11 March 2016
  • 1320 ნახვა

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

არასდროს დამჭირვებია წიგნის წასაკითხად კვირაზე მეტი. ჰა და ჰა, უწიგნურობისას, ცოტა გაჭიანურებულიყო, მაგრამ მთელი თვე წარმოუდგენლია. თებერვლის დასაწყისში, როცა ბაკურიანში წავედი, თან წავიყოლე სტივენ კინგის „უიმედოთა ქალაქი“ და ჰაინლაინის „სამყაროთა გერები“. „სამყაროთა გერები“, მცირე ფორმატისაა, ჯიბეში ჩასადებად, და  ას ოთხმოც გვერდამდეა. ირაკლი ლომოურს ვეთხოვე, თანაც მისმა შვილმა, ლევანმაც გამიწია რეკომენდაცია, პატარაობაში წავიკითხე და შესანიშნავია, მახსოვს როგორ მომეწონა, უფროსწორად მთელი გულით შემიყვარდაო. დამაინტერესა, წავიღე და ბაკურიანში შევუდექი. სიუჟეტი ისე მირბოდა, ვისი ვისაში იყო ვერ გაიგებდი, მაგრამ გუმანით ხვდები რა ხდება. საინტერესო ალეგორიებითა და სიმბოლოებითაა დატვირთული და ძირითადად ბიბლიური თემებზეა. მორჩენისთანავე, უიმედოთა ქალაქს დავავლე ხელი, და შევუდექი. პირველი 150 გვერდი მივეჯაჭვე, მაგრამ ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რეგულარული მკითხველი ვარ და ჩვეულებრივი ამბავია წიგნით ჩათრევა, თანაც არც თუ ისე დუნე სიუჟეტი აქვს, საინტერესოა და ყველაფერი კანფეტია. მაგრამ, 180-ს გადავცდი თუ არა, მანდ დავასტოპე. ისე მომწყინდა და ისე გამთათხა, წაკითხვა მეზარებოდა, თუმცა გონებას გაგრძელება სურდა. ბაკურიანში მთელი კვირა ვეჯახირე, და ვერ დავამთავრე. ეგ გადავყლაპე. თბილისში ჩამოვედი, და კითხვა განვაგრძე. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დღეში ჰა და ჰა 20-15 გვერდზე მეტს ვერ ვქაჩავდი, იმდენად არ მქონდა წაკითხვის სურვილი, თუმცა რაღაც მითრევდა, მაინც მექაჩებოდა და მიბიძგებდა გაგრძელებისკენ. ცოტა შემეშინდა კიდევაც, მაგიური ძალა ხომ არ აქვს, ცდილობს ჩამითრიოს, მავთუხლართები მომახვიოს თავს და დამაბნიოსთქო, მაგრამ მეჰ, არაფერიც, ბებიამაგისამ. კინგში, საერთოდ რაც მძაგდა, იყო პერსონაჟების ისტორიებში ზედმეტი ჩაღრმავება. ბოლოს როდის მოისაქმა, ან რომელი ჯგუფის რომელი სიმღერის რომელ მონაკვეთზე აფრენს, და ამ სიმღერის ფონზე რის ჭამაზე არ იტყოდა უარს. ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლა ვხვდები, კინგში რაც მიყვარს, ესაა. იმდენად ეხერხება კინგს, წარმოგისახოს პერსონაჟების ცხოვრება, ეტყობა წერის დროს, თვითონ სჯერა მათი არსებობისა და საკუთარ თავზე მეტად იცნობს მათ. მე ვფიქრობ, მწერალს, ნებისმიერი პერსონაჟი საკუთარ ალტერ ეგოებიდან გამოჰყავს, ქვეცნობიერის კუნჭულებიდან. რამდენი პერსონაჟიც ჰყავს, იმდენი ადამიანი ცხოვრობს მასში,  ცდილობს გადაიყვანოს ჭკუიდან, რაც ზე-გონებისაკენ უხმობს. ჭკუიდან გადასული, ჩემთვის, არანორმალური გონების მფლობელია, და ისეთ საიდუმლოებებს სწვდება, რასაც ჩვენ, ნორმალური ხალხი ვერას დიდებით ვერც კი მოვეფათურებით. გიჟი ადამიანი, არა ნერვიული აშლილობით, არამედ მისი აზრებით. მაგალითად ჯორდანო ბრუნო, გიჟად შერაცხული გენიოსი, უმოწყალოდ რომ ჩაწვეს ცეცხლში. ბილი მილიგანის ცხოვრებაო, ამდენი და იმდენი