01 April 2016
  • 1387 ნახვა

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

- ნინო, გეყოფა მთვარესთან ლაპარაკი. მამა გვიან ჩამოვა, დაიძინე! - უთხრა ნინოს დედამ მაშინ, როცა ნინო მთვარესთან ლაპარაკობდა (ეს ხდებოდა ყოველ ღამით). ნინო მთვარეს თავის დარდს უზიარებდა.

- კიდევ ცოტა ხანს დავრჩები, დე!

- არავითარი ცოტა ხანს! ახლავე ლოგინში, დროზე!

- ჰო, კარგი, კარგი. მამა რომ ჩამოვა, გამაღვიძე! - თქვა ნინომ და ლასლასით წავიდა თავის ოთახში.

ჩაეძინა. ცოტა ხანში თვალები გაახილა, თითქოს გადმოკარკლა, ხელები წინ გაიშვირა, ადგა ლოგინიდან, ფანჯრისკენ წავიდა და გადახტა. ნინოს ოთახი პირველ სართულზე იყო, ამიტომ არაფერი სტკენია.

იმ ღამეს სავსე მთვარე იყო. ის რაღაც უცნაურად კაშკაშებდა.

ნინო ქუჩას გაუყვა. ხელები წინ ჰქონდა გაშვერილი, თითქოს ვიღაც ძალით მიათრევდა. მთვარეს თვალს არ აცილებდა. დიდხანს იარა, ბოლოს სადღაც შეუხვია. ნინოს უკან დედამისი გამოჩნდა, ის გულსაკლავად ყვიროდა:

- ნინო, ნინო!

ნინო ხმას არ სცემდა. მათ შორის მანძილი დიდი იყო. ნინო მაღალ , ძალიან მაღალ შენობას მიადგა. სახანძრო კიბეზე შედგა ფეხი, ავიდა მეორე საფეხურზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე...

უცებ ნინოს დედა გამოჩნდა.

- არა, ნინო, გაჩერდი, არ ახვიდე! - გაჰყვიროდა ის, თან კოჭლობით მიდიოდა წინ, ისიც ავიდა კიბეზე. ნელა ადიოდა. ეტყობოდა, რომ ფეხი სტკიოდა. ნინო არ ჩერდებოდა, წინ მიიწევდა. მთვარე მათ საზარლად დაჰყურებდა, თითქოს დასცინოდა. დედა ახლა მთვარეს უკიჟინებდა:

- მთვარევ, გააჩერე ჩემი შვილი. რაღა მაინცდამაინც ის აირჩიე?! მე წამიყვანე მის მაგივრად. გთხოვ, მთვარევ, გააჩერე ჩემი შვილი!

დედას მოეჩვენა, თითქოს მთვარემ გულიანად გადაიხარხარა, ძალიან გაუკვირდა, მაგრამ ახლა ამისთვის არ სცხელოდა, გზა განაგრძო.

ნინო წინ მიიწევდა, 

დედაც მას მიჰყვებოდა, მაგრამ ვერ ეწეოდა. ნინო ავიდა სახურავზე. მთვარემ კიდევ უფრო მეტად გაანათა, დედას თვალი მოსჭრა სინათლემ. როგორც იქნა, ისიც ავიდა სახურავზე. ქვითინებდა. მთვარე კი თითქოს მას დასცინოდა, კიდევ უფრო მეტად ანათებდა. ალბათ გრძნობდა მსხვერპლის მოახლოებას. დედა ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ვერ გარბოდა. ნინო მიადგა სახურავის კიდეს, გადადგა ერთი ნაბიჯი. დედამ კიდევ ერთხელ, ახლა უფრო ხმამაღლა, შეჰკივლა:

-ნინო, არა!

ნინო გამოფხიზლდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ის სადღაც უსასრულობაში მიფრინავდა. მთვარე ჩაქრა, მიიმალა, როგორც დამნაშავე. მან ხომ კიდევ ერთს მოუღო ბოლო, კიდევ ერთს მოუსწრაფა სიცოცხლე, კიდევ ერთი გადაჩეხა უფსკრულში...

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _  _ _  _ _ _ _ 



- ნინო, ნინო, გაიღვიძე, მამა ჩამოვიდა!

ნინო მიტრიალდა და შუა ოთახში მდგარი გახარებული მამამისი დაინახა.

ამის შემდეგ ნინოს მთვარესთან აღარ ულაპარაკია.




       ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“. ადამიანი, შეიძლება, გარეგნულად სანდო მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში მასში სწორედ ,,მთვარე“ იმალებოდეს. ასეთი ადამიანი ძალიან მალე გვაქცევს ხოლმე მთვარეულად. ამ დროს, წინ გაშვერილი ხელებით მივიწევთ წინ, რაღაც კარგის იმედით. გვგონია, იქ რაღაც საოცრება გველოდება, მაგრამ ამ საოცრებას, სინამდვილეში, ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენი უფსკრულში გადაშვება. უფსკრულში, რომლის თავიდან აცილება ძალიან ძნელია. მაგრამ, თუ გვყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩვენზე გული შესტკივა, შესაძლებელია, თავი დავაღწიოთ ამ უფსკრულს.

 ასე რომ, უნდა ვეცადოთ, ნაკლებად ვენდოთ ,,მთვარეს“, ნაკლებად გავხდეთ ,,მთვარეულები““ და ბევრი ,,ნინოს დედის“ მსგავსი ადამიანები შემოვიკრიბოთ ჩვენს გარშემო.

დავით ბერაია, 15 წლის, სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა.
მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

01 April 2016