11 March 2016
  • 1182 ნახვა

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

   გამარჯობა, მე ჰომო-საპიენსი ვარ. შეგიძლია, უბრალოდ ადამიანი დამიძახოთ. დედამიწაზე უხსოვარი დროიდან ვცხოვრობ, ჩემი წინაპრები ჯერ კიდევ მილიონობით წლების წინ ცხოვრობდნენ აქ. ზუსტად მათი ევოლუციის შედეგი ვარ მე. 


   ევოლუცია თქვენ პატარა საქმე არ გეგონოთ,  გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ არის, რომ ჩემამდე მოსასვლელად მილიონობით წლები დასჭირდათ წინაპრებს. 


   და, აი, დღესაც მე ვვითარდები და არ ვიცი როდის გადავაბიჯებ ახალ ევოლოციურ ხანაში. ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან ეს პროცესი როგორც ვთქვი, საკმაოდ გრძელვადიანია, ამიტომ შეიძლება კიდევ მილიონი წელი დამჭირდეს.


   როგორც გითხარით, შეგიძლიათ "ადამიანი" დამიძახოთ, ასე მომმართავს ყველა, გარდა მეცნიერებისა, რომლებიც ზუსტადაც, რომ "ჰომო-საპიენსს" მეძახიან.


   მე მინდა გიამბოთ ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ:


   მრავალფეროვანი ცხოვრება განვლე, რაც ადამიანად (გონიერ არსებად) ჩამოვყალიბდი. დამერწმუნეთ, ეს ძალიან რთული პროცესია. თავიდან არც ლაპარაკი ვიცოდი და არც წერა. ან საიდან უნდა მცოდნოდა? ეს ხომ ჩემთვის არავის უსწავლებია. ამიტომ, ნელ-ნელა დავიწყე სიტყვების გამოგონება. ნუ, ასე პირდაპირ სიტყვების გამოგონება დავიწყე მეთქი, რომ გითხრათ უნამუსობა გამომივა, თავიდან ბგერების წარმოთქმას ვცდილობდი. რაღაც-რაღაც ბგერების წარმოთქმის პარალელურად, კედელზე ნახატების ამოკაწვრაც ვისწავლე. ასე დავიწყე საუბარი. თავიდან მარტო მიწათმოქმედებას მივსდევდი და მატრიარქატის ხანაც იდგა, მაგრამ მალევე, როგორც კი ნადირობა შევისწვალე, პატრიარქატის ჟამი დადგა. 


   დადგა დრო და ჩემმა რიცხვმა იმატა, გავმრავლდი. ამიტომ, რომ არ დავფანტულიყავი და ჭკვიანურად გვემოქმედა, საჭირო გახდა ტომის ჩამოყალიბება და ბელადის არჩევა, რომელიც გაგვიძღვებოდა. ბელადი ის ხდებოდა ხოლმე, ვისაც მკლავი ყველაზე მეტად ერჩოდა და ვინც სხვა ბელადობის კანდიდატებს ბრძოლაში დაამარცხებდა. სწორედ ამგვარად დავიწყე პირველი სახელმწიფოებრივი ერთეულების ჩამოყალიბება. გავიდა დრო და უფროდაუფრო ვმრავლდებოდი, ნელ-ნელა მსოფლიოში ბევრი ტომი გაჩნდა და გაჩნდა ამბიციებიც, რომელიც ერთმანეთის მართვის სურვილში გამოიხატებოდა. სწორად ასე, გაჩაღდა პირველი შუღლი და დაითესა პირველი ბოღმა. დროდადრო, ომები ხშირდებოდა და რაც უფრო ვმრავლდებოდი, მით უფრო იმატებდა ტომების რაოდენობაც. გარკვეული ხანის შემდგომ, ზოგიერთმა ტომმა გადაწყვიტა გაერთიანება, რის შედეგადაც ჩამოვაყალიბე პირველი სახელმწიფოები.


   სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ ადამიანის განვითარება დააჩქარა, ამიტომაც ამის შემდგომ უფრო სწრაფად შევძელი ფეხი ამეწყო აწმყოსთვის და მალევე ვისწავლე, სხვადასხვა, ისეთი ცხოველის გამოყენება, რომელსაც აქამდე მარტო საჭმელად ვიყენებდი. შევჯექი ცხენზე. ამან ჩემი განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა და ომებიც უფრო ხშირი გახადა. ახლა უკვე ერთმანეთში ომი შეიძლება უკეთესი ცხენების ფლობასაც გამოეწვია სახელმწიფოებს შორის. 

