18 March 2016
  • 3755 ნახვა

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

გუშინ ფეისბუქში, შემთხვევით გადავაწყდი ბორის სპასკის ინტერვიუს, რომელმაც სრულიად მოულოდნელად გონებაში ამომიტივტივა ისეთი მოგონებები , რომლებიც დიდი ხნის დავიწყებული მეგონა.

1972 წლის ივლისში, როცა სულ რაღაც 9 წლის ვიყავი, ქვიშხეთში ვისვენებდი და მკაფიოდ მახსოვს (უკვე), რომ მთელი ჩემი ყურადღება, ისევე როგორც ჩემი მშობლების, ყველა იქ დამსვენებლის, მთელი საბჭოთა კავშირის, ამერიკის და ლამის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო რეიკიავიკისკენ (ისლანდია), სადაც დღე-დღეზე უნდა დაწყებულიყო საუკუნის მატჩი ჭადრაკში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდნენ, იმჟამანდელი ჩემპიონი, საბჭოთა ბორის სპასკი და ამერიკელი ვუნდერკინდი რობერტ ფიშერი, რომელიც უკვე მაშინ, შეშლილ საჭადრაკო გენიოსად იყო აღიარებული და რომელიც მოგვიანებით ყველა დროის უდიდეს მოჭადრაკედ იქნა აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ვგრძნობდი რომ ასეთი დიდი აჟიოტაჟის უკან გაცილებით მეტი იდგა, ვიდრე ჭადრაკი და ვიდრე მხოლოდ სპორტული ინტერესი...

29 წლის რობერტ (ბობი) ფიშერს, ყველა ფავორიტად  მიიჩნევდა, მახსოვს როცა მამაჩემს ვკითხე, თუ ასეთი გენიოსია, რატომ აქამდე ვერ გახდა ჩემპიონი მეთქი, ასეთი ახსნა-განმარტება მივიღე: 1948 წლიდან მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ვლინდებოდა წრიული ტურნირით, ანუ როცა ყველა ერთმანეთს ეთამაშება და საერთო დაგროვილი ქულებით ვლინდებოდა გამარჯვებული, ყველაზე მეტი პრეტენდენტი კი სწორედ საბჭოთა კავშირს ყავდა, ამიტომაც წინასწარი შეთანხმების და მორიგების შედეგად, ჩემპიონები ყოველთვის საბჭოთა მოჭადრაკეები ხდებოდნენ, თანაც რიგრიგობით და ამ პროცესს რა თქმა უნდა მოსკოვი აკონტროლებდა. ჯერ კიდევ 1962 წელს, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად მოწყობილ ტურნირში, როცა ბობი ფიშერმა ეს შეამჩნია, მიხვდა რომ განწირული იყო წარუმატებლობისთვის და მარტოდმარტო აუჯანყდა ამ სისტემას.  მან საჯაროდ განაცხადა, რომ თუ არ იქნებოდა შემოღებული ოლიმპიური სისტემა, ის არ მიიღებდა მონაწილეობას ამ ტურნირებში, რითაც განარისხა ფიდე (მსოფლიო საჭადრაკო ფედერაცია), რომელსაც არაფრის შეცვლა არ უნდოდა. 

