21 March 2016
  • 2399 ნახვა

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

ორიოდ დღის წინ რუმინელები რეკორდული ოცდაცხრა (29) ქულით ისე დავამარცხეთ, თითქოს ერთა თასის 1A დივიზიონში ახლად ამოსული გუნდი იყოს. ამ გამარჯვების შედეგად დაიწყო საუბარი, რომ რუმინეთი ყველა სხვა დანარჩენთან ერთად გუშინდელი დღეა და მათზე ერთი თავით მაღლა ვდგავართ. ამ არგუმენტს კი ისიც ამყარებს, რომ რაგბი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე,  ჩვენმა 18 წლამდე ნაკრებმა თავისხელა „მუხები“ 51:10 მოსრა.

„ბორჯღალოსნების“ გამარჯვება იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ  რუსეთის რაგბის კავშირმაც კი ოფიციალურად (თანაც ინგლისურ ენაზე) მოგვილოცა ტურნირის მოგება და გვისურვა ისეთი ტესტები როგორსაც ვიმსახურებთ, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ რუმინეთს აკლდნენ ისეთი მორაგბეები, როგორებიც კატალინ ფერკუ, ოთარ ტურაშვილი, პაულიკა იონი და მიჰაი ლაზარი არიან.

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოვედით აქამდე, რადგან რუმინეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდთაგან ერთადერთია, რომელსაც უკლებლივ ყველა მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

რუმინული რაგბის მიღწევების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა მოკლედ უნდა ითქვას, რომ „მუხებს“ წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე ფრანგები რვაჯერ ჰყავთ დამარცხებული. ამავე პერიოდში მათ ორ-ორჯერ მოიპოვეს გამარჯვება შოტლანდიელებთან (1984-1991) და უელსელებთან (1983 – 1988), ხოლო 2004 წელს კი სულაც ექვს ერში მოასპარეზე იტალია დაამარცხეს 25:24.

პირველად ამ მრისხანე მეტოქესთან 1998 წლის 18 ნოემბერს ვითამაშეთ, არა თბილისში, არა ბუქარესტში, არამედ დუბლინში, მრავლის მნახველ ლენსდაუნ როუდზე, რომელიც შემდეგ დაანგრიეს და მის ადგილას განახლებული „ავივა სთედიუმი“ წამოჭიმეს. სწორედ ირლანდიაში დაიწყო ჩვენთვის ალბათ ყველაზე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი მეტოქეობა, თან დაიწყო „ბორჯღალოსნების“ მარცხით - ანგარიშით 23:27. 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩში ცალსახად გამოიკვეთა რუმინელთა უპირატესობა, მაგრამ აშკარა იყო ისიც, რომ „ბორჯღალოსნები“ არაფრის დათმობას აპირებდნენ.

ამ დროისათვის რუმინეთში 9 ნომერზე უკვე ჰყავდათ პეტრე მიტუ, ლეგენდარული მორაგბე, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 25 წლის ასაკში რაგბის თამაშს თავი დაანება, ქართველ გულშემატკივარს მაინც დიდი ხნით დაუტოვა არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებები. მიტუს საკმაოდ ტრაგიკული ისტორია ცალკე მოსაყოლი ამბავია...

ასევე ცალკე და ვრცლად მოსაყოლი ამბავია 2001 წელს გამართული მატჩში ლევან ცაბაძის გმირობა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ხერხემლის საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო (პოტენციურად კარიერის დამასრულებელი), მაინც დაბრუნდა მოედანზე და გადამწყვეტი ლელოც დადო. 

1999 წელს, მეორე თამაში უკვე თბილისში ვითამაშეთ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, სადაც ასევე მცირე ანგარიშით 20:23 გვძლიეს. ასე რუმინელთა უპირატესობით მიმდინარეობდა დაპირისპირება 2006 წლის ჩათვლით. 2002 წელს შემოღებული ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც „მუხებსა“ და „ბორჯღალოსნებს“ შორის თამაშდება, ზედიზედ სამი წელი მათ შეინარჩუნეს და მხოლოდ 2005 წელს მოვახერხეთ მეტოქისათვის მისი ართმევა.

