26 February 2016
  • 1315 ნახვა

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

უკვე დიდი ხანია ბოლო პერიოდის კინოს ტენდენციებს ვაკვირდები. ერთი არც ისეთი გასაოცარი აღმოჩენა გავაკეთე – ძალიან, ძალიან ბევრი რეჟისორი ინტერესდება ადამიანთა ცივილიზაციის გაურკვეველი მომავლით. მაგრამ ეს არ არის მთავარი.  ცუდი ისაა, რომ მათგან ძალიან ცოტას წარმოუდგენია მომავლის სამყარო ადგილად, რომელსაც აღწერდნენ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ფილოსოფოსები და მოაზროვნეები.  მხოლოდ მცირე ნაწილი იზიარებს შუა საუკუნეების უტოპიური ნაშრომების იდეებს და კინოხელოვანები უმეტესად  დისტოპიური საზოგადოების აღწერას ამჯობინებენ – საზოგადოების, რომელთა შედარებით დღევანდელი ცივილიზაციია იდეალური მოგეჩვენებათ(სასაცილოა, რა უნდა იყოს ამაზე უარესი არა?!). ბევრი ალბათ ასე ფიქრობს. მოკლედ, რომ ვთვათ ყველა ტიპის სოციალურ ფენაში აქტუალურია დისტოპია – ჟანრი, რომლის პირდაპირი მიზანია გაუსწროს დროს, დაინახოს და გაიზროს მომავლის საფრთხეები და ცოტა გამოგვაფხიზლოს, სანამ მთლად არ დავღუპულვართ.

დისტოპია სათავეს შესაძლოა მართლაც გულივერის მოგზაურობიდან იღებს(არ დაგვავიწყდეს რომ მას ბავშვებს აკითხებენ), მაგრამ მისმა აქტუალობამ ზენიტს მეოცე საუკუნეში მიაღწია. ამის მრავალი მიზეზი არსებობს.  რაც მთავარია, სწორედ ამ ეპოქაში შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა და ჩამოყალიბება დაასრულა ისედაც „ახალმა საოცარმა სამყარომ“. დადგა ახალი საუკუნე და წარმოიქმნა სუპერსახელმწიფოები, თავისი განსხვავებული იდეოლოგიებით და მიზნებით, რასაც ორი მსოფლიო ომიც მოჰყვა შედეგად.  მწერლებმა და დიდმა მოაზროვნეებმა დაიწყეს ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მსოფლიო ასეთი მასიური ცვლილებების ფონზე  და მათ პასუხი სწორედ რომ დისტოპიაში ჰპოვეს. შექმნეს რომანი– წინასწარმეტყველებები ან გაფრთხილებები, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, მაგრამ რაც მთავარია ამას გლობალური გამოხმაურება მოჰყვა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე–კუნჭულის ინტელექტუალთა ტვინები „შესძრა“. 

ყველაზე მეტი ამ ხერხით ალბათ მაინც საბჭოთა კავშირს „მოხვდა“. მხოლოდ ჯორჯ ორუელზე, რომ შევჩერდეთ და მისი „ცხოველების ფერმა“ წავიკითხოთ, საკმარისია შეგვძულდეს საბჭოთა წყობის პრინციპები, საშინელი დიქტატორი სტალინი და ჩვენი თავიც, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ზუსტად აქ ვიზრდებოდით და ვაშენებდით „საოცნებო“ კომუნისტურ სახელმწიფოს.  ოლდოს ჰაქსლიმ საერთოდ დამაკარგვინა ყველანაირი წარმოდგენა ადამიანის კეთილშობილების და ჰუმანიზმის შესახებ და შედეგად,  ფოლკნერის დიდი პატივისცემის მიუხედავად უკვე სერიოზულად დავფიქრდი, რომ თუ ასე გავაგრძელეთ „ადამიანი ვერ გადარჩება“ და მითუმეტეს ვერც „გაიმარჯვებს“.  მაგრამ ფოლკნერი იმ გამოუსწორებელ ოპტიმისტთა რიგებშია, რომელთა არარსებობა, სამყაროს მართლა დაღუპავდა. ასეთი ადამიანები კიდევ გვაძლევენ იმედს, რომ რაღაც შეიძლება მართლაც შეიცვალოს და კაცის სულის გადარჩენა ჯერაც შესაძლებელია.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, თანამედროვე ამერიკელი რეჟისორები ძირითადად დისტოპიას კიდებენ ხელს. „შიმშილის თამაშებიდან“ მოყოლებული სულ ახალ–ახალ პოსტაპოკალიპტურ სამყაროებს ამზეურებენ ტელეეკრანებთან. მწერლებიც არ რჩებიან უკან და მათთვის სარფიან გზას ნახულობენ – წერენ იმას, რითიც შემდეგ ჰოლივუდელი „მილიონერი ბიძები“ დაინტერესდებიან. მართალია, საბოლოო ჯამში, რაც გამოდის, 90%–ს არაფერი სცხია ჭეშმარიტი ხელოვნების, მაგრამ ეს უმნიშვნელოა, რადგან ყოველ წამს დისტოპიური ნაწარმი უფრო და უფრო და უფრო აქტუალური ხდება. რატომ გახდა ასეთი პოპულარული ეს ჟანრი? მართალია მეოცე საუკუნეში უკვე იყო რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ანტიუტოპიური ფილმი, რომელიც კინოკრიტიკოსების გემოვნებაში ჯდებოდა და მათ კლასიკადაც აღიარეს, მაგრამ ჩვენს ეპოქაში ეს ყველაფერი გლობალური გახდა. კუბრიკმა თქვა, არ ვიცი ჩემს ფილმს ნახავენ თუ არა 100 წლის შემდეგ(მექანიკურ ფორთოხალზეა საუბარი),  მაგრამ დარწმუნებული ვარ ბერჯესის წიგნს წაიკითხავენო. რას იფიქრებდა კუბრიკი თუ მისი ფილმი მთელ თაობაზე მოახდენდა ამხელა გავლენას. ან რას ფიქრობდნენ „სამართებლის პირზე მორბენალის“ რეჟისორი რიდლი სკოტი და მისი პირველწყაროს ავტორი ფილიპ დიკი?! ალბათ მაინც აცნობიერებდნენ რა „ძალას“ შეეჭიდნენ და რა კითხვები დაუსვეს სამყაროს. აქვს თუ არა მომოვალი მას? შეიძლება თუ არა ადამიანი იმ დონეზე განვითარდეს, რომ შექმნას საკუთარი კლონები, დუპლიკანტები, რობოტები და გახდეს მათი ღმერთი?  რაში ჭირდება კაცობრიობას ისინი? იქნებ სწორედ მათ დაღუპონ ახლად დაბადებული ცივილიზაცია?

