27 February 2016
  • 1114 ნახვა

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

როდესაც ცხოვრების ბილიკს გაივლი და სიბერეს მიუკაკუნებ, ძალა ვეღარ გიჭრის. ვეღარ ხარ ის, რაც ოდესაღაც იყავი, ან გინდოდა ყოფილიყავი, მაგრამ დიდ ბიძიებთან კარგად წარმოჩენისგამო არ გახდი. სხეული ჭკნება, მაგრამ გული ხომ იგივე რჩება? გულს რა მოერევა! მართალია, ცხოვრება უკვე გაიარე, და მოგონებებით მოგიწევს სიცოცხლის საზრდოს მიღება, მაგრამ ესეც ხომ ბედნიერებაა. შენი ცხოვრების სათავეს უბრუნდები, და სამშობიაროდან მოყოლებული, ყველაფერს იხსენებ. როგორ წოვდი დედის ძუძუს, როგორ გიამბობდნენ ზღაპრებს ძილის წინ, როგორ დარბოდი ეზოში დინოზავრით ხელში და ქვეყანა იურული პერიოდის წარმოგედგინა (განა წარმოგედგინა, იყო კიდევაც!). ნელ-ნელა ამეტყველდი,  მეგობრებთან ერთად ითხუპნებოდი ტყლაპოში და ამის გამო ლაჯებშიც გხვდებოდა (ვის როგორ). ეზოდან, მშობლებს გაჰკიოდი, კიდევ ხუთი წუთი მაცადეთო, რადგან სწორედ ეს ხუთი წუთი იყო უტკბილესი იმ შვიდი საათიდან რაც სტადიონზე, ან თუნდაც ნანგრევებში გირბინია. რაღაცით, სკოლისთვის დილით ადგომას გავს, არა? ბოლო ხუთი წუთი, მთელ სიცოცხლეს რომ გირჩევნია. არ ჯობს თბილ საბანში იყო ჩაფუთნული, ვიდრე ანტარქტიდაზე უფრო ცივ ოთახში შეაბიჯო, თანაც სკოლის გამო?! რა სისულელეა, ასეთი რამ რომელ ჭკუათხელს სურს? ჰაჰა! თვალზე ცრემლი გადგება და იხსენებ, როგორ გაიცანი კლასელები, როგორ ჩამოგეკონწიალა შენი მეგობარი ჰალსუტხზე სკოლის პირველ დღეს, ან პირველად ვის გაუტკლაცუნეს თითებში ოც სანტიმეტრიანი სახაზავი. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს ერთ დროს, სიბერეში ამაზე სასიამოვნო გალაქტიკებს შორის მოგზაურობაც კი არ არის. არ გამომიცდია, მაგრამ წარმომიდგენია. ახლა, მაკანკალებს, როცა ვხვდები, რომ ისეთი ცხოვრება უნდა გავიარო, რომ მოვყვე. იქნებ ვერ მოვახერხო? იქნებ ისეთი რამ მოხდეს, მაგალითად ამ წამს  გულმა დამარტყას, ან თუნდაც მიწისძვრას ვემსხვერპლო. რა მექნება გაკეთებული, რა დარჩება ჩემგან? ჩემი მთხლე დარჩება ჩემგან. გამოაცხადებენ ტელევიზორში, ესა და ეს კორპუსი ჩამოინგრა და მსხვერპლი უამრავია, აქედან კი ერთი 16 წლის ბიჭია, რომელიც ახლობლების გარდა ყველას სულ ცალ ფეხზე კიდია (და ახლობლებიც საკითხავია). ხალხთან ერთად თუ მოვკვდი, ამბავი უცბად ჩაივლის, მაგრამ მარტოკა თუ მოვკვდი, რაღაც პერიოდი პოპულარული ვიქნები საქვეყნოდ, მაგრამ ეგეც გადაივლის. შეიძლება პროფილზეც კი დამაყენონ, ისეთ პატივში ვიყო, ხოიცი შენ! მსმენია, ადამიანის სიკვდილი, ტრაგედიაა, ხოლოდ ხალხის - სტატისტიკაო. ალბათ ასე იქნება კიდევაც, მაგრამ, ბოლოს გადაივლის, ახლობლებიც მიებარებიან მიწას, ჩემსავით და ვის ემახსოვრება მათი სახელი? მხოლოდ ახლობლებს, რომლებიც ასევე მიებარებიან მიწას და არც ისინი დატოვებენ სახელს. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ,  არ არის უმთავრესი. მთავარია, ცხოვრება გამოიყენო, ერთადერთი შანსი, რომელიც მეტჯერ აღარ მოგეცემა. იცხოვრე ბედნიერად, რომ სიბერეში თვალზე ცრემლი ტკბილი მოგონებების გამო მოგადგეს, და არა შეცდომებისთვის. ყველას სურს ბედნიერება, და ცდილობენ თავი გაიბედნიერონ, მაგარამ თავს იკატუნებენ. ზოგი პოლიტიკოსი ხდება, ზოგი პროკურორი, ზოგი კი ეკონომისტი, რომელიც მათემატიკის გარტყმაშიც კი არ არის. არადა, სიმღერის ნიჭი ჰქონდა საწყალს, მაგრამ რად გინდა? მამამისს არ გაუტეხა, გამოვიდა ის რაც არ სურდა და ახლა ტკბილ სიბერესაც მოუწყობს ბებერ ეგოისტს, მას ხომ „შვილისთვის კარგი სურდა“. ყველას უყვარს თავისი ისტორების მოყოლა, მაგრამ უისტორიო ხალხმა ხელები კიარ დაიკრიფოთ და ბუზები თვალოთ ჭერში, ადექით და ისეთი ცხოვრება დაიწყეთ,  როგორიც ყოველთვის გსურდათ. არასდროსაა გვიანი. სიბერე ახლოვდება, ყოველ წამს, ყოველ წუთს და