18 March 2016
  • 1115 ნახვა

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

წინა კვირის ბლოგში თანამედროვე ლიტერატურულ ტენდეციებზე ორიოდე სიტყვა დავწერე,  თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჩემი აზრი სრულყოფილად გამომემზეურებინა მკითხველ საზოგადოებაში(ცალკე საკითხია თუ აინტერესებს ვინმეს საერთოდ?!) , ხოდა გადავწყვიტე ახალი სტატიის თემად სწორედ პოსტმოდერნისტული პროზა( და არა პოეზია, რადგან მგონია რომ ამ მეორე შემთხვევაში ჩემი ცოდნა რამდენიმე ქართველი პოეტით შემოიფარგლება...) ამეღო, რომელსაც ზემოთხსენებული პატივცემული მკითხველი საზოგადოების უმრავლესობა (მოდი გულზე ხელი დავიდოთ და ერთხმად ვაღიაროთ) დიდად არ წყალობს. აი ეს კი ცალკე საკითხია, რომელზეც მე კი არა, ყველა უნდა იმაღლებდეს ხმას. ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენო და სიმართლე გითხრათ მიჭირს ამ იდეასთან შეგუება, მაგრამ ვაღიარებ, რომ ყველა ერს(ჩვენს შემთხვევაში სოციუმს) თავისი სტანდარტები და შეფასების განსხვავებული კრიტერიუმები აქვს სხვადასხვა საკითხში. რასიზმში ან ნაციონალიზმში იმედია არ ჩამითვლიან, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ, ქართველები და იქ.. მაგალითად, ინდოელები განსხვავებულად აღვიქვამთ სილამაზეს. ამის დასტურად მრავალი ქართული ტელეარხი გამოდგება შუადღის ეთერში.. მოკლედ, დიდად რომ არ გადავუხვიო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და  პირდაპირ ვიტყვი, რომ როგორც ქართულ, ისევე თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას ხალხი ალმაცერად უყურებს. არ ვიცი ეს ვისი დანაშაულია, თუ არა ისევ ჩვენი(აქტიურ მკითხველს ვგულისხმობ.. სხვებს არ ვეხები) და ჩვენვე უნდა ვეძიოთ ამ პრობლემის აღმოფხვრის გზები.. რატომაა მკითხველის ბრალი.. აქ მთავარი ე. წ. გაპოპულარების პრობლემაა და მგონია, რომ ჩვენ პიარს ვერ ვუკეთებთ იმ წიგნებს, რომლებიც ამას იმსახურებს.. ეს საუკუნე, ეს ეპოქა ზოგადად პიარის კანონებს ემორჩილება.. უკუღმართი მარკეტინგი და რეკლამირება კი საბოლოოდ ანგრევს ამ საცოდავ ბეწვის ხიდს(თანამედროვე და პირობითად კლასიკურ ლიტერატურას შორის). მე რომ ვინმე დამწყებმა მკითხველმა(დამწყებმა რა.. აი კლასიკა.. ჰიუგო, ბალზაკი რომ გადაზუთხული აქვს და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მერე ანი ბანი არ წაუკითხავს)  მკითხოს, რამე კარგი თანამედროვე წიგნი მირჩიეო, მომკალი და არასდროს ვურჩევ კოელიოს ან ბორის აკუნინს.. როცა ვიცი ისეთი ბუმბერაზი ავტორების შესახებ, როგორებიცაა ეკო, მარკესი და ჩემ მიერ მრავალგზის ნახსენები ჭილაძე, დოჩანაშვილი(რომელსაც მემგონი დიდი პიარი აღარც სჭირდება), მურაკამიც.. მაგრამ სამწუხაროდ, ამ გზააბნეულ ხალხს მარტივად საკითხავ ავტორს აჩეჩებენ ხოლმე ხელში და მათაც რა თქმა უნდა არასწორი დამოკიდებულება უჩნდებათ თანამედროვე ლიტერატურაზე. მათიც მესმის და კონსერვატორად არ ვთვლი, რადგან რასაც ხედავენ, იმით სჯიან, მაგრამ მაინც გამორჩებათ მედლის მეორე მხარე.

