11 March 2016
  • 1250 ნახვა

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

შეიძლება გადაიტვირთეთ ფანტასტიკის, ფილოსოფიის, ისტორიული ნარკვევების, სქელტანიანი რომანების კითხვით... ან სულაც გსურთ განიტვირთოთ და სიამოვნება მიიღოთ ნაწარმოებისგან. ეძებთ პატარა წიგნს, რომელიც გესაუბრებათ ცხოვრებაზე და დასასრულს გულსაც კი დაგწვეტთ? მაშინ მოემზადეთ, რადგან ეს წიგნი სწორედ ასეთ ამბავს მოგვითხრობს.

 გესაუბრებით ავტორზე, რომელსაც ალბათ ყველა კარგად იცნობთ. მწერალი, რომლისთვისაც სიძულვილი უცხოა. მას მიაჩნია, რომ სიყვარული ეს არის გრძნობა, რომელიც მარადიულია და მუდმივად იარსებებს. სწორედ ამის გამო იყო ალბათ, რომ მწერლის სახელი მისმა თაყვანისმცემლებმა შეამოკლეს და მას „გაბო“ უწოდეს. ცხადია, გაბრიელ გარსია მარკესზე მაქვს საუბარი. კოლუმბიელი მწერალი მაგიური რეალიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგნელად ითვლება. გვერდზე გადავდოთ მისი სქელტანიანი და ეპოქალური რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ და ვისაუბროთ პატარა მოთხრობაზე, რომლის სახელწოდებაც“პოლკოვნიკს არავინ სწერს“ გახლავთ.

სათაური განსაკუთრებით საინტერესო ემოციებს აღძრავს მკითხველში ხოლმე... წიგნის კითხვას ზოგჯერ ხომ სწორედ ამის გამო ვიწყებთ. პოლკოვნიკს არავინ სწერს? ნუთუ ვინმემ უნდა მისწეროს? ნეტავი ვის წერილს ელოდება?

ეს ის კითხვებია, რომლებიც პირველად გამიჩნდა სათაურის ამოკითხვისას. კითხვა დავიწყე და ყველაფერი ცხადი გახდა. ზევით ვახსენე და განვმეორდები, რომ მარკესისათვის ყოველგვარი სიძულვილი უცხოა. მისი ნაწარმოებიდან მხოლოდ სიყვარულს ვსწავლობთ. ეს უკანასკნელი კი ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ადვილი საქმეა დაკარგო შვილი, იყო მშიერი და ამის სანაცვლოდ გამოკვებო მამალი? დიახ, მამალი... სასაცილოა არა? თუმცა ნაწარმოების წაკითხვისას მიხვდებით, რომ ეს ერთი შეხედვით სასაცილო ფაქტი დიდ საზრუნავს წარმოადგენს მოხუცისთვის. რატომ მამალი? აქვს თუ არა მას რაიმე სიმბოლური დატვირთვა? ამას მხოლოდ ნაწარმოები გიჩვენებთ.

ნაწარმოებში ბევრ საინტერესო ადგილს შეხვდებით. დაინახავთ პოლკოვნიკი ბუენდიას ნამდვილ სახეს. მის შეუვალ, ამაყ ბუნებას. ბევრს იცინებთ, მაგრამ საერთო ჯამში ნაწარმოების დასასრული დიდ საფიქრალს დაგიტოვებთ. საინტერესოა რატომ არ ატარებს პოლკოვნიკი ქუდს? რა არის სიღარიბის ყველაზე  ცუდი „თვისება“?

წიგნს კითხულობ და გრძნობ, რომ ამბავი შენზე მოქმედებს. მეტიც ის ზემოქმედებს მკითხველზე. სიამოვნებით ადევნებ თვალს დეტალებს და გსიამოვნებს, როგორ ოსტატურად ახერხებს მწერალი გადმოგვცეს მოთხრობის არსი. თანაც ამას ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ეპიზოდის აღწერით ახერხებს(კოლუმბიური სოფლის მაგალითზე).

დასასრული უკმარისობის გრძნობას აღძრავს მკითხველში. ან იქნებ ეს იმანაც გამოიწვია, რომ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები ახლოა რეალობასთან? ამაზე ყველას ჩვენი ახსნა მოგვეპოვება. მთავარი ერთია. ჩვენ, მკითხველები გონებაში წარმოვიდგენთ უკანასკნელ სცენას და ვეძებთ დასასრულს. ვფიქრობთ, როგორ გრძელდება ცხოვრება ბუენდიებთან... როგორი იქნება მათი ყოფა და არ დაგვავიწყდეს მამალი...

კოლუმბიელი კლასიკოსი 2014 წელს გარდაიცვალა. ჩვენდა გასახარად გამომცემლობა „ინტელექტმა“ იმავე წელსვე გამოსცა ეს წიგნი და მისცა ქართველ მკითხველს საშუალება წაეკითხათ იგი.

P.S.მარკესს უამრავ პრესტიჟულ პრემიასთან ერთად ნობელის პრემიაც აქვს მოპოვებული, ლიტერატურის დარგში(1982 წელს).

 გიორგი მაჭარაშვილი, 16 წლის, სკოლა ევროპული.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

11 March 2016