01 April 2016
  • 1078 ნახვა

წიგნების თარო - 01.04. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - პირველწყარო – Artificial Love.

სათაურმა არ დაგაბნიოთ! აინ რენდის რომანზე ან სერგი გვარჯალაძის გენიალურ მუსიკაზე არ ვაპირებ საუბარს.. ამ კვირაში ლიტერატურული თემები თითქოს ამოვწურე(ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნით უნდა ამოვისუნთქო მისგან) და გადავწყვიტე ჩემს მომოვალ სფეროს, კინემატოგრაფიასაც გადავწვდე. თუმცა, აქაც ლიტერატურის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან უმეტეს შემთხვევაში კარგი ფილმი არანაკლებ კარგი ლიტერატურული პირველწყაროდან იქმნება(იქნება ეს მოთხრობა, რომანი, პიესა, სცენარი.. პოემაც თქვენ წარმოიდგინეთ და ა. შ.). ბევრის, მათ შორის ჩემი აზრითაც, ლიტერატურული ნაწარმოები უმეტეს შემთხვევაში სჯობს ადაპტაციას, თუმცა საბედნიეროდ არსებობს მრავალი გამონაკლისი. ამის მაგალითები ადრეც მომიყვანია და წინა ბლოგებში მრავალგზის ვახსენე, თუმცა იქ არ შევეხე იმ თემას, რომელიც ყველაზე საინტერესო სასაუბროა, როცა  კინოსა და ლიტერატურის ურთიერთკავშირს ვეხებით. მე ჯერ არ შემიდარებია წიგნი და ეკრანიზაცია ერთმანეთისთვის. მართლაც, და ძალზედ რთული საქმე ყოფილა(როგორც აღმოჩნდა). ბოლოს რაც წავიკითხე და სერიოზულად დამაფიქრა, ფილიპ დიკის Magnum Opus–ად წოდებული „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?!“–ა, ხოლო მისი ეკრანიზაცია ბრიტანელ რეჟისორ რიდლი სკოტს ეკუთვნის(Blade Runner). პირველად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფილმი ვნახე და რომ არ მოგატყუოთ ჩემზე მართლაც, რომ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მუსიკალური გაფორმებიდან დაწყებული, ვიზუალური ეფექტებით დამთავრებული, სიუჟეტის დინამიურობით დაწყებული, ოპერატურული ოსტატობით დამთავრებული, ყველაფერი 100–იანზეა შესრულებული. ცალკე საკითხია კიდევ რამდენად ძლიერი კინემატოგრაფიული ფილმია და ძნელია მისი ნახვის შემდეგ(თუ ზედმეტად თვითმყოფადი და დამოუკიდებელი რეჟისორი არ ხარ)  სკოტის ზეგავლენას თავი დააღწიო. მოკლედ, ფილმი სიუჟეტის მიხედვით, ჩვეულებრივ Sci-fi ჟანრს შეიძლება მივაკუთნოთ, თუმცა შიგადაშიგ(და განსაკუთრებით ფინალურ სცენებში) დისტოპიური ელემენტები აშკარად ხაზგასმით იკვეთება. მთავარი იდეა(ჩემი გადმოსახედიდან) ადამიანისა და ანდროიდის(ჰუმანოდის) ურთიერთდამოკიდებულებისა და კავშირების ასახვაა.. რეჟისორი მთელი ძალისხმევით შეეცადა არ დაერღვია ავტორის მთავარი იდეოლოგიური ხაზი და მანაც გადაწყვიტა რეალურსა და ირეალურს შორის ზღვარის მოშლა ეჩვენებინა(მემგონი ეს ისე კარგად არ გამოუვიდა, როგორც პირველწყაროშია ასახული).  