26 February 2016
  • 1603 ნახვა

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

გეთენზე ცივა და ძირითადად სულ თოვლია, თუმცა მომავალი ზამთრის მოწინავე დღეებში პირველი თოვლი მაინც აღტაცებას გვრით და აღნიშვნის ღირსად თვლიან.

გეთენზე  „ლ“-ს ვერ გამოთქვამენ.

გეთენზე სხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ. 

გეთენს სხვანაირად ზამთარსაც ეძახიან. 

გეთენი პლანეტაა. ურსულა ლე გუინის შექმნილი პლანეტა. 

გეთენზე ორი სახელმწიფოა. ორი რელიგიაა. 

და ორივეგან წყვდიადია. 

გეთენზე წყვდიადში ეძებენ პასუხებს, მაგრამ ყოველი პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად დაუსვამ კითხვას წინასწარმეტყველებს.

გეთენზე დაობენ ტერიტორიებისთვის.

გეთენზე პოლიტიკური ინტრიგებია.

გეთენზე ახსოვთ ხოლმე პირველი სიყვარული.

გეთენზე მეგობრებისთვის თავს წირავენ.

მე რომ გავეგზავნე ვინმეს გეთენზე, წავიდოდი? არ ვიცი. სხვა პლანეტაზე წასვლა მაინც რთული იქნებოდა. მაგრამ რაღაც დიდი მიზნისთვის მეც გადავლახავდი ესტრავენთან ერთად მყინვარს. ეს უფრო ადამიანურია. ეს ისეთია, აქაც რომ შეიძლება მოხდეს, დედამიწაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ უცხო პლანეტაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არც ქალები არიან და არც კაცები, უფრო სწორად, ხან კაცები არიან და ხან ქალები, წიგნის ბოლოს ხვდები, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ უმნიშვნელოა. მნიშვნელოვანია ის, რომ ესტრავენი, ყველაზე იდუმალი პერსონაჟი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია,  გიყვარდება. 

წიგნის ბოლოს კი სევდაა. ყველა წიგნი, ალბათ, იმის წიგნია, რომ ბოლოს სევდა იყოს. აქ კი თან თავგანწირვაა. თავგანწირვა მიზნისთვის, მეგობრისთვის და ნდობისთვის. იმ მიზნისთვის, რომელიც შეიძლება, შენი არც იყოს. ნდობისთვის, რომელსაც ისეთ ადამიანს უბოძებ, რომელიც საერთოდ არ გგავს. ნებისმიერი გაგებით. 

გეთენი ის პლანეტაა, რომელმაც შეიძლება შეგაშინოს, იმიტომ, რომ შორია და ცივა. შეიძლება, დაგაბნიოს, იმიტომ, რომ უცხოა და უჩვეულო. და შეიძლება, იქ წასვლა მოგანდომოს, იმიტომ, რომ იქაც ადამიანები ცხოვრობენ. სხვანაირი ადამიანები, მაგრამ მაინც ადამიანები. იმიტომ, რომ გეთენზეც იციან სიყვარული, ისევე, როგორც ჩვენ ვიცით და შენს პირველ სიყვარულს, რომელსაც მოღალატედ გამოაცხადებენ და ქვეყნიდან გააძევებენ, ფულს გაუგზავნი. იმიტომ, რომ, როგორც გენლი აი, გეთენზე ელჩად გაგზავნილი კაცი იტყოდა, ყველა დასახლებული პლანეტა მეტ-ნაკლებად ერთმანეთს გავს.

ურსულა ლე გუინი კი მთავარ რაღაცას ამბობს. ამ წიგნში წინასწარმეტყველები პასუხს წყვდიადში ეძებენ. ეს ძიება კი მათ დიდ ენერგიასა და ძალას ართმევს, რიგ შემთხვევებში, შეიძლება სიცოცხლეც წაართვას, მაგრამ პასუხის მთელ სიდიადეს მხოლოდ მაშინ გრძნობ, როცა მისთვის რაღაცას დათმობ. ასე უფრო სასიამოვნოა მიღწეული მიზნის სიტკბოს შეგრძნება. 

გეთენზე ძირითადად თოვლია, თუმცა ის თითქმის მთლიანად წყვდიადს მოუცვავს. წყვდიადს, რომელშიც პასუხებია, პასუხები დედამიწისთვის.

შალვა ბრეგაძე, 16 წლის, სკოლა ალბიონი.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

26 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

26 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

26 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

26 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

26 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

26 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

26 February 2016