01 April 2016
  • 5984 ნახვა

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

ოთარ ჭილაძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურაში.

         „ადამიანი გაზეთის სვეტში“ -ეს  გახლავთ ოთარ ჭილაძის არაჩვეულებრივი ნაწარმოები- თეთრი ლექსი , რომელიც ადამიანს უამრავ საკითხზე აფიქრებს. თეთრი ლექსით , პოეტი თითქოს დემონსტრაციულად უარს აცხადებს იმ სიტყვათა რითმებზე , რომელიც ლექსს სილამაზეს სძენს და სურს თავისი სათქმელი ლექსში „ცხელი“ აზრებითვე გადმოგვცეს.

            ლექსს წინ უძღვის ეპიგრაფი , რომელიც გვაუწყებს , რომ ამერიკელ ჯარისკაცთაგან ერთ-ერთი თავად ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს , ვინაიდან მან არ ისურვა პატრიოტი პანამელი ჯარისკაცების დასჯაში მონაწილეობის მიღება.

             ლექსი იწყება იმით , რომ ამერიკელი ჯარისკაცი - კრუს ხიმენესი სისხლის გუბეში წევს. ორივე მხარე - პანამელებიც და ამერიკელებიც დაბნეულნი არიან , ვიანიდან დიდი ამბის მომსწრენი გახდნენ - სიკვდილის , რომელიც ბევრს ნიშნავს. სიცოცხლის ბოლო წამი , რომელიც ამავდროულად სიკვდილის პირველი წამიცაა მსჭვალავს ყველანაირ ფიქრს,  თითქოს ყველაფერი წამიერ გაელვებას ჰგავს. მაგრამ ეს წამი თითოეული ჩვენგანისათვის , იმ ჯარისკაცებისთვის , დემონსტრანტებისათვის... შესაძლოა მთელს ცხოვრებად და მთელს საუკუნედ იქცეს , იმიტომ რომ იგი უსათუოდ გადაიქცევა ცხოვრებაზე დაფიქრებად და უმთავრეს კითხვებზე პასუხის ძებნას დაგვაწყებინებს : „ვინა ვართ ჩვენ, ადამიანები ?“ „რა გვსურს?“ „რისთვის მოვევლინეთ ქვეყანას?“ „რა აზრი ან გამართლება აქვს ჩვენს ცხოვრებას ?“ ეს ის კითხვებია , რომელსაც დროდადრო ნებისმიერი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს. ადამიანი სუსტია, რადგან არ იცის „როგორ იმართლოს , ან ვის წინაშე იმართლოს თავი“ . 

               მიწაზე მწოლიარე ამერიკელი ჯარისკაცი ფიქრობს სიკვდილზე, ფიქრობს იმაზე , თუ რა რთულია იგი და ხედავს, თანდათან როგორ უერთდებიან ჯარისკაცები მკაცრ პეიზაჟს. აღნიშნული მომენტი საკუთრივ გამოხატავს , თუ როგორ უერთდებიან ადამიანები მოვლენებს, ფაქტებს და ბუნებასაც კი. 

               ადამიანი აკეთებს არჩევანს : მონობასა და ადამიანობას შორის. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადამიანები და  შეგვიძლია დავრჩეთ მონებად , როდესაც ამას ვიღაც გვაიძულებს. მაგრამ ვინ არის ადამიანი? რისთვის ცოცხლობს? ან რისთვის კვდება იგი? ვაჟა- ფშაველა წერს : „არ იცით დასჩნდით რისადა

             ან რისათვისა ჰკვდებითა!“

იგი მიმართავს სწორედ იმ ადამიანებს , რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი ცხოვრების მიზანი , მრწამსი... 

                 რისთვის დასაჯეს ამერიკელი ჯარისკაცი? იმისთვის , რომ მან შეიგრძნო, ისინი ვის დასასჯელადაც მოვიდნენ , მართლები იყვნენ და გადაწყვიტა, სიმართლის მხარეს დამდგარიყო. „ბედნიერია ყოველი თვალი , თუკი სიმართლეს უყურებს იგი“ . ეს არის ის , რისთვისაც ღირს ცხოვრებაცა და სიკვდილიც. 