მორიგი ისტორიული დაპირისპირება 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე შედგა. რუმინეთი ამ ტურნირზე რეპეშაჟის გავლის შედეგად მოხვდა  და ჩვენს ჯგუფში ჩაჯდა. სწორედ მსოფლიო თასზე მოვუგეთ რუმინელებს გუშინწინდლამდე რეკორდული - 16 ქულიანი სხვაობით.

მცირეოდენი პერსპექტივისათვის - 2012 წლამდე რუმინელებს მეტი მატჩი ჰქონდათ ჩვენთვის მოგებული, ვიდრე ჩვენ მათთვის, კერძოდ ანგარიში რვით შვიდი იყო. 2012 წელს ბუქარესტში გავუთანაბრეთ და მას მერე რუმინელებთან თამაში აღარ დაგვითმია.

თამაში არ დაგვითმია, მაგრამ მარტივადაც ვერ ვუგებდით. სიმარტივე რა სათქმელია - 2013-ში სტუმრად სულაც ფრე ვითამაშეთ და მათ საუკეთესო მექულეს, ფლორინ ვლაიკუს რომ ჯარიმების დარტყმისას ევარგა, დიდი ალბათობით წავაგებდით კიდეც.

პირველი „მარტივი“ გამარჯვება რუმინელებთან სწორედ 2016 წლის 19 მარტს შედგა. საქართველო იდეალურთან მიახლოვებული შემადგენლობით დაუხვდა რუმინელებს და იდეალურთან მიახლოვებული მატჩიც ჩაატარა. ოც მატჩიან დაპირისპირებაში პირველად მოხდა, რომ რუმინეთთან ბონუს ქულის აღება მოვახერხეთ (4-ზე მეტი ლელოს დადების შედეგად), პირველად მოხდა, რომ 29 ქულის უპირატესობით მოიგო რომელიმე გუნდმა (მანამდე, 2006 წელს რუმინელებს ჰქონდათ 25 ქულით მოგებული ჩვენთვის) და პირველად მოხდა, რომ თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ქართველ გულშემატკივარს ოდნავადაც არ უნერვიულია.

ძალიან მოკლედ რომ დავახასიათოთ ჩვენი მეტოქეობა: ოცი გამართული მატჩი, თერთმეტი გამარჯვება, ერთი ფრე და რვა მარცხი.

მოცემული მომენტისათვის ასეთია ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“. ამბავი, რომელშიც ბევრი გმირობის ისტორიაა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. მე იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა რუმინეთი ჩვენთვის გუშინდელი დღე არ გახდება, გამონახავს რესურსს, მოახერხებს პროგრესირებას და ერთ დღესაც აღმოსავლეთ ევროპის ორ გუნდს ერთად გაგვიღებენ სარაგბო ელიტის საკმაოდ უსამართლოდ და მჭიდროდ დახურულ კარს. 

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

21 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

21 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

21 March 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

21 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

21 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

21 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

21 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

21 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

21 March 2016

Old Firm

21 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

21 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

21 March 2016

ორი „სამეული“

21 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

21 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

21 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

21 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

21 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

21 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

21 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

21 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

21 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

21 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

21 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

21 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

21 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

21 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

21 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

21 March 2016

ჩაშლილი რეისი

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

21 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

21 March 2016

მსხვერპლი

21 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

21 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

21 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

21 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

21 March 2016

13 მაისი

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

21 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

21 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

21 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

21 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

21 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

21 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

21 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

21 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

21 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

21 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

21 March 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

21 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

21 March 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

21 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

21 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

21 March 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

21 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

21 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

21 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

21 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

21 March 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

21 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

21 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

21 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

21 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

21 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

21 March 2016