11 March 2016
  • 889 ნახვა

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

თავიდანვე გეტყვით და იმედია ეს განცხადება სპოილერში არ ჩამეთვლება(ამას მკითხველისთვის ვწერ, იმ მკითხველისთვის ჯერ რომ არ იცის „წიგნების თაროს“ ერთი პატარა სიახლის შესახებ), რომ მოგეხსენებათ, მეთექვსმეტედფინალები დასრულდა და (ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ერთი შაბათი რაღაც მიზეზის გამო გაცდა, დარჩა ცარიელი ადგილი, რომლის ამოვსება ამ ხერხით გადაწყვიტეს) ზემოთ იფიქრეს ტელევიზიაში მოვიწვიოთ კონკურსანტები(როგორც ყოფილი ასევე მოქმედი) და ბლოგერებიო.. შემდეგ გავაკეთოთ თოქ–შოუს ტიპის გადაცემა და იქნებ ცოტა ხნით ამოვასუნთქოთ ეს ხალხიო(აქ რომ დიიიდი სმაილიკის ჩასმა შეიძლებოდეს ასევე  დიდი სიამოვნებით ჩავსვამდი, რადგან ამ ყველაფერს ხუმრობით ვამბობ რასაკვირველია.. რა გვაქვს ამოსასუნთქი.. ძლივს გვეღირსა ნორმალური ლიტერატურული გადაცემა ამ ინდური სერიალებით გადაჭრელებულ ტელესივრცეში). მოკლედ, როგორც ერთ–ერთი ბლოგერი მეც მიმიწვიეს ამ თოქ–შოუში, თუმცა.. ისე გამოვიდა, რომ მიკროფონმა ჩემამდე არ მოაღწია და აზრის დაფიქსირება ვეღარ მოვახერხე. მაგრამ არაუშავს.. სამაგიეროდ არსებობს ერთი ისეთი საშუალება, რომელსაც ახლაც ვიყენებ და ამ გზით გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას იმ თემების შესახებ რაზეც იყო საუბარი სტუდიაში.. მართალია ახლა არც მერვედ ვიწყებ ნულიდან, არც არავის გავუჩუმებივარ, რომ ხმა ამოვიღო, არც არავის დავუხურივარ მითუმეტეს და არც გავჩერებულვარ..  მაგრამ სხვა გზა ფაქტია მოვძებნე და ეს გზა პირველ არხზე გადის(აქაც დიდ სმაილს დავწერდი და თანაც წინასწარ მოვუბოდიშებ ქ–ნ ი. გრიგოლიას მისი ტექსტის უნებართვოდ გამოყენებისთვის).

მოკლედ, გადავწყვიტე ჩემით დავდგა მცირე შოუ, რომელშიც საშუალება მექნება ჩემი აზრი გამოვხატო..  დაა ამ სპექტაკლში მთავარ როლს თავად ვითამაშებ.. ხო გამომჩა.. ბატონი წამყვანიც არ დაგვავიწყდეს.. თუ ყველაფერი მზადაა, მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ. (უხერხულობისგან თავის ასარიდებლად შოუს სახელი საერთოდ ამოვაგდე..  ასევე განზოგადებულია სპექტაკლში მონაწილე მოქმედი პირები)

ბატონი წამყვანი: მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო! დღეს ჩვენ განსხვავებული გადაცემა გველის წინ.  მოგეხსენებათ დამთავრდა ჩვენი პროექტის პირველი ნაწილი და გადავწყვიტეთ განვიხილოთ ის პრობლემები, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებაში.  მოვიწვიეთ სტუმრები(ერთი, მეორე, მესამე) , კონკურსანტები და ბლოგერები! (ამ ნაწილიდან გადავახვიოთ და პირდაპირ იმ ადგილზე გადავიდეთ სადაც მე ვიწყებ საუბარს)

ბატონი წამყვანი: და თუ შეიძლება თქვენ! დიახ!

მე: ჩემი აზრით...

ბატონი წამყვანი: ბოდიშით.. ერთი წუთით.. მკარნახობენ, რომ ხმა არ ისმის... ერთი წუთით კამერამ მოგძებნოთ.. დიახ, შეგიძლიათ დაიწყოთ.

