26 February 2016
  • 854 ნახვა

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

ისეთ წიგნებზე ვგიჟდები, კითხვას რომ გაათავებ და ინატრებ – ნეტა ამის დამწერი და მე კაი ძმაკაცები ვიყოთო, და ტელეფონითაც რომ დაურეკავ, როცა მოგინდება.ეს კი იშვიათად ხდება, თუმცა რა, სიამოვნებით დავურეკავდი სელენჯერს, მაგრამ მოკვდა...როგორ მინდა ყველამ იგრძნოს ის რაც მე განვიცადე ამ წიგნის წაკითხვისას... და რასაც ახლაც განვიცდი.უკვე ვეღარ ვითვლი მერამდენედ გადავიკითხე, ვკითხულობ და არ მბეზრდება, არ მბეზრდება და მომკალით :დ „თამაში ჭვავის ყანაში“ აი ისეთი წიგნია, რომ ზუსტად ვიცი სიკვდილის სარეცელზეც მასში ვიქნები ჩაკარგული, და გვირაბის ნაცვლად ჭვავის ყანას დავინახავ.  წიგნი პირველად 15 წლისამ წავიკითხე, ალბათ სწორედ ესაა ის ასაკი როცა ადამიანი ყველაზე ნათლად ხედავს მოახლოვებულ საფრთხეს...კითხვა დავიწყე თუ არა შევჩერდი, წიგნის გარეკანი თავიდან შევათვალიერე და ჩემს თავზე გამეცინა, მეწყინა სელენჯერი რომ იყო ავტორი, დარწმუნებული ვიყავი საკუთარ ნაწერს ვკითხულობდი. 

 ბევრისაგან მსმენია, რომ ამ წიგნმა დრო დააკარგვინათ, ან უბრალოდ მოლოდინი გაუცრუვდათ, თანაც საშინლად გაუცრუვდათ, რომ რაღაც არაამქვეყნიურ თამაშს ელოდნენ, მაგრამ რას ვიზამთ მეგობრებო! ეს ყველაზე მიწიერი თამაშია, თამაში რომელსაც უკლებლივ ყველა ვთამაშობთ, განსხვავება ისაა, რომ ზოგი აღტაცებული ბავშვია, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საით მირბის და უეცრად ჩნდება შეშლილი კლდის პირას, და შეჩერაბას ვეღარ ახერხებს, ვერა, ვერ შეძლებს „დამჭერის“ გარეშე, ჰოლდენის გარეშე. ზოგიც თავად „ჰოლდენია“.

 „თვალწინ მიდგას, როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე, ჭვავის ყანაში. ათასობით ბავშვია და თან არავინ ახლავს – ე.ი. დიდი არავინ ახლავს – ჩემს მეტი. მე კიდე საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ – ბავშვებს ვიჭერ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. თუ გამორბის და წინ არ იყურება, არც იცის, რომ უფსკრულს უახლოვდება. უცებ გამოვვარდები და ხელს ვტაცებ. მთელი დღე მეტს არაფერს ვაკეთებ – ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ ეს მინდა, სხვა არაფერი. ისე მეც ვიცი, რომ სიგიჟეა” 

ვიცი ბევრს უაზრო პერსონაჟად მიაჩნია...თითქოს ჰოლდენს მხოლოდ ზიზღი ამოძრავებდეს, არა! ბევრს შეუძლია მასსავით წმინდა გრძნობით უყვარდეს? მასსავით აღელვებდეს მომავალი? “ 

 ომიდან დაბრუნებული სელენჯერი  წლების წინ დაწყებულ წიგნს ასრულებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წიგნის გმირი არა ჯარისკაცი, არამედ 17 წლის ბიჭია, რომელიც უკვე მესამედ გამორიცხეს სკოლიდან. რატომ წერს სელენჯერი 17 წლის ბიჭზე როცა შეუძლია სხვებს მიბაძოს და მშვენიერი საბრძოლო დრამა „გამოაცხოს“? იმიტომ რომ მან კარგად იცის გარშემო ათასობით ჰოლდენია, და მათ სიკვდილი ემუქრებათ, ისევე როგორც ჯარისკაცებს...დიახ! ჩვენს გარშემო ყოველდღიურად უამრავი ჰოლდენ კოფილდი დადის...ადამიანი რომელიც გაურბის მომავალს, რომელიც ცდილობს იპოვოს პასუხი, თუ საით წავიდეს.... ის იზრდება, ისევე როგორც მე, შენ, სარკეში ჭაღარას  ხედავს და გრძნობს როგორ უახლოვდება იმას რაც ასე სძულს და რისიც ასე ეშინია-ზრდასრულობასთან! 