ადამიანი ცხოვრობს ჩემშიო და მთელი ამბები, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ ბევრად ჩამთრევია მწერლის გონება, რომელსაც უამრავი პერსონაჟი ჰყავს გამოძერწილი. ბოროტი პერსონაჟი, მწერლის ბნელი მხარეა, რომელსაც გაუცნობიერებლად აღიარებს, და სწორედ ასეთია „უიმედოთა ქალაქში“ ჯონ მარინვილი. ყოფილი ალკოჰოლიკი და ამპარტავანი მწერალი, რომელიც ძალიან მაგონებს კინგის რომანის, „ნათების“ მთავარ პერსონაჟს, ჯეკს, რომელსაც იგივე პრობლემები აწუხებს, და სიგიჟემდე მიჰყავს, და ცოლ-შვილს ნაჯახით დასდევს სასტუმროში. ფაქტია, ამ ორის მსგავსება არა არის დამთხვევა. კინგს, ალბათ მართლაც აქვს ალკოჰოლისკენ მიდრეკილება და თუ რეალობაში არა, ფურცელზე მაინც ცდილობს გადმოიტანოს ფარული სურვილები და გული მოიფხანოს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით, არ ვიცნობ მის ცხოვრებას საკმარისად კარგად. კინგის „უიმედოთა ქალაქმა“ დამტანჯა, დამწვა და დამანელა, სრული ამ სიტყვების მნიშვენლობით. ვიჯახირე, ვიწვალე და ახლა 40 გვერდიღა დამრჩა, და ერთი სული მაქვს როდის განვაგრძობ, მაგრამ ახლა სიზარმაცის გამო კიარ შევწყვიტე კითხვა, მენანება დამთავრება. სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, გულზე ხელს ვიდებ და ისე. იდეალური წიგნია, იმდენად კარგია, შეფასებასაც ვერ ვკადრულობ. შედარებები, სიუჟეტი, პერსონაჟების მრავალფეროვნება და რელიგიურობა. ბევრს, შეიძლება ანტიქრისტიანული წიგნადაც წარმოესახოს, მაგრამ ეს მხოლოდ 350-400 გვერდამდე, როცა ღმერთს სასტიკად შერაცხავენ და თითქოს გამართლებაც არ აქვს, თუმცა 400 გვერდიდან იწყება ის, რაც უნდა დაწყებულიყო კაი ხნის წინ.  კვანძების გახსნა, საიდუმლოებებისათვის ნათელის მოფენა და მთავარი სენსაციები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მონაკვეთს, როცა დეივიდი, ბიჭი რომელმაც ლოცვა იცის, გონებით მიდის მკვდრების ქალაქში და კეპიან უცნობს ესაუბრება, რომელსაც ვენები აქვს გადაჭრილი. „ აშკარად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე“ ფიქრობს დეივიდი, ბიჭი რომელმაც ლოცვა იცის, და იწყება უმთავრესი დიალოგი. აქ მთელი კვანძია ისტორიისა, და რომც მოგინდეთ, ყურადღებას ვერ მოადუნებთ. შესანიშნავია, მეტი რა მეთქმის. კინგის ნაწარმოებებიდან, „ნათებამ“ და „ბნელმა კოშკმა“ განსაკუთრებით მომხიბლეს, მაგრამ „უიმედოთა ქალაქმა“ მთლად დაჯაბნა ორივე. ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ ვიცი, დიდხანს გამყვება ეს წიგნი, და გულით ვატარებ. ვისაც გსურთ ტანჯვა-წამებაში გაატაროთ დრო ჩემსავით,  ბოლოს, როგორც გურამიშვლი ამბობს, გაგიტკბილდებათ. არ ვიცი, ბოლო 40 გვერდში რა უნდა დატრიალდეს, რაც შეხედულებას შემიცვლის, მაგრამ ამ ტექსტს  მაინც არ წავშლი. წაკითხვის შემდეგ,  გეტყვით რა მომეწონა და რამ გამიცრუა იმედი, მაგრამ მთელი გულით გირჩევთ, წაიკითხეთ უიმედოთა ქალაქი. გულში დაიბუდებს და „გადაგიკეტავთ გულის კარებს“.

ლევან ჭყონია, 16 წლის, 128-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

11 March 2016