09 March 2016
  • 4753 ნახვა

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

თანამედროვე ადამიანისთვის კარგადაა ცნობილი რომაული გამოთქმა panem et circenses „პური და სანახაობა“ (სიტყვა-სიტყვით, „პური და საცირკო წარმოდგენები“), მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ „სანახაობაში“ ასპარეზობები იგულისხმებოდა, ხოლო ასპარეზობებში კი, ძირითადად, — გლადიატორთა სისხლიანი შეჯიბრებები, რომლებიც უზარმაზარ სტადიონებზე (რომაულ „ცირკში“) იმართებოდა.

ტერმინი გლადიატორი (ლათინური gladiator „ხმლიანი მეომარი“, მომდინარეობს სიტყვიდან gladius „ხმალი“) იყო რომის რესპუბლიკასა და, შემდგომში, რომის იმპერიაში შეიარაღებული მებრძოლი, რომელიც მაყურებელთა თანდასწრებით სხვა გლადიატორებთან, მხეცებთან ან სიკვდილმისჯილ დამნაშავეებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ებმებოდა. ზოგიერთი გლადიატორი მოხალისე იყო, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დიდ ანაზღაურებასთან ერთად სახელსა და დიდებას მიელტვოდა, მაგრამ გლადიატორთა აბსოლუტურ უმეტესობას რომის ისტორიის ყველა ეპოქაში მონები წარმოადგენდნენ.


გლადიატორთა ასპარეზობები თითქმის ათასწლიან ისტორიას მოითვლიდა. ამ ასპარეზობებმა თავის პიკს ძვ.წ. პირველ და ჩვ.წ. მეორე საუკუნეებს შორის მიაღწიეს. დასავლეთ რომის იმპერიაში გლადიატორთა ბრძოლები აიკრძალა ჩვ.წ. 404 წელს, როდესაც საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანობა (სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ჩვ.წ. 380 წელს). ასპარეზობათა აკრძალვა იყო არა იმდენად დათმობა არიანებისა და რიგორისტებისადმი, რომლებიც ძალადობის სცენებს ეწინააღმდეგებოდნენ და მათ აკრძალვას მოითხოვდნენ, ისევე როგორც მკვლელობისა და თვითმკვლელობისა, რამდენადაც იმის შედეგი, რომ გლადიატორები, როგორც დღევანდელი პოპ, არტ, კინო, ტელე ან სპორტის ვარსკვლავები, გავლენას ახდენდნენ ეპისკოპოსთა არჩევნების შედეგებზე, ხოლო გლადიატორთა სკოლები კანდიდატების მიერ ერთმანეთზე ზეწოლის იარაღად გამოიყენებოდა. მიუხედავად კაცთამკვლელი ორთაბრძოლების აკრძალვისა, გლადიატორთა ბრძოლები მხეცებთან (venationes) გრძელდებოდა ჩვ.წ. მეექვსე საუკუნის ჩათვლით.


მრავალი მეცნიერის აზრით, გლადიატორების შეჯიბრების, როგორც ძველი იაპონური ჭიდაობა სუმოს ტრადიცია, მიცვალებულთა დაკრძალვის ეტრუსკული ცერემონიიდან მომდინარეობს. ეს იყო ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ერთ-ერთი უძველესი და სასტიკი სახეობა — სიკვდილით სიკვდილის გაცილება. მონები და თავისუფალი მოქალაქეები ხმლით ხელში საჯაროდ, მაყურებელთა თვალწინ იბრძოდნენ ახალგათხრილ საფლავთან, ძლიერი სუსტს ამარცხებდა, დამარცხებული მიცვალებულს „შეეწირებოდა“, ხოლო ასპარეზობის ცოცხლად დარჩენილი მონაწილე დამსწრეთა აღფრთოვანებას იწვევდა. უამრავი მონა ნებაყოფლობით ცდილობდა გლადიატორთა სკოლაში მოხვედრას, რადგან არენაზე ბრძოლითა და მაყურებელთა კეთილგანწყობის მოპოვებით მათ თავისუფლების მოპოვებაც შეეძლოთ. არ იყო იშვიათი შემთხვევა, როდესაც მონები ნებისმიერი საბაბით იწყებდნენ ერთმანეთში ჩხუბს, რათა თავისი ძალა ეჩვენებინათ ცენტურიონებისთვის. გლადიატორთა სკოლაში ახალბედებს სასტიკი დისციპლინა და უმძიმესი ვარჯიშები ელოდათ, ბევრი ვერ უძლებდა უზარმაზარ ფიზიკურ დატვირთვას და პირველ ასპარეზობამდეც ვერ აღწევდა — სკოლაშივე კვდებოდა.


