26 February 2016
  • 7793 ნახვა

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი


        შუა ღამე იყო, როცა რეი ბრედბერის წიგნის - „451 გრადუსი ფარენჰაიტით“ კითხვა დავასრულე; არ ვიცი, დიდ შთაბეჭდილებათა გამო მოხდა , თუ უბრალოდ იმდენად დიდი იყო სურვილი მთავარ და განსხვავებულ გმირად, ადამიანად ყოფნისა , რომ ზმანებაშიც კი გამყვა წაკითხული. თუმცაღა ვინატრებდი , სულაც არ მზმანებოდა ის , რამაც ასე ააფორიაქა ჩემი სულის თითოეული კუნჭული , რომ აღარაფერი ვთქვათ თეთრად გათენებულ ღამეზე , მაგრამ ამ უკანასკნელს ნაკლებად ვჩიოდი...

         „ -დაწვით! დაწვით , ყოველი მათგანი! წაუკითხავად, დაუყოვნებლივ , სწარაფად !..“ - გაჰყვიროდა ცეცხლის ენათაგან გარშემორტყმული მეხანძრე.

            გაგიკვირდათ არა ?! აქ მეხანძრეები ცეცხლს აღვივებენ და არა პირიქით , თუმცა არაფერია გასაკვირი, აქ ყველაფერი ხდება ; აქ ყველაფერს წართმევია თავისი სახე, ფუნქცია , მნიშვნელობა... პირველ რიგში - ადამიანს...  ისევ ცეცხლი...

             მივრბოდი... სუნთქვა მიჭირდა... ვიხედებოდი უკან და ვფიქრობდი , თუ როგორ ჰგავდა ეს ყველაფერი : „ღვთაებრივ კომედიას“ , თუმც არც „ღვთაებრივი“ იყო და არც კომიკურისა ეტყობოდა რაიმე , მაინც მახსენდებოდა უბედურებით აღსავსე ჯოჯოხეთი და მეგონა, დანტეს ნაცვლად , ახლა მე მიმიძღვოდა ვირგილიუსი. უბეში წიგნები მელაგა... უკან ორი მეხანძრე მომსდევდა , მე იძულებული ვიყავი... მე არ მინდოდა... ამოვიღე უბიდან ერთი წიგნი და მეხანძრეებს მივუგდე... ვგრძნობდი თითოეულ გადაგდებულ წიგნთან ერთად, „შაგრენის ტყავის“ მსგავსად როგორ მოკლდებოდა ჩემი სიცოცხლე... მახსენდებოდა „სამოსელი პირველი“ , მერჩივნა მასთან ერთად  მოვმკვდარიყავი , ვიდრე იგი მეხანძრეთათვის ჩამეგდო ხელში. ვიხსენებდი ავტორის სიტყვებს : „ სიკვდილი რომ არ იყოს , არ დაგჭირდებოდათ ბრძოლა , არც გულადი და ლაჩარნი იქნებოდნენ ქვეყნადო“ , მე უნდა მებრძოლა , არათუ მარტო საკუთარი სიცოცხლისთვის , არამედ იმ სიმდიდრისათვის , რომელიც ახლა გულთან ასე ახლოს მქონდა ; „ დედამიწას სიყვარული ატრიალებს“-ო, სად იყო ეს სიყვარული?  სად იყო ადამიანი? სად იყო  შუბლის , ნამუსის ძარღვი? 

                 ვეღარაფერს ვხედავდი... ჩემს თვალს კვამლის საბურველი აჰხვეოდა... ჯორჯ ორუელი არ წერდა ადამიანებმა ასე თუ გააგრძელეს მანქანებს დაემსგავსებიანო? მანქანებს არა , ადამიანები მეტად უარესნი იყვნენ ... ვისაც მშვიდობა სურდა , მშვიდობისათვის ომს აჩაღებდა , მშვიდობისათვის ხალხს ხოცავდა , ხალხს, რომელსაც განათლება სწყუროდა... „მშვიდობის სამინისტრო - ომის საკითხებით იყო დაკავებული.“ 

