23 March 2016
  • 997 ნახვა

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

რამდენი ადამიანი არსებობს საქართველოში, რომელსაც გაუმართლა და მისი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მოხვდა, მერე კიდევ უფრო გაუმართლა და ამ ფინალს დაესწრო, ამის შემდეგ პირველ ტაიმში არ გაუმართლა, რადგან მისი საყვარელი გუნდი სამით ნულს აგებდა, მაგრამ ბოლოს ისე გაუმართლა, რომ მისმა საყვარელმა გუნდმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა? არის ასეთ ისტორიაში ინფარქტის წინაპირობის მსგავსი, მაგრამ მამაჩემი ყველაფერს გადაურჩა, ინფარქტსაც, მილანის გულშემატკივრებთან კონფლიქტსაც და ათათურქის სტადიონიდან გამოსულს სახეზე მთელი მსოფლიოს ბედნიერება ეხატა.

ცხადია არ მწყენია სტადიონზე რომ ვერ მოვხვდი და ცხადი იმიტომ არის, რომ სტამბულშიც ზუსტად იმიტომ წავედით, რომ სადღაც გაგვიმართლებდა და ორს თუ არა, ერთ ბილეთს მაინც ვიშოვიდით ადგილობრივი გადამყიდველისგან და ასეც მოხდა - მეტზე უბრალოდ ფული არ გვეყო. 

მამაჩემმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ სტადიონზე მე უნდა შევსულიყავი, მაგრამ ვერ გავბედე. მიუხედავად იმისა, რომ არც ლივერპული და მით უფრო არც მილანი არ არიან გუნდები, რომლებმაც ფეხბურთი შემაყვარეს და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა თუ ამ თამაშს არ დავესწრებოდი, ცოტათი გული მაინც დამწყდა, როცა საბოლოოდ დავარწმუნე მამაჩემი, რომ ის ერთი ბილეთი მას ეკუთვნოდა და არა მე. ის იყო ბილეთი, რომელიც აუცილებლად გააბედნიერებდა. მართალია პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მამაჩემს სტადიონზე, მე კი - მის მიღმა, ორივეს ეჭვი შეგვეპარა ბილეთის იღბლიანობაში, მაგრამ საბოლოოდ ორივე შევცდით. თან მაგრად შევცდით. 

როცა მამაჩემი სტადიონზე იჯდა და ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფინალს უყურებდა, მე სტადიონს გარეთ, ერთ-ერთ ღია ბარში ვუყურებდი იმ ტკივილს, რასაც მამაჩემი გრძნობდა. თავი იტალიური პორნოს გმირი მეგონა, რადგან წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, სულ ის იტალიელები იყვნენ, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა. ლივერპულის განადგურებას სულაც არ განვიცდიდი, მაგიჟებდა მამაჩემის ცრემლიანი თვალები, რომელსაც ვერ ვხედავდი. 

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ სტამბულის ტურისტული ბუკლეტი გადავშალე და ვეძებდი რომელიმე უახლოეს ისტორიულ ანანიზმს, სადაც შლოპანციანი და ზურგჩანთამოკიდებული დოყლაპია ტურისტივით ვივლიდი. 

ასეც მოვიქეცი. უბრალოდ შლოპანცები არ მქონდა. რამდენიმე სულელური ფოტო გადავიღე და უცებ ჩავუარე პატარა კაფეს, სადაც დავინახე, როგორ წამოხტა ლივერპულის მაისურიანი თურქი სკაუზერი და ხელები ზევით აღმართა. 

3:1.

სიხარულის გამომხატველი რამდენიმე ჟესტის შემდეგ ეს ადამიანი-ბედნიერება კიდევ ერთხელ წამოხტა და ახლა უკვე იმხელა ხმაზე იღრიალა, ზუსტად დავინახე ფეხზე წამომხტარი მამაჩემი, რომელიც თამაშის დასრულებამდე აღარ დაჯდებოდა. 

3:2.

სხვა გზა აღარ მქონდა. ამხელა სტამბულში ვიპოვე ერთადერთი ფორტუნა და იქიდან ფეხი აღარ უნდა გამედგა. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ლივერპულის მეორე გოლის შემდეგ ძალიან ძალიან მალე თურქი სკაუზერი კიდევ უფრო ხმამაღლა აყვირდა და გვაჩვენა ის, რასაც ქართული თეატრის რეჟისორები თხოვენ მსახიობებს - მეტი ექსპრესია. 

თამაში როგორ დასრულდა, ყველამ კარგად იცით - ეს იყო უდიდესი ფინალი და თუ სადმე სამართალი არსებობს, ეს ფინალი სწორად ლივერპულს უნდა ჩაეტარებინა და ამ თამაშის საყურებლად სწორად მამაჩემი უნდა მჯდარიყო იქ, სადაც იჯდა. 

თურქ სკაუზერს ზეკი ერქვა. აღმოჩნდა, რომ თვითონ ლივერპულში ცხოვრობს. მეუღლე ყავს ლივერპულელი, ოღონდ არის დღეები, როცა ერთმანეთს ვერ იტანენ - ეს არის მერსისაიდული დერბი - ზეკის ცოლიც და ცოლის მთელი წინაპრებიც ევერტონის ქომაგები არიან. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. ზეკი ცოლის გარეშე უყურებდა ფეხბურთს. სტადიონზე იმიტომ ვერ მოხვდა, რომ არ იცოდა, ინგლისიდან დაბრუნებულს უკან, თავის მეუღლესთან თუ დააბრუნებდნენ. ერთი სიტყვით, ვიზის პრობლემა ჰქონდა, ამიტომაც არ უყიდია თამაშის ბილეთი. ბოლო მომენტში კი მიიღო სამუშაო ვიზა, მაგრამ თამაშშზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდული იყო, ზეკს კი მამაჩემივით არ გაუმართლა - ვერც გადამყიდველისგან იყიდა ბილეთი და ვერც ვერავის წაგლიჯა. სამაგიეროდ, როცა მე მამაჩემის ამბავი მოვუყევი, არ ვიცი რატომ, როგორ ან რანაირად, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირა და მითხრა: ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ შენ მამაშენი შეუშვი სტადიონზე და აუსრულე ის ოცნება, რაზეც სულ ოცნებობდაო. 

ზეკს დავემშვიდობე. მამაჩემს აეროპორტში შევხვდი. ის ემოციებისგან იყო დაცლილი. მე - მთვრალი. თბილისის აეროპორტში როცა გავიღვიძე, მითხრა: ეს ის მოუნელებელი გოლები იყო, გუცაევმა, შენგელიამ და ჩივაძემ რომ შეყარეს ერთდროს და როგორც ჩვენთან, ისე ლივერპულშიც ვერ ივიწყებენო. 

დაუთმეთ მამებს ბილეთები.


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

23 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

23 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

23 March 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

23 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

23 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

23 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

23 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

23 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

23 March 2016

Old Firm

23 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

23 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

23 March 2016

ორი „სამეული“

23 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

23 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

23 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

23 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

23 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

23 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

23 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

23 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

23 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

23 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

23 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

23 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

23 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

23 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

23 March 2016

ჩაშლილი რეისი

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

23 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

23 March 2016

მსხვერპლი

23 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

23 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

23 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

23 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

23 March 2016

13 მაისი

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

23 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

23 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

23 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

23 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

23 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

23 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

23 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

23 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

23 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

23 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

23 March 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

23 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

23 March 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

23 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

23 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

23 March 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

23 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

23 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

23 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

23 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

23 March 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

23 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

23 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

23 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

23 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

23 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

23 March 2016