11 March 2016
  • 1472 ნახვა

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

 საკმაოდ ბევრ ადამიანს ვიცნობ ისეთს, ვისაც სძულს ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები! თუმცა, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანმა შეძლო ჩემში ამ სიძულვილის ჩაქრობა! დიახ, მე დღეს მინდა გესაუბროთ იმ გრძნობათა პარალელებზე, რომლებიც გავლებულია ჩემსა და უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელს'' შორის!

     თავიდან, სიმართლე გითხრათ წიგნის სისქემ შემაშინა, რადგან არ მიყვარს ნაწარმოებები, რომლებიც 500+ გვერდისაგან შესდგება, თუმცა, კარგად მახსოვს, რომ ზაფხული იყო, ფილტვების ანთება მქონდა და დროც ჩემ ხელში იყო, შესაბამისად გადავწყვიტე, ჩამეკლა ჩემში ეს შიში და გავბედე კითხვის დაწყება. სანამ კითხვას დავიწყებდი, დავგუგლე წიგნის შესახებ სხვადასხვა კომენტარები და როცა წავიკითხე, რომ წიგნი 1327 წლის ამბებს მოიცავს, ყველა მოლოდინი გამიქრა, რადგან წარმოვიდგინე გაუგებარი ფრაზებისა და მაღალფარდოვანი, ძველებური სიტყვებისაგან შემდგარი დიდი წიგნი, რომელიც ჩემთვის არაფრის მომცემი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, გაუგებარი მიზეზების გამო გადავწყვიტე მაინც მეცადა წაკითხვა. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და პირველ 20 გვერდს უბრალოდ თვალი გადავავლე, მაგრამ მერე და მერე უკვე ჩამითრია. უპირველესად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკოს აქვს ძალზედ განსხვავებული წერის სტილი, მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისი ყველაზე დიდი ნიჭია, რადგან ასე მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ გადმოსცე შვიდი საუკუნის წინანდელი ამბავი, უდავოდ დასაფასებელია და მე მიხარია, რომ ეს წიგნი არის მსოფლიო ,,ბესტსელერების'' სიაში. წიგნი სავსეა არისტოტელეს, პლატონის და სხვა ბერძენი თუ რომაელი ისტორიკოსების ნააზრევით, გამონათქვამით თუ ამონარიდით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ნაწარმოების სიდიადეს, ფილოსოფიურობასა და ორიგინალურობას,

   წიგნში გადმოცემულ სიუჟეტს ჰყვება მელქელი ბერი ადსო, რომელიც საკუთარი სიყმაწვილის პერიოდის ამბებს გადმოსცემს, როცა იგი თან გაჰყვა თავის მასწავლებელს ბერ უილიამ ბასკერვილელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში. მწერალი ახერხებს თავიდანვე ჩვენს დაინტრიგებას და დასაწყისშივე წარმოაჩენს უილიამის გონებამახვილობას. არ მსურს თქვენი დასპოილერება, თუმცა გაკვრით მაინც ვისაუბრებ სიუჟეტის განითარებაზე. ამის შემდგომ, უკვე მონასტრის ხელმძრვანელი უილიამსა და ადსოს დაავალებს მკვლელობების ციკლის გამოძიებას, რადგან თითოეული მკვლელობა ერთმანეთისგან თითქოსდა განსხვავებულია, მაგრამ მთავარი მოტივი კი ყველასი ერთი გახლავთ. მოტივი კი არისტოტელეს ,,პოეტიკის'' მეორე ტომია, დაუჯერებელია, არა?! მართლაც უჩვეულოა ამდენი ადამიანი მხოლოდ ამ წიგნის გულისთვის დაიღუპოს, მაგრამ ეკო სწორედ ამ ყველაფრის საშუალებით გვაჩვენებს, თუ საუკუნეების მანძილზე რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო წიგნები ადამიანებისთვის! ის წიგნები, რომლებიც ჩვენთვის დღეს ასე ხელმისაწვდომია, რამდენად დიდი შრომის საშუალებით მოაღწიეს ჩვენამდე. სიუჟეტი დაახლოებით მე-200 გვერდიდან იცვლება, როცა მკვლელობებს შორის კავშირი აღმოჩნდა, რომელიც თითებზე და ენაზე შავ ლაქებში მდგომარეობს და აქ უკვე ჩნდება მთავარი ინტრიგა, თუ რა კავშირშია ეს მინიშნებები მკვლელობის მოტივთან, თუმცა ამაზე აღარაფერს გეტყვით! ამის შემდეგ, უილიამს დიდი შრომა დასჭირდება საქმის გამოსაძიებლად და თავისი გონებამახვილობის საშუალებით მთავარ მოტივზეც გააღწევს, თუმცა რომანის დასასრული არის ყველაზე მოულოდნელი და მთავარი მკვლელის ვინაობის გაგებამ ჩემში შოკი გამოიწვია, რადგან ამ პერსონაჟზე ეჭვის მიტანაც კი შეუძლებელი იყო თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ სწორედ ეს აღმოჩნდა ის გასაღები, რომლის საშუალებითაც უმბერტო ეკომ ჩეძლო მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში თავისი ადგილი დაეკავა. ასევე, მეტად საინტერესოა რომანის სათაური ,,ვარდის სახელი''. ნაწარმოების დასასრულისას ვკითხულობთ: ,,დამჭკნარი ვარდის სახელიღა რჩება, გვრჩება შიშველი სახელები'', რაც ასევე დიდ კითხვის ნიშანს ბადებს მკითხველში ნაწარმოების სახელსა და ნაწამოების სიჟეტს შორის, თუმცა თუკი კარგად დაუკვირდებით, თქვენ ამას მიხვდებით, ეს ამოცანა კი თქვენის მომინდვია!


 ალეკო ბერიძე, 16 წლის, ქ. ბათუმი, სკოლა – შ.პ.ს. ,,განათლება''.


მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

11 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

11 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

11 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

11 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

11 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

11 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

11 March 2016