01 April 2016
  • 1318 ნახვა

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

ერთ მშვენიერ დღეს,როცა ჩვეულ მდგომარეობაში ფეხი ფეხზე გადადებული  ვათვალიერებდი ეგრე წოდებულ facebook-ის news feed-ს თვალი მოვკარი ერთ ივენთს,რომელიც არც მეტი და არც ნაკლები გვამცნობდა რომ ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი თბილის ესტუმრებოდა.თავიდან რა თქმა უნდა არ დავიჯერე და მორიგი “ბლეფი” ღონისძიება მეგონა,ისევე როგორც coldplay-ს კონცერტი მუხიანის სანაპიროზე,მაგრამ განხილვის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ რაღაც კარგი ხდებოდა ჩვენს თავს,ამიტომ აღარ დავაყოვნე და “დავგოინგდი“.

   არ მოგატყუებთ და გეტყვით რომ ბეგბედერის მხოლოდ ერთი რომანი მქონდა წაკითხული,თუმცა  იმ ერთი რომანის გამო რაღაც ქარიზმატულ სიყვარულს განვიცდიდი მის მიმართ,ალბათ ეს სიყვარული წიგნის მთავარ პერსონაჟს ოქტავ პარანგოს ეკუთვნოდა,მაგრამ ოქტავი და ფრედერიკი ერთმანეთისგან არ გამირჩევია.როგორც იცით ოქტავის პროტოტიპი სწორედ ავტორია,მაგრამ ეს რომც არ მცოდნოდა ჩემი დამოკიდებულება იგივე დარჩებოდა,იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერი წიგნის მთავარი პერსონაჟი ჩემთვის 50% მაინც ავტორია.

   ალბათ როგორც უკვე მიხვდით,წიგნი რომელზეც ვსაუბრობ არის “99 ფრანკი”.ეს რომანი სულ რაღაც 1 წლის წინ წავიკითხე და გეტყვით რომ პირველივე გვერდებიდან გამაოცა სიბილწის სიმძაფრემ,თუმცა როგორც ყოველთვის ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე .პირველი რითაც ამ წიგნმა მომხიბლა იყო ის გულწრფელი დამოკიდებულება,რომელიც ნათლად მიმანიშნებდა,რომ წიგნი ,რომელსაც ვკითხულობდი პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე იქნებოდა სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.ამან დიდი გავლენა მოახდინა და დიდი ინტერესით შევუდექი კითხვას.

“ყველაფერი წარმავალია/იყიდება:სიყვარული,ხელოვნება,დედამიწა,თქვენ მე.”

“99 ფრანკი” თავიდან ბოლომდე ამხელს რეკლამის მონურ ზემოქმედებას საზოგადოებაზე.

“კაცობრიობა რომ მონების ბრბოდ ექცია ,რეკლამამ აირჩია მოკრძალება,მოქნილობა და დამაჯერებლობა.”

მთელი რომანიც ამ კონკრეტულ თემას ეთმობა,თუმცა რომანი რის რომანია ზოგად თემებს,რომ არ შეეხოს,როგორიცაა: სიყვარული,ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიური სიცოცხლე,სიკვდილი და ასე შემდეგ.ფრედერიკიც გვესაუბრება ამ თემებზე ერთი ორი სიტყვით.სხვათა შორის მისი მოსაზრებები ამ ყოველივეზე მეტად საინტერესოა.

ეს ფრაზები კი წიგნის სწორედ ის ადგილებია,რომლებიც კალმით მონიშვნას იმსახურებს.

“ცხოვრება დროის სულ მცირე ნაგლეჯია,რომელსაც სივრცეში მოტრიალე პატარა კენჭზე საცხოვრებლად გვანიჭებენ და ეს ციცქნა ნაგლეჯიც იმაზე ფიქრში ხომ არ უნდა გავლიოთ,მოგვწონს თუ არ მოგვწონს,როგორაა ცხოვრება ორგანიზებული?ჯობია თავიდანვე მივიღოთ თამაშის წესები ისეთი,როგორიც არის!”

“ახლა ის უნდა ვიკითხოთ,ადამიანის შემდგომი ცხოვრება თუ არსებობს,ისეთი სამყარო სადაც პოსტადამიანური ღირსეული არსებები იცხოვრებენ,რომლებსაც სიმახინჯის უსამართლობა ვერ დაჩაგრავს.”

“გული ,რომელიც სიყვარულს არ უტკენია,გული არ არის.” 