ფიშერი ისედაც არ უყვარდათ, ის ყოველთვის არღვევდა დადგენილ წესებს და რეგლამენტს, მას ძალიან დიდი მოთხოვნები ჰქონდა, უზარმაზარ ჰონორარებს ითხოვდა, თვლიდა რა რომ მოჭადრაკეები არ უნდა იღებდნენ მაგალითად მოკრივეებზე ნაკლებ ჰონორარებს (ტყუილად არ ეძახდა მას იგივე სპასკი ‘’ჩვენს პროფკავშირებს’’) ის სახალხოდ აცხადებდა, რომ ვერ იტანდა ებრაელებს (არადა თვითონაც ებრაელი იყო), ამხელდა მათ ანტი ამერიკანიზმში და საჭადრაკო ინტრიგებში, ამბობდა: ‘’მსოფლიო საჭადრაკო პოლიტიკას სწორედ ებრაული ლობი განაგებს’’ (მოწინავე მოჭადრაკეთა უმეტესობაც, განსაკუთრებით საბჭოელებისა უმთავრესად ებრაელები იყვნენ მაშინ). ამერიკული სპეცსამსახურები, ეჭვობდენენ რომ იგი სუკის აგენტი იყო. მას ვერ იტანდნენ მოსკოვშიც, რადგანაც ბობის ეზიზღებოდა კომუნისტებიც. მაგრამ მთავარი მისი პრობლემა მაინც ის იყო რომ ფიშერი ნამდვილი პარანოიკი იყო, ხშირად შერაცხადი, აბსოლიტურად უკონტროლო და არაპროგნოზირებადი. მან დიდი თავსატეხი გაუჩინა როგორც მსოფლიო საჭადრაკო წრეებს ასევე ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასაც, მაგრამ ყველას გაცნობიერებული ჰქონდა რომ ის იყო ერთადერთი, რომელსაც უზარმაზარი ავტორიტრტის მქონე ინტელექტუალურ საჭადრაკო სამყაროში, საბჭოთა ჰეგემონიის დამხობა შეეძლო. ეს უკვე ქვეყნის პრესტიჟის საქმე იყო. როგორც ამბობენ უშუალოდ ჰენრი კისინჯერი ჩაერთო ამ საქმეში და ალბათ ამის შედეგიც იყო, რომ 1970 წლისთვის ჩემპიონის გამოსავლენად მოქმედი სისტემა წრიულიდან ოლიმპიურზე გადაიყვანეს. რეზულტატი გამაოგნებელი აღმოჩნდა, ფიშერმა ჯერ ‘’რუსი’’ მარკ ტაიმანოვი დაამარცხა 6;0-ზე შემდეგ დანიელ ბენტ ლარსენიც მიაყოლა ასევე 6:0-ზე, ბოლოს იმდროინდელი ვიცე-ჩემპიონი (და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი), წარმოშობით თბილისელი ტიგრან პეტროსიანიც გაანადგურა. 6,5:2,5 და მანამადე უპრეცენდენტო რეზულტატით მოიპოვა უფლება შეხვედროდა ბორის სპასკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, რეიკიავიკში.

