30 March 2016
  • 1259 ნახვა

Rezz-ის ბლოგი - საფეხბურთო ეთიკა და გენდერი

„ფეხბურთი ჯენტლმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ...“

სპორტულმა მიმომხილველმა ჯორჯინა თერნერმა The Guardian-ის  არქივში ქექვისას აღმოაჩინა, რომ ერთ კონკრეტულ წელიწადში ამ გამოცემის სახელით ქალთა ფეხბურთის შესახებ 303 სტატია იყო გამოქვეყნებული. ერთი შეხედვით,  ეს რიცხვი შეიძლება საკმაოდ სოლიდურად გვეჩვენებოდეს, თუმცა იქვე გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი საფეხბურთო კლუბის, „ქოვენთრი სიტის“ შესახებ დაწერილი სტატიების რაოდენობა 380-ს აღემატებოდა, ხოლო  სერ ალექს ფერგიუსონს 184-ჯერ დასდეს პატივი. მედიაში პრიორიტეტების ასეთი თანაფარდობა დღემდე არ შეცვლილა, რაც კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს პრობლემას, რომელსაც მხოლოდ PES და FIFA-ს  საფეხბურთო თამაშებში ქალთა ნაკრებების დამატება ვერ აღმოფხვრის.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ქალები  ჯერ კიდევ ხანის დინასტიის დროს თამაშობდნენ თანამედროვე ფეხბურთის წინაპარ ჩინურ თამაშს, სახელწოდებით „კუჯუ“.   ძნელად სავარაუდია, რომ მას შემდეგ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი განელებოდათ, თუმცა ფაქტია, რომ ფეხბურთი დღეს მაინც „ჯენტლმენების“ სპორტად მიიჩნევა. გენდერის ცნობილი მკველვარი, კარა აიჩისონი, მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი თავად სპორტის ბუნებაში უნდა ვეძებოთ - „სპორტი ჰეროიკულ-მასკულინურ კონსტრუქტის ერთ-ერთი მთავარი წამხალისებელია, რის გამოც იგი ჰომოფობიის, რასიზმის და ნაციონალიზმის ყველაზე დიდი ბასტიონად იქცა დასავლურ საზოგადოებაში“. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას განსაკუთრებით ვაწყდებით პატრიარქალურ და კონსერვატიულ კულტურებში, სადაც წარმატებული სპორტსმენები ხშირად მისაბაძი მაგალითები ან ეროვნული გმირები ხდებიან. მათ მაგალითზე იზრდებიან თაობები და ყალიბდება მთელი რიგი სოციო-კულტურული სტანდარტები. აქედან გამომდინარე, ის თვისებები და მახასიათებლები, რომელსაც სპორტი წინა პლანზე წევს, შეიძლება ჩაითვალოს ჰეროიკულ ან მასკულინურ მახასიათებლებად (Biskup და Pfister 1999). თავის მხრივ გასაგებია, რომ ეს კულტურული კონსტრუქტი მამაკაცებისგან სპორტულ სამყაროში  დომინანტურ პოზიციის შენარჩუნებას მოითხოვს. ხოლო თუ მოლოდინი არ მართლდება და მამაკაცს არ შეუძლია ან არ აქვს სურვილი რომელიმე სპორტული აქტივობით დაინტერესდეს, ის ადვილად ხდება მარგინალიზაციის მსხვერპლი (Conell 1995). 

