25 March 2016
  • 1222 ნახვა

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

ზუსტად არ მახსოვს მაშინ სად ვიყავი, მაგრამ როდესაც ბრიუსელში მომხდარი ამბების შესახებ გავიგე, ნამდვილად შევძრწუნდი.. თუ არ ვცდები ორი ქალი ერთმანეთში ლაპარაკობდა მეტროს და აეროპორტის აფეთქებასთან დაკავშირებით.. შემდეგ სახლში როცა მივედი, მომხდარის შესახებ ტელევიზორიდანაც შევიტყვე.. ტერორიზმი და მისი გამომწვევი მიზეზები ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის ობიექტი, მაგრამ ამ ამბის შემდეგ (და კიდევ რამდენიმე სხვა მიზეზის გამო)  უფრო მეტად გაცხოველდა ეს ცნობისმოყვარეობა და გადავწყვიტე რაიმე დამეწერა.. იქამდეც მქონდა სატირის ჟანრში მოთხრობა დაწერილი დაახლოებით ამ თემაზე, მაგრამ იქ ძირითადად ყურადღება იუმორზე, სარკაზმზე და ირონიაზე გავამახვილე.. და ახლა უკვე ვხვდები, რომ მინიმუმ ილიას დონის სატირიკოსი მაინც უნდა იყო, რომ ასეთ პრობლემას „საღადაო“ თვალით შეხედო(დიახ, ჩემთვის თუნდაც „კაცია–ადამიანი?!“ და „კვაჭი კვაჭანტირაძე“ პირველრიგში ე.წ. „საღადაო“ ნაწარმოებებია და ჩემს ასეთ დამოკიდებულებას ხელს მათში აღწერილი თემების სერიოზულობა არ უშლის.. რაღა თქმა უნდა მათ სიდიადეზე არავინ დაობს). არ მინდა თავის ილიასთან შედარება გამომივიდეს, უბრალოდ სხვა სუბიექტი უცებ ვერ გავიხსენე.. აი თუნდაც ლაშა ბუღაძეც აგრძელებს თანამემამულე ლიტერატურული მამა–პაპების გზას და ასეთი მნიშვნელობის საკითხებს( როგორიცაა ქუჩური მენტალიტეტი, „ბირჟავიკობა“, თავში ავარდნილი პროვინციალიზმი და ა.შ...) ისე თელავს, რომ უბრალოდ ძნელია სიმართლეს ღიმილის გარეშე გაუსწორო თვალი.. (მოკლედ.. აუცილებლად დავწერ მხატვრულ ტექსტს ზემოთხსენებული, კაცობრიობისთვის ალბათ ყველაზე დიდი პრობლემის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს აზრებს დროებით აქ მოვუყრი თავს).

ძალიან შორს რომ არ წავიდე, პირდაპირ ტერორიზმზე გადავალ... რა თქმა უნდა მას ჩემი განმარტება არ სჭირდება და აღარ დავიწყებ ამ ფენომენის წარმოშობის/ჩამოყალიბების ისტორიის მოყოლას.. პირველ რიგში როდესაც ამ მოვლენაზე ვსაუბრობთ, თავი უნდა ავარიდოთ ერთ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც თითქოს ისლამი ამართლებს ჯიჰადისტების საქმიანობას.. მე მინდა გითხრათ, რომ პირიქით.. დედამიწაზე არსებული არც ერთი რელიგია არ ამართლებს მკვლელობას.. მითუმეტეს აღმსარებლობის და ეთნიკური ნიშნით..  ტერორიზმი მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზმის და დიდი წყვდიადის შედეგია..  სიბნელეც აღარ ქვია ამას.. ეს უზარმაზარი, უკიდეგანო წყვდიადია იმ ადამიანთა ტვინებში, რომლებიც ე. წ. ისლამურ სახელმწიფოს მონები  ხდებიან პირდაპირი გაგებით.. სადღაც მოვისმინე, რომ ძალიან ადვილია შუააზიის(თუნდაც აფრიკის) ნებისმიერი ქყვეყნის ცივილიზაციაშეუღწეველ სოფელს მიადგეთ, ხალხი ფეხზე დააყენოთ და დაემუქროთ – ამას და ამას თუ არ გააკეთებთ, ეშმაკი ქვეყნად ჩამოვა და თქვენს შვილებს გადაყლაპავსო.. გაუნათლებელი ადამიანი(იმიტომ კი არა რომ ჭკუადაქვეითებულია) კი თავისდაუნებურად ამ ყველაფერს დაიჯერებს.. ეს ადამიანის ერთ–ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა.. და ეს სრულიად ბუნებრივიცაა.. გადახედეთ რომანებს, რომელშიც მწერალი ტოტალიტარიზმის დანერგვას აღწერას და მის შედეგებზე საუბრობს.. ყველა „მართული“ ადამიანი, თავისივე უცოდინრობის გამო იმართება(და არა ჰიპერკუბში აყვანილი გულუბრყვილობის გამო.. სხვათაშორის ბევრი ამ თვისებას ადამიანის გონებაშეზღუდულობასთან აიგივებს.. რაც რა თქმა უნდა არასწორია.. ასეთებს დოსტოევკის „იდიოტის“ გაცნობას ვურჩევდი)..  ასე რომ აუცილებელი არაა ყველა ჯიჰადისტი „ბოროტი“ იყოს და ყველა არაჯიჰადისტი „კეთილი“.. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ეს მხოლოდ სიბნელის და რადიკალიზმის შედეგია.. სხვა მიზეზები კი მსოფლიოს მშვიდობიან ნახევარში უნდა ვეძიოთ, რადგან როგორც ვაჟამ არ გალახა მისი პოეზიის მაგინებელი გაუნათლებლობის გამო, ასევე ვერ მოვთხოვთ ამ ბნელ ხალხს პირობითად „სიკეთის“ კეთებას..(და თანაც აღსანიშნავია ფაქტია მათი სასწაულად ძლიერი რწმენა, რომ თავიანთი „მოღვაწეობით“ კარგ საქმეს სჩადიან და ადგილს იბევებენ საიქიოში).

