04 March 2016
  • 1182 ნახვა

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

                            მე ვარ X (იქსი)! დიახ, არ მოგესმათ. მე ვარ X! არც სახელი მაქვს და არც გვარი, მე უბრალოდ არაფერი ვარ და ამ დროს ყველაფერი ვარ. მე ვხედავ ყველაფერს და ამ დროს არსაიდან ვიყურები. მე ვარ ყველგან, მაგრამ არასდროს ადგილზე. 


   ცდებით, თუ გგონიათ რომ მე ღმერთი ვარ, მე ღმერთი არ ვარ! მე უბრალოდ ვარ ადამიანების წარმოსახვის ნაყოფი! 


   მინდა, უფრო ვრცლად, გესაუბროთ ჩემს თავზე. 


   პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ მე სამყაროს შექმნიდან ვარსებობდი. ვარსებობდი, ვარსებობ და ვიარსებებ მის აღსასრულამდე. 


   მე, ხშირად, ზუსტად, იქ ვარ სადაც საჭიროა, ზუსტად, იმასთან ვარ ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება. და მაინც ვინ ვარ მე? ამას აუცილებლად გეტყვით, ცოტაც მოითმინეთ.


   მე ხალხს ვეხმარები და ხშირად ამაყობენ ჩემით. ზოგსაც ამ დახმარებაზე უარს ვეუბნები და ამიტომ ყველაფერს მე მაბრალებენ. მე ხალხში ცნობილი ვარ. ჩემით, ხალხი, კლასებად იყოფს თავს. ჩემი რეიტინგი მათში შეფასებადია. ზოგში დიდი დოზით ვარ, ზოგიც კი სულ დაბრიყვებული მყავს. ასე თვლიან თვითონ. ასე ჰგონიათ მათ. 


   კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე არ ვარ არსება! მე უბრალოდ არ ვარსებობ, მაგრამ ყველა მიცნობს. ჩემი რეიტინგით მანიპულირებენ, ერთმანეთს დასცინიან, აბუჩად იგდებენ, ზოგჯერ საკუთარ თავსაც ლანძღავენ, რადგან ზოგჯერ მე ვერ ვახერხებ მათ დახმარებას, ანდა როგორ მოვახერხებ, მე ხომ არ ვარსებობ.


   მე ვარ ყველაფერის მომსწრე, რაც დღემდე მომხდარა. ამიტომ ამდენხნიანმა ცხოვრებამ ბევრი რამ მანახა. გასაჭირიც და ლხინიც. 


   თითქმის ყოველთვის, ჩემზე ტყდება ჯოხი, თუ რაიმე ავბედითი მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს. მე ხომ მათ ყოველთვის უნდა ვეხმარებოდე, მათივე აზრით. მაგრამ, დამეთანხმებით და, ეს ხომ შეუძლებელია?! თვით გამჩენსაც დასჭირდა მეშვიდე დღეს დასვენება სამყაროს შექმნიდან. მე, მითუმეტეს გამჩენი არ ვარ და არ ვარსებობ. ეს უბრალოდ ახირებაა. ამიხირდებიან და მლანძღავენ, მთათხავენ, გინებას არ მაკლებენ, რას აღარ ამბობენ ჩემზე.


   მაგრამ უნდა ითქვას, რომ მარტო მტრები არ მყავს და ბევრი მეგობარიც გავიჩინე, ამასობაში. მათში, ვისშიც დიდი დოზით ვარ. ისინი სულ ტრაბახობენ ჩემით. მე ყოველთვის მათ გვერდში ვარ და მზად ვარ ნებისმიერ მომენტში მივეშველო. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ბოლომდე მივყვები და ფაქტობრივად, გზას მე ვუკვალავ - ჭინჭრებსა და ეკლიან ყვავილებში რომ რამე არ დაიზიანონ. ისინი ჩემს ნაკვალევს მოყვებიან, რადგან პირველი მე ვსინჯავ იქ რაიმე მახე არ ეგოს.


   მე თვითონ ადამიანები მიგონებენ და მეც კმაყოფილი ვარ ამით, თუნდაც ისინი მლანძღავდნენ, რადგან თუ არსებობაზეა, მაინცდამაინც, საუბარი, მხოლოდ მათი გონების წყალობით შემიძლია ვიარსებო.


   მე იმდენად მოხერხებული ვარ, რომ შემიძლია ქვეყნის და მსოფლიოს ბედი უცებ უკუღმა დავატრიალო. რა თქმა უნდა, მორწმუნეები ამას, პირველ რიგში, გამჩენს მიაწერენ, მაგრამ აუცილებლად გამიხსენებენ მეც. მე ამითაც კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც უკვე გითხარით, თუ არსებობაზეა საუბარი, მხოლოდ მათი წყალობით ვარსებობ, დღემდე.


  და ამდენი საუბრის მერე, თქვენი აზრით, ვინ ვარ მე?


  შეგვიძლია მოვიტანოთ ფაქტები :


1. არ ვარ მატერია, ესე იგი, ჩემი შეხება შეუძლებელია.

2. არ ვარ ღმერთი.

3. მე ვხედავ ყველაფერს და ვარ ყველგან.

4. ვარსებობ სამყაროს შექმნიდან.

5. ჩემით, ხალხი, კლასებად იყოფს თავს.

6. ზოგში დიდი დოზით ვარ, ზოგში საერთოდ არ ვარ.

7. ჩემით ტრაბახობენ, ერთმანეთს დასცინიან და ხშირად თავსაც ილანძღავენ.

8. ჩემი ხელი ურევია ყველაფერ ცუდში და ბოლოს, ჯოხი ჩემზე ტყდება.

9. მე ვარ გამჩენის შემდგომ, მეორე რამ, რასაც შეგიძლია ყველაფერი გადააბრალო.

10. მე, მხოლოდდამხოლოდ, ადამიანების გონებაში ვარსებობ და მათი წყალობით ვსულდგმულობ.


    

    ნუთუ ვეღარ მიხვდით? მე თქვენს გონებაშიც ვცოცხლობ! მე ყველგან ვარ, თქვენს გარშემო! მე ყველაფერს ვხედავ და ახლაც გიყურებთ! მე ვწყვეტ კაცობრიობის ბედს! 


   მე ვარსებობდი, ვარსებობ და ვიარსებებ - მე იღბალი ვარ!

დავით ჭკადუა, 16 წლის, 128-ე საჯარო სკოლა.



მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

04 March 2016