“მოკვდე – ეს ნიშნავს,გახდე ისეთივე თავისუფალი,როგორიც დაბადებამდე იყავი.”

“არასოდეს აძლევენ თანამდებობას იმას ,ვისაც ხალხის საკეთილდღეოდ შეუძლია პოსტის გამოყენება.”

“იცით,რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის?ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს,რომ “ნაიკები” იყიდონ ,ხოლო მდიდრები ყიდიან “ნაიკებს “,რომ ნარკოტიკი იყიდონ.”

   წიგნზე საუბარი რომ არ გამიგრძელდეს გეტყვით ,რომ ამ რომანს ნამდვილად შეუძლია შეაყვაროს ავტორი მკითხველს წერის საოცრად თავისუფალი სტილის გამო და იმ თავისუფლების გრძნობის გამო რომელიც მკითხველს წიგნის წაკითხვის შემდეგ ეუფლება.ეს არის რომანი,რომელიც დღევანდლ პრობლემებს თავს არ არიდებს და პირიქით ყველაფერს დაუფარავად გვეუბნება ისე რომ სხვა ფაქტორების გავლენა და ზეწოლა სულ არ აწუხებს.ვფიქრობ ეს წიგნი დაიბადა მაშინ როცა გაჩნდა პირველი რეკლამა და მოკვდება მაშინ როცა რეკლამა შეწყვეტს არსებობას,ანუ სიკვდილი ამ რომანს არ უწერია,რადგან რეკლამა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

   როგორც იქნა მოვიდა პარასკევი.გათენბის თანავ წამოვხტი ჩავალაგე ჩანთა,ჩავდე 99 ფრანკი ავტოგრაფის აღების იმედით და სკოლისკენ გავეშურე.შეხვედრა 4 საათზე კი იყო მაგრამ საათ ნახევრით ადრე მივედი ,რაღაც ქართულმა ალღომ მიკარნახა რომ ამა ქვეყნის ყველა მაცხოვრებელი მოაწყდებოდა ბიბლუსის მაღაზიას.საათ ნახევრით ადრე მისულს უკვე საკმაოდ დიდი რიგი დამხვდა,არ ვაწყენინე ჩემ თავს და დავიკავე რიგში ადგილი.რიგში დგომისას კი ერთი საკმაოდ ქართული რამ მოხდა .ჩემ უკან 2 გოგო და ერთი ბიჭი საუბრობდნენ,ბიჭი ქერა იყო და სულ არ ჰგავდა ქართველს,აი ისეთი ტიპი იყო ერთი შეხედვით რო მიხვდებოდი ქართულ მენტალიტეტთან,სტერეოტიპებთან არანაირი საერთო რომ არ გააჩნდა და ამავდროულად ნაკითხი ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა საუბრიდან გამომდინარე .არ გეგონოთ  სხვისი საუბრის მოსმენა მჩვეოდეს,უბრალოდ ძალიან ახლოს ვიყავი და ჩემდაუნებურად “მესმინებოდა“, თან როგორმე ხომ უნდა გამეყვანა დარჩენილი 1 საათი.ჩემი მეგობარი ელენეც არსად ჩანდა,ამიტომ თავი უხერხულად სულაც არ მიგრძვნია.შეხვედრის დრო რომ მოახლოვდა ეს ჩვენი ქერათმიანი ბიჭი ამბობს “- მე ქართველი არ ვარ,ევროპელი ვარ და ამიტომ რიგს არ დავარღვევ და ხალხს თავზე არ გადავახტები.” ამის მოსმენის შედეგ გავიფიქრე სწორედ ასეთი უნდა იყოს მინიმუმ ის ადამიანი ვინც ევროპელობაზე თავს დებს-თქო.როგორც იქნა გააღეს შესავლელი და ხალხმა ნელ-ნელა  დაიწყო შესვლა.შეკრებილი საზოგადოების რიცხვი მართლაც ძალიან დიდი იყო,როგორც შემდეგ ფრედერიკმა აღნიშნა შეკრებილი ადამიანების რაოდენობა სუპერ გმირის ფანებს უფრო შეეფერებოდა.ხალხი ისე მჭიდროდ იდგა ერთად შემდეგ ხუმრობითაც კი ამბობდნენ “-ბიბლუსში ოჯახბი შეიქმნაო”.რომ იტყვიან ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყოო,სწორედ ისეთი მდგომარეობა გახლდათ ბიბლუსში.ვინმეს რიგის დარღვევა რომ მოენდომებინა 99% ვერ მოახერხებდა.(მაგრამ ქართველი რის ქართველია).ამ უკანასკნელში დარწმუნებული ვდგავარ მყარად ჩემ კუთვნილ ადგილზე და უეცრად ვხედავ ჩემ წინ დგას ის “ევროპელი” ბიჭი.გაოცებულმა თავი ვერ შევიკავე და ვკითხე:

 “-წეღან შენ არ თქვი ქართველი არ ვარ და თავზე არ გადავახტები ხალხსო ?”