ძვ.წ. 106 წელს გლადიატორთა შეჯიბრებები საჯარო სახელმწიფო ასპარეზობების რიცხვში შეიტანეს. ამის შემდეგ სახელმწიფომ თავის მაგისტრატებს დააკისრა მათი მოწყობის მოვალეობა. გლადიატორთა შეჯიბრებები როგორც დედაქალაქში, ისე მთელ ქვეყანაში გახდა მოსახლეობის სიყვარულისა და აღფრთოვანების საგანი და ამან გამოიწვია ამ საქმიანობის პრესტიჟის საყოველთაო ამაღლება მონებში.


ძვ.წ. 66 წელს რომაელებმა კურულის ედილებად აირჩიეს გაიუს იულიუს კეისარი და მარკუს კალპურნიუს ბიბულუსი; ედილის მოვალეობაში შედიოდა საქალაქო მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, რომილს ყოველდღიური ცხოვრებისა და საზეიმოღონისძიებების გამართვა (როგორც წესი, საკუთარი ხარჯით). უკვე მომდევნო, ძვ.წ. 65 წლის აპრილში ახალმა ედილმა მოაწყო მეგალესიური თამაშები, ხოლო სექტემბერში — რომაული თამაშები, რომელმაც თავისი დიდებულებით გართობაში გამოცდილი რომაელებიც კი გააოგნა. თამაშობებში მონაწილეობა მიიღო გლადიატორთა სამასოცმა წყვილმა. კეისრის მტრები დაფრთხნენ: საშიში იყვნენ არა მხოლოდ ეს შეიარაღებული ვაჟკაცები; საშიში იყო ის, რომ ეს მდიდრულად მოწყობილი თამაშები ხალხის კეთილგანწყობის მოპოვების საიმედო საშუალება აღმოჩნდა და მას აერჩევნებზე კეისრისთვის დამატებითი ხმები მოჰქონდა. საერთო წარმოდგენის შესაქმნელად უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ამგვარი ასპარეზობის საშუალო ფასი დღევანდელ ოთხ მილიონ დოლარს შეადგენდა. სხვათა შორის, ეს ხარჯები კეისარმა თავის კოლეგასთან, ბიბულუსთან ერთად გასწია, მაგრამ ხალხმა მარტო კეისარი დაიმახსოვრა.


იულიუს კეისრის წყალობით, გლადიატორთა ასპარეზობებმა იმდენად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, რომ ძვ.წ. 63 წელს ციცერონის წინადადებით, მიიღეს კანონი, რომელიც მაგისტრატობის კანდიდატს, ანუ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების ნებისმიერ მსურველს არჩევნებამდე ორი წლის განმავლობაში უკრძალავდა გლადიატორთა ასპარეზობების მოწყობას, ანუ „გლადიატორების მიცემას“. მიუხედავად ამისა, ვერავინ აუკრძალავდა კერძო პირს, „მოეცა გლადიატორები“, თუნდაც, რომელიმე ნათესავის სულის მოხსენიების საბაბით, მით უმეტეს, თუ მომაკვდავმა ანდერძით სთხოვა თავის მემკვიდრეს, მისი სიკვდილის შემდეგ მის სახელზე ეს სისხლიანი საერთო-სახალხო ასპარეზობა მოეწყო. 