   დიდი ხანი არ გასულა და შევქმენი ბორბალი. ბორბალი, რომელსაც დღემდე ვიყენებ. ავდექი და ბორბლისგან ავაწყვე ურემი და შევაბი ცხენს, რამაც ძალიან გამიადვილა ტვირთის გადატანა. აქედან დაიწყო ეკონომიკური გლობალიზაცია. მე გამქონდა ჩემს ქვეყანაში მოყვანილი პროდუქტი, სხვა სახელმწიფოში ჩემი გამოგონების შედეგად და ვყიდდი მას. აი, რას ქვია მიღწევა! ვინ იფიქრებდა, აქამდე თუ მოვიდოდი!? 


   მალევე, ზუსტადაც რომ უკეთესი ეკონომიკური განვითარებები არსებობდა. ომებმა იმატა და თავის დასაცავად გამოვიგონე იარაღი. არა, სხვანაირად არ გამიგოთ. იარაღი მანამდეც მქონდა, უმეტესად ეს კომბალი იყო, მაგრამ ახლა უფრო გრანდიოზულ იარაღზე, ხმალზეა, საუბარი! ხმალზე, რომელსაც ადამიანის შუაზე გაპობა შეეძლო! სასწაულია არა!? პირდაპირ! მაგრამ მოიცადეთ ჯერ სად ხართ, თქვენ მალე ნახავთ კიდევ რას მივაღწევ!


   ნელ-ნელა გამოვდიოდი ცხოველური სახიდან (ანუ სანამ ჰომო-საპიენსი გავხდებოდი) და ვხდებოდი ადამიანი! განვითარებული ადამიანი! როგორც კი ხმალი გამოვიგონე და ლითონის მოპოვება დავიწყე, უფროდაუფრო, იმატა ომებმა. ხან ერთი სახელმწიფო დაიპყრობდა მეორეს, ხან მეორე დაიპყრობდა პირველს და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. 


   სულ მალე კონტინენტებს მოვედე. ვისწავლე გემების მშენებლობა, ავითვისე მეტი მიწა, მეტი წყალი. მაგრამ ეს ჩემში კმაყოფილებას ვერ იწვევდა. მინდოდა უფრო მეტი და მეტი! ამიტომაც იყო რომ ომებს ვაწყობდი. ზუსტადაც ეს იყო ამის მიზეზი.


   მოკლედ, ბევრი რომ არ მოგაწყინოთ ბოლოსკენ გადავალ.


   მიუხედავად, სისხლისმღვრელი ომებისა, მაინც სწრაფად ვრმავლდებოდი. ვმრავლდებოდი და იმატებდა არა მარტო სახელმწიფოებშორისი ომები, არამედ შიგნით სახელმწიფოებში ტახტისთვის ბრძოლებიც. ეს უკვე აღარ მომწონდა! რაღაც უცნაურს ვამჩნევდი! ვამჩნევდი, რომ ძალიან შორს შევტოპეთ! ეს უკვე საჯიჯგნად მივარდნილი ცხოველების საქციელს გავდა და არა ადამიანის. ეგ კი არა, ცხოველის მოთვინიერებაც შეიძლება, შეიძლება ასწავლო. ეს ვითარება კი უკვე საშიში იყო! მაგრამ ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა. ამიტომ ვცადე გვერდზე გამეხედა და სხვარამეზე მეფიქრა.


  დაიწყო, ტექნოლოგიების განვითარებაც და გამოჩნდა თოფი. მე შევქმენი თოფი! შემეძლო უბრალოდ სასხლეტისთვის თითი გამომეკრა და ადამიანი გამექრო! უბრალოდ გამოვკრავდი სასხლეტს თითს, ისიც ხმას გაადენდა - ბუუხ! და მორჩა, ადამიანი მკვდარია. ეს ღმერთისგან მოვლენილი სასწუალია! უეჭველად! მე გავხდი უფრო ძლიერი ვიდრე ადრე ვიყავი. 

   მალე, ესეც არ ვიკმარე და მანქანა გამოვიგონე. წარმოიდგინეთ ავაწყვე მექანიზმი, რომელში შეგიძლია ჩაასხა ნავთობი, ჩაჯდე შიგნით, დააწვე პედალს და უბრალოდ საჭე იქეთ-აქეთ ატრიალო და ის თვითონ გატარებს.     ე ვ რ ი კ ა! მადლობა ღმერთო კიდევ ერთი საჩუქრისთვის! 