მარგინალიზაციის საფრთხე უცხო არ არის სპორტსმენი ქალებისთვის. უფრო მეტიც, ქალების ფეხბურთი ბევრად უფრო ხშირად ხდება სექსისტური დამოკიდებულების მსხვერპლი, ვიდრე მამაკაცი, რომელსაც არანაირი სპორტული ინტერესი არ აქვს. ერთ-ერთი მსგავსი გახმაურებული შემთხვევა უკავშირდება Sky Sport-ის წამყვანებს, რიჩარდ ქიის და ენდი გრეის, რომლებმაც პირდაპირი რეპორტაჟის დროს ქალი ლაინსმენის მიმართ სექსისტური ფრაზები არ დაიშურეს. მართალია, ისინი ამ ფაქტის მერე დაითხოვეს, მაგრამ მას შემდეგ რაც „უნებლიე“ შეურაცხყოფა უბრალოდ ხუმრობად გადაკვალიფიცირდა, გრეიც და ქიისიც დაუბრუნდნენ საყვარელ საქმიანობას. მაშინ ფემინისტური მოძრაობები ქალებს მოუწოდებდნენ, რომ არ ჰქონოდათ სექსუალური კავშირი მამაკაცთან, რომელიც თავისი ხელით არ გამორთავდა ამ არხს ტელევიზორიდან. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ცალკეული მამაკაცი ფეხბურთელების მხრიდან გაკეთებული სექსისტური განცხადებებიც, თუმცა ამ საქმეში ჩემპიონი ფიფას მრავალგზის პრეზიდენტი ზეპ ბლატერია, რომელსაც ქალთა ფეხბურთის განვითარების საკმაოდ უცნაური გეგმა ჰქონდა. 2004 წელს მან ქალებს მოუწოდა  გამომწვევი სპორტული ფორმებით ეასპარეზათ, რათა მაყურებლებს შორის მამაკაცთა რაოდენობა გაზრდილიყო. რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები უპასუხოდ არასდროს დარჩენილა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ქალთა ფეხბურთში უნიფორმების საკითხი საკმაოდ პრობლემურია. მაგალითად,  2011 წელს ირანის ქალთა ნაკრები შეეცადა ტრადიციული სამოსით ეთამაშა იორდანიის წინააღმდეგ, რაც ჰიჯაბის ტარებასაც გულისხმობდა. ამის გამო მათ ტექნიკური წაგება ჩაეთავალათ, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ ფიფა იძულებული გახდა გაეკეთებინა განცხადება, რომ მომავალში გადაიხედებოდა ჰიჯაბის ტარების საკითხი. დისკრიმინაციის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაშიც, როცა პატრიარქარულ საზოგადოებაში აღმოცენებული და გავრცელებული ქალთა სილამაზის სტანდარტები ირღვევა. სწორედ ამიტომ ხშირად ხდება აპელირება სპორტსმენი ქალების „დამახინჯებულ“ თუ ზედმეტად დაკუნთულ სხეულზე ან „არაქალურ“ გარეგნობაზე“, რაც განსაკუთრებით დიდი პრობლემას ქმნის ახალგაზრდებში, როდესაც გოგონები ცდილობენ სპორტული კარიერისთვის მზადება დაიწყონ.

კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემაა ქალთა ფეხბურთის ეკონომიკური მხარე. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ფეხბურთელის, ბრაზილიელი მარტა ვიერა და სილვას ჰონორარი კვირაში 3.000 ფუნტს არ აღემატება, მაშინ როცა ინგლისის პრემიერლიგაში ფეხბურთელები კვირაში 135.000 ფუნტსაც კი იღებენ. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნადაა განპირობებული მასმედიის უყურადღებობითაც. სტატისტიკისთვის, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს 15 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო ქალთა ექვივალენტურ ჩემპიონატს იმაზე მეტი ადამიანი არ უყურებს ტელევიზორით, რამდენსაც თუნდაც კამპ ნოუ იტევს. გასაგებია, რომ მამაკაცთა ფეხბურთი ბევრად პოპულარულია, მაგრამ ამ პოპულარულობის შემოქმედი რომ სწორედ მასმედიაა, ესეც ფაქტია. მიუხედავად ამდენი ბარიერისა, ქალთა ფეხბურთი ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება. ბოლო ათი წლის მანძილზე ფეხბურთში ქალების ჩართულობა შეერთებულ შტატებში 210%-ით გაიზარდა, შვეიცარიაში 250%, გერმანიაში კი 160%-ით. გარდა ამისა, იზრდება ეს რიცხვი აფრიკის კონტინეტზეც. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ რამდენიმე წელია აქტიურად დაიწყო საკუთარ ქვეყანაში ამ სფეროს წახალისება, რის გამოც ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წელს შვედეთს ეწვია. მიზანი იყო შვედეთის ქალთა ფეხბურთის  წარმატებების შეფასება და მსგავსი პოლიტიკის დასახვა ბრიტანეთისთვისაც. ინგლისის დელეგაციის წარმომადგენლებს პირველი სურპრიზი მაშინ ელოდათ, როდესაც ნახეს, რომ მასპინძელი ქვეყნის  საფეხბურთო ასოციაციებში ქალებს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ჰქონდათ, მათ შორის მაღალ თანამდებობეზეც. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ ეს იყო, პრობლემების მოსაგვარებლად  ქალების ჩართულობა საჭიროა მინდვრის გარეთაც- აუცილებელია ისინი იყვნენ მწვრთნელები, მსაჯები, ადმინისტრაციის თანამშრომლები. ვინაიდან ინგლისში, ისევე როგორც ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, სპორტულ დეპარტამენტებსა და ფედერაციებში ძირითადი თანამდებობები მამაკაცებს უკავიათ, ქალთა ინტერესები ხშირად არასაკმარისად არის გათვალისწინებული. ამიტომ პრობლემას ისევ გენდერულ უთანასწორობასთან მივყავართ.