ბოლო პერიოდში ამ თემამ ძლიერ დამაინტერესა და პირდაპირი მნიშვნელობით „ქექვა“ დავიწყე. ვეძებდი და ვისრუტავდი ყველანაირ ინფორმაციას, ფილმების რევიუებს, ლიტერატურულ მიმოხილვებს. საბოლოოდ კი პასუხი არა რომელიმე კრიტიკოსის წერილის, არამედ ერთი დაბალბიუჯეტიანი ფილმისგან მივიღე. ეს იყო დანკან ჯონსის „მთვარე“, რომელშიც მთავარ როლს „მწვანე მილის“ მოყვარულთათვის საძულველი სემ როკველი თამაშობს.. თანაც ძალიან კარგად. მოკლედ, ამ დისტოპიის ყურების შემდეგ გული დაგეწვება, დაგიმძიმდება და შეგზიზღდება ადამიანთა მოდგმა. ამ ფილმის ყურების შემდეგ საბოლოოდ მივხვდი, რომ ადამიანი ეგოისტი, მაგრამ ყველაზე განვითარებული და ძლიერი არსებაა. ფილმი კი რომ გაიაზრო წარმოიდგინე, რომ მთვარეზე მუშაობ.. კოსმონავტი ხარ..  ერთ დღესაც გაიღვიძე და შენს კლონს ხედავ, შემდეგ იმის დამტკიცება გიწევს, რომ შენ ნამდვილი ხარ, ის კი ასლი. ორივე ცდებით! ამაში მაშინ დარწმუნდებით, როცა თქვენნაირს კიდევ ათასობით იპოვით ცელოფნებში გახვეულებს. არადა თქვენ გახსოვთ, რომ დედამიწაზე ცოლი დატოვეთ, რომელიც შვილს ელოდება. ის დაიბადება, გაიზრდება, დედა დაიღუპება და თქვენ ამას უყურებთ ტელეეკრანით, განიცდით, გლოვობთ,  გიხარიათ. მაგრამ თქვენ მოგატყუეს! თქვენ გძულთ და გეზიზღებათ ადამიანი! ამიტომ კლონთან ერთად ცდილობთ სიმართლე დაანახვოთ დედამიწელებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ მთვარეზე ნამდვილი ადამიანები მუშაობენ. თქვენ გებრალებათ თქვენი თავი! თქვენ აღარ გინდათ სიცოცხლე, რადგან აქ შემთხვევით ხართ და დანიშნულება არა ღმერთმა არამედ ვიღაც ნაძირალა ადამიანმა გაჩუქათ! მხოლოდ ერთი რამ დაგრჩენიათ – პლანეტაზე ჩასვლა და ხალხში სიმართლის გავრცელება. მაგრამ აქაც უძლური ხართ!  თქვენ გიჟად გამოგაცხადებენ!  თქვენ, კლონი, ისეთივე უსუსური ხართ ადამიანთან შედარებით, როგორი უძლურიცაა ის ღმერთთან. ადამიანი გადარჩება, თქვენ კი გამოგიყენებთ! თქვენ დაიღუპებით და მხოლოდ ადამიანი გადარჩება! 

პასუხი მივიღე! ადამიანი ყველაზე ძლიერი არსებაა და ის გადარჩენისთვის ყველაფერს გააკეთებს! ის არასოდეს დანებდება, შექმნის და გაანადგურებს თავის ქმნილებას, თავის მშობლიურ პლანეტას გააპარტახებს, მაგრამ მაინც გადარჩება! 

ფოლკნერიც მართალია... „ადამიანი გაიმარჯვებს“!

ლუკა ფადიურაშვილი, 16 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

26 February 2016