26 February 2016
  • 653 ნახვა

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

 თინა დეიდას საყვავილე რამდენიმე მეტად მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მათგანი ცხადია. აშკარა, უფრო. დღე ისე არ გაივლიდა, ვარდების რამდენიმე თაიგული არ გაეყიდა. უყვარდათ ამ ქალაქში ვარდები. ყველა ახარებდა ეზოში და მაინც ყველა დეიდა თინასთან, საყვავილეში, ყიდულებდა.

   დიდი ხნის გაუწმინდავ პალიტრას ჰგავდა საყვავილე, თინა დეიდა კი მხატვარი იყო: გამოცდილი და განსწავლული (ყვავილებში, რა თქმა უნდა). ალღოც ჰქონდა კარგი. მის შეკრულ თაიგულებს არაფერი სჯობდა. დროც კი ჩერდებოდა ცოტა ხნით, ვარდის კონების ცქერით რომ დამტკბარიყო. 

   ოთხშაბათი იდგა. დღე, ჩვეულებრივ, მოსაწყენად და მონოტონურად დაიწყო: ჯერ საყვავილის ჟალუზები გაიხსნა, შემდეგ თაიგულები გამოჩნდნენ ვიტრინაში. საყვავილის წინ ისევ მოკალათდა ვერე, გიტარა მოიმარჯვა და წინა დღეს გამწყდარი სიმის გამოცვლას შეუდგა.

   დღე ასევე მონოტონურად გადიოდა. შუადღეს ჩვეული კლიენტი შემოვიდა საყვავილეში და ვარდები იყიდა. ნაშუადღევსაც შემდეგი ჩვეული კლიენტი შემოვიდა და ვარდები იყიდა. მილიონი ვარდი გაიყიდებოდა თვეში, მილიონი ვარდი რომ ჰქონოდა თინას. სწორედ მილიონ ვარდზე ფიქრი დაურღვია მოულოდნელად შემოსულმა გოგონამ. პირველად ხედავდა ალბათ, მაგრამ მაინც ეცნობოდა მისი თვალების სიმწვანე. გაღმა ვერემ გიტარა აამღერა, გამოღმა კი გოგომ წაიმღერა. თინა სუნთქვაშეკრული უსმენდა. გოგონა ხმას უწევდა ნელ-ნელა. თინას მოეჩვენა, რომ მის სახელს უმღეროდნენ, გაუკვირდა, თვალები აახამხამა, გამოფხიზლდა. გოგონა თურმე მას ელაპარაკებოდა. თინას დაბნეულობას არაფერი მიეწერება: მართლაც მღეროდა საუბრისას გოგონა. ახალგაზრდობა ახლახანს დაეწყო, ეტყობოდა. ქერა თმა, მრგვალი სახე. ბულგარელს ჰგავდა, თუმცა უცბად მიხვდებოდით, ქართველი რომ იყო. რაღაც საშუალო გააჩნდა სილამაზესა და სიმახინჯეს შორის. უშნო ნაკვთები სანდომიან ერთიანობას ქმნიდნენ. 

   გაღმა ვერემ მღერა დაიწყო, გამოღმა კი, ვიტრინასთან, ბიჭი შეჩერდა. შეჩერდა და არც განძრეულა. აღწერა შორს წაგვიყვანს. ო, ძალიან შორს...

   თინამ თაიგულის შეკვრა დაიწყო. პირველად კრავდა ასე მრავალფეროვნად. ადრე ხომ მუდამ ვარდებს ყიდულობდნენ. კრავდა თინა თაუგულს და ფიქრობდა ამ გოგონაზე. გამოლაპარაკება სურდა. ჩვეულებრიც, თინა რასაც ჩაიფიქრებს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ გამონაკლისებიც ხომ არსებობს, არა?! ეს შემთხვევაც ერთ-ერთ მათგანად უნდა ჩავთვალოთ. ვერ ბედავდა თინა, გოგოსთვის სახელი ეკითხა. შეკრა თაიგული, მისცა, ფული არ გამოართვა და ასე გაისტუმრა. ბიჭიც მოშორდა ვიტრინას, იქით გაბრუნდა, საიდანაც მოვიდა.

