14 March 2016
  • 3663 ნახვა

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

ერთ ტანკს მეტი ძალა აქვს თუ - ორს? 

გააჩნია, რა შემთხვავაში. 

დიალოგი ფილმიდან „ღიმილის ბიჭები“


საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება 90 წლების დაწასყისიდან იღებს სათავეს. იმ დროს რუსეთის დამარცხებას ჩვენთვის ლამისაა ეროვნული თვითიდენტიფიკაციის მნიშვნელობა ჰქონდა და ღირსების საქმე იყო, შემდეგ ამ ნიშანს სპორტული ამბიციებიც დაემატა (ერთა თასის მოგება, მსოფლიო თასზე გასვლა) და დაძაბულობაც გაორმაგდა, მერე ეს ყველაფერი მთავრობებმა და მედიამ ხელზე კარგად დაიხვიეს და თვითგანდიდების რეიტინგულ პიარ-ტექნოლოგიად აქციეს. ამან ხალხის აღტყინებას კიდევ უფრო დიდი ცეცლხი შეუნთო და ფართო მასებში გააჩინა მცდარი აზრი, რომ ქართული რაგბი რუსეთთან თამაშით იწყება და მთავრდება. 

ამ დროს კი საქმე სულ სხვაგვარად იყო. რეალობა აჟიოტაჟის უკუპროპორციული აღმოჩნდა: ბორჯღალოსნებსა და დათვებს შორის სათამაშო კლასში სხვაობა ნელნელა ისე გაიზარდა (ცხადია, პირველების სასარგებლოდ), რომ 2000-იანი წელბის შუიდან მოყოლებული ამ დაპირისპირებას სპორტული ინტრიგა ლამის მთლიანად გამოეცალა. დიდად ვეღარც ქართული იდენტობის ინდიკატორად გამოდგებოდა, რადგანაც უკვე ბევრი სხვა დასტურიც გაგვიჩნდა, რომ რუსები არ ვიყავით. ასე შეგვრჩა ხელში ცარიელი პიარი, ფუყე სენსცია, ყოველწლიური სახალხო მობილიზაცია, რათა ვნახოთ, თუ როგორ ერევა ძლიერი გუნდი სუსტს თბილისში, სოჭში, კრასნოდარში, კრასნოიარსში, მარიუპოლში, ტრაპზონში... 

ეს 12 მატრსაც დამტკიცდა, როდესაც არცთუ საინტერესო, დამაჯერებელი, შემოქმედებითი და დინამიური თამაშის მიუხედავად მაინც კითხვის ნიშნების გარეშე მოვერიეთ მეტოქეს სტუმრად. თუ მოთამაშეების კლასს, გუნდურ მოქმედებებს, ფიზიკურ მდგომარეობას და სათამაშო ჯიგარს შევადარებთ, საქართველოს ნაკრების ძალის შეფარდება რუსეთის ნაკრებისასთან ისეთივეა, როგორიც ორი ტანკისა ერთ ტანკთან. და თუ ოდესმე ამ ერთ ტანკს გამარჯვება უწერია, ეს განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მოხდეს, რომელიც აგერ უკვე 23 წელია არა და არ დადგა. იმედია არც არასოდეს დადგება, მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად მინდა რომ შეიცვალოს: ჩვენი პრინციპული მეტოქის ასეთი სისუსტე მათთვისაც მაწყენარია და ჩვენთვისაც. მათთვის ჩვენი თამასა ძალიან მაღალია, ჩვენთვის კი მათი სიმაღლე - დიდი ხნის წინ გადალახული ბარიერი. ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა დათვები ოდნავ რომ მოღონიერებულიყვნენ და ღირსეულ მეტოქეებად ჩამოყალიბებულიყვნენ, მერე კი დავცხებდით ერთმანეთს გემოზე და არც ის უკმარისობის გრძნობა დამრჩებოდა, რომელიც ბოლო წლებია ნამატჩევს მრჩება. იგივეს თქმა ერთა თასისი სხვა გუნდებზეც შეიძლება, მაგრამ რუსეთთან დაპირისპირებას წინ ისეთი ხმაური უძღვის ხოლმე, რომ მენანება კიდეც ასეთი ვნებათაღელვის პროზაულ და ერთმანეთის მსგავს გამარჯვებებზე გაფლანგვა. 

ვიცი, სადაც ტანკი ვახსენე და რუსებს გაძლიერება ვუსურვე, აუცილებლად დააღებენ პირს ურაპატრიოტები და, კორკოტასთან ერთად, კრემლის დამქაშად შემრაცხავენ, მაგრამ მე მათთვის არც ვწერ. ვფიქრობ ქართული რაგბის (და არა პოპულიზმის) გულშემატკივარს არ შეიძლება არ უნდოდეს იმ გუნდის სათანადო დონეზე ყოფნა, რომელსაც საქართველოს ნაკრები, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, სავსე ტრიბუნების ფონზე ეთამაშება. 

მინდა რომ ჩვენ გამარჯვებას წონა ჰქონდეს, მომბეზრდა ეს უსაგნო პიარი! 

P.S. ზემოთ დაწერილს დიდი ფილოსოფიური ქვეტექსტი არ გააჩნია და არც ფარული მესიჯების ძიება დაგჭირდებათ. ეს ერთი რიგითი გულშემატკივრის წუწუნია, იმაზე, რომ მის საყვარელ გუნდს არ აქვს საშუალება ძლიერ მეტოქეებს ეთამაშოს, ხოლო ვისაც ეთამაშება, მას არ სურს საკუთარ უსუსურობას თავი დააღწიოს. 


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

14 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

14 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

14 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

14 March 2016

Old Firm

14 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

14 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

14 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

14 March 2016

ორი „სამეული“

14 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

14 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

14 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

14 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

14 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

14 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

14 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

14 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

14 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

14 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

14 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

14 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

14 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

14 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

14 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

14 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

14 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

14 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

14 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

14 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

14 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

14 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

14 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

14 March 2016

ჩაშლილი რეისი

14 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

14 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

14 March 2016

მსხვერპლი

14 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

14 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

14 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

14 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

14 March 2016

13 მაისი

14 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

14 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

14 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

14 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

14 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

14 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

14 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

14 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

14 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

14 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

14 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

14 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

14 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

14 March 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

14 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

14 March 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

14 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

14 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

14 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

14 March 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

14 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

14 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

14 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

14 March 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

14 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

14 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

14 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

14 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

14 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

14 March 2016