16 March 2016
  • 3292 ნახვა

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

1978 წელს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ჩვენს საბჭოთა ფერად ტელევიზორს, რუბინს, ყავლი გაუვიდა და ბოლი აუვიდა. მრავალფეროვნებით არასდროს გამოირჩეოდა. უბრალოდ, ფერებს გაარჩევდი. მსოფლიოს ჩემპიონატსაც შავ-თეთრ ტელევიზორში ვუყურე. ეს ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც ნახევარფინალებიდან აჩვენეს. საბჭოთა ნაკრები ვერ გავიდა და ამოგვაშხამეს. ეს არ უჭირდათ, პირიქით, საკმაოდ ეხერხებოდათ. ამ ჩემპიონატზე ვნახე პირველად იტალიის ნაკრები და პაოლო როსი. პატარა ვიყავი, მაგრამ ის მძაფრი შთაბეჭდილება ახლაც თან მსდევს, საოცრად მომეწონა. 

82 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, მამაჩემმა საჩუქარი გამიკეთა და ფერადი ტელევიზორი "ჩაიკა" მიყიდა, თავისი მამა-პაპური გადასართავით. აქეთ-იქით რომ უნდა გეტრიალებინა და მერე ხელიც გტკიოდა. ერთ მშვენიერ დღესაც  გადასართავი ხელში შემრჩა და ტელევიზორიც გამოსაცვლელი შეიქნა, თუმცა ეს სხვა ამბავია. ჩემპიონატი კი ფერადი გამოდგა, ჩაიკაზე ფერადი, ძალიან ფერადი. ჩემი აზრით, საუკეთესო, რაც ფეხბურთს ვუყურებ. იტალია-ბრაზილია, საუკუნის მატჩი, იტალიამ 3:2 გაიმარჯვა, სამივე გოლი პაოლო როსიმ შეაგდო. მიხაროდა და თან ბრაზილიაც მებრალებოდა, სანტანას გენიალური გუნდი გასავარდნად არ მემეტებოდა. ჩემპიონატიც იტალიის ტრიუმფით დასრულდა, ფინალში გერმანიის ფედერაციული ნაკრები დაამარცხეს, მერე კი ჩემს ცხოვრებაში ძალიან უცნაური რამ მოხდა...

მსოფლიოს ჩემპიონატი ახალი დასრულებული იყო, როცა მამიდაჩემი მეგობართან ბუდაპეშტში გაემგზავრა, მატარებლით, მოსკოვი-ბუდაპეშტი. მატარებელში იტალიელი ქალი გაიცნო და დაუმეგობრდა. ცხადია, იტალიის ნაკრებითა და პაოლო როსით ჩემს გატაცებაზეც უამბო. 

-მართლა? -აღფრთოვანდა იტალიელი. -როსი ხომ ჩემი ქმრის ძმაკაცია.

მამიდაჩემსაც გაეცინა, იტალიელებს ხომ იუმორი არასდროს ღალატობთ. 

-მართლა, მართლა. იტალიაში ჩავალ თუ არა ვეტყვი, რომ საჩუქარი გამოუგზავნოს. ბუდაპეშტშივე გამოგზავნის, რა ჰქვია შენს ძმის შვილს?!

პირობა შეასრულა. ბუდაპეშტშივე გამოგზავნა. იცოდა, რომ საბჭოეთში არაფრის გამოგზავნა შეიძლებოდა, ვერასდროს ჩამოაღწევდა. 

როსის ფოტო. ავტოგრაფით. უნგრეთის კარში გოლი გააქვს. ერთი ეგ არის რომ გაგას მაგივრად აგა დაუწერია. რას იზამ, იტალიელები ჩვენსავით თანხმოვნებთან ვერ მეგობრობენ, ,,აგა, მისალმების დროა, გაცნობის დროა“,  ქართულად ასე იკითხება. ხელის მოწერასაც არ დამზარდა. კიდევ სხვა ფოტოებიც გამოგზავნა, იტალიის ნაკრების და ჩემს გულშემატკივრებს დაურიგოსო, ითხოვა. მეც თხოვნა შევუსრულე. 

ახლა, მახსენდება და მეცინება, როგორი ამაყი ვიყავი და ბედნიერი. 


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

16 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

16 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

16 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

16 March 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

16 March 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

16 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

16 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

16 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

16 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

16 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

16 March 2016

Old Firm

16 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

16 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

16 March 2016

ორი „სამეული“

16 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

16 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

16 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

16 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

16 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

16 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

16 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

16 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

16 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

16 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

16 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

16 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

16 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

16 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

16 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

16 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

16 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

16 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

16 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

16 March 2016

ჩაშლილი რეისი

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

16 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

16 March 2016

მსხვერპლი

16 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

16 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

16 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

16 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

16 March 2016

13 მაისი

16 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

16 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

16 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

16 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

16 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

16 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

16 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

16 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

16 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

16 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

16 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

16 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

16 March 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

16 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

16 March 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

16 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

16 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

16 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

16 March 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

16 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

16 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

16 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

16 March 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

16 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

16 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

16 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

16 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

16 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

16 March 2016