                  კრუსის სხეული ხიდივითაა გადადებული დასასჯელებს და დამსჯელებს შორის. ვინ არიან დასასჯელები ან ვინ არიან დამსჯელნი? ვინ გადაწყვიტა , რომ ერთი მხარეა დასასჯელი და მეორენი დამსჯელნი უნდა იყვნენ? ვინ წონის ამ ყველაფერს?! ან ვინ წონის საერთოდ სიმართლეს?! 

                 სიმართლე და თავისუფლება ეს არის ის , რისთვისაც ღირს თავგანწირვა და ეს არის ის, რისთვისაც თავს სწირავს ხიმენესიც. მან იცის საკუთარი ჭერის, სახლისა და პურის, ფასიცა და გემოც, ხოლო ადმიანმა , რომელმაც იცის ეს ყველაფერი , იცის, რა არის სიმართლე, იცის , რა არის თავისუფლება - „ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი“.

                 ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან ძვირფასია სიტყვა - თავისუფლება ,  საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ბუნებრივია , რომ არასდროს, ქართველს არ უარყვია ეს სიტყვა .აღნიშნული ნაწარმოები კი არის განსახიერება იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება თავისი სიცოცხლე გაიღოს იმისთვის ,რომ დაიცვას საკუთარი ღირსებაც და დაიცვას სხვაც.

                სულ ბოლოს კი ყველა კითხვა გადადის მაღალ რეგისტრში . დასასრულს, თითქოს სიტყვები - სიმართლე და თავისუფლება ცოტახნით განზე იწევს და წინა პლანზე გადმოდის შერკინება სიკეთისა ბოროტებასთან.

                 თუკი მართლა სიკეთით შეიქმნა ეს ქვეყანა , თუ ადამიანები სიკეთის მსახურები ვართ , მაშინ რატომ იღვრება ამდენი სისხლი? საიდან ჩნდება ამდენი ბოროტება? „და რატომ კვდება ადამიანი , თუ დამტკიცება უნდა სიმართლის?“ აი კიდევ ერთი კითხვა და ამასთან პასუხიც. როგორც ჩანს, ცხოვრება არც ისე ჰარმონიულადაა მოწყობილი და გააზრებული ადამიანთაგან , რომ სიმართლისთვის მებრძოლ კაცს , ეს სიმართლეც, თავისუფლებაც და ღირსებაც შერჩეს. ძალიან ხშირად ასეთი ადამიანები მარცხდებიან და ზოგჯერ , იღუპებიან კიდეც.

                 „ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი..“ ეს საკითხი სრულიად ყველას ეხება - მეც , თქვენც , მასაც , ჩვენ- ყველას. „შენ ხარ ღვთის ხატება და მსგავსება“ - ამას გვეუბნება ოთარ ჭილაძე , „შენ  სიკეთის მსახურად ხარ დაბადებული, მაგრამ ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი , რომ შესაძლოა, შენ ბოროტების მსახური იყო უფრო მეტად ; შენი არჩევანი როგორია? მზად ხარ შენ სხვისი ღირსებაც დაიცვა და ამ ყველაფერს ანაცვალო ყველაზე ძვირფასი , რაც გაქვს - შენი სიცოცხლე.“

                    მაცხოვარმა, ჩვენ , ადამიანებს დაგვიბარა : „გიყვარდეს მოყვასი შენიო“ , არ იყოს სულ ერთი იგი შენთვის, ეცადე გამოხატო მისდამი სიყვარულიო , იმიტომ რომ ჯვარი , რომელიც შედგება ორი ღერძისგან , გამოხატავს როგორც  ღვთის , ისე მოყვასის სიყვარულს.

                    და მაინც, ჯარისკაცს სჯერა , რომ მისი ეს გარჯა, თავგანწირვა აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს.         კაცის განწმენდით იწყება ქვეყნის განწმენდა და წვიმა , როგორც დიდი ტაძარი ხდება თავშესაფარიცა და საფარველიც ამ განწმენდისა. „ყველაზე მეტად კი მაშინ ზრუნავ საკუთარ თავზე , როცა სხვისთვის ირჯები...“  


  მარიამ სისაური , 16 წლის , 71-ე საჯარო სკოლა             


მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

01 April 2016