 (ხო კითხვის შინაარსის გამხელა დამავიწყდა.. ჩემ ჩართვამდე სტუდიაში მყოფი საზოგადოება საუბრობდა წიგნის და კომპიუტერის მშვიდობიან თანაარსებობაზე.. სიმბიოზზე უკეთესად რომ ვთქვათ.)

მე: ჩემი აზრით.. (ჯანდაბა ამდენი ხნის ლოდინის გამო სიტყვა დამავიწყდა..) თუ შეიძლება ეს ხელახლა ჩავწეროთ რა..

ხალხი იცინის, მაგრამ მისგან არც ირონია და არც სარკაზმი არ მოდის(ძალიან იშვიათი მოვლენაა).

მე: (მთავარია არ ინერვიულო და არ იბლუყუნო) ჩემი აზრით თანამედროვე ცხოვრებაში არა მხოლოდ სასურველი.. არამედ აუცილებელიცაა კომპიუტერის/ინტერნეტის ქონა..  როგორც ბატონმა სტუმარმა ბრძანა, ბოლო–ბოლო იმ დამტვერილი თაროებიდან ენციკლოპედიების ჩამოღება მაინც აღარ გვიწევს და გუგლის საშუალებით ყველა ტიპის ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.. მართალია ეს ბავშვებისთვის ზედმეტი თავისუფლებაა.. მაგრამ მოდი ვაღიაროთ,  დღეს ინფორმაციის გავრცელების/მიღების ამაზე კარგი ალტერნატივა არ არსებობს.. ბევრი იტყვის ტელევიზიაო.. მაგრამ ეს ალბათ ძალიან უადგილო შედარება იქნება.. ტელევიზიასაც აქვს რა თქმა უნდა თავისი ადგილი, მაგრამ კომპიუტერი მაინც სულ სხვაა.. რაც შეეხება ჩაანაცვლა თუ არა მან  წიგნი, ჩემი აზრით, ძალიან შეეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.. მხატვრული ლიტერატურა ალბათ ყველაზე მაგარი რამაა რაც კი ადამიანს მოუგონია და ის შეუცვლელია.. მეორე საკითხია ელ. წიგნები.. ეს უკვე მეორეხარისხოვანია ჩემთვის.. არ აქვს დიდი მნიშვნელობა ფურცლიდან წაიკითხავ თუ პლანშეტიდან.. მთავარია ის მიიღოს შენმა გონებამ, რაც საჭიროა.

ბატონი წამყვანი: ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის.. აი იქ, მესამე რიგში.. აი თქვენ.. გოგონა..დიახ.

კიდევ გავა დრო. დაისმება ახალი შეკითხვა – რას ფიქრობთ თანამედროვე ლიტერატურაზე?

მე: ჩემი აზრით თანამედროვე ლიტერატურის კრიტიკა.. ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა.. და საერთოდ ვფიქრობ, რომ „კლასიკა“ პირობითი ცნებაა.. ზოგი წიგნს კლასიკად იმ შემთხვევაში აღიქვამს თუ რამდენიმე ათეული წელია გასული მისი გამოქვეყნებიდან... ზოგი „სიდიდის“ საზომით აფასებს.. ზოგი კიდევ სხვანაირად.. მეც ჩემი შეხედულება მაქვს ამ საკითხთან მიმართებაში და ალბათ თქვენც ასე იქნებით. კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში.. მე საერთოდ არ ვუყურებ დროს.. მთავარია წიგნი იყოს ღირებული.. თუნდაც იმ კონკრეტული პერიოდისათვის.. იმ სოციუმისათვის.. მაგალითად: ჩვენთვის, ქართველებისთვის ერთ–ერთი ნომერ პირველი ნაწარმოებია ჯაყოს ხიზნები, რომელიც დღემდე აქტუალურია.. ბევრი, მათ შორის მეც ამ რომანს კლასიკად მიიჩნევს.. მაგრამ აბა ჰკითხეთ აზრი უცხოელს.. მისთვის ალბათ სრულიად უინტერესოა ეს ნაციონალური პრობლემები..  აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თანამედროვეს კი არა ჟანრულ ლიტერატურასაც ერჩის ხალხი.. საინტერესოა რატომ..  ბევრი ფიქრობს, რომ თუნდაც ფანტასტიკაში ძირითადი აქცენტი არა ადამიანზე, მის ფსიქოლოგიაზე, არამედ მომავლის ტექნიკური მოწყობილობების აღწერაზე კეთდება.. და ალბათ მათ ისიც ჰგონიათ, რომ ამ ე. წ. „კლასიკაში“ არ არის ასეთი შემთხვევები.. აი თუნდაც ბალზაკი, ჰიუგო.. ისინი ხშირად ფაქტიურად იგივე დანაშაულს სჩადიან მკითხველის წინაშე, როგორც მაგალითად ჟიულ ვერნი.. ანუ ისინი აღწერას ანდომებენ ძალიან დიდ ხანს.. პირადად მე ლამის წიგნი შემზიზღდა, როცა ჰიუგოს „კაცი რომელიც იცინის“ ერთ–ერთ თავს ვკითხულობდი ინგლისის სამეფო კარის შესახებ..  ფანტასტიკაში კი თუ ეს პრობლემა აქვთ(ტექნიკის აღწერას ვგულისხმობ), აიღონ მაგალითად სტანისლავ ლემის „სოლარისი“ და შემდეგ თქვან რა ვარგა და რა არ ვარგა.. ყველა ჟანრის ლიტერატურაში იყო და იქნება სუსტი და ძლიერი ნაწარმოები, მაგრამ ასე რადიკალურად ვერაფერს ვერ მივუსჯით „დაბალი ხარისხის“ ლიტერატურის სახელის ტარებას.

