25 March 2016
  • 694 ნახვა

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

- ალო, საბა, შენა ხარ?

- კი, დათო, მე ვარ.

- საბა, გინდა, ქალაქის შემოგარენში ტყეში წავიდეთ? ერთი ჩანჩქერი ვიცი. ძალიან ლამაზია.

- კარგი, წავიდეთ. მეც ვფიქრობდი ამ დღეებში ქალაქიდან გასვლაზე. როდის წავიდეთ?

- ხვალ, დილით გცალია? 

- კი, მცალია. 9-ზე  ჩემს სახლთან დაგელოდები. 

- კარგი, აბა, ხვალამდე.

- ხვალამდე.


   დილით უკვე საბას სახლთან ვიყავი. ადრე მივედი. მალე საბაც გამოჩნდა.ზურგჩანთები ავიკიდეთ და წავედით. გზიდან გადავუხვიეთ და ერთ ბილიკს დავადექით. მალე ქალაქის მაღალი შენობები ხშირი ტყით შეიცვალა. ლამაზი, მანათობელი ბურთი ხეებში ჩაიძირა. ირგვლივ თითქოს დაღამდა.

- დათო. ბილიკი აქ წყდება. ჩანჩქერამდე როგორ მივიდეთ? - მითხრა საბამ.

- როგორც მახსოვს მარჯვნივ უნდა წავიდეთ. - ვუპასუხე მე.

  გზას გავუდექით.

- საბა, შენი ცოლი როგორ არის? 

- რავი, არის რა. მე-7 თვეშია.

- ვისთან დატოვე?

- დედამისთან.

 ტყეში უფრო და უფრო ღრმად შევდიოდით.

- დათო, ღრმად შევედით. ჩანჩქერი არ ჩანს. რა ხდება?

- არფერი, რა უნდა ხდებოდეს?!

- არ დამიმალო. დავიკარგეთ?

- არა, რა სისულელეა.

- დათო!

- ჰო, ჰო, დავიკარგეთ. არ ვიცი სად ვართ, ან საით უნდა წავიდეთ.

- შენ ნორმალური ხარ? სადღაც, ტყეში, არარსებული ჩანჩქერის სანახავად წამომიყვანე და ახლა ამბობ დავიკარგეთო?!

- არა, არა, ჩანჩქერი მართლა არსებობს. გაზა გავაგრძელოთ და ვიპოვით. მერე როგორმე გამოვალთ ამ ტყიდან. 

   გზას გავუდექით. საბა ხმას არ მცემდა. მოულოდნელად ჩვენს წინ ულამაზესი ჩანჩქერი გადაიშალა.

-  შენ მართალი იყავი. ჩანჩქერი მართლა არსებობს. - საბა ზევით-ქვევით ხტოდა.

    ჩანჩქერთან მისასვლელად ქვევით უნდა ჩავსულიყავით და მდინარე უნდა გადაგვევლო. დავიძარით. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და უეცრად ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალა. ორმოში ჩავცვივდით. თავი ქვას დავარტყი. მას მერე აღარაფერი მახსოვს...

    გამეღვიძა. რაღაც ჩრდილებს ვხედავდი. სადღაც, შორს ცეცხლისფერი მზე ელავდა. ნელ-ნელა ვფხიზლდებოდი. საწოლში ვიწექი, თავი რბილ ბალიშში მედო. გვერდით საბა მედგა. მიღიმოდა. წამოვვარდი და მთელი ხმით ვიყვირე:

-  რა ხდება, სად ვართ? გამოვედით იმ ტყიდან?

- დამშვიდდი, დათო. ჩვენ მგლებისთვის დაგებულ ხაფანგში ჩავვარდით. რომ შემოვა, თვითონ მოგიყვება.

-  რა ხაფანგში?! ვინ ჯანდაბა მოვა?! რას მომიყვება და საერთოდ რა ხდება აქ?! სად ვართ?!

    ამ დროს ოთახში ვიღაც გაბურძგნული, ტალახიანი კაცი შემოვიდა.

- გამარჯობა. გაიღვიძეთ? როგორც ჩანს არაფერი იცით. კარგი, გამომყევით და ყველაფერს აგიხსნით. 

     გარეთ გავიდა. მე საბას წავჩურჩულე:

-   ვინ არის ეს გიჟი, ან რაუნდა ჩემგან?

