25 March 2016
  • 977 ნახვა

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

ერთ რამეს გთხოვთ მთელი გულით: უყურეთ ვიფლეშს და შემდეგ შეუდექით ბლოგის კითხვას.

უფროსწორედ, ეს  არა თხვონა, არამედ მოთხოვნაა.

უყურეთ? ახლა კი შაუდექით, ჯამაათნო!

ახლა, ბადი რიჩის ქარავანს ვუსმენ. გთხოვთ, ჩართეთ https://www.youtube.com/watch?v=Eq1z0nOPSbs&feature=share და ისე განაგრძეთ კითხვა. დაელოდეთ, დაიწყოს, უგდეთ ყური. ახლა კი, მეგობრებო, მინდა მცირედით მაინც დაგარწმუნოთ ჩემს აზრში. უეჭველია, ყველა ჩემსავით ფიქრობთ, მაგრამ, ფიქრი და საქმე ისეა, როგორც ცა და დედამიწა, ან მდინარე და მაიმუნი. უსმენთ როგორ ნაზად ეხება ბადი დრამს? გეგონება ცოლს ეტრფის, ისეთი სიყვარულით ატკაცუნებს ჯოხებს, და ფლეიტას კიარ უწყობს რითმს, ფლეიტა ჰყვება მას. ასეა მეგობრებო, ბადი რიჩმა თავი ბრენდად იქცია. დრამერები ბაძავენ, მის ტექნიკას ითვისებენ და ცდილობენ დაემსგავსონ. განა მარტო ბადი, დევიდ ბოუიმაც შეძლო ეს. გამიგია, მოზარდობისას, ბოუი აგდებული ჰყავდათ, დასცინოდნენ და მის განსხვავებულ შინაგანობას თუ ჩაცმულობას, დაბალ დონედ თვლიდნენ, თუმცა ფაქტი სახეზეა. იშრომა, იწვალა, ოფლი თუ სისხლი დაღვარა და თავისი თავი, ბრენდად აქცია. არ მიბაძა არავის, არც არავის გავლენის ქვეშ ყოფილა (შეიძლება თავიდან იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიხვეწა). მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელად იქცეოდა, თავისი თავი იყო, მეტი არც არაფერი. ამით სიახლე შემოიტანა,  რაღაც ახალი დაამკვიდრა მსოფლიოში და ჰო, ახალს, ყოველი თაობა ამკვიდრებს, მაგრამ მანამდე საცერში გაივლის, ხორცის საკებ მანქანაში გატარდება და  ყურძენივით დაიჭყლიტება. თუ ახლის დამკვიდრებელი ხარ, შეიძლება კომპლექსები გქონდეს, და არცაა გასაკვირი, კომპლექსი ყველას აქვს. ბოუისაც და ბადი რიჩსაც ექნებოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უმთავრესის დაჯაბვნა შეძლეს და წვრილმანები ამ შემთხვევაში უკანა ფონზე უნდა ვისროლოთ. მთავარია, გამოუვიდათ. მათ თუ გამოუვიდათ, რითი ხარ ნაკლები? დავუშვათ, მღერი, ან ხელი გაქვს მოქნილი, დრამისთვის ზედგამოჭრილი, ან თუნდაც წერა შეგიძლია. არ აქვს მნიშვენლობა, რას ვახსენებ, ყველამ  თქვენსაზე მიიღეთ. ახტით კომპიუტერიდან და საქმეს შეუდექით. უკარით, წერეთ, იმღერეთ, ითვალეთ რითმი, ორი აგური დაიჭირეთ, აქეთ-იქიდან იბრახუნეთ და თავს შესძახეთ, რომ ეს არ არის შეუძლებელი,  სავსებით შესაძლებელია, მხოლოდ ცდაა საჭირო. ცდა, ცდა, ცდა და კიდევ ცდა, სანამ ისე არ გაიჭრი თითს გიტარაზე დაკვრისას, რომ ტეტანუსს აიკიდებ და მოკვდები. სამაგიეროდ, შრომაში მოკვდი და ამად ღირდა, არა?! მე პირადად, ასეთი სიკვდილი მირჩევნია, ვიდრე ლოგინში ვიწვე და ტკბილად წავიდე ამ ქვეყნიდან. რეჟისორისთვის, კამერით ხელში  სიკვდილს რა ჯობს?!  არც არაფერი! დრამერი ხარ? აიღე ჯოხები, ითვალე და ურტყი დრამს, მტევნების წაძრომამდე, სანამ კუნთები მუშაობას შეწყვეტენ, მანამ თითებიდან სისხლი გადმოგითქრიალდება და გულამოსული დაიწყებ ყვირილს, შეგზიზღდება დრამი, ჯოხები და ყველაფერი რაც მას გაგონებს, მაგრამ მალევე მიხვდები, რომ ეს ერთადერთია, რაც მთელი გულით გიყვარს, რაშიც სულიანად ჩაძვრები და ცხოვრებას შეალევ. ხოდა აკეთე შე ოჯახაშენებუო, ვის რას უსმენ! გინდ სხვები არაფერს გეუბბნებოდნენ, დიდი შანსია, თავს იფერხებდე და უჩიჩინებდე, არა