“-კი მე ვთქვი,მაგრამ ბოლოს ყველა ქართველი ხდებაო.”

   აი ასე ჩემო მეგობრებო მაგრამ ეს ყველაფერი როდია.როგორც იქნა შევედით ბიბლუსის შენობაში და იქ უარესი სიმჭიდროვე დაგვხვდა.იხტიბარი მინც არ გავიტეხე და წიგნით მომარჯვებული ისევ ჩავდექი რიგში.ჰაერი მართლა არ იყო,ხალხი ხან მარჯვნიდან ხან მარცხნიდან მაწვებოდა მეც “დავკატაობდი” აქედან იქით.როგორღაც მოვახერხე და წიგნის თაროზე დავდექი( არ გამკიცხოთ მეგობრებო,თუ იქ არ ყოფილხართ.) ცოტა ამოვისუნთქე ფრედერიკოსაც თვალი შევავლე და აი რას ხედავს ჩემი თვალები “ევროპელი” ბიჭი სელფს არ იღებს ბეგბედერთან :3 … სიმათლე გითხრათ არ შემშურდა უბრალოდ ძალიან გავბრაზდი.ადამიანი რომელიც ქართველების ნაკლოვანებებზე საუბრობს და შემდეგ იგივეს თვითონ აკეთებს გამაღიზიანებელია.

   თაროზე მდგარი ნელ-ნელა მივიწევდი კუს ნაბიჯებით ბეგბედერისკენ.თუმცა თაროს ბოლოს რომ გავედი დიდი ვერაფერი რადგან ფრედერიკი შუაში იდგა და თაროდან ფეხის ჩამოდგმის შანსიცარ მქონდა ნაბიჯის გადადგმაზე რომ არაფერი ვთქვა.იქვე ერთი ბიჭი იდგა ალბათ “სტაფი” იქნებოდა და იმას ვთხოვე იქებ როგორმე მიაწვდინო ჩემი წიგნი-თქო.მანაც გამომართვა და სულ რააც 30 წამში ავტოგრაფიანი წიგნი დამიბრუნა .მინდა გითხრათ რომ ის ბიჭი ამ საქციელის გამო პირდაპირ სამოთხეში მოხვდება ,რადგან სულ რაღაც 3 წუთში ავტოგრაფების გაცემა შეწყდა. ჩემ და ელენეს სიხარულს რა თქმა უნდა საზღვარი არ ქონდა.დაღლილები საკანცელარიო ნივთების მხარეს ვისხედით და სულს ვითქვამდით როცა ხალხის ნაკადი დავინახეთ ჩვენსკენ მომავალი,თურმე ბეგბედერის გაყვანას უკანა მხრიდან აპირებდნენ.მე და ელენე მაშინვე წამოვხტით და ვეცადეთ ახლოდან შეგვევლო თვალი და ჰოი სასწაული მე ბეგბედერის უკან აღმოვჩნდი.უეცრად ჩემს მეორე მე-ს  ვკითხე რა უნდა გამეკეთებინა მაშინ როცა ჩემი საყვარელი მწერლის უკან ვიდექი, ჩემა მეორე მე-მ უმალ მიპასუხა “-ჩაეხუტეო” მაგრამ ვინ რას გაცდიდა უცბად სადღაც “ჩი გუსტას” სკამზე აღმოვჩნდი. მოკლედ  ასე მეგობებო ,ყველაფრის მიუხედავად მეძალიან ბედნიერი ვიყავი და ვარ კიდეც.მართალია კარგი იქნებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო მაგრამ რას ვიზავთ.იმედია კიდევ გვესტუმრება ფრედო და ნორმალურად შევძლებთ დალაპარაკებას.როგორც ადამიანები.

მერი ჯოხაძე, 16 წლის, გალაქტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

01 April 2016