-   დამშვიდდი, ყველაფერს გაიგებ.

     აღარაფერი მითქვამს, გარეთ გავედი და გაბურძგნულს გავყევი. უეცრად პირი გააღო და იქიდან საშინელი ბგერები ამოუშვა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს წინ ცხოველთა უზარმაზარი ამალა გადაიშალა: ირმები, ცხენები, ძაღლები, ყვავები, დათვებიც კი. ერთ პატარა ირემს მივუახლოვდი. ისიც ჩემკენ წამოვიდა. ხელი დავადე და მოვეფერე.

-   კალა ჰქვია. იმ ირმის შვილია. მე სოსო ვარ, ორი წელია რაც აქ ვარ. მეც თქვენს მსგავსად ჩანჩქერის საძებრად წამოვედი. შუა ტყეში მგელი დამესხა თავს. ამ ვეებერთელა დათვმა გადამარჩინა, არ ვიცი მის გარეშე რა მეშველებოდა. იმ დათვს გავყევი და აქ მომიყვანა. აქაურობა გაპარტახებული იყო. დავასკვენი, რომ მგლებისგან თავდასაცავად ცხოველთა გარკვეულ ჯგუფს აქ შეუფარებია თავი. ეს ადგილი სწორედ იმ ჩანჩქერის ძირშია. ეს ცხოველები ჩემს სიცოცხლეზე უფრო მეტად შემიყვარდა. დიდხანს ველოდი შველას, მაგრამ არაფერი გამოჩნდა. არც მეგობრები მყავდა და არც ნათესავები. ასე, რომ აქ დავრჩი, ეს პატარა ქოხი ავაშენე და ახლა ამ ცხოველებს არავისში და არაფერში გავცვლი.     

      გაოგნებული დავრჩი, ხმა ვერ ამოვირე. მალე საბაც შემოგვიერთდა. 

-    საბა, როგორმე აქედან უნდა გავიდეთ. მომეცი ტელეფონი, უნდა დავრეკო. 

-    შენ გგონია, მე არ ვცადე დარეკვა? დამჯდარია.

-    არა უშავს, უსადენო დამტენი წამოვიღე. ვიცოდი რომ დაგვჭირდებოდა. ჯიპიესიც წამოვიღე.


      ქოხში შევვარდი. ჩანთას მივვარდი, მაგრამ დამტენი არსად იყო, ვერც ჯიპიესი ვნახე. გარეთ გავვარდი. მოზრდილი ჯოხი ავიღე და მიწაზე დიდი ასოებით ,,SOS”  დავაწერე. მერე გორაკზე ავვარდი და მთელი ხმით ვიყვირე. სოსო მოვიდა და მითხრა:

-    ეს ყველაფერი მეც ვცადე ორი წლის წინ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მას შემდეგ ბევრი საფრთხე შემხვდა, მგლები ბევრჯერ მესტუმრნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

-        არა, აქედან აუცილებლად გავალ.  ვიპოვი იმ დამტენს და დავრეკავ. გადავრჩები, ვიცი, რომ გადავრჩები. საბა, ამოიღე ხმა, რატომ არაფერს ამბობ?!

          საბა დუმდა, არაფერს ამბობდა.

          მეორე დღეს დავზვერე იქაურობა, შორსაც წავედი, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. 

           ქოხში ვისხედით, თითქმის ერთი კვირა იყო გასული. სოსო გარეთ გავიდა, დათვებისთვის ხაფანგში გამოჭერილი როჭო უნდა მიეტანა. ამ დროს გარეთ საშინელი ხმაური გაისმა. გარეთ გავვარდით, სოსო ქოხის უკან იდგა. ისიც ჩვენთან ერთად გამოიქცა. ცხოველების სადგომს მივვარდით. ხუთიოდე მგელს ღობე გაუტეხავს და საბრალო კალა მოეხელთებინა. უეცრად საიდანღაც კალას მამა გამოჩნდა და მგელს მივარდა. მგელი ადვილად მოერია. კალა ვერ ისვენებდა, ყვიროდა, ჩხაოდა, მაგრამ არ გავუშვი. ამასობაში მამა ირემი გმირულად დაცემულიყო მიწაზე, მან ხომ შვილისთვის თავი გაწირა. მგლები სხვა ცხოველებსაც მივარდნენ. ჩვენ სადგომს ამოვეფარეთ, კალაც წავიყვანეთ. სოსო კი ადგილიდან არ დაძრულა, მგლებს მივარდა უზარმაზარი ჯოხით და რამდენჯერმე დაარტყა. მგელმა სოსოსკენ გამოიხედა. თავისი ვიწრო წითელი თვალებით შემზარავად უყურებდა. სოსო ცეცხლს ეთამაშებოდა. მგელი ეცა და რამდენჟერმე უკბინა ყელში. შემზარავი სურათი იყო, საბა კინაღამ გამექცა, სოსოს დახმარება უნდოდა. ამ დროს როჭონაჭამი დათვებიც გამოჩნდნენ და მგლები ერთი შეხედვით გააქციეს. 