და ბოლოს.. ეს ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ (სულ ერთი წამით), მაინც ჩნდება კითხვა, თამაშობენ თუ არა ქალები ფეხბურთს ისე კარგად, როგორც მამაკაცები?! ზემოთხსენებული მარტა თვლის, რომ ის შეძლებდა კაცებთან თანასწორად ეთამაშა: „ჩვენ [ქალებს] შეგვიძლია ვიყოთ ისეთივე ტექნიკურები, როგორც კაცები. ჩვენ მოედანზე იდეალურად შეგვიძლია ტაქტიკური ან სტრატეგიული ამოცანების შესრულება“. მაშინ პრობლემა რა არის? ფიზიკური მომზადება. სამწუხაროდ, ფიზიკური მომზადება თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი გახდა. დღეს ფეხბურთელები დარბიან უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე დარბოდნენ, თუმცა რამდენად ქმნის ეს ფეხბურთს უფრო მშვენიერს ან უფრო საინტერესოს, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სპორტში ამ საკითხი დიდი ხნის წინ „მოგვარდა“ - ქალები ცალკე თამაშობენ, კაცები ცალკე. ამ დაყოფასაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა დიდი ალბათობით უფრო ეფექტური გადაწყვეტილების პოვნა რთული იქნება.

„წადით რაა ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლეთ; ბავშვი გაასეირნეთ; ნასკი გახადეთ ქმარს; იტოგში, რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ ამ საქმეს შეეშვით. ოეეეეეეეე“ - მამაკაცთა საფეხბურთო ნაკრების წარმატებებით თავბრუდახვეულმა ქართველმა გულშემატკივარმა ქალთა ნაკრების წარუმატებელი თამაში ვერ გადაიტანა და ფორუმზე ასეთი განცხადებით გამოვიდა. საქართველოში ქალთა ფეხბურთის პრობლემები ალბათ აქედან იწყება. „გოგო რად გინდა ფეხბურთი?!“ - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფრაზაა, რომელიც 2015 წლის საუკეთესო ქართველ ქალს ფეხბურთელს, გულნარა გაბელიას მოუსმენია. ცნობისთვის, ეს ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ კარში აქვს გოლი გატანილი. კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, თამარ ქველიძე აცხადებს, რომ არცერთ ქართულ კლუბში ხელფასი არ აუღია არასდროს.უფრო მეტიც, ნორმალური სავარჯიშო პირობებიც კი არ უნახავს -  „[გასახდელში] ცხელი წყალი არ მოდიოდა, ამიტომ ვერ ვვარჯიშობდით. სავარჯიშოდ ვერ მივდიოდით, იმიტომ, რომ ავტობუსს საწვავი არ ჰქონდა. საჭმელი არ იყო, ამიტომ ფულს ვაგროვებდით და ბოსტნეულს ვყიდულობდით.„

ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ცოტა ხნის წინ თბილისს უეფას ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი და უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ესტუმრნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ საკითხში თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა მკაფიოდ დააფიქსირა და იმედია, რომ ეს მალე საქმეშიც გამოიხატება. თუმცა, საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში, ქალთა ფეხბურთის განვითარებას ბევრად მეტი სჭირდება. ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია მედიის მეტი ყურადღება, რაც ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია პოპულარიზაციაშიც აქტიურად ჩაერთონ მამაკაცი სპორტსმენები, რომლებიც ყოველთვის ბევრად მეტი ავტორიტეტით სარგებლობენ სპორტულ წრეებში. და ყველაზე მთავარია, ფედერაციებსა თუ სპორტულ ასოციაციებში ქალთა წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს, რათა მათ შეძლონ ქალთა ინტერესების და პრიორიტეტების დაცვა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საფეხბურთო სურათი შეიცვალოს და ოსკარ უალდს თუ ვერაფერს მოვთხოვთ, იქნებ სხვის ფრთიან გამონათქვამებში მაინც გამოიძებნოს ადგილი ქალებისთვის... თორემ შეიძლება ისეთი რეალობა მივიღოთ, სადაც „ფეხბურთი ჯენტლმენების თამაშია, რომელსაც სექსისტები თამაშობენ“.


მსგავსი

დავით კოვზირიძის ბლოგი - კრუიფის ფილოსოფია

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ბეტონის ქალაქი

30 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - სხვა მაია...

30 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - თასმები ცისარტყელის ფერებში

30 March 2016

გია ხადურის ბლოგი - ქართული ოცნებების საბჭოთა სასაფლაო

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილი ბლოგი - x2

30 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - იზმირული დღიური

30 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ასე გააგრძელე ტაისონ !!!

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - რამაზა

30 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - ლეგენდა „ბასბის ჩვილებზე“

30 March 2016

გია ხადურის ბლოგი - "შაიბუ, შაიბუ!"

30 March 2016

იუსტ ვან დერ ვესტჰეიზენი

30 March 2016

Old Firm

30 March 2016

ელენე ბილიხოძის ბლოგი - ჩვენ გავიმარჯვებთ!

