04 March 2016
  • 1188 ნახვა

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

მოკვდა დიდი „მეფე“.  ამ დიდმა მეფემ კი ბევრი რამ დატოვა. სიმღერები, ლექსები, მოთხრობები და „მშვიდი ცურვა“.  მან ის დაგვიტოვა რაც ძალიან, ძალიან გვჭირდებოდა – სიყვარული, სითბო, სიკეთე.. მაგრამ მას მაინც ვერ ვიყენებთ, დავდივართ და ერთმანეთს თვალებით ვჭამთ.. მეფეც არ გვიყვარს.. ვამბობთ, ეგ რომელი ბაგრატიონია ასეთი სახელი რომ შეირჩიაო! მეტსახელს ამპარტავნობაში, სკანდალურობაში და ეპატაჟში ვუთვლით. ბევრი მოდის გამო უსმენს, ბევრს საერთოდაც ეზიზღება(მოსმენილი არ აქვთ, მაგრამ ეგღა აკლით ვიღაც მეფეს მოუსმინონ!!) ეჰ.. ის მაშინ გამოჩნდა როცა ძალიან გვჭირდებოდა და მოიტანა მუხტი რომელიც დღემდე გაგვყვა.. მაგრამ რაღაც მაინც გვიშლის ხელს დავინახოთ ამ კაცის ნამდვილი სახე – ჭეშმარიტი პატრიოტი ადამიანი, თავისი დროის მსხვერპლი და თავისი დროის გმირი.. 

დიახ, ირაკლი ჩარკვიანი იყო თავისი დროის მსხვერპლიც და ამავდროულად გმირიც... უდიდესი ადამიანი, რომელიც ხალხმა ვერ შეაფასა, ვერ დაინახა, თვალი ვერ გაუსწორა.. მაგრამ მან დატოვა ერთი გასაღები, რომლითაც შეგვიძლია ირაკლის გულის კარი გავაღოთ, გულდასმით გავჩხრიკოთ და შემდეგ ვაღიაროთ, რომ ჩვენც შეიძლება მასთან მიმართებაში მტყუანები ვიყოთ.. ჩვენ შეგვიძლია შეცდომა გამოვასწოროთ.. გასაღები კი ეს აღსარებაა – სიკვდილის წინა სამსჯავროზე წარდგენის წინ რომ ამბობენ და მას „მშვიდი ცურვა“ ჰქვია. ეს არის ავტორომანი მეფის და მისი ალტერ ეგოს, ჯალალ–ად–დინ რუმის რეინკარნაციის შესახებ. ისინი ერთმანეთთან სხვადასხვა განზომილებით არიან დაკავშირებულნი და საბოლოოდ გადაკვეთილია მათი ბედისწერა.. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ირაკლიმ იცის და სწორედ ის გვიყვება ამ ამბავს.. 