         სოსოსა და ირემს მივვარდით. კალა მამის წინ ჩაიმუხლა, ლოკავდა, მაგრამ ის არ ცოცხლდებოდა. ირემს არ ჰქონდა სიკვდილის უფლება, მაგრამ მაინც მოკვდა. კალას ცრემლები წამოუვიდა. არ ვიცი ცხოველები ტირიან თუ არა, მგრამ მე დანამდვილებით ვიცი, რომ კალას თვალებიდან ჩამომავალი ის სითხე ცრემლი იყო. სოსოც მკვდარი აღმოჩნდა. ამ სურათის დანახვაზე მეც და საბასაც მწარე ცრემლები წაგვსკდა. მზე ჩაქრა. დაღამდა. ის ყვითელი რგოლი აღარ ანათებდა არც ჩვენთვის, არც კალასთვის, არც ირმისთვის და არც სოსოსთვის.

       მიცვალებულები სათანადოდ დავასაფლავეთ. რამდენიმე დღის შემდეგ საბამ იმ ხაფანგთან, რომელშიც ჩვენ ჩავვარდით, დამტენი და ჯიპიესი იპოვა. მოიტანა და მითხრა:

-    მიდი, დატენე ტელეფონი და წავიდეთ აქედან.

-     არა!

-     რას ნიშნავს, არა. შენ არ ლამობდი აქედან წასვლას,

-      კი, საბა ვლამობდი, მაგრამ აღარ ვლამობ. კალასა და ამ ცხოველებს აქ მარტო ვერ დავტოვებ. მარტო ვერ გაძლებენ. შენ უნდა წახვიდე, ცოლი გყავს, მალე შვილიც გეყოლება. მე კი აქ დავრჩები. არ მინდა, ეს ცხოველები ცირკს, ზოოპარკს, ან თუნდაც მგლებს ჩაუვარდეთ ხელში.

-      რა?! დარწმუნებული ხარ?!

-     სავსებით! ასეთი დარწმუნებული ჩემს სიტყვებში არასდროს ვყოფილვარ. ახლა ტელეფონი დავტენოთ, ცოლს დაურეკე და გზას გაუდექი. ჯიპიესი გაქვს, გზას გააგნებ.

      ასეც მოვიქეცით. გამოვემშვიდობე და ვუთხარი:

-      აუცილებლად მოდი, ჯიპიესი წამოიღე და საჭირო ნივთები მომიტანე. როცა სახლში მიხვალ, დამირეკე. იცოდე ამ ყველაფერზე არაფერი  წამოგცდეს. თუ გკითხეს, დათო სად არისო, უთხარი საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლადო, ან რამე მოიფიქრე. აბა, კარგად.

         ერთმანეთს გადავეხვიეთ და წამოვედი. სამი დღის შემდეგ საბამ ჩემი თხოვნა შეასრულა და ერთმანეთს საბოლოოდ დავემშვიდობეთ. 

         გარეთ გავედი. მზე ცეცხლისფრად ანათებდა ლურჯ ცაზე. ვიცოდი, რომ სწორად მოვიქეცი. ჩემი ოჯახი, რომელიც არასოდეს მყოლია, უკვე ეს ცხოველები იყვნენ. უეცრად თავში საოცარმა აზრმა დამჰკრა. ქოხში შევვარდი, ჩანთა გავხსენი, ქაღალდი და კალამი ამოვიღე და წერას შევუდექი. უკვე ვიცოდი მოთხრობის სათაური: ,,ტყეში დაკარგულები“...

      

დავით ბერაიას ბლოგი, 15 წლის, სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

25 March 2016