11 March 2016
  • 2288 ნახვა

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი


            ილია წერდა : „ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო“ , ამიტომაც მანამ , სანამ მსჯელობის ძირითად საკითხებზე გადავიდოდე , მსურს ზოგადად ვთქვა თუ რა არის ლიბერალიზმი.

             ლიბერალიზმი (ფრანგ. ) — ეს არის იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

               ვრცელი გაგებით კი , შეგვიძლია ვთქვათ , რომ ლიბერალიზმი ეს არის ის იდეოლოგია , რომელიც მთელი თავისი მიზნებით მიისწრაფვის ადამიანის თავისუფლებისაკენ , მისი პირადი ხელშეუხებლობისაკენ... იგი მიელტვის საზოგადოებას, მათი, თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლებას, ძალაუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობას, უფასო საზოგადოებრივ განათლებას , მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

               ილია ჭავჭავაძე იყო ადამიანი რომელმაც საფუძველი დაუდო სასიცოცხლო მნიშვნელობის მენტალურ და ღირებულ ტრანსფორმაციას. ილია იყო ადამიანი , რომელსაც უშუალოდ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება განსხვავებულად ესმოდა. მისი მოღვაწეობის დროს პოლიტიკური თავისუფლება მიუღწეველი იყო, ყოველ შემთხვევაში პროგნოზირებად პერსპექტივაში, მაგრამ ილია უკან არ იხევდა: “ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს”. 

               ილიამ კარგად იცოდა, რომ ლიბერალიზმის უმაღლესი იდეები და ღირებულებები იმდროინდელ საქართველოში ვერ განხორციელდებოდა თუნდაც იმის გამო, რომ “პოლიტიკური თავისუფლება პირადი თავისუფლების გარანტიაა” (ბ. კონსტონი).

                           ილიას ამ მოაზროვნის მეორე დებულებაც გააზრებული აქვს – “პოლიტიკურ თავისუფლებას არ შეუძლია შეცვალოს პირადი თავისუფლება”.

                   ილია ჭავჭავაძის სტატიების ციკლი „ცხოვრება და კანონი“ იწყება ერთი უმნიშვნელოვანესი დებულების ანალიზით , რომელსაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ საქართველოსთვის მაშინაც და ახლაც , განსაკუთრებით აქტუალური იყო და არის. ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანა როგორი ბუნებრივი სიმდიდრეებით და პირობებითაც განებივრებული არ უნდა იყოს, ხალხის კეთილდღეობისათვის ეს საკმარისი არ არის. მთავარი და გადამწყვეტი თვით ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების ხასიათია , ე.ი. საზოგადოებრივი წყობა. ილია წერს : „კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე, ვერცა სიკეთე ჰაერისა, ვერცა სიმსუქნე მიწისა, ვერც შეიძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორის უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისთვის, ხალხთა კეთილდღეობისთვის, ეს უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყანაზედ“. 

            საყურადღებოა, ილიასეული კანონისადმი პატივისცემისა და საზოგადოებიგან მხარდაჭერის დამოკიდებულება. კანონის პატრონობას ილია იმაში ხედავს, რომ თუ კანონი ირღვევა, მართლმსაჯულებას უდიერად ექცევიან და ფეხქვეშ თელავენ, “მაშინ მე ვიჩაგრები ამისგან თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ, თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო. იმიტომ რომ კანონი ყველას ფარ-ხმალია და მაშასადამე ჩემიცა”. კანონის დაცვას უნივერსალური ხასიათი უნდა ჰქონდეს და საქმის მასშტაბები, მისი სიდიდე მნიშვნელობას არ უნდა იძენდეს.

               ლიბერალურ-დემოკრატიული აზროვნება აუცილებლად გულისხმობს საზოგადოების სხვა წევრების ჯგუფების მოსაზრებების „თანხმობას რომ არ დაეთანხმო“. ილიას დამოკიდებულება ეთანხმებოდა ვოლტერის პოზიციას, რომ „მე არ ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, მაგრამ სიცოცხლეს გავწირავდი, რათა თქვენი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეთ“. 

        როგორც ვნახეთ, ილია განუხრელი სიზუსტით მიჰყვება და აღიარებს ლიბერალური იდეოლოგიის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს.   დასკვნის სახით კი, მსურს ვთქვა, რომ ილია სწორედაც რომ გახლავთ პირველი ქართველი ლიბერალი, ლიბერალურად მოაზროვნე პიროვნება და შესაბამისად ის ადამიანი , რომელიც დღემდე ძლიერ ჭირდება ქართველ ერს „გამოღვიძებისათვის“.



მარიამ სისაური , 16 წლის , თბილისის 71-ე საჯარო სკოლა.


მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

11 March 2016