გლადიატორთა ასპარეზობები იმდენად პოპულარული იყო, რომ რომაელი იმპერატორები მუდმივად ცდილობდნენ ამ საქმეში ორიგინალური ნოვაციები შეეტანათ; მაგალითად, ჩვ.წ. 63 წელს იმპერატორმა ნერონმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც გლადიატორთა ტურნირებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებდა თავისუფალ ქალებს. 66 წელს ნერონმა კამპანიის ქალაქ პუტეოლიში (დღევანდელი პოცუოლი) მოაწყო მდიდრული წარმოადგენა სომხეთის მეფე ტირიდატ პირველის პატივსაცემად, რომელშიც ეთიოპები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ქალებიც; ხოლო იმპერატორმა დომიციანემ 89 წელს ფრიად გაახალისა რომაელები, როდესაც ცირკის არენაზე ქონდრისკაცი გლადიატორები გამოიყვანა.


მას შემდეგ, რაც გლადიატორთა ბრძოლები სამგლოვიარო რიტუალიდან უბრალო მასობრივ გასართობად იქცა, დაარსდა გლადიატორთა სპეციალური სკოლები. საზოგადოდ გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, გლადიატორთა 90% ცოცხალი რჩებოდა და მხოლოდ 10% კვდებოდა შემთხვევითი სიკვდილით. დაჭრილ გლადიატორებს მაქსიმალურად კარგი სამედიცინო დახმარება არმოეჩინებოდათ, რომალელი ექიმები ნაკვეთი ჭრილობების მკურნალობის დიდოსტატები იყვნენ, ძალიან კარგად მკურნალობდნენ მოტეხილობებსაც, ოპერაციებს ისინი ნარკოზით ატარებდნენ (ამ მიზნით ოპიუმი გამოიყენებოდა), მაგრამ შინაგანი სისხლდენის შემთხვევაში ისინი უძლური იყვნენ და დაჭრილი გლადიატორი კვდებოდა. ერთი ბრძოლის შემდეგ გლადიატორი იღებდა გასამრჯელოს, რომელიც რომაელი ჯარისკაცის ერთი წლის ხელფასს უტოლდებოდა, ხოლო ორი გამარჯვება საშუალებას აძლევდა გლადიატორს, შეეძინა ცალკე ოთახი და მცირე სალოცავი ქანდაკება გლადიატორთა სკოლაში. გლადიატორთა ბრძოლები ტარდებოდა მსაჯების მონაწილეობით. გამოცდილ გლადიატორებზე ნადირობდნენ არმიის დამქირავებლები და ისინი ხშირად მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში. არმიაშიც იღებდნენ ყველაფერს, რქაც აუცილებელი იყო: სამედიცინო დახმარებას, კვებას, იარაღს, ჯავშანს. დიდი გამარჯვებების ან სხვა აღსანიშნავი მოვლენების საპატივცემულოდ ეწყობოდა დიდებული ტურნირები, რომელში გამარჯვებასაც ტრიუმფი, ხოლო გამარჯვებულს ტრიუმფატორი ეწოდებოდა, თუმცა რაიმე ხელშესახები უფლებამოსილება მას არ ენიჭებოდა.

იმ შემთხევევაში, როდესაც გლადიატორი დაიჭრებოდა და ბრძოლას ვერ აგრძელებდა, მას შეეძლო აეწია საჩვენებელი თითი: ეს ნიშნავდა, რომ იგი თავისი ბედის გადაწყვეტას მაყურებელს თხოვდა. ბრბოს მოსაზრების მიხედვით, გამარჯვებულს უნდა მოეკლა დაცემული მეტოქე, ან ეჩუქებინა მისთვის სიცოცხლე, რომელიც მან გმირული წინააღმდეგობით დაიმსახურა. თავად რომში გამართულ ასპარეზობებზე ბრბო „ხმას აძლევდა“ ჟესტებით, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თუკი გლადიატორი მაყურებელს თავისი საბრძოლო ხელოვნებითა და ვაჟკაცობით თავს მოაწონებდა, მას, როგორც წესი, შეიწყალებდნენ ხოლმე. წარჩინებულ რომაელებს, რომლებიც ბრძოლებს აწყობდნენ, შეეძლოთ გლადიატორი შეეწყალებინათ, მაგრამ ყველა გლადიატორისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მათთვის სამარცხვინო იყო, რადგან ვინმეს შეეძლო ისინი სიძუნწეში ემხილებინა.


