რთულია დაინახო ქუჩაში მომღიმარი ადამიანი (რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებზე), რომელიც უსასყიდლოდ გაგიცინებს და, მიუხედავად იმისა, იცნობ მას თუ არა, მოგესალმება. 


ძალიან დიდი სურვილი მქონდა ეს ყველაფერი, ეს პრობლემები, თქვენამდე მომეტანა. შეიძლება, თავი მოგაწყინეთ და ბევრი ტყუილადაც ვწერე, მაგრამ მეპატიება, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ჩემი პირველი ბლოგია?


მსურს გახსოვდეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მეტი გაიღიმეთ, მეტი ნდობა გამოიჩინეთ, შეცდომის აღიარების ნუ შეგრცხვებათ, დაივიწყეთ შური და ყველაფერზე თქვენი საკუთარი აზრი გაგაჩნდეთ!


დავით ჭკადუა, 15 წლის, 128-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

26 February 2016