   მანქანისა და კიდევ მრავალი ტექნოლოგიის, მათ შორის საბეჭდი მანქანის გამოგონებამ, რომელიც ზემოთ ყველა არ ჩამოგითვალეთ, კიდევ უფრო დააჩქარა ჩემი განვითარება. დღითიდღე რაღაცის აღმოჩენაში ვიყავით და აი, მივადექით დროს, როდესაც უნდა შეიქმნას ოთხბორბლიანი მანქანა, რომელსაც თავზე ედგმება დიდი ლულა, რომელსაც შეეძლება ააფეთქოს და მოკლას ხალხის დიდი მასა. და მაინც, რა დავარქვათ მას? ალბათ, თოფ-მანქანა? არაა, ცუდი სახელია. აბა, ლულ-მანქანა? არაა, არც ეს ვარგა. მოდი სხვანაირად ვიფიქროთ. იქნება ტანკი დავარქვათ!? ზუსტად! ზუსტად გამოიძებნა ის სიტყვა რაც საჭირო იყო! მორჩა, გადაწყვეტილია მას ერქმევა ტანკი! ახლა შემეძლება მეტი ხალხი გამოვასალმო სიცოცხლეს, მაგრამ რაც უფრო მეტ ხალხს ვასალმებ სიცოცხლეს, რატომღაც მიჩნდება გრძნობა, რომ ადამიანის ბუნებას ვშორდები, ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, ეს უბრალოდ სისულელეა.


   დავდივარ ტანკებით ერთი სახელმწიფოდან მეორეში, მეორედან მესამეში, მესამედან ისევ პირველში და ასე. ვიპყრობ ერთმანეთს, ვათავისუფლებ, ხალხს ვხოცავ. კარგი გასართობია! მაგრამ რაღაც არ მყოფნის, რაღაც უფრო ძლიერი მჭირდება. უფრო მძლავრი, რაც ერთი ღილაკის დაჭერით ერთ ქალაქს ან თუნდაც ერთ სახელმწიფოს ჰაერში აწევს, ააფეთქებს. ნეტავ, რა უნდა იყოს ეს? და აი, ისიც გამოჩნდა. ეს რაღაც ბომბია, მაგრამ ჩვეულებრივ ბომბზე მილიონჯერ ძლიერი. მითხრეს, რომ რაღაც ატომის ამბავი ურევია ამაში. მოდი, ამას ატომური-ბომბი დავარქვათ! ზუსტადაც! ატომური-ბომბი! როგორ ჟღერს!? უხხხხ... მაგარია! ახლა კი ყველაზე მაგარი ვარ, ერთი ღილაკი და მთელ სახელმწიფოს ავწევ ჰაერში, უბრალოდ ერთი ღილაკი და სახელმწიფოში ცოცხალი არსება კი არა, მოლეკულაც აღარ დარჩება! 


   მაგრამ, მოიცა! ეს ხომ ჩემი მიზანი არ არის! ოხხხხხ... როგორ დავაგვიანე! მაგრამ სინანული რაღა დროისაა.  უკვე ყველაფერი გვიანია. ძალიან დავაგვაინე. მე ვხოცავდი ადამიანებს და ამით ვიღებდი სიამოვნებას, იმიტომ, რომ ჩემი ბოღმა დამეთრგუნა! მე ვიგონებდი ახალ-ახალ იარაღს, რომ ადამიანები დამეხოცა! მე ტექნოლოგიურ განვითარებას, მხოლოდდამხოლოდ, ცუდი საქმისთვის ვიყენებდი. უხხხ... რა სულელი ვარ არა და რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ რაღა დროსი  წუწუნია,  უკვე ყველაფერი გვიანია, რაც არის არის. უნდა დავნებდეთ ბედს. 


   ყველაზე დიდი და საშიში ცხოველები მე მეგონა ჯუნგლებში ცხოვრობდნენ ან სადმე ჭაობებში იმალებოდნენ, მაგრამ ვცდებოდი. თურმე ყველაზე დიდი ცხოველი, ეს მე ვარ! ადამიანი! ჰომო-საპიენსი! არსება, რომელსაც ღმერთმა ჭკუა უბოძა, მაგრამ ბოღმამ და შურმა დაატყვევა.



მე ამ ქვეყნად ყველაზე დიდი და საშიში ცხოველი ვარ! მე ადამიანი ვარ!


დავით ჭკადუა, 16 წლის, 128-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

11 March 2016