სკოტმა მთლიანად შეცვალა ფინალი და ორი სიუჟეტური ხაზი განსხვავებულად გადაკვეთა. რატომღაც ამოიღო რამდენიმე ყველაზე მაგარი კითხვა რაც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გებადება – ოცნებობენ ანდროიდები ზოგადად რაიმეზე? აქვთ თუ არა მათ ცნობიერება საერთოდ? და რა არის ის განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც მათ ადამიანისგან გამოარჩევს(თუ არ ჩავთვლით სიცოცხლის ხანგრძლივობას). წიგნში ეს ძალიან ბუნებრივად იყო აღწერილი. ბოლო თაობის ჰუმანოიდები(Nexus 6), ფაქტობრივად სპეციალური ტესტის გარეშე ვერ იშიფრებოდნენ და ადამიანების გვერდით მშვიდად იწყებდნენ ცხოვრებას. მათ შორის მხოლოდ თავებზე მონადირეები(Blade runner) იდგნენ და ისინი ქმნიდნენ ზღვარს სულიერს და უსულოს, ცოცხალსა და არაცოცხალს შორის. თუმცა, როგორც ვარაუდობდნენ ჰუმანოიდების შემდგომი თაობა უკვე იმდენად დაემსგავსებოდა ადამიანთა რასას, რომ მათ ტესტის საშუალებითაც ვეღარ გამოაშკარავებდნენ. და სწორედ აქ ისმება ყველაზე დიდი კითხვა, რომელსაც ჩვენვე უნდა გავცეთ პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ თავებზე მონადირეები თავის საქმეს ყოველთვის გააკეთებენ, კაცობრიობა მაინც გააგრძელებს მშვიდად ცხოვრებას და ის იმის ინტერესსაც დაკარგავს, მათ გვერდით სულიერი არსება იცხოვრებს თუ არა. რიდლი სკოტმა ამოიღო(და ფილმმა დარწმუნებული ვარ ბევრი დაკარგა) შინაური ცხოველების თემაც. ამ დისტოპიურ სამყაროში ადამიანები იმდენად მარტოსულები არიან, რომ შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაშიც კი(რომლებიც თითქმის აღარ არსებობენ და ამიტომ მათი ფასი ძალიან ძვირია) თავს უკვე ბედნიერად გრძნობენ. ისინი ბედნიერები არიან იმის გამო, რომ მათი ზრუნვა ვიღაცას ესაჭიროება და ეს ამართლებს მათ არსებობას ამ ქვეყანაზე.  ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ორივე შემთხვევაში(პირველწყაროშიც და ადაპტაციაშიც) ადამიანს რაღაც გრძნობა უჩნდება უსულო ანდროიდის მიმართ. პირველ შემთხვევაში ეს სიბრალულია, ხოლო მეორე შემთხვევაში თავებზე მონადირე რიკ დეკარდს ანდროიდი ქალი უყვარდება. ორივეგან პერსონაჟის სულიერი ტრანსფორმაცია და მეტამორფოზა ხდება. ამ მოვლენით რიკ დეკარდი პიროვნულად უახლოვდება ალუდა ქეთელაურს და იგის(სხვა ვარიანტი უცებ არ მომაფიქრდა). საბოლოო ჯამში ფილმიც და წიგნიც  ერთნაირი სიძლიერის გამოდგა, რადგან ორივე მათგანის ავტორმა დაგვიტოვა დიდი საფიქრალი და მას სახელად ხელოვნური სიყვარული(Artificial Love) ჰქვია. 