ამას როგორ შევძლებო. მაშ მტყუნის?! გეფიცები, თუ არ შეძლო, თავს დავდებ, რომ გააკეთებ ამას, შენ მხოლოდ ცდა არ დააკლო! გთხოვ, გაითვალისწინე მეგობარო. ერთხელ ცხოვრობ, სწორად გამოიყენე! თუ უკვე ზრდასრული ხარ, და ფიქრობ გვიანიაო, დაიკიდე. მოკიდე ხელი თუნდაც ფლეიტას, თუ ასე გიყვარს და ყოველთვის გიყვარდა, ეს ხომ შენი სფეროა, რომელშიც არც კი გიცდია მოღვაწეობა! აიღე, დაიდე ბაგეზე და დაუკარი. ნწ, ვერ დაუკრავ, ვაღიაროთ, მაგრამ პირველ ჯერზე ვერავინ შეძლებს. თითებს ეჯახირე, დაიმტვრიე, თუნდაც სული შეგეხუთოს და ათასობით ლეიკო გადაიკრა ჭრილობაზე, ბოლომდე მიუყევი. არ დანებდე! მე ზუსტად ვიცი, არ დავნებდები და თუ ფიქრობთ, რომ ვერ შევძლებ, მაგრად ცდებით. ვერ მოგართვით.  რამე არ მოგწონთ თქვენს თავში? დამიჯერეთ, თუ თქვენი გაიტანეთ, ყველას მოუნდება თქვენნაირი ნაკლის ქონა, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგემსგავსონ. არადა, ვერ ხვდებიან, რომ თითოეული უნიკალურია. შენ, ვინც ამას კითხულობ, ხომ ფიქრობ რომ სხვებისგან განსხვავდები და სულ სხვა ხარ? მიუხედავად იმის, რომ მათსავით ერთვები დუნე ცხოვრებაში, მაინც გამოირჩევი მათგან, თითქოს განსაკუთრებული ხარ, ფსიქოლოგია გაქვს ისეთი, როგორც არავის არასდროს ჰქონია, და მართალიც ხარ მეგობარო, ეს ასეა. არაფერს ვაჭარბებ, მართლა ასეა. შენ ხომ იცი, რაღაც გეხერხება, და ისიც იცი, რომ სხვებმა არ უწყიან შენი ნიჭის შესახებ. თოი ბოქსივით ხარ, რა შეგწევს, არავინ იცის. ასე ფიქრობ, და მართლაც ასეა, ყველანი ასე ვართ. რახან ყველა ასეა, ნუ დაღონდები, ნუ იფიქრებ, რომ არ ყოფილხარ რჩეული. განსაკუთრებული ხარ!  განსაკუთრებული ხარ! განსაკუთრებული ხარ! შვიდასჯერ გაგიმეორებ თუ ისურვებ, მაგრამ ადგილი არ მაქვს საკმარისი სამწუხაროდ. თუნდაც, წიგნებს კითხულობ, სხვების ცხოვრებას ეცნობი, და ვერ აცნობიერებ, შენც შეგიძლია ასეთი ცხოვრება გქონდეს. ნუ გასკდები ბოღმაზე სხვაზე ფიქრით, სად გაქვს მაგდენი დრო. გშურს ღარიბი მხატვრის, რომელმაც სიღატაკეში იცხოვრა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ დატოვა სახელი. გშურს პოეტის, რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა, მაგრამ შემოქმედებამ არგუნა მარადიული ხსოვნა. რატომ გშურს, შენც შეგიძლია, მაგრამ შენი ვარიანტი, და არა ის, რაც სხვისია. მიზნისაკენ სწრაფვის დაწყება ადვილია, თუმცა გაგრძელებაა რთული. მთელი არსებით ჩაეფალი მასში, და შედეგს მიიღებ. მთავარი, მიზნისკენ სწრაფვის პერიოდია ჩემთვის, და არა მიღებული შედეგი. შედეგით ვერ დატკბები იმდენად, რამდენადაც მისკენ მიმავალი გზით. ვიცი რომ მარტო არ ვარ და შეიძლება ასე ფიქრობდე, მაგრამ მოდი, ეს ფიქრი რეალობად ვაქციოთ, შენ ეს შეგიძლია. შენთვის არაფერია შეუძლებელი. იცხოვრე, რომ მოყვე!

 ირაკლი მაისურაძე, 16 წლის, 151-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

25 March 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

25 March 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

25 March 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

25 March 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

25 March 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

25 March 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

25 March 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

25 March 2016