24 March 2016
  • 1375 ნახვა

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

ფეხბურთის ყურება ადრეული ასაკიდანვე დავიწყე. მაშინვე გამიჩნდა ინტერესი მისი წარსულის, ისტორიის შესახებაც. ჩემს გატაცებას სახლშიც აღტაცებით შეხვდნენ და დაიწყეს ჩემი მომარაგება საფეხბურთო ლიტერატურით და ვიდეოთეკით,რასაც შესაშური სისწრაფით ვითვისებდი.ერთი კასეტა იყო, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია. რა ვიდეო მასალაც არსებობს თითოეულ ჩემპიონატზე, შეგროვებული და ნაჩვენები. მთლიანი მატჩები არა, მაგრამ ყველა მატჩის მიმოხილვა იყო. ვუყურებდი 17 წლის პელეს გატანილ გოლს შვედეთის ნაკრებთან, გარინჩას ფინტებს, 1954 წლის უნგრეთის ნაკრების, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის თამაშს, როგორ მოტეხეს ფეხი პელეს 1966 წელს, როგორ ჩატოვა ჯგუფში ჩრდ. კორეამ იტალია... მგონი ნელ-ნელა მთელი კასეტა მახსენდება და სანამ გულშემატკივართა ინტერვიუებიც გავიხსენე, ჯობია სათქმელზე გადავალ.

განსაკუთრებით 1974 წლის ჩემპიონატი მომწონდა და ხშირად ვახვევდი ხოლმე. ვერ დავიჩემებ, მაშინვე განვითარებული მქონდა აღქმა და გემოვნება თქო, მაგრამ მაინც რატომღაც გამორჩეულად მომწონდა ნარინჯისფერი ჰოლანდიის თამაში. თან ალბათ ის გავლენაც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ სწორედ ჰოლანდიას ვგულშემატკივრობდი. ევრო 2000-ის დრო იყო, იტალიასთან რომ წააგეს ნახევარფინალი, სამი თერთმეტმეტრიანი რომ გააფუჭეს თამაშიდან და მერეც პენლებში წააგეს. ძალიან განვიცადე.

ჰოდა, ამ კასეტაზე 1974 წლის ჰოლანდიას ვუყურებდი ხშირად. კრუიფთან ერთად ნეესკესიც მომწონდა. იმას კი აღვიქვამდი, რომ  დანარჩენი გუნდებისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდნენ. 

მაშინ არ ვიცოდი და მერე შევიტყვე, რომ ეს განსხვავება იყო გარდამტეხი მომენტი ფეხბურთის ისტორიაში. აქ დაიბადა ტოტალური ფეხბურთი, სადაც მცველს შეტევაში წასვლა შეეძლო და თავდამსხმელს დაცვაში თამაში. ამ ტაქტიკამ მოაგებინა ,,აიაქსს'' ჩემპიონთა თასი სამჯერ ზედიზედ და გაიყვანა ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც მასპინძელ გერმანიასთან დამარცხდნენ, ვისაც შესარჩევი ეტაპი არ უთამაშია და მათ ტაქტიკაზე დაკვირვების მეტი დრო ჰქონდა.

ამ ლამაზი და ესთეტიური ფეხბურთის მოთამაშე გუნდებს  იოჰან კრუიფი ლიდერობდა. ბევრი თამაში მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით და მუდმივად იქცევს ყურადღებას თამაშის მანერით. რომც არ გამოუვიდეს ფინტი, პასი ან დარტყმა, მაინც ყოველთვის იგრძობა რაღაცნაირი გრაციოზულობა და სილამაზე. ბურთთან მოპყრობის განსაკუთრებული, ნატიფი მანერა.

ხშირად არის პოლემიკა საკითხზე არის თუ არა ფეხბურთი ხელოვნება. მე, ადამიანს რომელსაც ნანახი მაქვს იოჰან კრუიფის თამაში, ღრმად  მწამს, რომ ფეხბურთი სწორედ ხელოვნებაა. კრუიფი არის სწორედ უმთავრესი არგუმენტი ფეხბურთის, როგორც ხელოვნების აღსაქმელად.

კარიერის დასრულების შემდეგაც ვერ ისვენებდა და ახალი ტაქტიკური იდეებით ასაზრდოებდა ფეხბურთს. მისი ტაქტიკა ყოველთვის იმარჯვებდა. შეიძლება, ყოველ წელს ტიტული ვერ მოეგო, მაგრამ გულშემატკივართა გულს და მადლიერებას კი იგებდა სანახაობრივი და ესთეტიური სიამოვნებისთვის, რასაც მისი ფეხბურთის ცქერა ანიჭებდათ.

მსოფლიოს ბევრი დიდი ფეხბურთელი ახსოვს, მაგრამ ფეხბურთს კრუიფი მარტო ერთი ჰყავდა. კაცი, რომელიც შემოქმედებით იყო სავსე და ახალ სიტყვებს ამბობდა ფეხბურთში, ქმნიდა და თვითონვე ანადგურებდა ახალ-ახალ სტილს და საფეხბურთო ფილოფიას, თუმცა ესთეტიურობიდან არასდროს გადაუხვევია .

იოჰან კრუიფი იყო საფეხბურთო ხელოვნება, ხელოვნება კი უკვდავია.

მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

24 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

24 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

24 March 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

24 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

24 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

24 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

24 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

24 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

24 March 2016

Old Firm

24 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

24 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

24 March 2016

ორი „სამეული“

24 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

24 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

24 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

24 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

24 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

24 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

24 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

24 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

24 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

24 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

24 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

24 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

24 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

24 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

24 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

24 March 2016

ჩაშლილი რეისი

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

24 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

24 March 2016

მსხვერპლი

24 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

24 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

24 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

24 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

24 March 2016

13 მაისი

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

24 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

24 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

24 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

24 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

24 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

24 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

24 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

24 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

24 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

24 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

24 March 2016

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

24 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

24 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

24 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

24 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

24 March 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

24 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

24 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

24 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

24 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

24 March 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

24 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

24 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

24 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

24 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

24 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

24 March 2016