04 March 2016
  • 4691 ნახვა

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

     „უძღები შვილის იგავი“ საკმაოდ ღრმა და მრავალფეროვანია , ფართოა სპექტრი, რომელსაც იგი მწერალს სთავაზობს , ამიტომ ლიტერატურაში მრავალმხრივაა იგი წარმოდგენილი , მისი სხვადასხვა ასპექტი კი უამრავ ნაწარმოებში გვხვდება. შემოვიფარგლები მხოლოდ ქართული ლიტერატურის განხილვით.

       „უძღები შვილის“ სახეს ჯერ კიდევ ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებ - „ შუშანიკის წამებაში“ ვხვდებით. სადაც სამშობლოს , ოჯახის , გვარის მოღალატე ვარსქენს , შუშანიკი თავდაპირველად არათუ იმას ჰსაყვედურობს, რომ უღალატა სამშობლოს, ცოლს, არამედ შემდეგი სიტყვებით მიმართავს მამის მგმობელს : „შენ მამისა შენისა საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი“ . აქ თავს იჩენს ვარსქენის, როგორც უძღები შვილის სახე , შვილის, რომელმაც ვერ დააფასა მამის მიერ ბოძებული „ქონება“, გაანიავა იგი , თუმცა იგავისაგან განსხვავებით ვარსქენს სინანულიც კი არ უგრძვნია. აღსანიშნავია ისიც ,რომ მამის ურჩი , უძღები შვილი, ვახტანგ მეფის ბრძანებით , სიკვდილით დასაჯეს . დავესესხები იოანე საბანისძეს და  ვიტყვი , რომ ყოველი „ შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო“ , რაც ნიშნავს იმას , რომ არცერთი ურჩი შვილი დაუსჯელი არ დარჩება და ვერასოდეს მიაღწევს იგი საწადელს.

        გრიგოლ ხანძთელი მას შემდგომ , რაც მღვდლად აკურთხეს და შემდგომში ეპისკოპოსად კურთხევასაც უპირებდნენ , გაიქცა ( „პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“ - აღნიშნული მიზეზისდაგამო ) , რის გამოც მან დარჩენილი ცხოვრება სინანულში გაატარა. ნანობდა, თუ რაოდენ ურჩი შვილი გამოდგა, ნანობდა საკუთარი დედის ურჩობას; წმინდა წერილის დამოწმებით კი , ნეტარი გრიგოლი ამბობს : „საგმობელ არს , რომელმან შეურაცხყოს მამა თვისი და წყეულ არს უფლისაგან , რომელმან განაწყოს გული დედისა“ ...

        „ვეფხისტყაოსანში“ ამ მხრივ აღსანიშნავია როსტევან მეფისა და თინათინის ურთიერთდამოკიდებულება. თინათინი ნაწარმოებში წარმოადგენს მამისადმი საოცარი რიდით აღვსილ პერსონაჟს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს , არ იყოს მამის ურჩი, უძღები შვილი. გავიხსენოთ თუნდაც ის ეპიზოდი, სადაც თინათინს უცხო მოყმის ამბით დასევდიანებულ როსტევანთან სურს შესვლა, თუმცა რაკი გაიგებს მესაწოლისგან , რომ მეფეს მხოლოდ ავთანდილის ხილვა სურს , ემორჩილება მამის ნებას და სიტყვაუთქმელად მიდის.

           ერთი მხრივ , შეიძლება ითქვას , რომ ადამის მაგალითზე შეიქმენა სახე მონანული ძისა , რომელიც თავისი მამის წიაღს დაეძებს, ცოდვებს გულწრფელად ინანიებს ; იგავის ამ სახით გამოვლინებას კი ვხვდებით დავით გურამიშვილის ნაწარმოებ - „დავითიანში“ , სადაც მწერალი თავს „გზაშეცთომილ ცხოვარს“ უწოდებს და ერთგვარად ამით გამოხატავს საკუთარ შეცდომათა თუ ცოდვათა არდაფარვას, აღიარებას.

            აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები „განდეგილი“ , სადაც მოქმედ გმირთა სახით ორი „უძღები შვილია“ წარმოდგენილი. მწყემსი ქალი - განასახიერებს ურჩ შვილს, რომელსაც არ სურს მშობლის ნათქვამი ისმინოს; ამის გამო იგი ისჯება იმით , რომ მთელი ცხვრის ფარა ეკარგება და სახლისაკენ მიმავალს, გზაც ებნევა. ტექსტის მიხედვითაც , ქალი ხვდება საკუთარ შეცდომას და ამბობს : „მამის ურჩსაო , გამიგონია, გზა თურმე არსად არ წარემართა“ . განდეგილი - რომელიც ბედნიერი უნდა ყოფილიყო უფლისაგან ბოძებული მადლით , საკუთარ ხორცზე „გამარჯვებით“ , ამქვეყნიურ მანკიერებათა დატევებით , იმის მაგივრად, რომ უფლისთვის, მამისათვის  მადლობა შეეწირა, ბედნიერი ყოფილიყო , ამბობს : „მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა“ . იმ წამიდან,  როგორც კი იგი თავს უბედურს უწოდებს , ხდება უძღები შვილის პროტოტიპი, ამის შემდგომ მის რწმენაში დიდი ბზარი ჩნდება და საბოლოოდ ხდება მიზეზი მისი , როგორც სულიერი , ასევე ფიზიკური გარდაცვალებისა.

             და ბოლოს , არცერთ ზემოთ აღნიშნულ ნაწარმოებში ისე ნათლად არ აისახება „უძღები შვილის იგავის“ გავლენა , როგორც გურამ დოჩანაშვილის „სამოსელ პირველში“. იგავის მიხედით , შემოსვა ძეობის პატივის აღდგენას ნიშნავს , რადგან იგავში მამა შინ დაბრუნებულ ძეს სამოსელსა და ხამლს აცმევს. „სამოსელ პირველშიც“ ანალოგიური სიუჟეტით ვითარდება მოქმედება , ძე , რომელმაც მისთვის განკუთვნილი , მამის მიერ ბოძებული ქონება გაფლანგა , მამასთან, როგორც უძღები შვილი ისე ბრუნდება. უძღები შვილის დაბრუნება კი , ძალზე კარგადაა ასახული „სამოსელი პირველის“ აღნიშნულ ამონარიდში : „წამოიწია დომენიკომ, მუხლებზე დადგა, ხელები მამისკენ აღაპყრო; ერთბაშად შემდგარნი ადგილზევე ყუჩდებოდნენ სირბილით აქოშინებული ყმები - რაღაცა უნდა მომხდარიყო და, თავად მამაც, მუდარადქცეულ თვალებში ჯიუტად ჩასცქეროდა დომენიკოს, იმის ლოყებზე თითები მაგრად შემოეჭდო... მგზავრმა კი სასწაულით შერჩენილი ღონის პაწია ნამცეცი მოიკრიფა, დახეთქილ ტუჩებზე გაიხახუნა მშრალი ენა და მისუსტებული შეევედრა: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ წინაშე შენსა... და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შჰენდა... - სულს ძლივს ითქვამდა და, თავდახრილმა დააყოლა, - არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“. თავჩაქინდრული, მუხლებზე იდგა, ყოვლად უმწეო, უსუსური, განაჩენს უცდიდა - თითები შეუშვა მამამ. მაგრამ ჯერ ისევ წინგადახრილი, გახევებული იდგა, დაკაწრულ მხრებზე ჯიუტად დასცქეროდა.

- მაგამ შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა... - გაისმა იქვე. ეს - გვეგვე იყო. მამა კი წელში გაიმართა,  პირი იბრუნა, კოშკისკენ ხელი გაიშვირა, თქვა:

- გამოიტანეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას! “            

          ამრიგად , დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „უძღები შვილის იგავის“ გავლენა საკმაოდ იგრძნობა ქართულ ლიტერატურაზე , გამომდინარე იქიდან , რომ აღნიშნული იგავი მრავლისმომცველია და შესაბამისად მისი სიუჟეტიც სხვადასხვა ნაწარმოებებში განსხვავებულადვე ვლინდება.


მარიამ სისაური , 16 წლის , 71-ე საჯარო სკოლა.


მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

04 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

04 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

04 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

04 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

04 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

04 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

04 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

04 March 2016