ერთი სიკეთის საწყისია, რომელიც სიყვარულით და სითბოთი ქვეყანას აშენებს.. მეორეს კი განადგურება სურს.. ყველაფრის.  ასე მარტივად საქმე არაა.. ამის თავი და თავი ლენინია.. ის ცოცხალია და „იქაც“ არ ასვენებს გამჩენი. ის რუმის პირდება ბევრ, ბევრ რამეს და სანაცვლოდ მხოლოდ თვითმფრინავის აფეთქებას ითხოვს(ჯიჰადისტი მომავლიდან). მას სურს ამ ახალგაზრდა სწავლამოწყურებულ ქაბულელში ტერორისტის სული გააღვიძოს.. მაგრამ ასე მარტივად არაფერი ხდება.. ირაკლი ამ დროს ზის და წიგნს წერს თავის კომპიუტერში.. ის იხსენებს იმ განვლილ ამბებს, რამაც დაღი დაასვა სამარადჟამოდ..  მისთვის ძნელია გეგა კობახიძის გახსენება, რადგან უჭირს ახსნას ის ფაქტი, რომ მისმა საუკეთესო ძმაკაცმა საბჭოეთიდან გაქცევის შესახებ არაფერი უთხრა.. მხოლოდ ერთი რამით ანიშნა – ამერიკული სიგარეტი გაუწოდა, თუმცა მეფე ამ დროს „მაგარ კაიფში“ იყო და ვერაფერს მიხვდა.. მეორე დღეს კი ყველამ ვიცით რაც მოხდა.. (ჯინსების დაკარგული თაობა). ირაკლი ყველანაირად ცდილობდა აეხსნა ეს ფაქტი, თუმცა ვერაფერს აკეთებდა და მელანქოლიისგან დაცლილს მხოლოდ წამლის გაკეთებაღა დარჩენოდა.. ისიც ახსოვს როგორი შედეგით დასრულდა მისი გადაგდების მცდელობა.. ისიც ახსოვს ერთმა ძმაკაცმა, რომ დაანება თავი და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო.. ირაკლი კი ამას ვერ იზამდა. მას სიცოცხლე სწყუროდა. ის ქვეყნის არაოფიციალური მეფე იყო, რომელსაც ზღვის გადაცურვა სურდა, მაგრამ სამშობლოს დატოვება კი არა. მას ისევ იმ საქართველოს ხილვა სურდა, ისტორიის წიგნებში, რომ ენახა და ამოეკითხა.. ეჰ.. მარტო ვერაფერს იზამდა.. მაგრამ მან ამ პატარა ქვეყნისთვის მეტისმეტად ბევრი ჰიტი დაწერა და გახდა პოპულარული.. დაირქვა მეფე.. მაგრამ გაკიცხეს.. (რა აზრი აქვს მეფეს დაირქმევ თუ არა.. ამ ქვეყანაში იმისთვისაც შეგიძულებენ პოპულარული თუ გახდები, ამიტომ ეს ყოველივე უმნიშვნელოა).  სანამ ირაკლი ამ წიგნს წერს, ლენინი სხვა განზომილებაში თავის გეგმებს ხლართავს.. მაგრამ რუმისთან არაფერი გამოდის, იმიტომ რომ მას შეუყვარდება.. სიყვარულს კი სიკეთე ახლავს თან.. ირაკლი აგრძელებს კლავიატურის ჩხაკუნს, იქ, სხვა განზომილებაში კი ლენინი გიჟს გავს.. რუმის სიყვარული გადააფიქრებინებს თვითმფრინავის აფეთქებას, მაგრამ როგორც ყოველთვის მოხალისე გამოჩნდება. ის რუმის ცოლს შეაცდენს და თვითმფრინავსაც ააფეთქებს(უფასო ვიზა ჯოჯოხეთში – ვ.ილიასძე. ლ.). ირაკლი კვლავ აჩხაკუნებს კლავიატურას და აღსარებას წერს, იმასაც გვპირდება რომ მომავალში კიდევ ორ წიგნს დაწერს(ტრილოგია), მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება.. 2006 წლის თებერვალში ის  საკუთარ ბინაში იღუპება. 

ალბათ ახლა ირაკლი იქაა და მშვიდად ცურავს.. მან თავისი საქმე გააკეთა, დაწერა მრავალი ჰიტი, მოთხრობა, ლექსი, რომანი.. დაგვიტოვა სიყვარული, სითბო, სიკეთე და დიდი ოკეანე, რომელშიც ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს შესვლა.

მას სურდა იმ სიყვარულის დინებას გავყოლოდით ამდენი ხანი თავისი იდეებით და სურვილებით რომ აძლევდა მიმართულებას.. ირაკლის იდეაც ეს იყო: მშვიდად გვეცურა მასთან ერთად და ამ გზით მიგვეღწია იმ საოცნებო ადგილისთვის, მომავალში დიდებული საქართველო რომ ერქმეოდა.. აქ კი სიტყვა „მეფე“ თავის მნიშვნელობას დაკარგავდა!! 

ლუკა ფადიურაშვილი, 16 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

04 March 2016