დროებით, დავანებოთ თავი ამ აწ უკვე გარდაცვლილ(მაგრამ მაინც თანამედროვე ავტორებს) და ყურადღება ცოცხლებზე გადავიტანოთ, რადგან როგორც ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერლის სატირულ–პაროდიულ–დეტექტიურ–თავსატეხ–ფენტეზ–ფანტაზ–დაკიდევრაღაცგამოგვრჩა რომანში ვკითხულობთ, ადამიანს მაშინ აფასებენ, როდესაც ის უეცარი სიკვდილით ან სუიციდის გზით წავა სააქაოდან. შესაბამისად მათ უკვე თვითპიარისკენ ერთი ნაბიჯი უნებურად გადადგეს და მკითხველი ავად თუ კარგად გამოუჩნდებათ, მაგრამ ცოცხლებს რაღა ეშველებათ, ისინიც ზემოთმინიშნებული რომანის მთავარი გმირის ნაირად სიცოცხლეს ბურჯ ხალიფადან გადმოხტომით ხომ არ გამოემშვიდობებიან, რათა სანატრელი პოპულარობა მოიპოვონ.  აი მათ სჭირდებათ სწორედ პიარი(მაგრამ არა ისეთი ახლა მე რომ გავუკეთებ.. ). ისინი თქვენგან, ზუსტად თქვენგან, ჩემო პატივცემულო მკითხველო, ისევ და ისევ თქვენგან ელიან მხარდაჭერას და დაფასების მოლოდინში წლები გაჰყავთ. ისინი რა თქმა უნდა თქვენთვის(ამ შემთხვევაში ქართველებს მივმართავ.. კერძოდ..) წერენ, წვალობენ, სიტყვებს და გაფრენილ მუზებს დაეძებენ, იქნება წელიწადში ერთხელ მაინც რაღაც დაწერონ..(ეს კიდევ ცალკე საკითხია.. ქართველი ავტორების პროდუქტიულობას ვგულისხმობ.. ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ ისინი ძალზედ ცოტა რომანებს წერენ(აკა მორჩილაძის ფენომენს თუ არ ჩავთვლით) და თანაც ეს ახალი ჭირი არაა.. მაგ.მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პროზაში სულ რამდენიმე რომანი გვაქვს, როცა მხოლოდ ჟიულ ვერნს ალბათ ხუთ ათეულზე მეტი აქვს დაწერილი.. აქეთ საუკუნეში ჩვენმა მწერლებმა რატომღაც ამოიჩემეს ციფრი ექვსი და ამდენივე რომანი დაწერეს მაგ: ჯავახიშვილმა(ნუ დახვრიტეს.. თორემ კიდევ დაწერდა), გამსახურდიამ, ქარჩხაძემ, დუმბაძემ, ჩემ მიერ ჩაციკლულმა ძმებმა ჭილაძეებმა და ა. შ.).  ხო კიდევ გამომრჩა ოთარ ჩხეიძე..(ეს კიდევ გამოსაკვლევი მყავს.. კარგი გაგებით).  აი ამ თამაშ–თამაშში ბლოგის მთავარი მიზანი დამავიწყდა და ამისთვის ბოდიშს გიხდით.. ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავი აღარ მოგაბეზროთ ჩემი რჩევით(თუ მიიღებთ, არ ინანებთ) უბრალოდ სცადეთ და ისეთ ადამიანებს, რომლებიც დოსტოევსკი–ტოლსტოიზე გაჩერდნენ და ჰგონიათ, რომ იმის იქით რაც დაწერილა აღარაა იმ დონის, უბრალოდ გააცანით კარგი ავტორები(რთულიც რაღათქმაუნდა)  და სთხოვეთ არ განსაჯონ ეპოქა წაუკითხავად, უნახავად, შეგრძნობის გარეშე..  მე კი მხოლოდ ის შემიძლია, რომ გაგიმხილოთ ზემოთ ნახსენები სატირულ–პაროდიულ–დეტექტიურ–თავსატეხ–ფენტეზ–ფანტაზ–დაკიდევრაღაცგამოგვრჩა რომანის სახელი, რომელსაც „ბესტსელერი“ ჰქვია და ვიმედოვნებ მალე გაამართლებს თავის სახელს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ბექა ადამაშვილის ეს წიგნი დიდი ბიძგია (პოსტ) თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში თავიანთი გზის მაძებარ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ჟანრულ პროზაში თავის გამოცდა სურთ.. და.. (მემგონი რაღაც წილ.. „ბესტსელერის“ პიარიც გამომივიდა).

ლუკა ფადიურაშვილი, 16 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა. 
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

18 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

18 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

18 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

18 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

18 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

18 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

18 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

18 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

18 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

18 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

18 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

18 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

18 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

18 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

18 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

18 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

18 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

18 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

18 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

18 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

18 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

18 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

18 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

18 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

18 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

18 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

18 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

18 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

18 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

18 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

18 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

18 March 2016