30 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ჩინური სიზმარი

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ეს ყოვლისშემძლე მოტივაცია

30 March 2016

ორი „სამეული“

30 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

30 March 2016

ბრაზილიური კოშმარი. ლეგენდები რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

30 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - მესამე რაიხის ფეხბურთი

30 March 2016

რეზი ხუნწელიას ბლოგი - „ადამიანებისთვის ადგილი არ არის“ - ლიანდაგი და მატარებლები

30 March 2016

საფეხბურთო სასწაული. ლესტერ სიტის ზღაპრული ისტოირა.

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - უცნაური სიზმარი

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - კვასი

30 March 2016

დავაფასოთ ქართველები!

30 March 2016

ვინ უნდა ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში?!

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - ჩვენი ბიჭები

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - მარადიული

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - გენას ჩიბურაშკა

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - სად წავიდნენ პიროვნებები?

30 March 2016

პატარა ქვეყანა, დიდი გულით

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი და ფიზიკა

30 March 2016

პლეოფის მოლოდინში...

30 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - მე-7 მატჩის მოლოდინში...

30 March 2016

სტარიჯმა ინგლისი გადაარჩინა, ჩრ. ირლანდიამ ისტორია დაწერა

30 March 2016

ევრო 2016-ის მე-4 დღე

30 March 2016

ნიკა დონაძის ბლოგი - ევრო ჩემპინატის შესახებ

30 March 2016

ლუკა ბერიძის ბლოგი - დებიუტანტების ჯახი, მოდრიჩის ყუმბარა

30 March 2016

დიმიტრი პაიეს გასროლა! ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა!

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი – მოლოდინი

30 March 2016

ჩაშლილი რეისი

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სადაც ორშაბათიც შაბათია

30 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - „ჯეი-თი“

30 March 2016

მსხვერპლი

30 March 2016

გია ხადურის ბლოგი - აპოკალიფსი დღეს

30 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ელინიო ერერას კატენაჩო, საკეტები და გასაღებები

30 March 2016

გიგა გვენცაძე - სიმბოლური სიმბოლური

30 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - პირველი მალანდროები

30 March 2016

13 მაისი

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - თანამდევი დღესასწაული

30 March 2016

Rezz-ის ბლოგი - ჟოაო სალდანია: ბრაზილიური ფეხბურთის უჩინარი გმირი

30 March 2016

ირაკლი ჭეიშვილის ბლოგი - სამხრეთამერიკული სერიალი - მილიონერები ტირიან

30 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - სეპარატისტული ფეხბურთი

30 March 2016

გია ხადურის ბლოგი - სანამ ისინი მეფეები გახდებოდნენ

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - ფეხბურთი ჩვენი თამაშია?

30 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - სამოა, ტონგა, ფიჯი... ღვინო, დუდუკი, ქალები

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - დაგვიანებული წერილი ყიფოს

30 March 2016

ლევან ბერძენიშვილის ბლოგი - პანკრატიონი

30 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - ქუსლით აკენწლილი ბურთი

30 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ე-სპორტი

30 March 2016

გიგა გოგბერაშვილის ბლოგი - მოგზაურობა „რკინის ფარდასთან“ ერთად

30 March 2016

გიგა გვენცაძის ბლოგი - ოსტალგია და ნოსტალგია

30 March 2016

პელე - მშვიდობისმყოფელი

30 March 2016

A farewell to Cruijff. მსოფლიო ფეხბურთის მაილზ დევისი

30 March 2016

ვერნონ ჰოლიდეის ბლოგი - იღბლიანი ბილეთი

30 March 2016

რეპრესირებული მოცარტი

30 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი - ამბავი „მუხებისა“ და „ბორჯღალოსნებისა“

30 March 2016

გია ხადურის ბლოგი - დრამა რეიკიავიკში

30 March 2016

გაგა ნახუცრიშვილის ბლოგი - მამიდაჩემი, როსი და მე

30 March 2016

ნიკა ჩალათაშვილის ბლოგი - როცა უკეთესი „მტერი“ გინდა

30 March 2016

ობო, ანუ მფრინავი სლავი და ჩვენი "დაბადების დღის" ამბავი

30 March 2016

დავით კოვზირიძის ბლოგი - სიცარიელე

30 March 2016

ლევან ბერძენიშვილი ბლოგი - გლადიატორთა შეჯიბრება

30 March 2016

აბო იაშაღაშვილის ბლოგი - დრიბლინგი სანამ გაჩნდებოდა

30 March 2016

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში

30 March 2016

მე ლეგენდარულ ეპოქაში ვცხოვრობდი, მათი გატანილი 1000-ზე მეტი გოლი "ცოცხლად" მაქვს ნანახი!

30 March 2016

ლადო წულუკიძის ბლოგი - სეზონის პირველი მატჩი და ყველაზე განათლებული მეტოქე

30 March 2016

ლუკა ჭოჭუას ბლოგი. რაგბის სული - ჯონა ლომუ

30 March 2016