07 March 2016
  • 2879 ნახვა

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

ბურთით თამაში კაი ძველი ამბავია. ფეხბურთის გაჩენასაც ბევრი იბრალებს. ძველი წიგნების გამფურცლავები ერთი მეორეს ეჯიბრებიან თუ რომელ ძველ ნაწერშია ნახსენები პირველად ფეხბურთი. იქ პასი მისცა, იქ ბურთიანს დაეჯახა, რაღაც ასეთებს დაეძებენ და ამაზე აგებენ შემდეგ ფეხბურთის გაჩენის ნამდვილობას. ერთ საერთო ვერსიამდე ეს ძიებანი რასაკვირველია არ მისულა. ძველი ელინები ამას აბა როგორ დააკლდებოდნენ, ან ეგვიპტელები, რომშიც მისდევდნენ ასეთ თამაშს, ჩინელებიც ახსენებენ და იაპონიაშიც ჰქონიათ იმპერატორის კარზე ბურთის კენწვლა. თუმცა აქ ყველგან ხელსაც მიაშველებდნენ და კარის მაგიერაც მეტად უცნაურობები მოიაზრებოდა, დავუშვათ გამოჭრილი აბრეშუმი სადღაც ბამბუკებს შუა, ანაც და მინდვრის შუაში ამოთხრილი ორმო. 

ზოგადად დამკვიდრებული აზრია რომ ფეხბურთი ინგლისში გაჩნდა, რომ სამშობლო იქაა, რომ სხვადასხვა მრევლი და ამქარი ეჯიბრებოდნენ ბურთით იქ ერთი მეორეს. "ბრბოს თამაშსაც" ეძახდნენ, აკრძალვებსაც გამოსცემდნენ. სჯობს შვილდის სროლაში გაეჯიბრონ, ბურთი კი დაივიწყონ, წერენ კანონებშიც. ლონდონის ლორდ მერიც მეტად გაბრაზებულა, ბურთი არ გამაგონოთ თორემ ვირის აბანო არ აგცდებათო. ამან რომ არ გაჭრა სასჯელად სიკვდილით დასჯაც კი დაუდგენიათ. მოკლედ უშლიდნენ ამაში ხელს. სწორედაც ხელს, რაკი ფეხზე მეტად ხელს ხმარობდნენ და უფრო კი მიწოლა, მირტყმა, დაჯახება და მისთანები გამოდიოდა. 

საერთოდაც შუა საუკუნეების მთავარი სანახაობა რაინდების ჯახი, ტურნირი იყო. ყოველ სამეფო კარს ის თავისი ჰქონდა. დავუშვათ აშბი დე ლა ზუშის. ბევრიც სხვა. რაინდებიც ერთი მეორეზე უკეთესები. მარკიზები, ბარონები. გამოქანდებოდნენ ცხენით და შუბს სხვის ფარს დაჰკრავდნენ. ის გადმოვარდებოდა და კისერს მოიტეხდა, ან ხელფეხს. ამის ცქერა ითვლებოდა მეტად სახალისო რაიმედ. მაგრამ აქაც იყო სხვადასხვა ყაიდის ტურნირი. ერთს ერქვა მაგალითად "pas d'armes", საფრანგეთის ჩრდილოეთში. ეს მიდამოები კი მოგეხსენებათ მაშინ ინგლისის მიწებად მოიაზრებოდა. 

არსი ამ გაჯიბრებისა იმაში იყო რომ რაინდების ერთი ჯგუფი იერიშით მიდიოდა ციხის კარზე და იქ კი ამ კარის დამცველები ხვდებოდნენ. ოდენობა ორივე მხარეს ერთნაირი იყო. რაინდები უნდა შესულიყვნენ ამ კარში და ჯილდოც ერგებოდათ. აქ ერთი სიტყვაც ჩნდება, ტენეზ! ასე დასძახებდნენ მალი მალ იერიშზე მყოფნი, აქაოდა გაფრთხილდით, იერიშზე მოვდივართ. რაღაც რაინდულ ამბავში გამოუცხადებდნენ და იწყებოდა ეს გაწევ გამოწევა კარის ასაღებად. 

უნდა ითქვას, რომ ეს შეძახილი, "tenez!" ერთი სხვა თამაშის სახელად იქცა. "ტენის", ჩოგბურთი, აქედანაა, თუმცა ეს სულ სხვა ამბავია და ფეხბურთს მივუბრუნდეთ, უფრო კი ამ რაინდების ჯახს, რომელსაც კაი გვარიანი საზოგადოება უცქერდა. სეირის მოყვარული ამას არ აკლდა. ღობეებზე, ხეებზე ამძვრალი ხალხი არ დაითვლებოდა. ტრიბუნებიც იყო ბუნებრივია, ეს უფრო შეძლებული ფენისთვის. რიგითი გამვლელნი კი ესე თავლის სახურავებზე თუ აძვრებოდნენ. დასცხებდნენ ყიჟინას. ქომაგობაც ძველი საქმეა. ამ სანახაობით მოხიბლულნი კი მერე შინ მობრუნდებოდნენ და შემწვარი მსხლების ჭამისას უყვებოდნენ სხვებს იქ რა ხდებოდა და რა ნახეს. რომ იტყვიან თამაშის პერიპეტიებს გადმოსცემდნენ. ამით გახურებულნი კი თავადაც მოისურვებდნენ ასეთ საქმეში გარევას. თუმცა მოგეხსენებათ ეს რაინდის სამოსი არ იყო იაფი. თერძს იმას ვერ შეაკერიებდი. და ამათაც ადგნენ და თავის გემოზე ჩამოქნეს ეს თამაში. ხმლის მაგივრად ხელში ბურთი დაიკავეს. დღეს რომ იტყვიან ჭინჭის ბურთი. რაღაც ასეთი. თივით გამოტენილი ტყავის შეკვრა. ამას მოიგდებდნენ და მიჰქონდათ კარისკენ დიდი მიწოლითა და მუჯლუგუნით. კარი იყო მაშინ რომელიმე ქალაქისა. მოგეხსენებათ ქალაქს ბევრი კარი ჰქონდა, ხოდა ერთს რომელიმეს ამოარჩევდნენ. 