მიუხედავა იმისა, რომ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, მაღლა აწეული ცერა თითი „სიცოცხლეს“ აღნიშნავდა და დაბლა დაწეული — „სიკვდილს“ (ამგვარად გამოიყენება ეს ჟესტები დღეს მოწონებისა თუ დაწუნების აღსანიშნავად), უმეტეს ანტიკურ ასპარეზობებში, მიმართულების მიუხედავად, გაშვერილი თითი „სიკვდილს“ ნიშნავდა და მისი მოძრაობა ხმლის დარყმის სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო „სიცოცხლეს“ ნიშნავდა მუჭში მოქცეული ცერა თითი. რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელობა ჰქონდა ყვირილსა და სკანდირებასაც.


ბევრი მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმპერატორი ცერს დაბლა კი არ უშვებდა, არამედ ხელს ხრიდა და გამოშვერილ ცერს კისერზე იდებდა. საქმე ისაა, რომ გამარჯვებული გლადიატორი დამარცხებულს მუხლებზე დაუშვებდა (ხშირად დამარცხებული თავად დგებოდა მუხლებზე სიკვდილის მოკლოდინში) და სასიკვდილო განაჩენის შემთხვევაში ხმლის პირს ჩასცემდა კისრის მიდამოში, ლავიწის ძვალთან, ვერტიკალურად ღრმად, რომ გულს მიწვდომოდა. ამდენად, იმპერატორი თავისი ჟესტით მიუთითებდა, სად უნდა განხორციელებულიყო უკანასკნელი დარტყმა.


დღევანდელი წარმოდგენა, რომელიც კინოფილმების გავლენით მყარადაა დამკვიდრებული მაყურებლებში, — რომ დამარცხებული გლადიატორის ბედის გადასაწყვეტად ძველი რომაელების ბრბო ცერა თითის ქვემოთ დაშვებით ან ზემოთ აწევით წყვეტდა, მომდინარეობს მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მხატვრის ჟან-ლეონ ჟერომის სახელგანთქმული ნახატიდან Pollice Verso (ლათინურად — „მობრუნებული ცერით“), რომელიც ამჟამად არიზონის შტატის დედაქალაქის, ფენიქსის, ხელოვნების მუზეუმში ინახება. საქმე ისაა, რომ ფრანგი მხატვარი სწორად ვერ გაერკვა ლათინურ ტექსტში. სინამდვილეში ნებისმიერი მიმართულებით მიმართული ცერი მხოლოდ სიკვდილს ნიშნავდა, რადგან შიშველი ხმლის სიმბოლო იყო. სიცოცხლის მისანიჭებლად მაყურებელი შეკრულ მუშტს აჩვენებდა, რაც იყო ქარქაშში ჩაგებული ხმლის სიმბოლო. ასე რომ, შეკრული მუშტი, პროტესტის საყოველთაო სიმბოლო, სინამდვილეში, სიცოცხლის სიმბოლოცაა.

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

09 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

09 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

09 March 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

09 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

09 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

09 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

09 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

09 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

09 March 2016

Old Firm

09 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

09 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

09 March 2016

ორი „სამეული“

09 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

09 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

09 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

09 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

09 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

09 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

09 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

09 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

09 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

09 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

09 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

09 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

09 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

09 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

09 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

09 March 2016

ჩაშლილი რეისი

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

09 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

09 March 2016

მსხვერპლი

09 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

09 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

09 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

09 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

09 March 2016

13 მაისი

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

09 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

09 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

09 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

09 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

09 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

09 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

09 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

09 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

09 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

09 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

09 March 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

09 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

09 March 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

09 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

09 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

09 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

09 March 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

09 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

09 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

09 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

09 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

09 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

09 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

09 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

09 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

09 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

09 March 2016