ლუკა ფადიურაშვილი, 17 წლის, გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი

წიგნების თარო - 01.04. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - საშიში არაფერია? ასე ვერ ვიტყოდი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ცოტნე ქირიას ბლოგი - ნუ შეგეცოდებათ ელჯერნონი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ანრი შენგელიას ბლოგი - კლარა ჰიტსი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - ნინი შაქარიშვილის ბლოგი - რამადანი.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ჭკადუას ბლოგი - ქართული სპორტის ქომაგები.

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ადამიანი გაზეთის სვეტში“

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - მერი ჯოხაძის ბლოგი - ბეგბედერი,ოქტავი და მე !

01 April 2016

წიგნების თარო - 01.04. - დავით ბერაიას ბლოგი - ,,მთვარე - ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03.- ირაკლი მაისურაძის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ქალის ფენომენი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - დიდი საფიქრალი მსოფლიოს – ტერორიზმი.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - თავისუფლება.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - აჰ, კრუსს!

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დავით ბერაიას ბლოგი - ტყეში დაკარგულები.

01 April 2016

წიგნების თარო - 25.03. - დათო წულაძის ბლოგი - წიგნი დიდი საოცრებაა.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - (პოსტ) თანამედროვე ლიტერატურა.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - ანრი შენგელიას ბლოგი - ტაქსი.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - სანდრო დოლიძის ბლოგი - ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „ რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ? “

01 April 2016

წიგნების თარო - 18.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - მე თქვენნაირი არ ვარ...

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - თაზო მეიფარიანის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ალეკო ბერიძის ბლოგი - წიგნი მოლოდინების გარეშე!

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - გაბრიელ გარსია მარკესი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ კიდევ არ მოსულა ნანატრი წერილი?

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - შაკო ბრეგაძის ბლოგი - ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ინტერვიუ...ინტერვიუ...

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ტკბილად დადაგული.

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - ილია- ღრმად მოაზროვნე პერსონა და პირველი ქართველი ლიბერალი

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ჰომო-საპიენსი ვარ!

01 April 2016

წიგნების თარო - 11.03. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - უცნობი შაირიდან ანუ იქით და აქეთ.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - მარიამ სისაურის ბლოგი - „უძღები შვილის იგავის“ გავლენა ქართულ ლიტერატურაზე.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მეფე ირაკლის მშვიდი ცურვა.

01 April 2016

წიგნების თარო - 04.03. - დავით ჭკადუას ბლოგი - მე ვარ იქსი!

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - დროის მანქანა.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ე’მუხვარი.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - შალვა ბრეგაძის ბლოგი - ურსულა ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ სისაურის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ანი ძამუკაშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ადამიანი გაიმარჯვებს?!

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - მარიამ თავბერიძის ბლოგი - მშობლისა და შვილის ურთიერთობა

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - დავით ჭკადუას ბლოგი - კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან..

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი - სიკვდილის გადარჩენა.

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02.- გიორგი გიგინეიშვილის ბლოგი1

01 April 2016

წიგნების თარო - 26.02. - ელენე მაღლაკელიძის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - ლეგენდარული ესპანური მოთხრობა, ანუ სახლი, რომელიც იდგა კასტილიაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლევან ფიფიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი -მეც მინდა მყავდეს საყვარელი თოვლის ბაბუა.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თაზო მეიფარიანის ბლოგი - მთვარ/ეული.

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ვიშტეკალიუკი - კითხვა და წიგნი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - თამთა შიშმანიძის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 19.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - ნაციზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - კლასიკოსი, რომელსაც ყველა იცნობს.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ჭყონიას ბლოგი - ცოცხალი ვარ.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლევან ფიფიას ბლოგი - Alabama song.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - თინათინ ბუბაშვილის ბლოგი - ბრძოლა.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - თათია თურაზაშვილის ბლოგი - ნახევრად ცუდი.

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ანრი შენგელიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 12.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - მაგიური რეალიზმი და პიარის ნაკლებობა ქართულ ლიტერატურაში.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - მარიამ სისაურის ბლოგი - თავის-უფლება.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო სარიშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინო მაკასარაშვილის ბლოგი - ჩემი რჩეული ლიტერატურული პერსონაჟი.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - რეზი ჭითანავას ბლოგი - სიყვარულის ქურდები.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - გიორგი მაჭარაშვილის ბლოგი - სტივენ კინგი „მიზერი“ / მწერალი, რომელმაც მაინც გაიმარჯვა.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ილია ჭანტურიას ბლოგი - ზევსიევიჩი.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ანა ხუციშვილის ბლოგი - პიროვნება და საზოგადოება.

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 2 - რა მაკავშირებს ჩემს სამშობლოსთან ?

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნინი კალანდაძის ბლოგი 1

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - კახა კახურაშვილის ბლოგი - ახალგაზრდები და წიგნიერება

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ფადიურაშვილის ბლოგი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ლუკა ქირიას ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - თორნიკე კუჭაშვილის ბლოგი

01 April 2016

წიგნების თარო - 05.02. - ნიკა ვადაქარიას ბლოგი - თქვენ ეს ადვილი გგონიათ?!

01 April 2016