ასე გაჩნდა თამაში, რომელმაც ფეხბურთს მისცა დასაბამი. ამ თამაშობამ საფრანგეთში დიდად მოიკიდა ფეხი. მალევე გასცდა იმათ ხმელეთს და მიაღწია ჩრილოეთ იტალიის ქალაქებს, სადაც ბურთის დევნას ერთგვარი ჩარჩოებიც მოუნახეს, უფრო დახვეწეს. აბა რისი იტალია იქნებოდა ამაში ვერ ევარგათ. სიკოხტავე არ მიეცათ. ლექსიც კი დაუწერიათ და პირველად მე- 15 საუკუნეში იქ მოუხსენებია ვიღაც უცნობ მეკალმეს "კალჩიო", დღემდე ასე ქვია იტალიაში ფეხბურთს. მე-16 საუკუნის იტალიურ ტრაქტატებში უკვე აღწერაცაა დაწვრილებით ამ თამაშის. და უკვე იკვეთება დღევანდელი ფეხბურთის იერი. მოფარგლული მოედანი, ორი კარი, ორი თანაბარი გუნდი ერთ ნაირ სამოსში. კალჩიოს ცენტრი იყო ფლორენცია და ამას გარდა პადუა, ვიჩენცა, ასევე მანტუა. სადაც მე-15 საუკუნეში სკოლა არსებულა, საცა ყველაფერთან ერთად ფეხბურთსაც ასწავლიდნენ. და რაკი დედოფალი ელისაბედის დროებაში ინგლისში დიდად იხიბლებოდნენ ყოველივე იტალიურით, სწავლითაც, ხატვითაც, ლექსითაც, ეს ბურთაობაც გამოჩნდა ინგლისურ სასწავლებლებში. 

ასეთი იტალიური ყაიდის ფეხბურთი არსებობდა ინგლისურ სკოლებში მე-19 საუკუნემდე. ვიდრე იქაური სტუდენტები ამ თამაშს თავინთ გემოზე არ მოაწესრიგებდნენ. ესეც ნელ ნელა ხდებოდა. ყოფილა რომ პირველ ტაიმს ერთი გუნდის წესებით თამაშობდნენ, მეორეს კი უკვე მოწინააღმდეგისთვის მისაღებ ყაიდაზე ბურთაობდნენ. მსაჯიც პირველად ინგლისში გამოჩნდა, ის ხელში სკოლის ზარით დარბოდა. თამაშს უკვე ის ალაგებდა და არა გუნდის კაპიტნები როგორც ადრე. ბოლოს 1863 წელს რამდენიმე გუნდის თავი ლონდონის ერთ ლუდის დუქანში შეიკრიბა, გრეით-ქუინ-სტრიტზე, აქ ერთიანი წესები დაადგინეს და ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია დააარსეს. 1869 წლამდე ფეხბურთელებს ბურთის ჯერ კიდევ ხელით დაჭერაც შეეძლოთ. ყვებიან ამისგან გადასაჩვევათ თითო მუჭში თითო ოქროს გინეას უდებდნენ, რათა არ გაეშვათ და არ დაეკარგათო. მალე ოფსაიდის წესიც მოიგონეს და ლივერპულის ერთი ფაბრიკის პატრონის რჩევით კარს მეთევზეების ბადეც მიამაგრეს. შემდეგ კი ბურთის დრიბლიორებიც გამოჩდნენ. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ამბავია.  

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

07 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

07 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

07 March 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

07 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

07 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

07 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

07 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

07 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

07 March 2016

Old Firm

07 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

07 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

07 March 2016

ორი „სამეული“

07 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

07 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

07 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

07 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

07 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

07 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

07 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

07 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

07 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

07 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

07 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

07 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

07 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

07 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

07 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

07 March 2016

ჩაშლილი რეისი

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

07 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

07 March 2016

მსხვერპლი

07 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

07 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

07 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

07 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

07 March 2016

13 მაისი

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

07 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

07 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

07 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

07 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

07 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

07 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

07 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

07 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

07 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

07 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

07 March 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

07 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

07 March 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

07 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

07 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

07 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

07 March 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

07 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

07 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

07 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

07 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

07 March 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

07 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

07 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

07 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

07 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

07 March 2016