არა, ჰოლდენი არ ყოფილა ახირებული, უაზრო იდიოტი, რომელსაც არავინ და არაფერი ადარდებდა, არა, ის რასაც ბევრი ვერ ხედავს სწორედ მისი ზედმეტად მგრძნობიარე პიროვნებაა, რომ ის ხედავს ბედნიერებას მუზეუმის კედლებში...რატომ? მას ეშინია გაზრდის, ეშნია, რომ ისიც ისეთივე ყალბი გახდება როგორიც ყველა მის გარშემო, „ამ მუზეუმისა ყველაზე უფრო ის მომწონდა, რომ ადგილს არაფერს არ უცვლიდნენ. ყველაფერი უცვლელად იდგა. ასიათასჯერ რომ მისულიყავი,..  შეცვლილს ვერაფერს ნახავ. მხოლოდ შენ იქნები შეცვლილი. განა

იმას ვამბობ, მოხუცდები ან რამე ასეთი-მეთქი. სულაც არა. მაგრამ შეცვლილი მაინც იქნები: დედ-მამა წაიკიდებოდნენ დილით და იმათი ჩხუბი გექნება მოსმენილი სააბაზანოდან; ან იქნებ ქუჩაში გუბე ნახე და შიგ ბენზინის ცისარტყელა შენიშნე. ერთი სიტყვით, რაღაცნაირად შეცვლილი იქნები – კარგად ვერ გამომითქვამს, რასაც ვფიქრობ. იქნებ შემიძლია კიდეც გამოთქმა, მაგრამ მეზარება.“ 

  გარბის და ცდილობს აღმოაჩინოს ვინმე-ზრდასრული, თუნდაც მეძავი, ანდა ტაქსის მძღოლი, ვინც მიახვედრებს, რომ დიდობა არც ისე ცუდია... 

ჰოლდენი არ გაქცეულა ტყეში, არც ქოხში უცხოვრია, და არც ყრუ- მუნჯად მოუჩვენებია თავი, იდგა და ფსიქიატრისათვის უწევდა ყველაფრის მოყოლა...და მაინც, მე მჯერა რომ თუნდაც ერთი წუთით , მან შეძლო და გააჩერა დრო...“ფიბი ისე დაჰქროდა კარუსელზე, რომ უცებ ბედნიერად ჩავთვალე თავი. მართალი თუ გინდათ, ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, რომ ცოტას გაწყდა, არ ვიღრიალე. არ ვიცი კი, რატომ. ისეთი ლამაზი ჩანდა, ისე გახარებული ჩამიქროლებდა და ჩამიქროლებდა, ისე უხდებოდა თავისი ლურჯი პალტო! ნეტა, თქვენც იქ ყოფილიყავით.“ 

 მახსოვს, წიგნი ახალი დასრულებული მქონდა, ზღვა ემოციებს და ამავდროულად ერთგვარ სიცარიელეს განვიცდიდი, მოკლედ, ქუჩაში მოვდივარ და თან ჩემთვის ვღიღინებ „ნეტავ ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში..“ ჩემგან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით აშკარად ვხედავ მამაკაცს, წითელი, სანადირო ქუდით, ქუდი უკუღმა აფარია. სწრაფად მივრბივარ გადასასვლელისაკენ, მაგრამ კინაღამ ოხერი მანქანა მეჯახება, ისეთმა გრძნობამ მომიცვა, თითქოს მეორე მხარეს გადასვლას ვეღარ ვეღირსებოდი. უეცრად ყველაფერი მავიწყდება, ყველაფერი ადამიანებზე სანადირო ქუდის გარდა, მაგრამ მას ვეღარ ვხედავ, ბოლოს ჩემს თავს ვეუბნები, რომ მაგრად მაკლია და გზას ვაგრძელებ, დარწმუნებული ვარ ის კაცი, უბრალოდ ჩემი არანორმალური გონების ნაყოფია. 

 მეორე დღეს  სკოლის შემდეგ ისევ ვხედავ „მონადირეს“ ახლა უკვე ასფალტზე ზის და ხურდა ფულს ელის, ქუდი ისევ შემოტრიალებული აფარია, სიმართლე გითხრათ, რომ მკითხოთ ახლაც ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი იმ მომენტში, ან ახლა რას ვგრძნობ როცა მას ვიხსენებ, მაგრამ რომც ვიცოდე ალბათ მაინც ვერ მოვახერხებდი ამის გადმოცემას...ბოლოს, როცა გადავწყვიტე მეკითხა, რამდენი წლის ხართ მეთქი, კარდონის ქაღალდზე მანიშნა ფეხებთან რომ ედო, წარწერით-„ყრუ-მუნჯი“ 

ანი ძამუკაშვილი, 16 წლის, თელავის პირველი საჯარო სკოლა.


მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

26 February 2016