ის თუ რამოხდა რეიკიავიკში, ამაზე ჰოლივუდის ფილმიც არის გადაღებული, (თუმცა სპასკი, აღნიშნავს, რომ ბევრი რამ ამ ფილმში დამახინჯებული და მცდარია). ფიშერმა ნამდვილი სკანდალები მოაწყო, უამრავი მოთხოვნები და პრეტენზიები წაუყენა როგორც ორგანიზატორებს, ასევე ‘’ფიდეს’’. მან საპრიზო ფონდის გაორმაგება მოითხოვა, შედეგად სასწრაფოდ გამოიძებნა რომელიღაც ბრიტანელი სპონსორი რომელმაც 125,000 დოლარი გაიღო, რის შედეგადაც საპრიზო ფონდმა იმ პერიოდისთვის გაუგონარ თანხას მიაღწია - 250,000 დოლ… და აი აქ იჩინა თავი ფიშერის ნერვიულმა გაუწონასწორობამ, მან პირველი პარტია უხეში შეცდომის გამო დათმო, მაგრამ ეს წაგება დააბრალა ზედმეტ ხმაურს, ტელეკამერების ზუზუნს, მის მიმართ არაკეთილგანწყობას და მეორე პარტიაზე არ გამოცხადდა, სამაგიეროდ წამოაყენა ახალი მოთხოვნები: ცარიელი დარბაზი და კამერების გატანა. ეს უკვე მეტისმეტი იყო, მას წაგება ჩაეთვალა გამოუცხადებლობის გამო, ანუ ანგარიში 0:2. გახდა და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო რამ. ‘’ფიდეს’’ პრეზიდენტმა მაქს ეივემ, განუცხადა სპასკის, რომ მას შეეძლო უარი ეთქვა ფიშერის მოთხოვნებზე, შეეწყვიტა თამაში, რაც ავტომატიურად გამოიწვევდა იმას, რომ სპასკი შეინარჩუნებდა ტიტულს და ამ დავიდარაბისგან ყველა დაისვენებდა. დღემდე ყველას უკვირს, თუ რატომ დათანხმდა სპასკი ფიშერის მოთხოვნებს და რატომ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ორთაბრძოლა. დღეს ხომ შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა სასწორზე იდო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონის ტიტული, სასწორზე იდო პრესტიჟი, არა მარტო მისი, არამედ მთლიანად საბჭოთა კავშირის. სპასკი იგონებს რომ მას მოსკოვიდან დაურეკეს და დაჟინებით მოსთხოვეს მატჩის შეწყვეტა, მაგრამ სპასკი გაჯიუტდა და დაუპირისპირდა ამ უზარმაზარ საბჭოთა საჭადრაკო თუ იდეოლოგიურ მანქანას, რაც გმირობის ტოლფასი იყო. ბოროტი ენები ამბობენ, რომ მან ეს ფულის გამო გააკეთა, რადგანაც ‘’ასეთი გამარჯვების შემთხვევაში’’, იგი ვეღარ აიღებდა სრულ ჰონორარს. საბჭოთა მოჭადრაკეები მაშინ ძალიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ ასე ადვილად ჰონარარს ვერ აჭრიდნენ, (რაც საბჭოთა სისტემის მიღებული პრაქტიკა იყო სპორტსმენებთან მიმართებაში), ალბათ იმიტომ, რომ მოჭადრაკეებისთვის გაცილებით ადვილი იყო ინდივიდუალურად ემიგრაციაში დარჩენა, ვიდრე სპორტის გუნდური სახეობის წარმომადგენელთათვის. მე ტყულიად არ ვახსენე ის ფაქტიც, რომ საბჭოთა სპორტსმენების უმეტესობა, ებრაელები იყვნენ და სწორედ მაშინ დაიწყო ებრაელების შედარებით უპრობლემოდ გადინება საბჭოეთიდან ისრაელში. ამიტომაც მათ უფრთხილდებოდნენ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყავდათ. მაგრამ მეორეს მხრივ... 70-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირი იედეოლოგიურად, თუ პოლიტიკურად არანაკლებ გავლენიანი იყო ვიდრე ამერიკა,  მიმდინარეობდა უშეღავათო ცივი ომი, და ფიშერ-სპასკის დაპირისპირებაც, ამ ომის უმნიშვნელოვანესი, ინტელექტუალური ნაწილი იყო. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, სპასკის გამარჯვება სსრკს ინტელექტუალურ გამარჯვებად აღიქმებოდა. მაგრამ სპასკის არ უნდოდა ასეთი გამარჯვება - მას უნდოდა, ნამდვილ, უშეღავათო ბრძოლაში მოგება, ეს მისთვის თავმოყვარეობის საქმე იყო, როგორც სპორტსმენის, როგორც პიროვნების და როგორც ადამიანის. დღეს ასეთ რამეს არავინ არ იზამს, დღეს სპასკიც ნანობს მის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ალბათ სწორედ ასეთი მტკიცე გადაწყვეტილების შედეგად იქმნება ნამდვილი ისტორია, სადაც ღირსება უფრო მეტად ფასობს, ვიდრე უბრალოდ ტიტული, ტუნდაც ეს ტიტული უმაღლესი იყოს. დღეს სპასკი იმასაც ამბობს, რომ მას შეეცოდა ფიშერი, მას არ უნდოდა რომ ბობი საკუთარი შიშების და პარანოიის მსხვერპლი გამხდარიყო, ის დიდ პატივს სცემდა მას, როგორც მოჭადრაკეს და სწორედ უშეღავათო სპორტულ ბრძოლაში უნდოდა მისი დამარცხება. (სხვათაშორის მას მანმადე სამჯერ ყავდა დამარცხებული ფიშერი, ფიშერს არცერთხელ).