თავი რომ არ მოგაბეზროთ, გადავიდეთ პირდაპირ ბოლო შეკითხვაზე..

ბატონი წამყვანი: ბოლოს და ბოლოს მივუახლოვდით კულმინაციას.. დააფიქსირეთ თქვენი აზრი და გვითხარით ბოლოსდაბოლოს ეს რა თაობა მოდის?

მე: ჩემი აზრით ძალიან ჩვეულებრივი თაობა მოდის.. არაფერი განსაკუთრებული.. ხალხი რომელიც მას აკრიტიკებს.. ნუ ყოველთვის გამოიძებნება კრიტიკოსი.. ეს ყოველთვის ასე იყო.. მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს და ობიექტურად შევხედოთ, რომ ამ თაობაში ყოველთვის იყო „ცუდი“ და „კარგი“, მთავარია ასე ვთქვათ.. პროცენტული შეფარდება.. და კიდევ ის, თუ როგორ მოახდენენ ისინი საკუთარი თავის რეალიზებას.. აი მაგალითად, ბევრი ამბობს პოლიტიკაში რა უნდა განათლებულ კაცსო.. მოიცა.. აბა ვინ უნდა იყოს.. გაუნათლებელი კაცი ქვეყანას რანაირადაც მართავს ჩემგან არ გესწავლებათ.. მთავარია პოლიტიკაში პატიოსანი ხალხი იყოს, თავისი ქვეყნისთვის მოღვაწეობდეს და მხოლოდ ჯიბის გასქელებაზე არ ზრუნავდეს.. ხო დამავიწყდა.. ამ ახალ თაობას კიდევ ერთი ძალიან.. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ცოდნის მიღების და მას ზუსტად, რომ კომპიუტერი ჰქვია..

ბატონი წამყვანი: კარგით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა...... მომოვალ შეხვედრამდე!

ესეც ასე.. მართალია თავი ალბათ ცოტა მოგაბეზრეთ, მაგრამ ბლოგი არის თავისუფალი აზრის გამოხატვის ბრწყინვალე საშუალება და მეც ეს გზა ავირჩიე.. ისე კი იმედია, საკუთარ თავს არავინ წარმოიდგენს ამ არარსებულ გადაცემაში, რომელიც რომც არსებულიყო ალბათ ვერ გაამართლებდა, რადგან როგორც ხედავთ, მხოლოდ ერთმა რესპოდენტმა გამოხატა თავისი აზრი(და აი აქ უნდა დავსვა წერტილი,  დიდი სმაილიკი და თავი იმით დავიმშვიდო, რომ ხალხი ცუდად არ გამიგებს ამ ჩემს გადაწყვეტილებას,  რაღაც განსხვავებული ბლოგის დაწერის მცდელობის გამო.. რადგან როგორც იტყვიან ხალხი „ბრძენიაო“).

 ლუკა ფადიურაშვილი, 16 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

11 March 2016