ბოლო–ბოლო თუ ვერაფერს ვიღონებთ, ისევ ჩვენ თავებს უნდა დავაბრალოთ. ამას წინებზე სკოლაში დირექტორმა დაგვიბარა და გვითხრა(უკვე დავრწმუნდი, რომ ამ ყველაფრის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას სკოლაში მყოფი არცერთ ადამიანი არ ფლობდა და არავის შეურაცხყოფა არ მიფიქრია), რომ „სეუში“ იგეგმებოდა შეხვედრა ახალგაზრდა მწერლებთან და ხელოვანებთან.. ხოლო ჩვენი სკოლიდან მსურველები უნდა წარეგზავნათ.. მე რა თქმა უნდა ასეთ შანსს ხელიდან (როგორც მჩვევია) არ ვუშვებ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ერთ–ერთ მოხალისედ ჩაწერაზე... მეორე დღეს მე და ჩემი კლასელები დათქმულ დროს მივედით უნივერსიტეტის შესასვლელთან, სადაც დუტასაც მოვკარით თვალი და ჩემი ოდნავი ეჭვი, რომ ეს შეხვედრა უნივერსიტეტის პიარს ემსახურებოდა გამიქარწყლდა და ვიფიქრე, რომ თუ ასეთი ადამიანი ესწრება ღონისძიებას.. ესე იგი სერიოზული რამ გველის წინ მეთქი... კიდევ ერთხელ გამიცრუვდა მოლოდინი... მწერლისა და ხელოვანის რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალგაზრდა ბერა ივანიშვილი კი ნამდვილად დაგვხვდა იქ, რომელმაც დარწმუნებული ვარ უარი ვერ უთხრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და თავისდაუნებურად დიდ საპიარო საქმეში ჩაერთო( სიტყვა „პიარს“ ბევრჯერ ვახსენებ და იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემი წინა კვირის ბლოგი ზუსტად ამ მოვლენის გათათხვას ემსახურება ნაწილობრივ, ამიტომ აქ აღარ მოგაბეზრებთ მისი მხილებით თავს). ეს მოვლენა მშვენიერ საჩუქრებშიც გამოიხატა(გულწრფელად დიდი მადლობა რვაგიგაბაიტიანი ფლეშკისათვის, სულ რომ არაფერი .. რომელზეც  ასევე „სეუს“ ვიდეორგოლები ეწერა.. ესეც ერთგვარი პიარის მცდელობა..) ბერას რას ვერჩი.. ბრწყინვალე ინტერვიუ გამოვიდა და ბევრ GDS – ისა და „ტიფლისის“ ფანებისათვის საინტერესო თემაზეც ისაუბრა..  მოკლედ ბევრს რომ არ მოვყვე.. გამოვედით როგორც იქნა ამ მართლაც ძალიან მაგარი შენობიდან(ბევრ მსოფლიო დონის უნივერსიტეტს რომ შეშურდება) და სახლებისაკენ გავეშურეთ.. გზაში დღის შეჯამება და გაანალიზება დავიწყე და სუსტად ამ დროს ზემოთმრავალგზის ნახსენები ამბები ამომივარდა თავში..  დავფიქრდი... ისეთი ადამიანის შვილი, როგორიც ბერა ივანიშვილია.. დაცვის გარეშე უნდა დადიოდეს?! ყოველშემთხვევაში ეს სრულიად უსარგებლო იქნებოდა ამ ვითარებაში, რადგან მე და ჩემმა თანატოლებმა ისე შევაღწიეთ „სეუს“ შენობაში, რომ არანაირი შემოწმება არ გაგვივლია.. ხოდა ამაზე სერიოზულად დავფიქრდი.. ჩემს ადგილზე ვიღაც თავზეხელაღებული ტერორისტი იარაღით/ნაღმით შესულიყო „სეუში“, კაციშვილი ვერ გაიგებდა... მის მდგომარეობაში შევედი და ისიც კი წარმოვიდგინე როგორ ავდგებოდი, ავიღებდი ნაღმს და მთელ სართულს ჰაერში ავწევდი... ესეც შენი პიარ–კამპანია... ამდენ უაზროდ ბოდიალს მგონი ჯობდა ლაკონურად ჩამომეყალიბებინა აზრი და ჩემ თავზე გამოცდილი ამბის მოყოლას, ველბეკის „რუკა და ტერიტორია“ განმეხილა (რომელიც აგრეთვე ტერორიზმთან დაკავშირებულ ამბებს ეხმიანება)... ნუ ვისაც არ დაეზარება ალბათ ბოლომდე ჩაიკითხავს ბლოგს და მიხვდება მისი დაწერის ნამდვილ მიზანს... დაუცველები ვართ... ძალიან დაუცველები და უსუსურები!!!

 ლუკა ფადიურაშვილი, 16 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

25 March 2016