                   კარგად მოვისინჯე უბე , ვფიქრობდი „ დიდოსტატის მარჯვენა“ ცეცხლისთვის ხომ არ მიმიცია-მეთქი; როცა ადგილზე ვნახე , მომეხსნა ლოდივით დამძიმებული დარდი და მთელი თავისი სიმძიმით თითქოს ისიც ცეცხლს მიეცაო აგიზგიზებული წიგნების მსგავსად. „ნეტარ არიან იგინი , ვისაც სიკვდილი უმალ უწევს , ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას .“ სამშობლო... ვაი ,რომ ახლა ხალხისათვის სამშობლო კი არა სიტყვა „ადამიანიც“ კი უცხო იყო. გავრბოდი ... მეტი რა შემეძლო? მე მსხვერპლი ვიყავი , ისინი მადევარნი, მე ჩემი სიცოცხლე სამსხვერპლოზე გამქონდა , მათთვის სიცოცხლე არც არსებობდა , მე წიგნები მწყუროდა,  მათ კი ცეცხლი... ამის შემხედვარე გუინპლენიც კი სახეს მთელი ძალით „დაჭიმავდა“ და აღარ „გაიცინებდა“ . თავს ძალას დაატანდა , ტკივილს მიიყენებდა , ოღონდ კი არ გაიცინებდა. არ გაიცინებდა , როცა ნახავდა , რომ ადამიანს საუკეთესო მოსამართლე - საკუთარი სინდისიც კი წართმეოდა , როცა ნახავდა , რომ წვავდენ წიგნებს, რომლითაც ადამიანი ფიქრს ეჩვეოდა , მსჯელობდა , აზროვნებდა... 

                   სირბილისაგან ქანც-გაწყვეტილი მიწაზე დავეხეთქე, წიგნები უბიდან გადმოცვივდა... ჩიხში მოვექეცი, ყველა მხრიდან დაწყევლილი ცეცხლი და ყოველი მხრიდან მეხანძრეები. უბედური ვიყავი, გავიფიქრე : „ უმჯობესია მოვკვდე ვიდრე მეც მათნაირი გავხდე-მეთქი“ , ვთქვი ეს და ცეცხლის ალში შევვარდი... ვიწვოდი და ვხედავდი , როგორ იწვოდნენ წიგნებიც ჩემთან ერთად და ვგრძობდი , თანდათან როგორ მიახლოვდებოდა სიკვდილის ანგელოზი... „მარტინ იდენი“ გადაშლილიყო , ვხედავდი ჯერ კიდევ დაუწველ ნაწერს , რომელიც ყველაზე კარგად ასახავდა , თუ რახდებოდა ახლა ჩემს თავს : „ ეს ისევ სიცოცხლე იყო , უკანასკნელი ბრძოლა , უკანასკნელი წამება სიცოცხლისა, ეს იყო უკანასკნელი იერიში , რომელიც მასზე სიცოცხლემ მიიტანა...“

                       გამომეღვიძა .  მთლიანად ოფლში ვცურავდი...  ვერ აღგიწერთ იმ ბედნიერებას , რაც იმ წამს ღვიძილმა მომანიჭა. წიგნი გადაშლილიყო და იმ უკუნ ღამეშიც კი შევძელი ციტატის ამოკითხვა : „ თქვენ ნურც გარანტიას ითხოვთ და ნურც იმას ფიქრობთ , რომ მხოლოდ ადამიანი , მანქანა ან ბიბლიოთეკა მოგიტანთ ხსნას. თვითონვე უნდა გაიკვლიოთ გზა და თუ დაიხრჩობით , ის მაინც გეცოდინებათ , რომ ნაპირისაკენ გეჭირათ გეზი...“

„ - მე ვეცადე მაინც“ - წავჩურჩულე ბნელ ღამეს და სიზმრისაგან დაღლილი უმალვე მივესვენე ...


მარიამ სისაური, 16 წლის, 71-ე საჯარო სკოლა.


მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

26 February 2016