ამასობაში კი ბობი ამერიკიდან უამრავ გასამხნევებელ მესიჯს იღებდა და მანაც ირწმუნა საკუთარი ძალების, ასე იყო თუ ისე, მატჩი განახლდა და ფიშერიც მეთოდურად შეუდგა სპასკის განადგურებას. როცა ბობი დაწინაურდა, სპასკის მოთხოვნით, შემდეგი პარტიები,  უკვე აუდიტორიით გაჭედილ იმ დარბაზში ჩატარდა, რომელშიც მან პირველი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მას ამანაც ვერ უშველა. სპასკი დღეს უკვე ღრმად არის დარწმუნებული, რომ ფიშერს ჩამოყვა რამოდენიმე ისეთი კაცი, რომელთა ფუნქციაც იყო მოწინააღმდეგის ნერვიული სისტემა მწყობრიდან გამოეყვანა.  თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ის მზად იყო ფიშერის ექსტრავაგანტულ გამოხტომებისთვის (თურმე ფიშერს ისიც კი დაუჩივლია, რომ იმ სახლის ფანჯრებთან, სადაც ის დაბანაკებული იყო რეიკიავიკის მახლობლად, ერთ მშვენიერ დღეს სრულიად გაქრნენ ჩიტები, რომლებიც მას ნერვიულ სისტემას უმშვიდებდნენ და ამასაც სპასკის ბანაკს აბრალებდა). სპასკი დღეს იმაშიც დარწმუნებულია, რომ მისი ერთერთი საჭადრაკო მრჩეველი ესტონელი ივო ნეი, საერთოდ “ცსს”-ს აგენტი იყო და ფარულად ფიშერის გუნდს იმფორმაციასაც კი აძლევდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო რასაც  ამბობს, არის ის, რომ თურმე დარბაზში იჯდა ვიღაც, რომელიც მიკრო ლაზერული ხელსაწყოებით მასზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდა, რის შედეგადაც მას მცირე ხნით კონცენტრაცია ეკარგებოდა და იბნეოდა. მაშინ თურმე როგორც “სუკ”, ასევე “ცსს”, აქტიურად მუშაობდნენ ასეთ ტექნოლოგიებზე და პირველად სწორედ ჩემს წინააღმდეგ გამოსცადეს ფიშერთან შერკინების დროსო, თანაც დასძენს, რომ მას მაშინ არც შეეძლო ასეთი რამ სცოდნოდა. თუმცა მომავალში მსგავსი პრეცენდენტი რომელიღაც ტურნირზე გამოაშკარავდა და ეს კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს ეჭვებს უკვე დღეს-ო. სხვათა შორის მოჭადრაკეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების პრაქტიკა დანერგილი ყოფილა მანამდეც, სპასკი ასეთ ისტორიას იხსენებს, რომ ერთხელ თბილისში, როდესაც იგი მიხელ ტალს (საბჭოთა მოჭადრაკე, ასევე ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონი) ეპაექრებოდა…..დარბაზში იმყოფებოდა სახელგანთქმული მაგი ვოლფ მესინგი (სტალინის ფავორიტი), რომელიც თურმე ტალს ეხმარებოდა ამ უპრინციპულეს შეხვედრაში. ასე რომ ჩემი ეს ეჭვები სულაც არ არის უსაფუძვლოო. თუმცა იმასაც აღიარებს რომ ფიშერი შეუდარებელი იყო მაშინ, ერთერთი პარტიის დასრულებისას, სპასკი წამოუდგა კიდეც და ოვაციები გაუმართა მოწინააღმდეგეს. ასეა თუ ისე ფიშერმა საბოლოოდ დამაჯერებლად12,5:8,5 დაამარცხა ბორის სპასკი და შეწყვიტა საბჭოთა ჰეგემონია მსოფლიო ჭადრაკში. რა თქმა უნდა, ეს დეტალები არა თუ მე, არამედ საერთოდ არავინ იცოდა მაშინ და მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი (თუ ყველფერი მართალია). მოგვიანებით გავაცნობიერე ისიც, რომ ამ საჭადრაკო მოვლენის უკან, თითქოს ორი სისტემის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და თითქოს ამ შერკინებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი სამყარო იყო უფრო ძლევამოსილი, საბჭოთა სოციალისტური, თუ ამერიკული კაპიტალისტური. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან  მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა მაშინ,,, დღეს, არათუ მე, საჭადრაკო წრეებს მიღმა არავის აინტერესებთ თუ რა ხდება ჭადრაკში, ვინ გახდება ჩემპიონი ანდაც ვინ იყო თუნდაც ხუთი წლის წინ, რატომ? იმიტომ რომ აღარ არიან დიდი პიროვნებები, ისეთები რომლებიც არასოდეს გახდებიან, არც პოლიტიკური არც ეკონომიური და არც სპორტული ისტებლიშმენტის მარიონეტები.   გარი კასპაროვმა ერთხელ თქვა: "ფიშერი მარტოდმარტო შეერკინა უმძლავრეს საბჭოთა საჭადრაკო მანქანას, და მარტოდმარტომ დაამარცხა ის’’. მაგრამ არანაკლები წვლილი მიუძღვის ამ ისტორიაში ბორის სპასკისაც, რომელმაც უზარმაზარი საბჭოთა წნეხის პირობებში, საოცარი სიმტკიცე და პრინციპულობა გამოიჩინა. სწორედ ასეთი არაორდინალური, უკომპრომისო ადამიანები ხდებიან ისტორიის ჭეშმარიტი შემოქმედნი, ისეთი ამაღელვებელი ისტორიისა, რომელიც სცილდება სპორტული ისტორიის საზღვრებს და ხშირად ნამდვილ ადამიანურ (თუნდაც იგივე პოლიტიკურ ანდაც სოციალურ) დრამად გარდაიქმნება ხოლმე. სპასკის არ აპატიეს არც რეიკიავიკი და არც ბევრი სხვა რამ, ისიც იძულებული გახდა  დაეტოვებინა სსრკ და საფრანგეთში გადაბარგებულიყო. ფიშერისთვის  სპასკისთან მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდა მის ოფიციალურ საჭადრაკო კარიერაში, მან ყველაფრის მიმართ ინტერესი დაკარგა, მალე ამერიკის გმირიდან, ამერიკის ლამის ნომერ პირველ მტრად გადაიქცა, საბოლოოდ ისევ ისლანდიამ მისცა თავშესაფარი და მოქალაქეობაც, სადაც ის ყოველთვის გმირად ითვლებოდა. რეიკიავიკში დასახლდა და იქვე გარდაიცვალა 2008 წელს.. მანამადე კი მან ზუსტად გაწერა, ვინ უნდა დასწრებოდა მის დასაფლავებას, მოჭადრაკეებიდან მან დაპატიჟა მხოლოდ ლაიოშ პორტიში,…ანდრე ლილიენტალი და რა თქმა უნდა, ბორის სპასკი. ხოლო სამგლოვიარო პროცესიის მუსიკალური თანხლება აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტომ ჯონსის სიმღერა "Green Green Grass Grass of Home",  რომლის ღიღინი თურმე ასე ყვარებია ბობის ქუჩაში სეირნობისას. აი ასეთი პარადოქსალური, კონტროვერსიალური, მოურჯულებელი და უაღრესად არაპოლიტქორექტული კაცი იყო ბობი ფიშერი, ისეთი, როგორებიც უკვე აღარ იბადებიან და რომელმაც მეოცე საუკუნის ისტორიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი  ფურცელი დაწერა. 

პ.ს. რაც შეეხება ბორის სპასკის, ის ჯერ კიდევ ცოცხალია, და უაღრესად მოკრძალებულად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბნის ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე, ერთოთახიან ბინაში, მარტო.


მსგავსი

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

18 March 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

18 March 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

18 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

18 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

18 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

18 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

18 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

18 March 2016

Old Firm

18 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

18 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

18 March 2016

ორი „სამეული“

18 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

18 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

18 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

18 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

18 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

18 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

18 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

18 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

18 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

18 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

18 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

18 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

18 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

18 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

18 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

18 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

18 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

18 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

18 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

18 March 2016

ჩაშლილი რეისი

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

18 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

18 March 2016

მსხვერპლი

18 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

18 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

18 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

18 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

18 March 2016

13 მაისი

18 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

18 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

18 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

18 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

18 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

18 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

18 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

18 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

18 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

18 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

18 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

18 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

18 March 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

18 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

18 March 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

18 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

18 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

18 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

18 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

18 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

18 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

18 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

18 March 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

18 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

18 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

18 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

18 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

18 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

18 March 2016