   კვირა გადიოდა, მთავრდებოდა და ახალი იწყებოდა. ვერე ვირტუოზად გადაიქცა. სიმის გამოცვლამ უშველა, ალბათ. ისე მღეროდა, არასდროს რომ არ უმღერია. ისე უკრავდა, არასდროს რომ არ დაუკრავს.

   და კვლავ დადგა ოთხშაბათი. გაიხსნა ჟალუზები, გამოჩნდნენ თაიგულები ვიტრინაში, შუადღეს იყიდეს ვარდები, ნაშუადღევსაც - ვარდები. შემდეგ კი გოგონა შემოვიდა. თინამ დაუფიქრებლად ჰკითხა, რა გქვიაო. მართა. მართა ერქვა გოგონას. სიფრიფანა, ღრუბელივით მსუბუქი. იმ ტიპის ადამიანი იყო, უთქმელად რომ მიხვდებოდი, მასზე კეთილშობილი ქვეყნად არავინ დადისო. 

    ვიტრინას ნაცნობი თვალები დაუბრუნდნენ.

    თინას ამჯერად ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. მართას გაუმასპინძლდა ნამცხვრით, ჩაითა და ყვავილებით, ესაუბრა ყვავილებზე და დაემშვიდობა. ამ ყველაფერს აკომპანირებას, რა თქმა უნდა, ვერე უწევდა. გავიდა მართა საყვავილედან  და გაჰყვნენ თვალები.

   ისევ გავიდა კვირა. დაიწყო ახალი. ვერემ შემოქმედების პიკს მიაღწია. ოთხშაბათი დადგა. თინა ისევ მართას ელოდა. მაგიდაც ორი კაცისთვის მოამზადა, ჩაიც ორი ფინჯანი მოადუღა და ნამცხვარიც ორი ნაჭერი მოჭრა. აბა თინას საიდან უნდა სცოდნოდა, სამ-სამი რომ დასჭირდებოდა ყველაფერი?!

   შემოვიდა პირველი და ჩვეული ვარდები იყიდა. შემოვიდა მეორე და ვარდები იყიდა. შემოვიდა მართა და თან შემოჰყვა ბიჭი. გაზაფხულს ასეთი დღე არ ახსოვს. მსგავსი არასდროს განუცდია. ვერე განაგრძობდა დაკვრას. არც შეწყვეტდა, შაბათს სიმი რომ არ გამწყდარიყო. უხარისხო სიმებიო, გაიფიქრა. ახალს ორშაბათამდე ვერ იყიდის. 

   ორშაბათს კი თავიდან დაიწყო გაბმა.

   თინასთან ბიჭი შემოვიდა. ყველა ყვავილი იყიდა, თითო-თითო, ვარდის გარდა. სიტყვის უთქმელად გავიდა. წვიმდა იმ დღეს, თუმცა არც ვერესა და არც ყვავილებს წვიმა არ ეკარებოდათ. გამოცვალა ვერემ სიმი და უფრო აღტაცებით ამღერდა, თუმცა დარი არ დამდგარა... წვიმდა ოთხშაბათამდე. ოთხშაბათს კი კვლავ მოვიდნენ მართა და ბიჭი. მოვიდნენ და სწრაფად წავიდნენ. უყურებდა თინა ვიტრინიდან, როგორ მიდიოდნენ ხელიხელჩაკიდებულნი და ფიქრობდა, ასე, ამგვარად, არავის არავინ ჰყვარებიაო. კი, უყვარდათ ერთმანეთი, უსაზღვროდ. არ ჰგავდა მათი ურთიერთობა სხვებისას. მხიარული და მარადიული იყო. იფიქრებდით, ქვეყნად რომ ეძებო, ვერ იპოვი მათნაირსო. ბევრ რამეზე დაფიქრდებოდით, ბევრს მიაქცევდით ყურადღებას მათს ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი მაინც გამოგრჩებოდათ. გამოგრჩათ უკვე. ვერე! ბრმა ვერე...

ლევან ფიფია, 15 წლის, სკოლა ჯი-ელ-სი.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

26 February 2016