ვერაფერს უშველი. მაგალითისთვის, ახლა ვნახე ფილმი, „დიდი თევზი“. ედვარდ ბლუმზეა, კაცზე, რომელიც შვილს შელამაზებულ მოგონებებს უყვება (მიუნჰაუზენივით), ბავშვსაც სჯერა მისი, და სუპერ გმირად წარმოუდგენია მამამისი. მაგრამ, ბავშვებიც იზრდებიან და მათთან ერთად სკეპტიციზმიც, (ჩვენთან ერთად, უფროსწორედ). ბიჭი, „მატყუარა“ მამასთან ურთიერთობას წყვიტავს დიდი ხნით, მაგრამ ბოლოს მაინც ხვდება მამამის გულის სათქმელს. ედვარდს სურდა, რომ მოგონებები, რაც კი მას გააჩნდა, გაეზვიადებინა და ისე გადაეცა თაობებისთვის. უყვარდა თავისი თავის წარმოდგენა სუპერმენად, და არც ვამტყუნებ, მას ეს აბედნიერებდა ( და ამით არავის აყენებდა ზიანს). მისი ისტორიები, როგორც ბრედბერი იტყოდა, დროის მანქანის მექანიზმებია. საჭირო დროს და საჭირო ადგილას გადაყავხარ, როცა მოგესურვება. ბებერი, კი თვით დროის მანქანაა, რომელსაც შეუძლია შორეულ, თანაც შელამაზებულ წარსულში გისროლოს და თვალწინ გიჩვენოს ყველაფერი, რაც კი მომხდარა და გაგონილა. ბოლოს კი, დროის მანქანაც ნელდება. ნელდება მექანიზმი, და საბოლოოდ ჩერდება. შვილსა და მამას შორის კი უზარმაზარი კედელი აღიმართება.  შვილი, მამის ბედნიერების ჭეშმარიტებას ირწმუნებს, მაგრამ უკვე გვიანია. რამდენადაც არ უნდა იყოს სამწუხარო, ასე ხდება და ასე გაგრძელდება სამყაროს აღსასრულალმდე. ამიტომ, უსმინეთ ბებია-ბაბუის თუნდაც ათასჯერ მოყოლილ ამბებს, ამით მათ დარჩენილ წლებს გაალამაზებთ და ბედნიერებით აღვსილს მიაბარებთ მიწას. 

ლევან ჭყონია, 16 წლის, 128-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

27 February 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

27 February 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

27 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

27 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

27 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

27 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

27 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

27 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

27 February 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

27 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

27 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

27 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

27 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

27 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

27 February 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

27 February 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

27 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

27 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

27 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

27 February 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

27 February 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

27 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

27 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

27 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

27 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

27 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

27 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

27 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

27 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

27 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

27 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

27 February 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

27 February 2016